საქართველოს ჯანდაცვა

ჯანდაცვა და სოციოლოგია

სიახლეები

გაიდლაინი

NOTA BENE

თარგმანი

CASE REPORT

კლინიკური რეკომენდაციები

კვლევა

პრეს–რელიზი

ჩვენი თანამედროვე

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გულისნაცვალი [5.00]

კლიმატის ცვლილებები [5.00]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ მეცნიერ ქალებში [5.00]

ერთიანი ევროპული სივრცისაკენ საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პერსპექტივები [5.00]


ჰერპეს ზოსტერი [39602]

სარკოიდოზისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს ერთდროულად არსებობა [21535]

კლიმატის ცვლილებები [12504]

პერინატალური ინფექციები [10973]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [9878]


თემების რაოდენობა: 23
კომენტარები: 5

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები

ავტორი: ქართული ვერსია პუბლიკაციისთვის მოამზადეს: დ. თაბაგარი, ლ. აბშილავა, ა. მათითაშვილი, მ. ჟვანია
ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა „მედულა“


ეპიდემიოლოგია
ევროკავშირის ქვეყნებში ფილტვის კიბოს სიხშირე დაახლოებითი მონაცემებით წელიწადში 52,5–ს შეადგენს 100000 მოსახლეზე, ხოლო სიკვდლიანობა – 48,7-ს. მამაკაცებში ეს მაჩვენებლები წელიწადში, შესაბამისად, 82,5–ისა და 77,0–ის ტოლია 100000 მოსახლეზე, ხოლო ქალებში – 23,9-ის და 22,3-ის. ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო ყველა შემთხვევათა 80%–ს შეადგენს. მამაკაცებში ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის 90%-მდე (80% ქალებში) მჭიდროდ არის დაკავშირებული თამბაქოს წევასთან.

დიაგნოზი
პათოლოგიური დიაგნოზი უნდა დაისვას ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის კლასიფიკაციის შესაბამისად ბრონქოსკოპიის, ქირურგიული ბიოფსიის trucut ან ასპირაციის საფუძველზე.

სტადირება და რისკის შეფასება
სრულყოფილი ანამნეზისა და ფიზიკური გამოკვლევის გარდა საჭიროა გულმკერდის რენტგენოგრაფია, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ზედა ნაწილის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. ნევროლოგიური ანამნეზის ან ნერვული სისტემის მხრივ პათოლოგიური ცვლილებებისას უნდა გაკეთდეს თავის ტვინის კტ და/ან მაგნიტურ–რეზონანსული გამოკვლევა, ხოლო ძვლის ტკივილისას საჭიროა ჩონჩხის სცინტიგრაფია და შრატში კალციუმისა და ტუტე ფოსფატაზის კონცენტრაციის განსაზღვრა.
პაციენტები, რომებიც ექვემდებარებიან რეზექციას
საჭიროა მთლიანი სხეულის 2–[ფლუორინ–18]ფლურო–2–დეოქსი–D–გლუკოზა (FDG) პოზიტრონულ-ემისიული ტომოგრაფიული გამოკვლევა (PET). შუასაყარში ნორმაზე დიდი ლიმფური კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მისი ბიოფსია. III კლინიკური სტადიის პაციენტები საჭიროებენ თავის ტვინის კტ-ს და/ან მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას.
პაციენტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან რეზექციას
დაავადების მეტასტაზური გავრცელების მქონე პაციენტები არ ექვემდებარებიან რეზექციას, გარდა იზოლირებული ექსტრათორაკული მეტასტაზის შემთხვევისა. მეტასტაზური დაავადების არსებობა სხვამხრივ პოტენციურად რეზექტაბელურ პაციენტებში გამოირიცხება ბიოფსიის (ან MRI ან FDG-PET) მეშვეობით.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტების სტადირება უნდა მოხდეს TNM–2002-სისტემის შესაბამისად და დაიყოს რისკ-კატეგორიებად (იხ. ცხრ. 1).

ლოკალური დაავადების მკურნალობა
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს რეზექტაბელური შემთხვევებისას ქირურგია წარმოადგენს სტანდარტულ მკურნალობას. ცისპლატინის შემცველი ადიუვანტური ქიმიოთერაპია ნაჩვენებია II და IIIA სტადიისას, თუმცა არ არის აუცილებელი IB სტადიის დროს. ოპერაციისწინა ქიმიოთერაპია შეიძლება განვიხილოთ კონკრეტული პაციენტებისთვის ცალკე (ანუ, N2 შემთხვევაში).
ჯერჯერობით დაუდგენელია, ასრულებს თუ არა ოპერაციისშემდგომი რადიოთერაპია რაიმე როლს შუასაყრის ლიმფური კვანძის დაზიანების მქონე პაციენტებში.
I კლინიკური სტადიის შერჩეულ პაციენტებში რადიოთერაპიით, როგორც ერთადერთი სამკურნალო მეთოდით, შესაძლებელია გადარჩენადობის 5-წლიანი მაჩვენებლის გაზრდა 40%–მდე. ეს მეთოდი განსახილველია I და II სტადიის მქონე არაოპერაბელურ პაციენტებშიც.
ადგილობრივად გავრცელებული, არაოპერაბელური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს III სტადიისას სტანდარტულ მკურნალობას წარმოადგენს პლატინის შემცველი ქიმიოთერაპია და გულმკერდის რადიოთერაპია.

დაავადების სტადიის IV მკურნალობა
პლატინის შემცველი ქიმიოთერაპია ვინორელბინთან, გემციტაბინთან ან ტაქსანებთან კომბინაციაში ახანგრძლივებს გადარჩენადობას, აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და დადებითად მართავს სიმპტომებს დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობის პაციენტებში [I,A].

მეორე ხაზის ქიმიოთერაპია
მეორე ხაზის სისტემური მკურნალობა (დოცეტაქსელი, პემეტრექსატი და ერლოტინიბი) აუმჯობესებს დაავადებასთან დაკავშირებულ სიმპტომებსა და ზრდის გადარჩენადობას. ერლოტინიბით მკურნალობა უფრო ეფექტურია არამწეველ პაციენტებში, ქალებში, ადენოკარცინომის მქონე პაციენტებსა და აზიელებში.

პასუხის შეფასება
პასუხის შეფასება აუცილებელია ქიმიოთერაპიის ორი ან სამი ციკლის დასრულების შემდეგ საწყისი რადიოლოგიური კვლევების გამეორებით.

მკურნალობისშემდგომი დაკვირვება
გულმკერდის სიმსივნეების მქონე პაციენტების მკურნალობისშემდგომი მართვის ოპტიმალური მიდგომის საკითხი წინააღმდეგობრივია, მათ შორის – რადიოლოგიური შეფასების მნიშვნელობა. ნამკურნალევ პაციენტებში საჭიროა ანამნეზის შეკრება და ფიზიკური გამოკვლევის ჩატარება ყოველ 3–6 თვეში ერთხელ მკურნალობიდან პირველი 2 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ – ყოველ 6–12 თვეში ერთხელ.

ამერიკის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის მიერ გამოყენებული სარწმუნოობის დონეები [I-V] და რეკომენდაციის რანგები [A-D] მოცემულია კვადრატულ ფრჩხილებში. რანგირების გარეშე მოცემული დებულებები მიჩნეულია მართებულ სტანდარტულ კლინიკურ პრაქტიკად ექსპერტი-ავტორებისა და ESMO- ს წევრების მიერ.

ლიტერატურა

ნანახია: 9877 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 9

თქვენ ხართ სტუმარი No: 1286564


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.