აქტუალური თემა

სამედიცინო მენეჯმენტი

NOTA BENE

გაიდლაინი

კლინიკური შემთხვევა

ლექტორიუმი

სიახლეები

სიტუაციური ანალიზი

კვლევა

მიმოხილვა

დისკუსია

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ახალი პროექტები

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

გულის ჭრილობის წარმატებული გაკერვა [5.00]

შეუღლებული არააკომოდაციური სიელმის მკურნალობის თავისებურებანი [5.00]

პარკუჭოვანი არითმიის აბლაცია ვალსალვას სინუსიდან [5.00]


ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლა სამშობიარო სახლში [21346]

ვენური უკმარისობისა და წყლულების მედიკამენტური მკურნალობა [12504]

გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [7593]

ტკივილის მენეჯმენტი [7367]

საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებში სტიგმა დისკრიმინაციის სიტუაციური ანალიზი [6923]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 4

სისხლის მუსიკა

ავტორი: გრეგ ბირი
Greg Bear, Blood Music


გაოცებულმა ჩავიფრუტუნე, გადასატანი გამომსხივებლით დავამუშავე დიდი აპარატისათვის ძნელად მისადგომი ადგილები და მიღებული მონაცემები ვიდეომოწყობილობაში ჩავტვირთე. შემდეგ შემოვატრიალე მაგიდა და შევაცურე ულტრაბგერითი სადიაგნოსტიკო მოწყობილობის მოჭიქულ შესავალში, „ხახაში“, როგორც ჩვენი მედდები ამბობენ. მოწყობილობის მონაცემებისა და გადასატანი გამომსხივებლის მონაცემების ურთიერთდაკავშირების შემდეგ, ვერჯილი უკან გამოვაგორე და ჩავრთე ეკრანი. წამიერი დაყოვნების შემდეგ თანდათან გამოისახა მისი ჩონჩხის გამოსახულება.
სამი წამის შემდეგ, რომლებიც ყბაჩამოვარდნილმა გავატარე, ეკრანზე გულმკერდის ორგანოების გამოსახულება გაჩნდა, შემდეგ კუნთების, სისხლძარღვოვანი სისტემის და, ბოლოს, კანის.
– დიდი ხანია, რაც ავარიაში მოყევი? – შევეკითხე, თან ხმაში კანკალის დაფარვას შევეცადე.
– არავითარ ავარიაში არ მოვხვედრილვარ, – მიპასუხა მან. – ეს ყველაფერი მიზანმიმართულად გაკეთდა.
– შენ რა, გირტყავდნენ, საიდუმლოებები რომ არ გაგეცა?
– შენ არ გესმის, ედვარდ. კიდევ ერთხელ შეხედე ეკრანს. მა არავითარი დაზიანება არ მაქვს.
– აბა ეს? აქ რაღაც შესივებაა. – მე კოჭებზე მივუთითე. – შენი ნეკნებიც... ისინი ყველა გადაჯვარედინებულია. აშკარაა, ისინი ოდესღაც მოტეხილი იყო და...
– შეხედე ჩემს ხერხემალს, – თქვა მან.
მე გამოსახულება ეკრანზევე შემოვატრიალე. ღმერთო, დიდებულო! ფანტასტიკა! ხერხემლის ნაცვლად – სამკუთხა მორჩების მესერი, რომლებიც სავსებით გაუგებარი სახითაა გადახლართული. ხელი შევახე, შევეცადე თითებით მომესინჯა მალები. მან ხელები ასწია და ჭერს შეაცქერდა.
– ხერხემალს ვერ ვპოულობ, – ამოვღერღე ბოლოს. – ზურგი სრულიად გლუვია.
ვერჯილი ჩემსკენ სახით შემოვაბრუნე და კანის ქვეშ ნეკნების გასინჯვა ვცადე. აღმოჩნდა, რომ ისინი რაღაც მკვრივით და ელასტიურით არის დაფარული. რაც უფრო მეტად ვაწვებოდი თითით, მით მეტი წინააღმდეგობა მხვდებოდა. მაგრამ უცებ თვალში მეცა ერთი დეტალი.
– მისმინე, – ვუთხარი მე. – შენ სულ არ გაქვს ძუძუს დვრილები. იმ არეში, სადაც ისინი უნდა იყოს, მხოლოდ ორი პატარა პიგმენტური ლაქაა დარჩენილი.
– აი ხედავ! – ამოთქვა ვერჯილმა, თან თეთრი ხალათი შემოიცვა. – მე შიგნიდან გარდამქმნიან.
ვგონებ, ვთხოვე მოეყოლა, რა მოხდა. თუმცა სინამდვილეში ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, რა ვუთხარი მაშინ.
მან მისთვის ჩვეული მანერით დამიწყო ახსნა – ყოველ წუთს გარეშე თემებზე გადასვლით და ძირითადისგან მოცილებით.
