აქტუალური თემა

ახალი პროექტები

კანონი და ჯანდაცვა

სიახლეები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

კვლევა

მიმოხილვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ღირსეული დასტაქარი [5.00]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [5.00]

ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა [5.00]


ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [17999]

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა [16684]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [12629]

მენოპაუზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინი [12164]

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს [11683]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 12

ინფორმაცის მიღების უფლება და ინფორმირებული თანხმობა პედიატრიულ პრაქტიკაში

ავტორი: ი. მანჯავიძე 1, კ. ვიესმანი 2
1თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის, ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2 გოტინგენის უნივერსიტეტის ბიოეთიკისა და მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, დოქტორი.
I. Manjavidze 1, C. Wiesemann 2
1Assisstant-Professor of Tbilisi State medical University, Department of pediatrics , of Tbilisi State Medical University (Georgia); 2 Professor, Dr, Head of Department of Bioethics and History of Medicine University of Goettingen (Germany)
Rights to Information and Inform Consent in Pediatrics Practice

>>  სამედიცინო დარგის პროფესიონალები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ ბავშვების აღქმისა და გაგების უნარი, რათა მათი შეხედულებები გათვალისწინებული იყოს გადაწყეტილების მიღებისას და მკურნალობაზე თანხმობის გაცხადების დროს. სამედიცინო დარგის პროფესიონალები უნდა თანამშრომლობდნენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან და ისინი სრულად უნდა იყვნენ ჩართულნი შემოთავაზებული მკურნალობის და სამედიცინო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ რატიფიცირებულია და შესულია ძალაში საქართველოს მთავრობის მიერ 1994 წლის 2 ივნისს.
საქართველოს კანონმდებლობაში ასახულია ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში, საქართველოს კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“ თავი VIII არეგულირებს არასრულწლოვანთა უფლებებს სამედიცინო მომსახურების პროცესში.

Health professionals are obligated to explore with children their level of understanding of any proposed treatment, their views on it and their competence to make a decision on whether or not to consent to the treatment. Health professionals must work collaboratively with both children and their parents to involve them as fully as possible in the treatment being offered and in any decisions that need to be taken.
The Georgian Government ratified UN Convention on the Rights of the Child in 2 June 1994 and thus committed itself to putting the Convention’s provisions into effect.
Georgian Legislations have covered all principals of Children’s rights in Medical Care Facilities. In Law of Georgia on the „Rights of Patient“ is special chapter VIII rights of Minor, which regulates Children and adolescence rights according to health services.


Key words: child’s rights, child health, medical care, health professionals.

ბავშვები იბადებიან თავისუფალნი და ყველა ადამიანური უფლების მქონენი. ეს არის ბავშვის უფლებათა კონვენციის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულების ძირითადი წინამძღვარი, რომელიც გარდაქმნის ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრებას მთელ მსოფლიოში.1, 2,12
„ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომელსაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი 1989 წელს მსოფლიო მასშტაბის იურიდიული დოკუმენტია. საქართველოში ამ კონვენციის რატიფიცირება 1994 წლის 21 აპრილს მოხდა და აიღო ვალდებულება შეასრულოს კონვენციის დებულებანი – სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს 18 წლამდე ასაკის ბავშვების დაცვა და მათზე ზრუნვა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მეტად მნიშვნელოვანი გახდა ბავშვისა და ოჯახის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის ბავშვის უფლებების მხარდაჭერა. სიღარიბის ზრდამ და გარემო ფაქტორებმა შეცვალა ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის სტრუქტურა. გლობალიზაციის პროცესმა განსაზღვრა პოლიტიკის წონასწორობა, გადაწყვეტილების ტრაექტორია ადამიანური და საზოგადოებრივი განვითარებისათვის.10,14,17
სოციალური ხასიათის ცვლილებები მოითხოვს ჯანმრთელობის კონცეფტუალიზაციას და ახალი გზების ძიებას ბავშვთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. საჭირო ხდება ბავშვთა ჯანდაცვის პროფესიონალების ფუნქციების რადიკალური ცვლილებები, რათა მათი ქმედება იყოს წარმატებული და შესაფერისი ბავშვთა და ოჯახთა კეთილდღეობასა და ჯანმრთელობასთან.7,8,9,10,13
უფლებებზე დაყრდნობილი განცხადება, რომელიც ჯანდაცვას მიესადაგება უზრუნველყოფს ისეთ სამუშაო გეგმას, რეალურ სტრატეგიებსა და უნარს რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს პროფესიონალების მიერ სამედიცინო მომსახურებისა და ბავშვთა დაცვისათვის. ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებები ეფუძნება ოთხ ძირითად კომპონენტს, როგორიცაა:
სიცოცხლე - ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და გადარჩენის უფლება, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის, წყლითა და სანიტარული სისტემებით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლება;
განვითარება - ბავშვებს აქვთ განათლების, ინდივიდუალური განვითარების, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობათა გამოვლენის უფლება;
დაცვა – ბავშვებს აქვთ უფლება დაცულნი იყვნენ ნებისმიერი დისკრიმინაციისა და ექსპლუატაციისაგან, ომისა და გაჭირვებისაგან;
მონაწილეობა - ბავშვებს აქვთ უფლება გააჩნდეთ საკუთარი აზრი, თავისუფლად გამოხატონ თავისი შეხედულებები, მიიღონ სასურველი ინფორმაცია.
„ბავშვის უფლებათა კონვენცია“, აწესებს რა საერთო სტანდარტებს მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის, ამასთანავე ითვალისწინებს სახელმწიფოთათვის დამახასიათებელ კულტურალურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალობებს, რათა თითოეულ ქვეყანას კონვენციის დებულებების ოპტიმალურად განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: სოციალური უფლებები, რომელიც მოიცავს, სამედიცინო მომსახურების ფინანსურ და ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, თანაბარ ხელმისაწვდომობას დისკრიმინაციის გარეშე და სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ეს უკანასკნელი გულისხმობს სამედიცინო მომსახურების ადექვატურ ხარისხს, (დიგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციის მეთოდების ადექვატურობას) და პაციენტის უსაფრთხოებას. ხოლო ინდივიდური უფლებებია: ინფორმაციის მიღების უფლება, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება (ინფორმირებული თანხმობა), კონფიდენციალობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მეორე აზრის მოძიების და სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულების არჩევის უფლება.2

