მედიცინის ისტორია

NOTA BENE

MEDICAL IT

არქივი

მიმოხილვა

პრაქტიკოსის გვერდი

თარგმანი

კვლევა

იშვიათი სინდრომი

ადამიანი და გარემო

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [5.00]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [5.00]

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების მკურნალობის ასპექტები [5.00]

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [5.00]

თირკმლის მწვავე ინფარქტი, როგორც წელის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი [0.00]


ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [43098]

მედეადან მითრიდატემდე [8465]

ენდემიური ჩიყვი საქართველოში*) [8249]

ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [7186]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [6561]


თემების რაოდენობა: 13
კომენტარები: 3

Grid-ტექნოლოგიები - ელექტრონული მედიცინის მიზანი

ავტორი: ფ. ტ. ადილოვა, უზბეკეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტი
F.T. Adilova, Mathematics and Information Technologies Institute of Academy of Sciences, Republic of Uzbekistan
Grid-technologies - Goal of e-Health

>>  Future and already today occurring complicated problems in public health are characterized by enlargement of data level and increase of request on coordinated joint use of resource of the geographically scattered sites. GRID technologies of next generation promise to provide necessary infrastructure, facilitating joint use of computational resources within complex environment of decision making, including public health. In the article are presented the major problems of GRID technologies in public health.


რა არის Grid-მედიცინა?
Grid-მედიცინა არის ის სივრცე, სადაც თავს მოიყრის, დამუშავდება და მომხმარებელს მიეწოდება სამედიცინო ხასიათის მონაცემები
ელექტრონული მედიცინის გამოყენების ძირითადი არეალი საინფორმაციო მენეჯმენტისა და ჯანდაცვის სფეროებია. ელექტრონული მედიცინა ანუ ტელემატიკა (Health Telematics) ჯანდაცვის სფეროს ბიზნეს სექტორში ფარმაცევტიკისა და სამედიცინო მონაცემების ვიზუალიზაციის საშუალებების (უბგ, რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია) წარმოების შემდეგ ეკონომიკური პარამეტრებით მესამე ადგილს იკავებს.
დღესდღეობით მტკიცებითი მედიცინა მოითხოვს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც უფრო მეტად ეფუძნება ავადმყოფის მონაცემების და მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტების კომბინაციას, ვიდრე ექიმის გამოცდილებას, ცოდნასა და კვალიფიკაციას. უფრო მეტიც, დღეს გაჩნდა ავადმყოფობის ისტორიის ციფრული ვერსიის არსებობის აუცილებელი მოთხოვნილება. ისტორიისა, რომელსაც შეუძლია „გადაადგილდეს“ სხვადასხვა კლინიკაში, სხვადასხვა ადგილას – იქ, სადაც იმყოფება მოცემულ მომენტში ამ ავადმყოფობის ისტორიის პატრონი. სამედიცინო ინფორმაციას უზარმაზარი მოცულობა და მრავალმხრივობა ახასიათებს. მეტად დიდი რესურსებია საჭირო სურათების, ეკგ-ს, ეეგ-ის და სხვ. ციფრული მონაცემების შემცველი ავადმყოფობის ისტორიების შესანახად. მეტიც, საკუთრივ ჯანდაცვის სისტემა არის დანაწევრებული და ამიტომაც მონაცემები პაციენტის შესახებ შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციაში არსებობდეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ამ სტრუქტურების და შესაბამისი მონაცემთა ბაზების დაკავშირება არის ამოცანა, რომელიც მოითხოვს დიდ საორგანიზაციო, გამოთვლით, საკომუნიკაციო რესურსებს. სამედიცინო ინფორმაცია შორს დგას სტანდარტებისაგან; გამოიყენება ურთიერთგამომრიცხავი და არათავსებადი ფორმები; სტანდარტები დაუსრულებელია და თუ სადმე ისინი მაინც დაინერგა, ეს ლოკალური მოვლენაა და მჭიდრო კავშირშია კონკრეტულ სისტემასთან.
რა არის Grid-ტექნოლოგია?
Grid-ტექნოლოგია გამოიყენება ბიოსამედიცინო ცოდნის ინტეგრირების, გრაფიკული მასალის და პროგრესული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებების განვითარებისათვის. Grid-ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სისტემებს ძალუძთ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ გაბნეული და დანაწევრებული სამედიცინო მონაცემების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
Grid-მედიცინა არის ის სივრცე, სადაც თავს მოიყრის, დამუშავდება და მომხმარებელს (მეცნიერს, ექიმს, სამედიცინო ცენტრებს, მართვის აპარატს, მომავალში კი მოქალაქეებს) მიეწოდება სამედიცინო ხასიათის მონაცემები. თუკი ასეთი ინფრასტრუქტურა შესაბამისობაში იქნება უსაფრთხოების, ეთიკისა და ნორმატიულ-სამართლებლივი ინსტრუქციების მოთხოვნებთან, შესაძ- ლებელი გახდებოდა მთელი პოსტგენომური და სამედიცინო ინფორმაციის თავმოყრა, რაც მკურნალობის ინდივიდუალურად დაგეგმვის უსასრულო შესაძლებლობებს მოგვცემდა.
Grid-ტექნოლოგიები შეიძლება დავყოთ შემდეგგვარად: გამოთვლითი Grid-ტექნოლოგიები, რომელთა დანიშნულებაა ვირტუალური სუპერკომპიუტერის შექმნა, რომელიც ახდენს ინდივიდუალური კომპიუტერების ძალზე დიდი რაოდე- ნობის დინამიურ აგრეგაციას და DataGird-ტექნოლოგიები, რომლებიც ფოკუსირებულია გაფანტულ (დანაწევრებულ) დიდი მასშტაბის მონაცემ- თა ბაზებზე, ინფორმაციისა და ცოდნაზე.
Grid-ტექნოლოგიების მომავალი განვითარების ძირითადი მახასიათებელი არის სერვის-ორიენტირებული პარადიგმის, ვებ-სერვისის ტექნოლოგიების სრული ათვისება, რესურსებისა და სერვისების მაქსიმალური ვირტუალიზაცია, სემანტური ინფორმაციის და ონტოლოგიის მზარდი გამოყენება. მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს საკუთრივ Grid-სივრცის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით უზრუნველ- ყოფა, რათა მოხდეს Grid საშუალებების სირთულისა და ღირებულების გადაფარვა. უსაფრთხოების სტანდარტების ხელმისაწვდომობა და მოხერ- ხებულობა, სერვისის ხარისხის უზრუნველყოფა, Grid სივრცეში ბიზნეს-მოდელების შექმნა უნდა იქცეს Grid-ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის ფაქტორებად.
Grid-მედიცინა – არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს ბიოსამედიცინო მონაცემების დამუშავების პრობლემის გადაწყვეტის სპეციფიურ სერვისს. Grid-მედიცინის რესურსებია: მონაცემთა ბაზები, კომპიუტერული რესურსები, სამედიცინო ცოდნა, სამედიცინო აპარატურა. ელექტრო- ნული მედიცინის საბოლოო მიზანი Grid-მედიცინის შექმნაა, რომელიც მოიცავს ელექტრონული მედიცინის ყველა რესურსს, უსაფრთხოებისა და ავტორიზაციის ჩათვლით, რათა შესაძლებელი გახდეს Grid-მედიცინის დამოუკიდებელი სეგმენტების ერთიანი მართვა.
მომხიბლავი ბიზნესის შექმნა Grid-მედიცინისათვის
სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა სფეროში – ავიაცია, ავტოტრანსპორტი, საბანკო საქმე, თავდაცვა, მრეწველობა – საინფორმაციო ტექნოლოგიები დიდი ხანია მეტად ეფექტურად გამოი- ყენება. ჯანდაცვაში კი საინფორმაციო-კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა ძალზედ ნელა და ფრაგმენტულად მიმდინარეობს; ამ სფეროში ძალზე მცირეა მაღალხარისხიანი, კარგად დოკუმენტირებული ბიზნესი, ძალზე მცირეა ფართომასშტაბიანი ძვრები. აქედან გამომდინარე, ფინანსების მოზიდვისას პრიორიტეტები ისე უნდა განაწილდეს, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა მიენიჭოს ბიზნესს ჯანდაცვაში, რომელიც Grid-ტექნოლოგიებს დაეფუძნება.
Grid პროგრესი მედიცინაში, თუნდაც კვლევების დონეზე, აუცილებლად მოიცავს ინვესტიციასა და ექსპერიმენტს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
რატომ Grid-მედიცინა?
მართლაც, რაში სჭირდება ჯანდაცვის grid-მენეჯერს, რომელსაც აქვს ფართო არჩევანი, სად ჩადოს ფული და დრო, იფიქროს საინფორმაციო ტექნოლოგიებზე და იყიდოს კიდეც ისინი? რატომ უნდა მიეცეს უპირატესობა ახალ, ხშირად გაუმართლებელ Grid-ტექნოლოგიებს ისეთ რთულ და გაჯერებულ ბაზარზე, როგორიც სამედიცინო მომსახურებაა? არსებობს კითხვები, სადაც მიდგომის ღირებულება გადაწონის ახალი, ნაკლებ ტესტირებული ტექნოლოგიების პოტენციურ ნაკლოვანებებს. მოვიყვანთ იმ კლინიკური პრობლემების მახასიათებლებს, რომელთა გადაჭრაც შე- საძლებელია Grid-ტექნოლოგიების საშუალებით:
• ანალიზი, რომელიც მოითხოვს დინამიურად ცვლად მონაცემებსა და კვლევის მეთოდებს; • მონაცემთა შეკრების და ანალიზის პროცესები, შენახვის ადგილის (ორგანიზაციის) მიუხედავად; შედეგების ასეთივე განაწილებული გაცემა.
• ფართომასშტაბიანი ანალიზი, რომელიც მითხოვს მონაცემთა (გენეტიკა და სამედიცინო გრაფიკა) ძალზე დიდ მოცულობებთან სამუშაო შესაბამის ინფრასტრუქტურას;
• დინამიური კონსილიუმები, რომელთა რეალიზაცია ვირტუალურად ხდება.
Grid-ტექნოლოგიები ხელსაყრელია იმით, რომ ხდება მცირე ორგანიზაციების გამოთვლითი რესურსების ეკონომია, კლინიკიდან მოცილებით არსებული კომპიუტერებისა და პროგრამების გამოყენების შესაძლებლობის პირობებში.
Grid-ის გამოყენების სფეროები
• სამედიცინო გრაფიკა და გამოსახულებების დამუშავება;
• სხეულის მოდელირება სამკურნალო ტაქტიკისა და ქირურგიული ჩარევების დასაგეგმად;
• ფარმაცევტიკა და ეპიდემიოლოგიური კვლევები.
ყველაზე ცნობილი პროექტები – WISDOM და MAMMOGRID [1] ხორციელდება ევროპული პროექტის Enabling Grids for E-sciencE, EGEE [2] ფარგლებში.

ევროკომისიის ელექტრონული მედიცინის განყოფილებამ განსაზღვრა Grid-ტექნოლოგიების ამონაგები შემდეგი სამი პოზიციის მიხედვით.
• მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება სწრაფი დიაგნოსტიკის, დროული მკურნალობის, სამედიცინო შეცდომების შემცირების ხარჯზე.
• სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება: ხელმისაწვდომობა პაციენტთა დიდი რაოდენობისათვის, და ორგანიზმის უფრო ფართომასშტაბიანი კვლევისშესაძლებლობა.
• მომსახურების ღირებულების შემცირება დაავადების უფრო ადრეულ სტადიებზე აღმოჩენის, მრავალმხრივი კვლევის, მკურნალობის ოპტიმალური სტრატეგიის არჩევის ხარჯზე, დაავადების მოსალოდნელი გამოსავლის გათვალისწინებით.

წყაროები RESOURCES:
www.healthgrid.org
www.eu-egee.org

ნანახია: 3361 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268401


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.