პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მილდრონატი®-ს ეფექტურობა სტენოკარდიის მკურნალობის დროს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში [5.00]


პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [14519]

მოზრდილთა წელის ტკივილი [14484]

პერინატალური ინფექციები [12995]

ეთიკა ონკოლოგიაში [11063]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [9944]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 1

პანკრეატოდუოდენური მიდამოს სიმსივნეები

ავტორი: ნ. ლომიძე, ი. წერეთელი, ზ. მანიჟაშვილი
თსსუ ქირურგიულ სნეულებათა მიმართულება, აკად ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური კლინიკა
N. Lomidze, MD. PhD., I. Tsereteli, MD., Z. Manizhashvili
Tbilisi State Medical University, Department of Surgery.Tbilisi, Georgia
Pancreatoduodenal neoplasms

>>  პანკრეატოდუოდენური სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება პანკრეასის თავის სიმსივნეები რომელიც მთელი გასტროენტერული ტრაქტის სიმსივნეების 1/3 შეადგენს. ყველაზე იშვიათად გვხვდება თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნეები, იგი გასტროენტერული ტრაქტის სიმსივნეების მხოლოდ 0.5% შეადგენს. პანკრეატოდუოდენური ზონის სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეები განსხვავდებიან, როგორც ირგვლივმდებარე კომპლექსებში ინვაზიით, ასევე მეტასტაზირების ტემპით და შესაბამისად სხვადასხვა გამოსავლით. პანკრეატოდუოდენური სიმსივნეებიდან ქოლანგიოკარცინომის და დუოდენური მიდამოს სიმსივნეების დროს რეზექტაბელობა უფრო მაღალია, ხოლო გამოსავალი უკეთესი, ვიდრე პანკრეასის თავის კიბოს შემთხვევაში. ვინაიდან, ამ უკანასკნელის დროს მეტად ხშირად გვხვდება სიმსივნური პროცესის ზრდა, როგორც ირგვლივმდებარე კომპლექსებში, ასევე ადგილობრივი და შორეული მეტასტაზები, რაც რადიკალური მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში არასახარბიელო გამოსავლის ძირითად მიზეზად გვევლინება.
Pancreatic cancer is the third leading neoplasm of the gastrointestinal system and has a dismal prognosis. Primary carcinoma of the duodenum is rare and uncommon neoplasm that represents less than 0.5% of all gastrointestinal malignancies. The aim of this study is to access patients with pancreatic, duodenal and periampullary cancers.
The majority of patients with pancreatic head cancer are poor candidates for resection at the time of diagnosis due to early development of distant metastases and/or major infiltrations of adjacent structures; patients with cholangiocarcinomas and duodenal cancers appear to be better candidates for Whipple procedure. Duodenopancreatectomy gave a longer survival time than duodenal resection in patients with duodenal cancer.


შესავალი
პანკრეასის სიმსივნე ყველა ავთვისებიანი სიმსივნეების 3% შეადგენს და ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ლეტალობის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია.1 პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნის დროს ცუდი პროგნოზი განპირობებულია გვიანი დიაგნოსტით, ადრეული (კლინიკამდელი) დისემინაციით, ადგილობრივი გავრცელებით, გარკვეული რეზისტენტობით ზოგიერთი ქიმიოპრეპარატების და სხივური თერაპიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ქირურგია არ ხსნის პანკრეასის სიმსივნის პრობლემას, ის რჩება მკურნალობის იმ მეთოდად, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების მნიშვნელოვან შანსს იძლევა. პანკრეასის თავის სიმსივნის შემთხვევაში მკურნალობის ძირითად კომპონენტად რჩება Whipple-ს ოპერაცია ანუ გასტროპანკრეატოდუოდენური რეზექცია. სამწუხაროდ, მხოლოდ შემთხვევათა 20-25%-შია შესაძლებელი რადიკალურ ოპერაციის წარმოება.2 პანკრეატოდუოდენური სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება პანკრეასის თავის სიმსივნეები, რომლებიც მთელი გასტროენტერული ტრაქტის სიმსივნეების 1/3 შეადგენს.2, 4, 7, 8, 12
ყველაზე იშვიათად გვხვდება თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნეები, ისინი გასტროენტერული ტრაქტის სიმსივნეების მხოლოდ 0.5% შეადგენს.2,4,7, 8,12 კომბინირებული მკურნალობის უპირატესობაზე მიუთითებს, ის რომ სიცოცხლის მედიანა პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში 17-25 თვეს აღწევს, იმ პაციენტებთან შედარებით (13.5 თვე), რომელ­თაც არ ჩაუ­ტარ­დათ კომბინირებული მკურნალობა.2
პანკრეატოდუოდენური ზონის სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეები განსხვავდებიან, როგორც ირგვლივმდებარე კომპლექსებში ინვაზიით, ასევე მეტასტაზირების ტემპით და შესაბამისად სხვადასხვა გამოსავლით.5,8,9

მასალა და მეთოდები
ჩვენს ნაშრომში განხილულია 26 ავადმყოფის ავადმყოფობის ისტორია, რომლებიც პანკრეატოდუოდენური მიდამოს სიმსივნის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული იყვნენ ჩვენს კლინიკაში 2005-2009 წწ. 3 ავადმყოფს აღენიშნებოდა თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნე, 6 – ფატერის დვრილის და ქოლედოქუსის დისტალური ნაწილის სიმსივნე და 17 – პანკრეასის თავის სიმსივნე (დიაგრამა 1). მათ შორის ქალი 57.7% (15), მამაკაცი 42.3% (11). ასაკი მერყეობდა 52-დან 74 წლამდე (საშუალო ასაკი შეადგენდა 61 წელს). რადიკალური ოპერაცია ანუ პანკრეატოდუოდენური რეზექცია ჩაუტარდა 12 (46.2%) ავადმყოფს, ხოლო 14 (53.8%) ჩაუტარდა პალიატიური მკურნალობა. 2005 წლამდე პანკრეატოდუოდენური რეზექცია ანუ Whipple-ს ოპერაცია ჩვენს კლინიკაში არ შესრულებულა და პანკრეატოდუოდენური სიმსივნეების დროს ავადმყოფებს უტარდებოდათ მხოლოდ პალიატიური მკურნალობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი გამოცდილება მოიცავს მხოლოდ 2005-2009 წლებს, მაგრამ მიუხედავად მცირე გამოცდილებისა ჩვენს ნაშრომში განხილულია პანკრეატოდუოდენური მიდამოს ყველა სახის სიმსივნე.
პანკრეატოდუოდენური სიმსივნეების სადიაგ­ნოს­ტი­კოდ გამოყენებული იყო ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსია, ულტრაბგერითი კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიულ რეჟიმში, მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, დამიზნებითი ბოფსია კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით და სისხლის შრატში სიმსივნური მარკერების CEA, CA 19.9-ის ტიტრის განსაზღვრა.

დიაგრამა 1. პაციენტთა განაწილება ნოზოლოგიების მიხედვით

შედეგები და მათი განხილვა
თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნე დაუდგინდა 26 ავადმყოფიდან 3 ავადმყოფს და სამივე შემთხვევაში ჩატარდა რადიკალური ოპერაცია პანკრეატოდუოდენური რეზექცია ანუ Whipple-ს ოპერაცია. აქედან 2 პაციენტს პათომორფოლოგიურად დაუდგინდა ადენოკარცინომა და ერთს ნეიროენდოკრინული კარცინომა. ძირითადი კლინიკური სიმპტომების გამოვლინება თორმეტგოჯა ნაწლავის ადენოკარცინომის შემთხვევაში დამოკიდებული იყო დუოდენურ ობსტრუქციაზე, ხოლო ნეიროენდოკრინული კარცინომის დროს კლინიკური გამოვლინება განსხვავდებოდა ზემოთაღნიშნული შემთხვევებისაგან. ამ შემთხვევაში გულისრევა და ღებინება საერთოდ არ იყო გამოხატული, ავადმყოფი უჩიოდა მხოლოდ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ირადიაციით ეპიგასტრიუმსა და ზურგში გულმკერდის მე-11-12 მალების დონეზე. ტკივილის ინტენსივობა დასაწყისში ატარებდა ყრუ ხასიათს, მისი ინტენსივობა თანდათან მატულობდა და 4 თვის თავზე მიაღწია მოუთმენელ ზღვარს, ისეთს, რომლის გაუტკივარებაც ოპერაციამდე ხორციელდებოდა პერიდურული ანესთეზიით. ყველა შემთხვევაში თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნის დადგენა მოხერხდა გასტროდუოდენოსკოპიის საშუალებით და ბიოფსიური მასალის ჰისტოპათომორფოლოგიური შესწავლით.
დისტალური ქოლანგიოკარცინომის დიაგნოზით 6-ავადმყოფიდან 3-ს ჩაუტარდა Whipple-ს ოპერაცია. დანარჩენ 3 ავადმყოფს აღმოაჩნდა ინოპერაბელური სიმსივნე. სამი ავადმყოფიდან ერთს გაუკეთდა ქოლედოქუსის ენდობილიარული სტენტირება. ორს ღვიძლშიდა სანაღვლე გზების გარეთა, პერკუტანეული დრენირება, მათ შემდგომ ჩაუტარდათ პალიატიური ოპერაცია ქოლეცისტოენტერო- და გასტროენტეროსტომია.
უნდა აღინიშნოს, რომ თორმეტგოჯა ნაწლავის, ფატერის დვრილის და ქოლედოქუსის დისტალური ნაწილის სიმსივნეების დროს რადიკალური ოპერაციის გაკეთების შანსი ბევრად მეტია, ვიდრე პაკრეასის თავის სიმსივნეების დროს. ლიტერატურული მონაცემებით6,8,9,10 თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნეები იშვიათია, შეიძლება ითქვას, რომ იგი კუჭნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი უიშვიათესი სიმსივნეა. უფრო ხშირად ვხვდებით ქოლედოქუსის დისტალური მიდამოს და ფატერის დვრილის სიმსივნეებს. ამ ტიპის სიმსივნეების დროს Whipple-ს ოპერაცია მეტად ეფექტურია, რაც აღნიშნულია A.I. Sarela, A. Tocchi და Takeshi Sudos-ს ნაშრომებში.7, 9, 10 როგორც ამ ავტორების, აგრეთვე სხვა ავტორების მონაცემებით, თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნეების დროს, ნაჩვენებია Whipple-ს ოპერაცია. რადიკალური ოპერაციის ჩატარება ამ შემთხვევაში გამართლებულია თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნეების შედარებით დაბალი აგრესიულობით, შორეული გვიანი მეტასტაზირებით, ოპერაციის შემდგომი ქიმიოთერაპიის ეფექტურობით. ასეთივე დამოკიდებულება ვლინდება ქოლედოქუსის დისტალური და ფატერის დვრილის სიმსივნეების დროს. რადიკალური ჩარევა ანუ პანკრეატოდუოდენური რეზექცია ამ სიმსივნეების დროსაც მეტად ეფექტურია. ამ შემთხვევებშიც რადიკალური ოპერაცია ნაჩვენებია ახლომდებარე ლიმფურ ჯირკვლებში მეტასტაზირების მიუხედავად. სიცოცხლის ხანგრძლივობა Whipple-ს ოპერაციისას ორჯერ მეტია, ვიდრე პალიატიური მკურნალობის დროს.4,5,6,9,10 ჩვენს შემთხვევაში რადიკალური ჩარევის დაბალი მაჩვენებლები (3 ავადმყოფი 6-დან) განპირობებული იყო ავადმყოფთა ხანდაზმული ასაკით და აგრეთვე, მათი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციით, რომლის დროსაც ხანგრძლივი სიყვითლის ფონზე განვითარებული იყო ორგანოთა უკმარისობა და ამ პირობებში პალიატიური ჩარევაც კი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.
ცალკე განსახილველია პანკრეასის თავის მიდამოს სიმსივნეები. ჩვენს შემთხვევაში ამ მიდამოს სიმსივნეით დიაგნოსტირებული იყო 17 პაციენტი და მათგან მხოლოდ 6 (35.3%) ავადმყოფს ჩაუტარდა რადიკალური მკურნალობა. ჰისტოპათომორფოლოგიურად სიმსივნური ქსოვილი წარმოდგენილი იყო ადენოკარცინომის სახით. როგორც ჩვენი მასალის, ასევე მრავალი სხვა ავტორის2,3,4,5 მონაცემებით ამ მიდამოს სიმსივნეები დაბალი რეზექტაბელობით ხასიათდება. დაბალი რეზექტაბელობა განპირობებულია ამ მიდამოს სიმსივნური ქსოვილის სწრაფი ზრდის ტემპით, ირგვლივმდებარე ორგანოებსა და მაგისტრალურ სისხძარღვოვან კომპლექსებში ჩაზრდით (კარის ვენა და ღვიძლის არტერია, ქვემო ღრუ ვენა, ზედა მეზენტერული სისხლძარღვები), მეტად სწრაფი მეტასტაზირებით ღვიძლსა და ფილტვებში, ასციტისა და კანცერომატოზის განვითარებით, რაც დადასტურდა იმ ჯგუფის ავადმყოფებში, რომელთაც ჩაუტარდათ პალიატიური მკურნალობა.
აღსანიშნავია იმ ავტორთა ნაშრომები, რომლებიც აქვეყნებენ მასალებს პანკრეატოდუოდენური რეზექციის დროს მაგისტრალური სისხლძარღვების სრული პლასტიკის წარმოების შესახებ.2,6,9,10 ამ შემთხვევაში, აგრეთვე, გასათვალისწინებელია სიმსივნის ლოკალიზაცია, ვინაიდან პანკრეასის თავის სიმსივნის სისხლძარღვებში სრული ინვაზიისას, რადიკალური ოპერაციის ჩატარებამ ვერ აჩვენა უპირატესობა პალიატიურ ოპერაციებთან შედარებით. ამ ორივე ჯგუფის ავადმყოფთა სიცოცხლის ხანგრძლივობა პრაქტიკულად ერთნაირია, ხოლო ჰოსპიტალური ლეტალობა Whipple-ს ოპერაციისას 5-6 ჯერ მეტია.2,3,5,7,9 ჩვენს მიერ ორ შემთხვევაში პანკრეაოტოდუოდენური რეზექცია განხორციელდა კარის ვენის კიდითი რეზექციით, რაც აგრეთვე ადასტურებს პანკრეასის თავის სიმსივნეების სწრაფ ინვაზიას სისხლძარღვოვან კომლექსებში.

დასკვნა
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ პანკრეატოდუოდენური სიმსივნეებიდან ქოლანგიოკარცინომის და დუოდენური მიდამოს სიმსივნეების დროს რეზექტაბელობა უფრო მაღალია, ხოლო გამოსავალი უკეთესი, ვიდრე პანკრეასის თავის კიბოს შემთხვევაში. ვინაიდან, ამ უკანასკნელის დროს მეტად ხშირად გვხვდება სიმსივნური პროცესის ზრდა, როგორც ირგვლივმდებარე კომპლექსებში, ასევე ადგილობრივი და შორეული მეტასტაზები, რაც რადიკალური მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში არასახარბიელო გამოსავლის ძირითად მიზეზად გვევლინება.

ლიტერატურა

ნანახია: 6679 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 9

თქვენ ხართ სტუმარი No: 1286567


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.