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობას საფუძვლად უდევს საერთაშორისო დოკუმენტები. სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპად არის გაცხადებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ხელშეუვალობა (საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, მუხლი 4), რასაც თანაბარი პასუხისმგებლობით უნდა იცავდეს ექიმი, ექთანი და სხვა სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო საქმიანობის მიზანია ადამიანისათვის ჯანმრთელობის შენარჩუნება, მისი ჯანმრთელობის დაცვა და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება (საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“,
მუხლი 27).

ინფორმაციის მიღების უფლება
პაციენტმა უნდა მიიღოს ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრისთანავე. ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული ნებისმიერი პაციენტისათვის გასაგებ ენაზე და დროულად მიწოდებული, ინფორმაცია უნდა იყოს სრულყოფილი და ჭეშმარიტი.
ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენად გასაგებად განუმარტავს ექიმი პაციენტს ყოველივეს, რაც ეხება მის მდგომარეობას, დაავადებას, გამოკვლევებსა და მკურნალობის მეთოდებს. პაციენტთან საუბრისას არ უნდა იყოს გამოყენებული სამედიცინო ტერმინები, და თუ ასეთის გამოყენება ექიმს მაინც მოუწევს, ტერმინები იქვე უნდა განმარტოს პაციენტისათვის გასაგებ ენაზე (საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 19). ინფორმაციის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის აღქმის უნარი (იხ. ქვემოთ, არასრულწლოვანი პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება).
პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:4,5,6
ა) სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიღების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;
ბ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამედიცინო დაწესებულებების შინაგანაწესით განსაზღვრული პაციენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
გ) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;
დ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;
ე) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;
ვ) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
ზ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის შესახებ;
თ) სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ (საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 18).
პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს სამედიცნო ჩანაწერის ნებისმიერი ნაწილის ასლი, სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის, აგრეთვე მათი ასლის მიღების შესახებ მოთხოვნა წერილობით წარედგინება სამედიცინო დაწესებულებას (საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“ მუხლი 17).

ინფორმაციის მიწოდება არასრულწლოვანი პაციენტებისათვის
საქართველოს კანონით „პაციენტის უფლებების შესახებ“ (თავი VIII, „არასრულწლოვანის უფლებები“, მუხლი 40) „მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მკურნალი ექიმისაგან მიიღონ სრული, ობიეტური, დროული და გასაგები ინფორმაცია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.

საქართველოს კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“ განხილულია ის შემთხვევები, როცა არასრულწლოვანი პაციენტი წინააღმდეგია ინფორმაცია მიეწოდოს მშობელს ან მის კანონიერ წრამომადგენელს (მუხლი 40, 2). „თუ 14-18 წლამდე არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც ითვლება ქმედუნარიანად, სამედიცინო პერსონალის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელმაც ექიმს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების ან ნარკომანიის მკურნალობის, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების გამოყენების შესახებ კონსულტაციის და ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის (აბორტის) მიზნით“.

უნდა აღინიშნოს, ამავე კანონის მიხედვით არასრულწლოვან პაციენტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ (მუხლი 43), თუმცა აქვე არის მითითებული, ინფორმაციის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ასაკი და მისი გონებრივი განვითარების დონე.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკის, აღქმის და გონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მისთვის გასაგებ ენაზე, ექიმისაგან მიიღოს ინფორმაცია თავისი დაავადების, აუცილებელი სამედიცინო მანიპულაციების, სარეაბილიტაციო საშუალებების, მკურნალობის მეთოდების და წამლის მიღების წესების შესახებ.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით (მუხლი 5), ყველა სახელმწიფო სადაც რატიფიცირებულია ბავშვის უფლებათა კონვენცია პატივს მიაგებს მშობლებისა და მეურვეების მოვალეობებს და მხარს უჭერენ მათ, ბავშვის უნარები განვითარების ხელშეწყობასათვის.
სამედიცინო მომსახურების პროცესში მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულება, ნებისმიერი მკურნალობის ჩასატარებლად გამოიკვლიოს ბავშვთა გონებრივი შესაძლებლობები, მათი შეხედულებები ამ მკურნალობის შესახებ და მათი უფლებამოსილება მიიღონ გადაწყვეტილება დათანხმდებიან თუ არა შემდგომ მკურნალობაზე. ბავშვებისათვის სამედიცინო მომსახურების დროს ექიმმა და სხვა სამედიცნო პერსონალმა ერთდროულად უნდა ითანამშრომლონ ბავშვებთან და მშობლებთან; სრულად ჩართონ ისინი მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში. ბავშვი უფლებამოსილია დათანხმდეს ან უარი განაცხადოს მკურნალობაზე მაშინ, როცა მშობელს აქვს საწინააღმდეგო შეხედულება. ხშირად აზრთა სხვა­და­სხვაობა დილემას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალისთვის – როგორ უნდა გადაიჭრას საკითხი, ვისი აზრია უფრო მნიშვნელოვანი.13
საქართველოს კანონმდებლობა არასრულწლოვანი პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდების დროს ერთის მხრივ ითვალისწინებს „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ მითითებიულ დებულებას, რომ მნიშნელოვანია ბავშვის უფლებათა დაცვისათვის ბავშვთან თანამშრომლობა; ხოლო მეორეს მხრივ საქრთველოს კანონმდებლობა ინფორმაციის გაცემისას არასრულწლოვანი პაციენტისათვის ეყრდნობა მის ასაკს, გონებრივ განვითარებას და გარკვეულ შემთხვევებში უპირატესობას ანიჭებს მის სურვილებს ინფორმაციის სხვა პირზე, მათ შორის მშობელზე და კანონიერ წარმომადგენელზე გაცემის დროს.