მისი მოსმენა – იგივე იყო, რაც საქმის შინაარსში გარკვევა ილუსტრაციებითა და ჩარჩოებიანი ჩანართებით ამოჭედილი საგაზეთო სტატიის გამოყენებით. ამიტომაც მე ვამარტივებ და ვამოკლებ მის მონათხრობს.
„გენეტრონში“ მას პირველი ბიოჩიპების, ცილის მოლეკულებისაგან აგებული ნამცეცა ელექტრონული სქემების, დამზადება დაავალეს. ზოგიერთ მათგანს მიკრონზე მცირე ზომის სილიკონის ჩიპებს უერთებდნენ, შემდეგ კი ვირთაგვების არტერიულ სისტემაში უშვებდნენ. ისინი ქიმიურად მონიშნულ არეში უნდა დამაგრებულიყვნენ და ქსოვილებთან ურთიერთქმედება დაეწყოთ, რათა მოეწოდებინათ ინფორმაცია ლაბორატორიულ პირობებში შექმნილი პათოლოგიური დარღვევებს შესახებ ან გავლენაც კი მოეხდინათ მათზე.
– ეს უკვე ძალზე დიდი მიღწევაა! – თქვა ვერჯილმა.
– ყველაზე რთული ჩიპის მოსაპოვებლად საცდელი ცხოველი გავიღეთ მსხვერპლად, შემდეგ შიგთავსი ჩამოვწერეთ და ვიდეოეკრანს მივუერთეთ. კომპიუტერმა აგვიგო ჰისტოგრამები, შემდეგ მოგვცა სისხლძარღვის მონაკვეთის ქიმიური მახასიათებლები, შემდეგ კი ეს ყველაფერი გააერთიანა და სურათი გამოგვიგდო. ჩვენს ხელთ ვირთაგვის არტერიის თერთმეტსანტიმეტრიანი მონაკვეთის გამოსახულება იყო. ერთი გენახა, როგორ ჭერამდე ხტოდა ყველა ეს სერიოზული მეცნიერი, როგორ უტყაპუნებდნენ ერთმანეთს მხრებზე და უზომოდ ყლურწავდნენ „გიჟურ ნარევს“. „გიჟური ნარევი“ ეთანოლის და Dr. Pepper-ის ნაზავია.
ბოლოს და ბოლოს სილიკონის ელემენტები სრულად ჩანაცვლდნენ ნუკლეოპროტეიდებით. ვერჯილს ძალიან არ უნდოდა წვრილმანების წარმოჩენა, მაგრამ მე მივხვდი, რომ მათ შეძლეს ისეთი დიდი მოლეკულების, როგორიცაა დნმ ან კიდევ უფრო რთული, ისეთ ელექტროქიმიურ კომპიუტერებად გარდაქმნის ხერხი, რომლებიც რიბოსომების ტიპის სტრუქტურებს მაკოდირებელ და წამკითხავ მოწყობილობებად, რნმ-ს კი – „ლენტის“ სახით იყენებენ. მოგვიანებით, საკვანძო უბნებში ნუკლეოტიდური წყვილების შეცვლის გზით პროგრამული ცვლილებების შეტანისას, ვერჯილმა რეპროდუქციული გაყოფისა და შერწყმის კოპირება შეძლო.
– „გენეტრონში“ სურდათ, რომ მე სუპერგენულ ინჟინერიაზე გადავრთულიყავი, ყველა ხომ ამით იყო დაკავებული. ათასგვარი მონსტრები, რომელთა წარმოდგენაც კი შესაძლებელია, და ა.შ... მაგრამ მეს სხვა იდეები მამოძრავებდა. შეშლილი მეცნიერების დროა, არა? – მან თითი საფეთქელთან დაიტრიალა და მონოტონური გარდამავალი ხმა გამოსცა, შემდეგ გადაიხარხარა, მაგრამ მყისვე ჩაჩუმდა. – დუპლიკაციისა და შერწყმის პროცესის გამარტივებისათვის, ჩემი საუკეთესო ნუკლეოპროტეიდები ბაქტერიებში შემყავდა. შემდეგ მათ იქ ხანგრძლივად ვტოვებდი, რათა სქემებს უჯრედულ მექანიზმებთან ურთიეთქმედების საშუალება მისცემოდათ. ყველა ევრისტიკულად იყო დაპროგრამებული, ანუ გაცილებით მეტი თვითგანვითარების საშუალება ჰქონდათ, ვიდრე მათში თავიდან იყო ჩადებული. უჯრედები „აჭმევდნენ“ ქიმიურად კოდირებულ ინფორმაციას კომპიუტერებს, ისინი კი, თავის მხრივ, ამუშავებდნენ მას, იღებდნენ გადაწყვეტილებას, და ამგვარად უჯრედები „ჭკვიანდებოდნენ“. აი, მაგალითისთვის, ვთქვათ, პლანარიებივით ჭკვიანები ხდებოდნენ. წარმოიდგინე E.coli, რომელიც ლანარიაზე სულელი არ არის, აბა?
– წარმომიდგენია, – კვერი დავუკარი მე.
– მერე კი სულ გავერთე. აპარატურა იყო, ტექნოლოგია უკვე არსებობდა, და მე მოლეკულური ენა ვიცოდი. ნუკლეოპროტეიდების შეერთებით, მე მართლაც ძალიან მდგრადი და რთული ბიოჩიპების, ერთგვარი პატარა ტვინების, მიღება შემეძლო. მომიწია ასეთი პრობლემის კვლევაც: რისი მიღწევა შემიძლია – თეორიულად? გამოდიოდა, რომ ბაქტერიებთან მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში, მე შევძლებდი შემექმნა ბიოჩიპი, რომელიც ინფორმაციის გადამუშავების წარმადობით ბეღურას ტვინს შეედრებოდა. წარმოგიდგენია ჩემი გაკვირვება? მაგრამ შემდეგ აღმოვაძინე წარმადობის ათასჯერადად გაზრდის მეთოდი, საყურადღებოა, რომ სწორედ იმ მოვლენის წყალობით, რომელსაც მანამდე ხარვეზად ვთვლიდით, – ჩამოყალიბებულ ელექტრულ სქემებს შორის ელექტრული დრეიფი. ასეთი მასშტაბებისას უმნიშვნელო ფლუქტუაციაც კი ბიოჩიპს განადგურებას უქადდა, მაგრამ მე შევიმუშავე პროგრამა, რომელიც წინასწარმეტყველებდა გვირაბის ეფექტს და მას უპირატესობად აქცევდა. ამდენად, ამ კომპიუტერების ევრისტიკული ასპექტის ხაზგასმით, დრეიფს მე სირთულის გასაზრდელად ვიყენებდი.
– აქ კი უკვე ვეღარაფერს ვიგებ, – ამოვღერღე მე.
– მე გამოვიყენე უპირატესობა, რომელსაც შემთხვევითობის ელემენტი იძლევა. სქემებს თვითრეგენერაციია შეეძლოთ, მეხსიერების შედარებისა და დაზიანებული ელემენტების შესწორების გზით. სრულად. მე მხოლოდ ბაზური ინსტრუქციები მივეცი. იცოცხლეთ და გამრავლდით! გაუმჯობესდით! ღმერთო, ნეტა გენახა, რა მოუვიდა ზოგიერთ კულტურას ერთ კვირაში! გამაოგნებული შედეგი! ისინი თავისთავად ვითარდებოდნენ, თითქოს პატარა ქალაქებიაო. იძულებული გავხდი ყველა გამენადგურებია. განსაკუთრებით გამაოცა ერთმა პეტრის ფინჯანმა: ვფიქრობ, მისი მაცხოვრებლების კვება რომ გამეგრძელებინა, ფეხებს გამოიბავდა და ინკუბატორიდან დაითესებოდა.
– შენ, როგორ გავიგო, ხუმრობ? – შევეკითხე და თვალებში ჩავხედე. – თუ არა?
– მისმინე, მათ ნამდვილად იცოდნენ, რას ნიშნავს გახდე უკეთესი, უფრო სრულყოფილი. ისინი ხედავდნენ განვითარების მიმართულებას, მაგრამ ბაქტერიების სხეულებში ძალზე შეზღუდულები იყვნენ რესურსებში.
– და რამდენად გონიერები აღმოჩნდნენ?
– დარწმუნებული არ ვარ. ისინი გროვებად ასი–ორასი უჯრედი იყრიდნენ თავს, და თითოეული გროვა ცალკეულის ინდივიდივით იქცეოდა. შესაძლებელია, თითოეულმა მაკაკა–რეზუსის დონეს მიაღწია. ისინი ახორციელებდნენ ინფორმაციის მიმოცვლას ფიმბრიებით – გადასცემდნენ მეხსიერების უბნებს და ადარებდნენ თავის ქმედებათა შედეგებს. თუმცა მათი თანამეგობრობა განსხვავდებოდა მაიმუნების ჯოგისაგან, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მათი სამყარო გაცილებით მარტივი იყო. მაგრამ თავის ფინჯნებში ისინი ნამდვილ ბატონ-პატრონებად იქცნენ. მე იქ ფაგებს ვუშვებდი – ხოდა მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ. ჩემი ბინადრები ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ ზრდისა და ცვლილებისათვის.
– ნუთუ ეს შესაძლებელია?
– რა? – მას, როგორც ჩანს, გაუკვირდა, რომ მე ყველაფერს მხოლოდ რწმენით ვერ ვიღებდი.
– ამდენის ასეთ მცირე მოცულობაში ჩატენვა. მაკაკა–რეზუსი – ბოლოს და ბოლოს უბრალო კალკულატორზე მეტი ხომ არის, ვერჯილ.
– შეიძლება, მე სწორედ ვერ განვმარტე, – გაღიზიანებული ტონით. – მე ნუკლეოპროტეიდულ კომპიუტერებს ვიყენებდი. ისინი დნმ-ს წააგავს, მაგრამ ინტერაქტიური მიმოცვლის საშუალება აქვთ. შენ იცი რამდენი ნუკლეოტიდური წყვილია ერთადერთ ბაქტერიაში?
უკანასკნელ ლექცია ბიოქიმიაში მე ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა მოსმენილი, ასე რომ მხოლოდ თავი გადავაქნია.

ილუსტრაციები მომზადებულია ვ. ქურხულის მიერ
გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნანახია: 2778 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.