დაინერგა ახალი ვაქცინა ბავშვებში მენინგიტის საწინააღმდეგოდ
ავტორი: JAMA 2008;299:173-84
ბავშვებში დაინერგა ახალი ვაქცინა მენინგიტის Neisseria meningitidis საწინააღმდეგოდ, რომელსაც ტესტირება ჩაუტარდა ინგლისსა და კანადაში. ვაქცინა ორიენტირებულია 2 წელს ქვემოთ ბავშვებში მენინგიტის საინააღმდეგოდ, რომლის გამომწვევიც არის მენინგოკოკის A, C, W-135 და Y სეროლოგიური ჯგუფები. გამოკვლეული იყო 421 ბავშვი, შედეგები ჩაითვალა დადებითად. ზოგ მათგანს განუვითარდა ანტისხეულების ტიტრი ახალი ვაქცინის სამი დოზის მიღების შემდეგ მე-2, მე-3, და მე-4 თვეებზე, ხოლო ზოგს კი – მე-2, მე-4 და მე-6 თვეებზე. გვერდითი ეფექტების რიცხვიც არ იყო დასაშვებ ნორმაზე მეტი, თუმცა კვლევა საკმაოდ მცირემასშტაბურია იმისათვის, რომ მონაცემები სარწმუნოდ ჩაითვალოს.
დღესდღეობით კი მუშაობს ორი ვაქცინა. ერთი, რომელიც ტეტრავალენტურია და აშშ-ია დანერგილი მოზრდილებისთვის და მეორე – მონოვალენტური C სეროლოგიური ჯგუფის საწინააღმდეგო, რომელიც გამოიყენება ინგლისში ბავშვებისათვის.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა სულ მალე ლიცენზირებული იქნება.
ნანახია: 3937 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით