სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

ნობელის პრემია

NOTA BENE

MEDICAL IT

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

თარგმანი

პრევენცია

პრაქტიკოსის გვერდი

კლინიკური კვლევა

სამედიცინო ბიულეტენი

სიახლეები

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [5.00]

ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ [5.00]

ევთანაზია [5.00]

შიდსის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში ნაპოვნი იქნება [5.00]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [5.00]


მწვავე გარდამავალი პორფირია [9009]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [7802]

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები [7281]

ევთანაზია [6763]

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ [6191]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 7

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ

ავტორი: გ. კამკამიძე, მ. ბუწაშვილი, საქართველოს ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი

>>  პაპილომავირუსების 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, რომელთაგან 40 აინფიცირებს ლორწოვან ზედაპირებს, მათ შორის ანოგენიტალურ ეპითელიუმს (საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვის, სწორი ნაწლავის, ურეთრის, ასოს და ანუსის). მათგან ზოგიერთი მიეკუთვნება ე.წ. "მაღალი რისკის" (ონკოგენურ, ანუ სიმსივნესთან ასოცირებულ), ზოგიერთი კი "დაბალი რისკის" (არაონკოგენურ) ტიპებს.


საშვილოსნოს ყელის კიბო წარმოადგენს ქალებში სიმსივნეებთან ასოცირებული სიკვდილობის რიგით მეორე მიზეზს მკერდის კიბოს შემდეგ
იგი პრევენტირებადია!!!

დადგენილია, რომ ზოგიერთი სიმსივნე ასოცირებულია ინფექციასთან. შესაძლებელია თუ არა მათი პროფილაქტიკა?

ზოგიერთი სიმსივნის ინფექციური ეტიოლოგია

ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია
წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას. აშშ-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია ყველაზე ხშირ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას წარმოადგენს. სქესობრივად აქტიური ადამიანების დაახლოებით 50% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება ადამიანის პაპილომავირუსით. 50 წლის ასაკის ქალთა 80% ინფიცირებულია ამ ვირუსით. მისი მნიშვნელობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც წარმოადგენს ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს მკერდის კიბოს შემდეგ.
პაპილომავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა 5-30% აქვს ამ ვირუსის ერთდროულად რამდენიმე ტიპი. ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომავირუსების სხვა ონკოგენური ტიპებია 31, 33, 45, 52, 58, რომელთაგან თითოეული ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან. რაც შეეხება მე-6 და მე-11 ტიპებს, რომლებიც პაპილომავირუსების ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია, ისინი არ იწვევს სიმსივნეებს და ასოცირებულა გენიტალური მეჭეჭების განვითარებასთან.
გენიტალური პაპილომავირუსების გადაცემა მხოლოდ სქესობრივი გზით ხდება. ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა საგნებზეც, მათ შორის ტანსაცმელზეც, მაგრამ ამ გზით ადამიანის დაინფიცირება აღწერილი არ არის.
პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. ინფიცირებულ ადამიანთა ერთ ნაწილს კი შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები, პათოლოგიური ცვლილებები გენიტალური ტრაქტის ლორწოვან გარსში ან, უფრო იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბო.
ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ერთ-ორ წელიწადში ხდება ვირუსის გამოდევნა შემთხვევათა 90%-ში. დანარჩენ 10%-ს უვითარდება პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომავირუსული ინფექცია. ასეთ დროს თუ ადამიანი ინფიცირებულია ე.წ. მაღალი რისკის ვირუსით, ლორწოვან გარსში ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები და კიბო.
პაპილომავირუსების ტიპები

მაღალი რისკის (ონკოგენური, სიმსივნესთან ასოცირებული ტიპები): 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 68, 82 ასოცირებულია საშვილოსნოს ყელის, ვულვის, ასოს და ანუსის ინვაზიურ სიმსივნეებთან.
დაბალი რისკის (არაონკოგენური ტიპები): 6, 11, 40, 42, 43, 44, 54, 61, 72, 73, 81 არ არის ასოცირებული ინვაზიურ სიმსივნეებთან, იწვევს გენიტალური მეჭეჭებისა და კონდილომების წარმოქმნას.
გენიტალური მეჭეჭები
პაპილომავირუსების ე.წ. დაბალი რისკის ტიპები იწვევს გენიტალური მეჭეჭების განვითარებას. გენიტალური მეჭეჭები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, ზომის და რაოდენობის – ბრტყელი ან ზედაპირიდან წამოწეული, ერთეული ან მრავლობითი, მცირე ან დიდი, ზოგჯერ ყვავილოვანი კომბოსტოს ფორმის. ეს წანაზარდები შეიძლება გავრცელებული იყოს საშოს, ანუსის, საშვილოსნოს ყელის, ასოს, საზარდულის და სხვ. არეებში. პაპილომავირუსის მქონე ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ მეჭეჭები შეიძლება გაჩნდეს რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ, ან საერთოდ არ გამოვლინდეს.
გენიტალური მეჭეჭების დიაგნოზის დასმა მხოლოდ დათვალიერებითაც კი არის შესაძლებელი.
მამაკაცებში მაღალი რისკის პაპილომავირუსებით ინფიცირებას შეიძლება მოჰყვეს ასოს და ანუსის კიბოს განვითარება. თუმცა ეს ბევრად უფრო იშვიათი მოვლენაა, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კობოს განვითარება ქალებში.
იშვიათად, სასქესო ორგანოების პაპილომავირუსული ინფექცია შეიძლება გადაეცეს დედიდან ბავშვზე, რაც იწვევს ბავშვის სასუნთქი გზების პაპილომატოზს (მეჭეჭები სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე).
პაპილომავირუსული ინფექციის კლინიკური გამოვლინებების თავისებურებები
• პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულია უსიპტომოდ მიმდინარეობს, ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება და პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება.
• ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ერთ-ორ წელიწადში ხდება ვირუსის გამოდევნა შემთხვევათა 90%-ში. დანარჩენ 10%-ს უვითარდება
• თუ ქალი ინფიცირებულია ე.წ. მაღალი რისკის ვირუსით, ლორწოვან გარსში ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები CIN (Cervical Intraepithelial Neoplasia)
• მამაკაცებში მაღალი რისკის პაპილომავირუსებით ინფიცირებას შეიძლება მოჰყვეს ასოს და ანუსის კიბოს განვითარება. ეს ბევრად უფრო იშვიათი მოვლენაა, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება ქალებში.

30 წელს გადაცილებული ქალების მართვა HPV ტესტისა და ციტოლოგიის გამოყენებით (სქემა 1)

ვაქცინაცია

სადღეისოდ არსებობს ვაქცინა პაპილომავირუსით ინფექციის საპროფილაქტიკოდ. ეს არის ინაქტივირებული ვირუსული ვაქცინა, რომელიც იცავს ადამიანის პაპილომავირუსის 4 ძირითადი ტიპისაგან. მათგან 2 ტიპი იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 70% და 2 ტიპი – სასქესო ორგანოების მეჭეჭების 90%-ს. ვაქცინა იცავს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინირებულმა ქალმა არ უნდა ჩაიტაროს საშვილოსნოს ყელის სიმსივნეზე პერიოდული გამოკვლევები, ვინაიდან ვაქცინა არ იცავს აბსოლუტურად ყველა ტიპის პაპილომავირუსისაგან და შედარებით იშვიათი ტიპებით ინფიცირების მცირე რისკი მაინც რჩება.
ვაქცინაცია რეკომენდებულია ჩაუტარდეს გოგონებს 11-12 წლის ასაკში, თუმცა 9 წლის ასაკიდან უკვე შესაძლებელია ბავშვის აცრა. ვაქცინა კეთდება სამჯერადად. მეორე დოზა უკეთდება პირველიდან 2 თვის შემდეგ, ხოლო მესამე – პირველიდან 6 თვის შემდეგ.
ზემოხსენებული ასაკი შერჩეულია იმიტომ, რომ ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. თუმცა ეს ასაკობრივი რეკომენდაცია არ გამორიცხავს უფროსი ასაკის გო- გონების ვაქცინაციას (13-26 წელი), რომლებსაც მანამდე აცრა არ გაკეთებიათ. მხედველობაში მისაღებია უბრალოდ ის ფაქტი, რომ თუ ქალი უკვე ინფიცირებულია, მას, რა თქმა უნდა, ვაქცინა ვეღარ დაიცავს.
პაპილომავირუსზე ვაქცინაცია
2006 წლის 8 ივნისს FDA მიერ დარეგისტრირდა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა
ეს იყო პირველი ლიცენზირებული ვაქცინა გენიტალური პაპილომავირუსული ინფექციის საპროფილაქტიკოდ
ვაქცინა არის კვადრივალენტური, ანუ შეიცავს ვირუსის 4 ყველაზე ხშირ ტიპს:
2 მაღალი რისკის ტიპი 16, 18
2 დაბალი რისკის ტიპი 6, 11
პაპილომავირუსული ინფექციის პათოგენეზი

