Melody Transcatheter Artificial Valve-მ აშშ-ში კლინიკური გამოყენების ნებართვა მიიღო
ავტორი: www.medicinform.net
ფირმა Medtronic-ის შექმნილმა გულის ხელოვნურმა სარქველებმა FDA-ს დადებითი შეფასება მიიღო. Melody Transcatheter Artificial Valve არ საჭიროებს პაციენტზე სერიოზულ ქირურგიულ ჩარევას. მისი ჩადგმა, სარქველოვანი უკმარისობის მქონე პაციენტებში, სისხლძარღვთა სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება. სინთეზური ბოჭკოსგან ნაქსოვი ხელოვნური სარქველები ადგილზე მიტანის შემდეგ იშლება და ავტომატურად ფიქსირდება. სისტემა გამოიცადა იყო 99 ამერიკელ და 68 ევროპელ მოხალისეზე. ყველა შემთხვევაში აღინიშნა პაციენტთა მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ხოლო უმეტეს შემთხვევაში აღინიშნა დაავადების სიმპტომების სრული გაქრობა.
ამჟამად, ფირმა-მწარმოებელი აგრძელებს კვლევებს პროთეზირების შემდგომი შორეული გართულებების გამოსავლენად.
ნანახია: 3995 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით