ძირითადი ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგის ორგანიზება და მისი მეთოდოლოგიურად სწორად ჩატარება 30%-ით ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობას და 30%-ით ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეულ სიკვდილობას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 2002 წ.
2008 წ. (მაისი-დეკემბერი)
პროგრამის ფარგლებში გასინჯულთა შორის დადგინდა:
• ძუძუს კიბო 85 (ვერიფიცირებულიაია ციტოლოგიურად);
• საშვილოსნოს ყელის კიბო 8 (ვერიფიცირებულია ჰისტოლოგიურად). 2009 წ. (იანვარი-მარტი)
• ძუძუს კიბო 55 (ვერიფიცირებულია ციტოლოგიურად)
• დაგენილი კიბოს შემთხვევების 74 % არის 1 და 2 (ა. და ბ.) სტადიაში (ნაოპერაციები შემთხვევების ფორმა №100)
გამომდინარე ძუძუს კიბოს პრობლემატიკასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებებიდან, ეროვნულმა სკრინინგ ცეტრმა ამჯერად გადაწყვიტა სერიოზულად დაინტერესდეს მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგით.
რატომ კოლორექტული კიბო
• კოლორექტული კიბოს რიცხვი მეტად სწრაფად იზრდება;
• ავადობის სტრუქტურაში კოლორექტულ კიბოს უკავია მე-3 ადგილი, ფილტვის და ძუძუს კიბოს შემდეგ;
•• კოლინჯი – 4,0 (ი.მ.)
•• სწორი ნაწლავი და ანალური – 6,4 (ი.მ.)
•• კოლორექტული – 10,4
• კოლორექტული კიბოს სკრინინგი მეტად ეფექტურია და ადრეულ ეტაპზე მკურნალობის შორეული შედეგები კარგია.
• საქართველოში ყოველწლიურად კოლორექტული კიბოთი ავადდება 500–მდე ადამიანი (10,4 ყოველ 100 000 მოსახლეზე).
საზოგადოებაში აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს პილოტური პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
• 3 აპრილს ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია სამედიცინო საზოგადოებისათვის – მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს ეპიდემიოლოგია, სკრინინგის მნიშვნელობას, მკურნალობის თანამედროვე ასპექტები.
• ჩატარდა 100 უფასო კოლონოსკოპიური გამოკვლევა. ყველა მათგანს ასევე უფასოდ ჩაუტარდათ სპეციალისტის კონსულტაცია.
• გამოიცემა საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტი, სადაც პაციენტისთვის გასაგებ ენაზე იქნება მოთხრობილი აღნიშნული პრობლემის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია.
• დაიბეჭდება 50 000 ცალი ფლაერი, სადაც მოკლედ იქნება განმარტებული სკრინინგის აზრი და მნიშვნელობა საზოგადოებისათვის. აღნიშნული ფლაერები დარიგდება ხალხმრავალ ადგილებში, ასევე ბანკებში დაურიგდებათ პენსიონერებს, დაიდება აფთიაქებში.
• მედია-სემინარი ჟურნალისტებისათვის,
(მედია ტრეინინგი).
• შემაჯამებელი მედია სემინარი ჟურნალისტებისათვის, საუკეთესო სტატიის ავტორების დაჯილდოვება.
ეროვნული სკრინინგ ცენტრი
• ცენტრი დაფუძნდა 2008 წ. ქ. თბილისის მერიის მიერ.
• ცენტრი ახორციელებს ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სახელმწიფო პროგრამას 2008 წ. მაისიდან.
• ე.ს.ც. ფუნქციას წარმოადგენს კიბოს სკრინინგის მეთოდოლოგიური მონიტორინგი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
• კიბოს სკრინინგის გაიდლაინების შექმნა და მათი დამტკიცების შემდგომ სკრინინგის გაიდლაინთან შესაბამისობის მონიტორინგი.
• კიბოს ძირითადი ლოკალიზაციების სკრინინგის დანერგვა საქართველოში.
კოლორექტული კიბოს სკრინინგის პილოტურ პროექტს აფინანსებს კომპანია Hoffmann La Roche-ს წარმომადგენლობა საქართველოში
ნანახია: 4924 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით