საქართველოს ჯანდაცვა

ჯანდაცვა და სოციოლოგია

სიახლეები

გაიდლაინი

NOTA BENE

თარგმანი

CASE REPORT

კლინიკური რეკომენდაციები

კვლევა

პრეს–რელიზი

ჩვენი თანამედროვე

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გულისნაცვალი [5.00]

კლიმატის ცვლილებები [5.00]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ მეცნიერ ქალებში [5.00]

ერთიანი ევროპული სივრცისაკენ საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პერსპექტივები [5.00]


ჰერპეს ზოსტერი [39603]

სარკოიდოზისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს ერთდროულად არსებობა [21535]

კლიმატის ცვლილებები [12504]

პერინატალური ინფექციები [10974]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [9878]


თემების რაოდენობა: 23
კომენტარები: 5

გულისნაცვალი

ავტორი: ევან პერიელო
HeartPlus, by Evan Perriello


 ლანჩამდე ათს ვაკეთებთ. ამოვჭრით. ვნომრავთ. პატარა პირამიდად ვაკოკოლავებთ ისე, რომ სინიდან არ გადმოგორდნენ.
„აუჰ“, ამბობს ჩარლზი და ნიღაბს იხსნის. ზედა ჯერაც ფეთქავს, ნიღბის მოხსნამდე ცოტა ხანს თვალს არ ვაშორებ. პაციენტიც დგება და უმზერს, ყველა დაჟინებით ვაკვირდებით, როგორ ნელდება გულისცემა და მერე ჩერდება.
„ოი“, ამბობს პაციენტი. ეს ტომას ფერერია. იგი ორმოცი წლისაა, სისხლის წვეთი ნელა მიიკვლევს გზას მის მკერდზე, სხვა მხრივ კი, ის კარგად არის, სინამდვილეში უკეთესადაც კი.
„შოკის მომგვრელია, არა?“ კითხულობს ჩარლზი. „იმ გაგებით, რომ აი აქ დევს შენივე ნაწილი, სულ ცოტა ხნის წინ შენს სიცოცხლეს რომ უზრუნველყოფდა.”
„ხოო“, ამბობს პაციენტი, „ვფიქრობ, ასეა“.
„შენახვა გნებავთ? თქვენთვის შეგვიძლია, გავრეცხოთ, და სპირტში ჩავდოთ. ზოგ პაციენტს ეს მოსწონს. მცირედი სუვენირი.“
ტომასი თითქმის ეთანხმება, მაგრამ შემდეგ უეცრად აჟრჟოლებს, ალბათ წარმოიდგინა, როგორ იდებოდა მისი გული ქილაში, მის მაგიდაზე, სამსახურში ან სახლში ბუხრის თავზე. „არა“, ამბობს ის, „ვფიქრობ, შეგიძლიათ, თავიდან მოიშოროთ“. მედდამ სისხლის წვეთი მოსწმინდა და ტომასს ერთჯერადი ხალათი გადააწოდა.
ჩარლზმა და მე ჯაგრისით გავრეცხეთ და ხელსაწყოები სტერილიზატორში მოვათავსეთ. შემდეგ კაფეტერიისაკენ გავეშურეთ, სადაც სტეიკით უმასპინძლდებიან. ჩარლზს ნახევრად შემწვარი მოსწონს, ნახევრად, იმიტომ, რომ მე ვღიზიანდები, როცა მის თეფშზე სისხლს ვხედავ. ის გამოცდილია, მე ახალბედა, ის სიამოვნებას იღებს თავისი უშფოთველი მუცლით.
ბოლო ათი წელია, მხოლოდ გულის ამოღებაზე სპეციალიზდება. ჩვენ – მსოფლიოში პირველი საავადმყოფო ვართ სპეციალიზებული ჯგუფით, თუნდაც მხოლოდ ჩარლზი და მე, და იმდენად გავიწაფეთ, რომ დღეში 25-ის ამოღებაც შეგვიძლია.
„ადამიანის სხეული მალფუჭებადი მანქანაა“, მითხრა ჩარლზმა სამსახურთან დაკავშირებულ პირველ ინტერვიუზე, „და ამას ვერ შეაჩერებ, ყოველ შემთხვევაში ერთბაშად. მაშ, რა უნდა ქნა? ის ნაწილები, რომლებიც უმეტესადწილად პირველი გამოდის მწყობრიდან, შეძლებისდაგვარად უნდა დაიცვა ნაადრევი გაფუჭებისაგან. და ეს ის მაქსიმუმია, რისი იმედიც უნდა გქონდეს. შემთხვევათა ოთხმოცდაათ პროცენტში კი უპირველეს ყოვლისა გული ზიანდება“.
გულისნაცვალი (ჰარტპლუსი – HeartPlus, მთარგმნ.), რა თქმა უნდა იდეალური არ არის. მაგრამ უკეთესია, ვიდრე ორიგინალი, გამძლეობის თვალსაზრისით. ტიტანი ცვდება, და კვების წყარო იცლება. „უსასრულოდ არ გეყოფა“, უყვარს ჩარლზს პაციენტებისათვის თქმა, „მაგრამ ის უდაოდ უფრო დიდხანს გაძლებს, ვიდრე დანარჩენი შენ“.
ერთის მხრივ, გული ძალზე მარტივი რამეა შესაცვლელად. რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, ეს სარქველებიანი ტუმბოა. მექანიკოსებს უფრო რთული აგრეგატებიც შეუქმნიათ მანქანებისთვის. საბოლოოდ კი, კარდიოსტიმულატორს ვიღებთ. და შემდგომ, როდესაც ის საკმაოდ იხვეწება, ვიღებთ გულისნაცვალს. მაგრამ ჩვენ დღემდე შეკეთებაზე ვართ ფოკუსირებული. და ჩარლზს დიალოგი პრევენციაზე გადაყავს.
„აზრი არა აქვს“, ამობს ის, „დაიტოვო ორგანიზმში საგანი, რომელიც ადამიანთა უმეტესობისათვის მოწიკწიკე დროის-ნაღმია. რა არის ამერიკელების ნომერი პირველი მკვლელი? გულის დაავადება. აი, მარტივი გამოსავალი: დაასწარი გულს ეშმაკობაში, და შემდეგ დრო სიმსივნესა ან დიაბეტზე ნერვიულობაში ხარჯე“.
თავდაპირველად, ჟურნალებში მას მუქთახორად ახასიათებდნენ. თანდათან კი სულ უფრო და უფრო მეტი ექიმი იზიარებდა მის აზრს. შემდეგ ჯანმრთელებმაც მიმართეს მას, გაჩნდა კითხვა – გააკეთებდა თუ არა ის ამას ჯანმრთელ ადამიანებზე. ის დაეკითხა საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, ისინიც დათანხმდნენ.
ახლა ეს მარტივია. მოდური, სუფთა და ეფექტური. ახლა სხვა საავადმყოფოებსაც ჰყავთ თავისი კარდიოლოგები, რომლებიც იგივე პროცედურას აკეთებენ, თუმცა მათ იმდენის კეთება არ შეუძლიათ, რამდენიც ჩვენ.
მახსოვს, როცა ეს მე გავიკეთე. რა თქმა უნდა, ჩარლზი იყო, ვისაც ვანდე ინსტრუმენტების ჩაყოფა ჩემს მკერდში. მინდოდა ფხიზლად ვყოფილიყავი, რათა მეგრძნო ის მომენტი, როცა ბუნებრივ გულისძგერას მექანიკური პულსი ჩაანაცვლებდა. სიმართლე გითხრათ, მეშინოდა. ლექსებისა და მეტაფორების ასწლეულებმა გაიქროლეს გონებაში. წამიერად ჩემი ადამიანობა აკიაფდა, მერე წაბორძიკდა და გაცურდა ნეკნებს შორის არსებული ხვრელიდან. მერე ყველაფერი გაქრა... მე წამოვჯექი და მივაშტერდი კუნთოვან წარმონაქმნს, რომელიც დაჭერილი თევზივით ღაფავდა სულს.
და დიახ, მე ის სახლში წავიღე. და მთელი საღამო ვუყურებდი. ჩემი თავი შევამოწმე. მამაჩემზე ვფიქრობდი, დიდი ხნის გარდაცვლილია, და ბედნიერი ვიყავი, რომ იქვე მკერდში აღმოვაჩინე იგივე ტკივილი, რომელსაც მანამდე ყოველთვის ვგრძნობდი.
ჩემს თავს დავცინოდი, ასეთი სულელი რომ ვიყავი, მე ხომ ვიცოდი, რაც არის გული და მაინც ველოდი, რომ იგი გრძნობდა.
მომდევნო დღეს ჩარლზს დავურეკე და სამსახურზე დავთანხმდი.
ლანჩის შემდეგ დავიბანეთ, და აი, ჩვენი შემდეგი პაციენტი. ათი წლისაა, მუქი თაფლისფერი და ლამბაქივით დიდი თვალებით. ჩვეულებრივ, ასეთ მცირეწლოვანებს არ ვუკეთებთ, მაგრამ ბიჭს გენეტიკური რისკი აქვს. ბიჭი საოპერაციო მაგიდის კიდეზე ზის, და ნერვიულად აქანავებს ფეხებს.
ბიჭს მივესალმეთ. ჩარლზმა მას მამალო მისცა, მე კი დერეფანში გამიყვანა. „გინდა ამის გაკეთება?“ მკითხა მან. თუმცა ამას უკვე წელიწადია რაც ვაკეთებ, მაგრამ ბავშვზე აქამდე არასოდეს მიმუშავია.
„დიახ“, მივუგე მე, „კიდევ ერთი სხეული. არანაირი განსხვავება, უბრალოდ, უფრო პატარა“.
„აუჰ“, ამბობს ტუჩებზე ღიმილმორეული ჩარლზი. ვხედავ, რომ ისიც ღელავს, მაგრამ ხუმრობაში ცდილობს ამის დაფარვას „შენ რა უგულო ყოფილხარ?! “ ხითხითს იწყებს. ძალიან მოსწონს ეს სიტყვათა თამაში.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცინი და იმავდროულად შევდივარ და ბავშვს დაწოლაში ვეხმარები, და მის სახესთან ნიღაბი მიჭირავს, რათა დაიძინოს, ჩარლზი ცდება. მე მაქვს გული. ის ქილაშია, ჩემს მაგიდაზე, სახლში. და თუმცა ვიცი, რომ ეს სისულელეა, და მოგვიანებით ამაზე საკუთარ თავს დავცინებ, ვფიცავ, რომ ვგრძნობ, როგორ მტკივა, როცა ბიჭის ნაზ მკერდს ხერხს ვადებ. და ვლოცულობ, ისე როგორც არასდროს, ღმერთო, არაფერი მოხდეს. ოღონდ გადარჩეს...

ილუსტრაციები მომზადებულია ვაჟა ქურხულის მიერ

ნანახია: 5568 | შეფასებულია: 7 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: irakli

თარიღი: 2010-22-04 | 19:38

sauketeso targmania



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1286568


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.