სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

ნობელის პრემია

NOTA BENE

MEDICAL IT

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

თარგმანი

პრევენცია

პრაქტიკოსის გვერდი

კლინიკური კვლევა

სამედიცინო ბიულეტენი

სიახლეები

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [5.00]

ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ [5.00]

ევთანაზია [5.00]

შიდსის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში ნაპოვნი იქნება [5.00]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [5.00]


მწვავე გარდამავალი პორფირია [9106]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [7887]

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები [7386]

ევთანაზია [6855]

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ [6290]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 7

ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები

ავტორი: მიხეილ ბულგაკოვი


.......................................................................................
– ბატონო ექიმო... რაც გნებავთ... ფულს გავიღებ... რამდენიც გნებავთ იმდენი ფული აიღეთ. რამდენიც გნებავთ. პროდუქტებით მოგამარაგებთ... ოღონდაც არ მოკვდეს. ოღონდაც არ მოკვდეს. ხეიბრად დარჩება – დარჩეს. დარჩეს! – გაჰყვიროდა ჭერში თვალებაპყრობილი.
.......................................................................................
მე დავხედე, და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მარცხენა ფეხი, როგორც ასეთი, არ იყო. დამსხვრეული მუხლიდან დაწყებული იდო გასისხლიანებული ნაფლეთები, წითელი დაჭყლეტილი კუნთები და მახვილად ყოველმხრივ გამოშვერილი თეთრი დაჩეჩქვილი ძვლები. მარჯვენა ისე იყო გადატეხილი წვივში, რომ ორივე ძვლის ბოლოებს, კანი გაეხვრიტა და გარეთ იყო გამოსული. ამის გამო მისი ტერფი უსიცოცხლოდ, თითქოსდა ცალკე, გვერდზე გადაბრუნებული იდო…
.......................................................................................
„აი როგორ ქრება დაფლეთილი ადამიანის სიცოცხლე, – გავიფიქრე მე, – აქ უკვე რაიმეს გაკეთება შეუძლებელია...“
მაგრამ მოულოდნელად მკაცრად, ისე, რომ საკუთარი ხმაც ვერ ვიცანი, ვთქვი:
– ქაფური.
აქ კი ანა ნიკოლაევნა მოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა:
– რატომ ექიმო? ნუ აწვალებთ. კიდევ რატომ ვჩხვლიტოთ? ახლა ხომ უფალს მიაბარებს სულს. ვერ უშველით.
მე გაბრაზებით და დაღვრემილად გადავხედე და გავიმეორე:
– თუ შეიძლება ქაფური...
.......................................................................................
„ნუთუ არ მოკვდება?... – ვფიქრობდი სასოწარკვეთილი – ნუთუ მომიწევს...“
.......................................................................................
აჰ, რატომ არ კვდება? რას მეტყვის შეშლილი მამამისი?
– მოამზადეთ ამპუტაცია, – ვუთხარი ფელდშერს სხვისი ხმით.
.......................................................................................
ავიღე დანა, ვიღაცისადმი მიბაძვის მცდელობით (სიცოცხლეში ერთხელ უნივერსიტეტში ვნახე ამპუტაცია)... და ახლა განგებას შევთხოვდი, რომ უახლოეს ნახევარ საათში არ მომკვდარიყო...
„ნეტა პალატაში მოკვდეს, მე რომ ოპერაციას დავასრულებ...“