•ვირუსის შეჭრა ხდება ახლო კონტაქტით
•კანის ეპითელური უჯრედების, ლორწოვანი მემბარენის ინვაზია
•ქსოვილების ტროპიზმი დამოკიდებულია HPV ტიპზე
•ვირუსი პერსისტირებს ბაზალურ შრეში
•HPV ჩამოყალიბება ხორციელდება კერატინოციტებში, რაც წარმოადგენს ე.წ. იმუნოლოგიურად პრივილეგირებულ არეს
•წარმოქმნილი მეჭეჭი ჩვეულებრივ სპონტანურად გაიწოვება განვითარებული იმუნური პასუხის ფონზე
•ვირუსის ზოგიერთი ტიპი განაპირობებს დისპლაზიურ ცვლილებებს, რომელიც კოფაქტორების ზემოქმედების ფონზე იწვევს სიმსივნური პროცესის განვითარებას
•HPV დნმ ინტეგრირდება სისმსივნური უჯრედების ქრომოსომებში (ცერვიკალური კარცინომების >85% შეიცავს HPV დნმ-ს).

დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა

დიაგნოსტიკა ხდება ორი ძირითადი მიმართულებით:
1. უშუალოდ პაპილომავირუსის გამოვლენა შესაძლებელია მოხდეს ვირუსის დნმ-ის განსაზღვრით ლორწოვანი გარსის უჯრედებში ჰიბრიდიზაციის მეთოდით.
2. პაპ ტესტი, რომელიც გულიხმობს არა უშუალოდ ვირუსის გამოვლენას, არამედ ლორწოვანი გარსის ისეთი ცვლილებების გამოვლენას, რომლებიც წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის წინამორბედს და რომელთა მკურნალობა აუცილებელია, რათა არ მოხდეს ამ ცვლილებების პროგრესი და სიმსივნის განვითარება.
უმნიშვნელოვანესია ქალების გამოკვლევა ე.წ. პაპ-ტესტით, რომელიც მიმართულია საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსში დამახასიათებელი ცვლილებების გამოვლენისკენ. ეს წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას სიმსივნის წინამორბედი ცვლილებების აღმოსაჩენად. ასეთი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ჩარევა მინიმუმამდე ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. განვითარებულ ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბოს მასობრივი სკრინინგის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა ქალთა სიკვდილობა ამ დაავადებით.
საშვილოსნოს ყელის კიბოზე სკრინინგი (გამოკვლევა) ამერიკის კიბოს საზოგადოების რეკომენდაციით უნდა დაიწყოს სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ. ამის შემდეგ პაპ ტესტი უნდა გამეორდეს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ. თუ ვიყენებთ უშუალოდ პაპილომავირუსზე გამოკვლევას, მაშინ ეს გამოკვლევა უნდა განმეორდეს 3 წელიწადში ერთხელ გამოკვლევები უნდა შეწყდეს 70 წლის ასაკის იმ ქალებში, რომელთაც ბოლო ზედიზედ სამი გამოკვლევით აქვთ პაპილომავირუსზე გამოკვლევის უარყოფითი შედეგი და ბოლო ათი წლის განმავლობაში არც ერთი პაპ ტესტის შედეგად პათოლოგიური ცვლილებები არ გამოუვლინდათ.
თვით პაპილომავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა სადღეისოდ არ არსებობს.

საშვილოსნოს ყელის ექსფოლიაციური სქვამოზური ეპითელური უჯრედების ნიმუში (შეღებვა პაპანიკოლაუს მიხედვით). ჩანს უჯრედები პერინუკლეარული ციტოპლაზმის ვაკუოლიზაციით, ე.წ. კოილოციტოზი, რაც დამახასიაებელია პაპილომავირუსული ინფექციისათვის.
პაპილომავირუსული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
• ციტოლოგია (ადგენს კოილოციტოლიზურ უჯრედებს)
• in situ დნმ იდენტიფიკაცია (ადგენს ვირუსის დნმ-ს)
• პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (ადგენს ვირუსის დნმ-ს)
• ჰიბრიდიზაცია (Southern blot) (ადგენს ვირუსის დნმ-ს)
• იმუნოფლუორესცენცია, იმუნოპეროქსიდაზული შეღებვა (ადგენს ვირუსის სტრუქტურულ ანტიგენებს)
• ელექტრონული მიკროსკოპია (ადგენს ვირუსს)
• კულტივირება (არ არის ეფექტური)
პაპილომავირუსების გენოტიპირების მეთოდის HPV INNO-LiPA (სურათი 1)
კლინიკურად მნიშვნელოვანი პაპილომავირუსების 16 გენოტიპი:
მაღალი რისკის: 16, 18, 31, 33, 45, 51, 53, 58, 59, 66, 68
დაბალი რისკის: 6, 11, 40, 54, 70