ინფორმირებული თანხმობა
ნებისმიერი ჩარევა სამედიცინო მომსახურების პროცესში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფილობით გაცხადებული, გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ. პირს წინასწარ უნდა მიეცეს ინფორმაცია ჩარევის მიზნებისა და ხასიათის, აგრეთვე შედეგებისა და საფრთხის შესახებ.
ექიმმა უნდა მიიღოს ინფორმირებულ თანხმობა პაციენტისათვის რაიმე სახის სამედიცინო მომსახურების გაწევამდე. იქნება ეს სადიაგნოსტიკო მანიპულაცია, სამკურნალო თუ საპროფილაქტიკო ღონისძიება. პაციენტი, თუ არასრულწლოვანია (დაწვრილებით იხ. ქვემოთ) ან რაიმე სხვა მიზეზის გამო არ აქვს გადაწყეტილების მიღების უნარი, მაშინ ინფორმირებულ თანხმობას აცხადებს პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი.
თანხმობის გაცხადება შეიძლება იყოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი. კანონი ზუსტად აყალიბებს ჩამონათვალს, როცა აუცილებელია პაციენტისაგან წერილობითი თანხმობა (საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 22, და საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, მუხლი 44), როგორიცაა ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გენეტიკური ტესტირება და სხვ. ასევე, ყველა ის შემთხვევა, როცა სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ ჩათვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.
თუ პაციენტი ქმედუუნარაოა, ანუ მას არ შეუძლია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას, ხოლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძიება ვერ ხერხდება, სამედიცინო მომსახურების გამწევი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად (საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 25, 2). სამედიცინო პერსონალის ამ ვალდებულების შესახებ გაცხადებულია საქართველოს კანონში „საექიმო საქმიანობის შესახებ“ და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“.
პაციენტის გამოყენება სასწავლო ობიექტად საუნივერსიტეტო კლინიკაში შესაძლებელია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის შემდეგ. პაციენტის თანხმობა არ არის აუცილებელი მხოლოდ მაშინ, თუ სასწავლო მიზნით გამოიყენება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია პაციენტის იდენტიფიცირება; ან ისეთ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესში გამოიყენება პაციენტის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პროცესში მიღებული მასალა (შარდი, სისხლი, სხვა ქსოვილები), როცა უზრუნველყოფილია პაციენტის ანაონიმურობა.
ინფორმირებული თანხმობა ასევე წინ უნდა უსწრებდეს პაციენტის რაიმე კვლევაში ჩართვის პროცესს. ადამიანის, როგორც ბიოსამედიცინო კვლევის ობიექტს, წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კვლევის მიზნების, მეთოდების, მოსალოდნელი შედეგების, კვლევის რისკისა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტის შესახებ. სამედიცნო-ბიოლოგიური კვლევა არ უნდა ჩატარდეს მასში მონაწილე პირის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის გარეშე. თუმცა კვლევის ნებისმიერ ეტაპზე მას შეუძლია უარი განაცხადოს კვლევაში მონაწილეობაზე, მიუხედავად წინასწარ გაცხადებული წერილობითი თანხმობისა.

არასრულწლოვანი პაციენტის ინფორმირებული თანხმობა
ბავშვის უფლებათა კონვენცის მიხედვით, ის სახელმწიფოები, სადაც კონვენცია რატიფიცირებულია11,14,15,16 უზრუნველყოფენ ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატონ თავისი შეხედულებები, რაც სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული მათი ასაკისა და განვითარების შესაბამისად (მუხლი 12).
ბავშვის, როგორც არასრულწლოვანი პაციენტის უფლება მისი შეხედულებების გათვალისწინების შესახებ სამედიცინო მომსახურების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით განიხილება ასაკობრივ ასპექტში. კერძოდ 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება უტარდება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით (საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 41, 2), თუმცა კანონი მიუთითებს რომ სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია არა­სრულწლოვანი პაციენტის მონაწილეობაც მისი ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით.

მე-12 მუხლის მიხედვით: ყველა ბავშვი უფლებამოსილია, გამოხატოს საკუთარი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით; ყველა ბავშვი უფლებამოსილია, კომენტარი გააკეთოს მათზე მოქმედ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი მდგომარეობისა; საზოგადოება ვალდებულია, გაიზიაროს ბავშვთა შეხედულებები, პატივი სცეს მათ და მათი მხედველობაში იქნეს მიღებული; საზოგადოება ვალდებულია ბავშვების შეხედულებები მიღონ მათი ასაკისა და განვითარების შესაბამისად.

საქართველოს კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“ (მუხლი 41, 1) აღნიშნულია, რომ 14-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტმა რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთლობის მდგომარეობას, შეუძლია განაცხადოს ინფორმირებული თანხმობა თვითონ, როცა მან მიმართა სამედიცნო მომსახურების გამწევს სქესობრივად გადამდები დაავადების ან ნარკომანიის მკურნალობის, კონტრაცეპციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით. ხოლო, თუ პაციენტის ასაკი აღემატება 16 წელს, მას უფლება აქვს ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს (საქართველოს კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 41, 3) სამედინო მომსახურებაზე, თუ იგი სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. აქვე მითითებულია ისიც, რომ პაციენტის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგებნელს.
არასრულწლოვანი პაციენტის სწავლების ობიექტად გამოყენების შესახებ საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“ (მუხლი 42) მიუთითებს, რომ 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის სწავლების ობიექტად გამო­ყე­ნება დასაშვებია მხოლოდ მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თან­ხ­მობით. თუმცა აქვე მითითებულია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობაც ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით. ხოლო რაც შეეხება 16 წლის ზევით, არასრულწლოვან პაციენტს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მისი სწავლების ობიექტად გამოყენების შესახებ. მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ეცნობება პაციენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ლიტერატურა

ნანახია: 5424 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269112


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.