ჩემს ნაცვლად გარემოების არაჩვეულებრივობით აღტყინებული ჩემი საღი აზრი მუშაობდა. წრიულად და გამოცდილი ყასაბივით მარჯვედ ალესილი დანა დავუსვი ბარძაყს, და კანი გადაიშალა ისე, რომ ერთი წვეთი სისხლიც არ წამოსულა. „სისხლდენა რომ დაიწყოს, რა უნდა ვქნა?“ – ვფიქრობდი და მგელივით გავცქეროდი ტორზიულ პინცეტებს. ჩამოვჭერი ქალის ხორცის უზარმაზარი ნაჭერი და ერთი სისხლძარღვი – მას მოთეთრო მილაკის იერი ჰქონდა, მაგრამ წვეთი სისხლი არ წამოსულა. მოვჭყლიტე ის ტორზიული პინცეტით და გავაგრძელე. ყველგან სადაც სისხლძარღვს ვვარაუდობდი ეს პინცეტები დავამაგრე... „Arteria... Arteria... ეშმაკმა იცის რა ჰქვია?..“ საოპერაციო კლინიკას დაემსგავსა. ტორზიული პინცეტები მტევნებად ეკიდა. ისინი ხორცთან ერთად დოლბანდით აქაჩეს, მე კი წვრილად დაკბილული მოელვარე ხერხით დავიწყე მრგვალი ძვლის ხერხვა. „რატომ არ კვდება?.. გასაკვირია... ოჰ, როგორი სიცოცხლისუნარიანია ადამიანი!“
და ძვალიც მოსცილდა. დემიან ლუკიჩს ხელში ის შერჩა, რასაც გოგოს ფეხი ერქვა. ნაფლეთები, ხორცი, ძვლები! ეს ყველაფერი გვერდზე გადაყარეს და მაგიდაზე დარჩა თითქოსდა მესამედით დამოკლებული გოგო, განზე განზიდული ტაკვით. „ცოტაც, კიდევ ცოტაც... არ მოკვდე, – აღტყინებით ვფიქრობდი მე, – მოითმინე პალატამდე, მომეცი საშუალება კეთილად გამოვძვრე ჩემი ცხოვრების ამ საშინელი სიტუაციიდან“.
შემდეგ ვკრავდით ლიგატურებით, მერე, მუხლის ტკაცუნით, იშვიათი ნაკერებით დავიწყე კანის გაკერვა... მაგრამ გავჩერდი, გონება გამინათდა, მოვიფიქრე... დავტოვე საწრეტი... ჩავდე დოლბანდის ტამპონი... ოფლი თვალებზე ლიბრად გადამეკრა, მეგონა, თითქოს აბანოში ვიყავი...
ამოვისუნთქე. მძიმე მზერა მივაპყარი ტაკვს, ცვილივით სახეს. ვიკითხე:
– ცოცხალია?
– ცოცხალია... – როგორც ჩუმი ექო, მაშინვე მიპასუხეს ფელდშერმა და ანა ნიკოლაევნამ.
.......................................................................................
საოპერაციოში ვიბანდი იდაყვებამდე გასისხლიანებულ ხელებს.
.......................................................................................
რამდენიმე წუთში ექიმის ბინის კაბინეტის მწვანე ლამფასთან აღმოვჩნდი. სახლი სდუმდა.
ფერმკრთალი სახე კუნაპეტივით შავ მინაში ირეკლებოდა.
„არა, მე არ ვგავარ დიმიტრი სამოზვანეცს, და მე, წარმოიდგინეთ, როგორღაც დავბერდი... ნაოჭი ცხვირს ზემოთ... ახლა დააკაკუნებენ... იტყვიან: „მოკვდა...“
„წავალ, უკანასკნელად დავხედავ... ახლა დააკაკუნებენ...“
--------
კარზე დააკაკუნეს. ეს იყო ორთვენახევრის შემდეგ. გარეთ ზამთრის პირველი დღეები იდგა.
შემოვიდა ის; მხოლოდ მაშინ შევათვალიერე. დიახ, მართლაც, სახის სწორი ნაკვთები. ასე ორმოცდახუთი წლის. თვალებიდან ნაპერწკლებს აკვესებდა.
შემდეგ შრიალი... ორ ყავარჯენზე დაყრდნობილი შემოხტა მომაჯადოებელი სილამაზის წითელი არშიით შემოკერილ უგანიერეს ქვედაბო- ლოში გამოწყობილი ცალფეხა გოგო.
შემომხედა, და ლოყებზე ვარდისფერმა გადაჰკრა.
– მოსკოვში... მოსკოვში... – და მისამართის წერა დავიწყე. – იქ პროთეზს, ხელოვნურ ფეხს მოგიხერხებენ...
აკოცე ხელზე, – მოულოდნელად წარმოთქვა მამამ.
მე ისე დავიბენი, ტუჩების ნაცვლად ცხვირზე ვაკოცე.
მაშინ, ყავარჯნებზე ჩამოკიდებულმა, გაშალა შეკვრა, და გადმოვარდა გრძელი თოვლივით თეთრი პირსახოცი, არაოსტატურად ამოქარგული წითელი მამლით.