•მგრძნობელობა 97 %
•სპეციფიკურობა 100 %
•გენოტიპური სიზუსტე 96.5 %
საკვლევი მასალის ფართო არჩევანი:
•საშვილოსნოს ყელის ჩამონაფხეკი
•ბიოფსიური მასალა
•პარაფინიანი მასალა
მკურნალობა
ვირუსის საწინააღმდეგო დღემდე არსებულ პრეპარატებს შორის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ეფექტი არც ერთს არ გააჩნია. მკურნალობა მიმართულია ვირუსის დამაზიანებელი შედეგების წინააღმდეგ. არანამკურნალევი მეჭეჭები შეიძლება თავისთავად გაქრეს, დარჩეს უცვლელი ან გაიზარდოს მათი რაოდენობა და ზომა. სადღეისოდ, არ არის ბოლომდე გარკვეული, ამცირებს თუ არა მეჭეჭების მკურნალობა პაპილომავირუსების პარტნიორზე გადაცემის რისკს. გენიტალური მეჭეჭების მკურნალობის (მოცილების) პირველადი მიზანია კოსმეტიკური პრობლემის მოგვარება. პაციენტთა უმრავლესობაში მკურნალობა ეფექტურია, მაგრამ ხშირია რეციდივები. მკურნალობა შეიძლება იყოს ქირურგიული ან მედიკამენტური (ინიშნება ადგილობრივად).
საზოგადოებაში გავრცელებული რამდენიმე მცდარი მოსაზრება პაპილომავირუსების შესახებ
გავრცელებულია აზრი, რომ პაპილომები და კონდილომები შეიძლება სიმსივნედ გარდაიქმნას. რეალურად, პაპილომავირუსით გამოწვეული წანაზარდები არ არის ასოცირებული საშვილოსნოს ყელის კიბოსთან. ასევე არსებობს მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ პაპილომების მკურნალობა საშიშია, ვინაიდან შეიძლება მათი სიმსივნური გადაგვარება მოხდეს და ამიტომ მათ არ უნდა შევეხოთ. არც ეს შეესაბამაბა სინამდვილეს. გენიტალური პაპილომების მქონე ქალებში პაპ ტესტის შედეგები არ განსხვავდება წანაზარდების არმქონე ქალების პაპ ტესტის შედეგებისგან, ანუ სიმსივნეების რისკი მათ შორის განსხვავებული არ არის.
აუცილებელია თუ არა საკეისრო კვეთა?
კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც ზოგჯერ მოვისმენთ, არის საკეისრო კვეთის აუცილებლობა პაპილომავირუსული ინფექციის მქონე ორსულ ქალებში, რათა არ მოხდეს ვირუსის დედიდან ბავშვზე გადაცემა. პაპილომავირუსის არსებობა ორსულებში (მათ შორის კონდილომების) არ არის საკეისრო კვეთის ჩვენება. ამ ვირუსის დედიდან ბავშვზე გადაცემის რისკი ძალიან დაბალია და უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს. საკეისრო კვეთის აუცილებლობა დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც კონდილომები ძალიან დიდ ზომას აღწევს და ადგილი აქვს სამშობიარო გზების ობსტრუქციას (დახშობას), ან არსებობს რისკი იმისა, რომ კონდილომების დაზიანებამ ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს.

ლიტერატურა

ნანახია: 6190 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: Neli

თარიღი: 2012-15-03 | 17:30

ვაქცინაციის მთელი კამპანია სხვა არაფერია, თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული გენოციდი. საქართველოს დღევანდელი მოსახლეობა საცდელი თეთრი ვირთაგვები არიან, რომლებიც მსოფლიოს კულისებსმიღმა სივრციდან იმართებიან და რომლებზეც მისი პერიფერიის წარმომადგენლები ატარებენ თავიანთ კაცთმოძულე ექსპერიმენტებს. რამდენიც უნდა გვიძახონ ცისფერი ეკრანებიდან ლაქიებმა და მეტროპოლიის ზედამხედველებმა დემოგრაფიული ზრდისა და უბრალო მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესახებ – ეს განა მარტო არ ხდება, არამედ პირიქით _ ადამიანებში სიმართლისა და ტყუილის საშუალებით ცდილობენ შეიყვანონ დაავადება, რომელიც მათ არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც მოწამლავს.
ამიტომ მინდა დავიცვა მომავალი დედები ვაქცინაციის მცდარი ნაბიჯისგან, თუ მათ სურთ, რომ იყვნენ არა მარტო ჯანმრთელები, არამედ, საერთოდ შვილები შეეძინოთ.



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.