ნათლობა მობრუნებით
დღე დღეს მისდევდა N-ის საავადმყოფოში, და მეც ნელ-ნელა ვეჩვოდი ახალ ცხოვრებას.
.......................................................................................
ვიღაც დაჟინებით და ხმამაღლა აბრახუნებდა გარეთა კარზე, და ეს დარტყმები თავიდანვე ავისმომასწავებლად მეჩვენა.
.......................................................................................
– ქალი მოიყვანეს დულცევოდან.მშობიარობა აქვს მას არაკეთილსასურველი.
.......................................................................................
მოღუშული ვაგრძელებდი მუცლის ყოველი მხრიდან სინჯვას და ცალი თვალით ბებიაქალების სახეებს ვათვალიერებდი. ორივე გონებამოკრეფილი სერიოზულობით მიმზერდა, და მათ თვალებში ჩემი ქმედებების მართებულობა ამოვიკითხე. მართლაც, ჩემი მოძრაობები დამაჯერებელი და სწორი იყო, ჩემი შფოთვა კი შევეცადე რაც შეიძლება ღრმად დამემალა და არაფრით გამემჟღავნებია.
.......................................................................................
„ეჰ, დოდერლაინი წამაკითხა ახლა“, – დარდიანად ვფიქრობდი ხელების გასაპვნისას. ვაგლახ, ამის გაკეთება ამჟამად შეუძლებელი იყო. ან რითი მიშველიდა ახლა მე დოდერლაინი? სქელი ქაფი ჩამოვიბანე, თითები იოდით დავიმუშავე. პელაგია ივანოვნას ხელებში თეთრი ზეწარი აშრიალდა, და მშობიარესკენ დახრილმა ფრთხილად და მორიდებით დავიწყე შინაგანი გამოკვლევა. მეხსიერებაში უნებურად სამეანო კლინიკის საოპერაციოს სურათი ამომიტივტივდა. კაშკაშა ელექტრული ლამფები მქრქალ ბურთებში, მბრწყინავი ფილებიანი იატაკი, ყველგან მოელვარე ონკანები და იარაღები. თოვლივით თეთრ ხალათში გამოწყობილი ასისტენტი მანიპულირებს მშობიარესთან, მის გარშემო კი სამი დამხმარე-ორდინარტორი, ექიმი-პრაქტიკანტები, სტუდენტ-კურატორების ბრბო. კარგია, ნათელია და უსაფრთხოა.
აქ კი მე – მარტოდმარტო ვარ, ჩემს ხელ ქვეშ გატანჯული ქალია; მასზე პასუხს მე ვაგებ. მაგრამ როგორ უნდა ვუშველო მე არ ვიცი, იმიტომ რომ მშობიარობა ახლოდან ჩემს სიცოცხლეში მხოლოდ ორჯერ მაქვს ნანახი კლინიკაში, და ისინიც სრულიად ნორმალური იყო. ახლა მე გამოკვლევას ვატარება, მაგრამ ეს არც ჩემთვის და არც მშობიარესათვის შვების მომტანი არ არის; მე ზუსტადაც რომ არაფერი მესმის და ვერაფერს ვსინჯავ იქ მის შიგნით.
აი ისიც – დოდერლაინი. „ოპერატიული მეანობა“. გამალებით ავაშრიალე ცარცის ფურცლები.
თა-ვის-თა-ვა-დი...
„...თუკი მეანი საშვილოსნოში ხელის შეყვანისას, სივრცის ნაკლებობის ან საშვილოსნოს კედლების შეკუმშვის გამო, ფეხთან მიახლოვებისას აწყდება დაბრკოლებას, მაშინ მან უარი უნდა თქვას მობრუნების მცდელობაზე...“
კარგი. თუკი მე თუნდაც რაღაც სასწაულით შევძლებ ამ „დაბრკოლებების“ განსაზღვრას და უარს ვიტყვი „შემდგომ მცდელობებზე“, ისმის კითხვა, რა ვუყო დაქლოროფირმებულ ქალს სოფელ დულცევოდან?
შემდეგ:
„... სრულიად იკრძალება ნაყოფის ზურგის გასწვრივ ფეხებთან მიღწევის მცდელობა...“
გავითვალისწინებთ.
„... ზედა ფეხის დაჭერა უნდა ჩაითვალოს შეცდომად, რადგანაც ამ დროს ადვილი შესაძლებელია ნაყოფის ღერძული მობრუნება, რაც შეიძლება ნაყოფის მძიმე ჩაჭედვის და, ამის შედეგად, სავალალო შედეგების მიზეზი გახდეს...“
„სავალალო შედეგები“. ცოტა ბუნდოვანი, მაგრამ როგორი შთამბეჭდავი სიტყვებია! რა მოხდება, დულცეველი ქალის ქმარი რომ დაქვრივდეს? დაცვარული შუბლი მოვიწმინდე, ძალები მოვიკრიბე და ამ საშინელი ადგილების გამოტოვებით ყველაზე მნიშვნელოვანის დამახსოვრებას შევეცადე: რა უნდა გავაკეთო საერთოდ, როგორ და სად შევიტანო ხელი. მაგრამ შავი სტრიქონების გამალებულად გავლისას ყოველ წამს ვაწყდებოდი ახალ საშინელ რამეებს. ისინი თვალებს მჭრიდნენ.
„...გასკდომის უზარმაზარი საფრთხის გამო...“
„...შიგნითა და კომბინირებული მობრუნება არის ოპერაციები, რომლებიც დედისათვის ყველაზე სახიფათო სამეანო ოპერაციათა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ...“
.......................................................................................
დასკვნითი აკორდივით კი:
„...ყოველი გაჭიანურებული საათი ზრდის საფრთხეს...“
.......................................................................................
პელაგია ივანოვნამ ქალის ხელი ასწია და გაუშვა; ის უსიცოცხლოდ, როგორც შოლტი დაენარცხა ზეწარს. ფელდშერმა ნიღაბი გადასწია და გუგას შეხედა.
.......................................................................................
სისხლის გუბე. ჩემი ხელები იდაყვებამდე სისხლშია. ზეწრებზე სისხლის ლაქები. წითელი კოლტები და დოლბანდის გროვები. პელაგია ივანოვნა კი უკვე აჯანჯღარებს და უტყაპუნებს ახალშობილს. აკსინია სათლებს აგრუხუნებს, წყალს ასხამს თასში. ახალშობილს უშვებენ ხან ცივ, ხან ცხელ წყალში. გაჩუმებულია, თავი კი თითქოსდა ძაფზეა ჩამოკიდებული, აქეთ იქეთ ქანაობს. მაგრამ უეცრად თითქოს და ჭრაჭუნი, თითქოსდა შესუნთქვა, რასაც მოჰყვა სუსტი, ჩახრინწული პირველი ხმა.
– ცოცხალია... ცოცხალია... – ბურდღუნებს პელაგია ივანოვნა და ახალშობილს ბალიშზე აწვენს.
დედაც ცოცხალია. საბედნიეროდ არაფერი საშინელი არ მოხდა. აი მე თვითონ ვსინჯავ პულსს. დიახ, ის თანაბარი და მკვეთრია, ფელდშერი ნელ-ნელა ანჯღრევს მხრებიდან ქალს და ამბობს:
– აბა, ტეტია, ტეტია, გაიღვიძე.
გვერდზე გადაყარეს გასისხლიანებული ზეწრები და დედას მყისვე დააფარეს სუფთა, და ფელდშერსა და აკსინიას იგი პალატაში გაჰყავთ. გაკოჭილი ახალშობილი ბალიშით მიემგზავრება. დანაოჭებული ყავისფერი სახე თეთრი ხილაბანდიდან იცქირება, და არ წყდება წვრილი ტირილისმაგვარი ხმა.
წყალი მოჩქეფს ხელსაბანების ონკანებიდან. ანა ნიკოლაევნა ხარბად ქაჩავს პაპიროსს, კვამლისაგან თვალებს ჭუტავს, ახველებს.
– ექიმო, თქვენ კარგად გააკეთეთ მობრუნება, ძალიან დამაჯერებლად.
მე გულმოდგინედ ვიხეხავ ჯაგრისით ხელებს, გვერდულად გადავხედე მას: ხომ არ დამცინის? მაგრამ მის სახეზე ამაყი სიამოვნების უტყუარი გამომეტყველებაა. ჩემი გული სიხარულითაა სავსე. ვუმზერ იმ სისხლიან და თეთრ უწესრიგობას ირგვლივ რომ სუფევს, წითელ წყალს და თავს გამარჯვებულად ვგრძნობ.

 

ილუსტრაცია ვაჟა ქურხულისა

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

1891 წლის 3 (15) მაისს კიევში სასულიერო აკადემიის პროფესორის ოჯახში დაიბადა მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი.
1909 წელს იგი ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე.
1916 წელს მიიღო მკურნალის დიპლომი
1916 წელს სამუშაოდ გაანაწილეს სმოლენსკის გუბერნიის სიჩოვსკის მაზრის ნიკოლსკის საერობო საავადმყოფოში

მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი გარდაიცვალა 1940 წლის 10 მარტს.

 

ნანახია: 5572 | შეფასებულია: 3 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: სალი

თარიღი: 2011-09-11 | 22:37

ძალიან კარგია :)))



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1286567


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.