იუბილე

არქივი

NOTA BENE

დისკუსია

სიახლეები

EBM კლასი

მიმოხილვა

MEDIA RELEASE

თარგმანი

გაიდლაინი

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [5.00]

სპიგელის თიაქარი [0.00]

კონტარაცეფციის საკითხები სამეანო ფისტულის მენეჯმენტში [0.00]

დედათა სიკვდილობა და აბორტი: თავიდან აცილებადი, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხი [0.00]


მწვავე ბრონქიტი [19529]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [16731]

თავისუფალი რადიკალები, ანტიოქსიდანტები, რეზვერატროლი, ღვინო, და ღვინო ქართული [14238]

ვისცერული ლეიშმანიოზი [10210]

სპიგელის თიაქარი [5162]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

ყვავილები ელჯერნონისათვის

ავტორი: დენიელ ქიიზი


გაგრძელება, დასაწყისი იხილეთ მე-6 ნომერში

მე არ მახსოვს როგორ დასრულდა ის საღამო მაგრამ მგონს მე გავედი გაზეთის და ყავის საყიდლა ჯოსა და ფრენკისათვის და როცა დავბრუნდი იქ ისინი არავინ იყო. მე გვიანობამდე ვეძებდი მათ. მერე რა იყო მე ისე კარგად არ მახსოვს მაგრამ მგონია მე ძილი მომინდა ან ავად გავხდი. ვიღაც კეთილმა პოლიციელმა სახლში მომიყვანა. ასე ამბობს ჩემი ბინის დიასახლისი მისის ფლინი.
მაგრამ მე თავი მტკივა და დიდი კოპი მაქს და ყველგან დალურჯებული ვარ. მე ვფიქრობ მე დავეცი მაგრამ ჯო კერპი ამბობს ეს პოლიციედის ნახელავიაო ისინი ყოველთვის ცემენ მთვრალებსო. მე ასე არ ვფიქრობ. მის კეინინი ამბობს რომ პოლიციულები ადამიანებს უნდა ეხმარებოდნენ. მაგრმა მე მაინც ძალიან მტკივა თავი გული მერევა და ყველაფერი მტკივა.მე ვფიქრობ, რომ აღარასოდეს დავლევ.
6 აპრილი. მე დავამარცხე ელჯერნონი! მე არც კი ვიციდი რომ გავიმარჯვე მასზე ვიდე მე არ მითხრა ლაბარანტმა ბერტმა. მეორე ჯერზე კი დავმარცხდი იმიტომრომ ისე ვღელავდი რომ სკამიდან გადმოვარდი სანამ დავამთავრები. მაგრამ შემდეგ მე მას კიდევ რვაჯერ მოვუგე. როგორც ჩანს მე ვჭკვიანდები თუკი ისეთი ჭკვიანი თაგვი დავამარცხე როგორიც ელჯერნონია. მაგრამ მე თავს უფრო ჭკვიანად ვერ _ვ_გ_რ_ძ_ნ_ო_ბ_.
მე მინდოდა კიდევ შევსჯიბრებოდი ელჯერნონს მაგრამ ბერტმა თქვა ერთი დღისათვის საკმარისიაო. მე ნება დამრთეს წუთით ხელში დამეჭირა იგი. ის არც ისეთი ცუდია. ის ბამბის ქულასავით ფაფუკია. ის თვალებს ახამხამებს და როცა ახელს თვალებს ისინი შავია კიდეებზე კი ვარდისფერი.
მე ვთქვი რომ შემიძლია ვაჭამო მას იმიტომრომ მე არ მესიამოვნა რომ დავამარცხე ის მე კი მინდა ვიყო კეთილი და ყველასთან ვიმეგობრო. მაგრამ ბერტმა თქვა რომ არ შეიძლებაო ელჯერნონი სულ გასხვავებული თაგვიაო ისეთივე აპირაციით როგორიც მე მაქვს და ცხოველებს შორის პირველია რომელიც ასე ხანგრძლივად დარჩა ჭკვიანი. მან თქვა რომ ელჯერნონი ისეთი ჭკვიანია რომ ყოველდღიურად უნდა ამოხსნას ამოცანა საკვების მისაღებად. ეს კარების კლიტეს წააგავს რომელსაც ყოველთვის ცვლიან როცა ის შიგნით შედის საჭმელად ამიტომ მან ყოველ დღე რაიმე ახალი უნდა ისწავლოს რომ თავისი საკვები მიიღოს. მე ის შემეცოდა იმიტომ რომ თუ ის სწავლს ვერ შეძლებს მშიერი დარჩება.
მე ვფიქრობ არასწორია ვინმეს იძულება გაიაროს გამოცდა საკვებისათვის. როგორ მოეწონებოდა ეს ექიმ ნემიურს თუკი ყოველი მოშიებისას ახალი გამოცდის გავლა მოუწევდა. მე ვფიქრობ მე და ელჯერნონი დავმეგობრდებით.
9 აპრილი. დღეეს სამუშაოს შემდეგ ლაბარატორიაში მის კინიენი იყო. მას თითქოსდა უხაროდა ჩემი ნახვა მაგრამ თითქოს რაგაცის ეშინობა. მე ვუთხარი ნუ გეშინიათ მის კინიენ მე ჯერ არ დავჭკვიანებულვარ თქო და მან გაიცინა. მან თქვა მე შენი მჯერა ჩარლი იმიტომ რომ შენ ყველაზე გულმოდგინედ ცდილობდი წერა–კითხვის სწავლას. ჯერ შენ ცოტ-ცოტას იმეცადინებ და რაღაცას გააკეთებ მეცნიერებისათვის.
ჩვენ ძალიან რთულ წიგნს ვკითხულობთ. მე ადრე არასდროს ასეთი რთული წიგნი არ წამიკითხია. მას _რ_ო_ბ_ნ_ზ_ო_ნ_ _კ_რ_უ_ზ_ო_ ქვია ერთ კაცზეა რომელიც უკაცრიელ კუნძულზე ხვდება. ის ჭკვიანია და სხვადასხვა რაღაცეებს იგონებს რომ სახლი და საკვები ჰქონდეს და ის კარგად ცურავს. მაგრამ მე ის მეცოდება იმიტომრომ ის სულ მარტოა და მას მეგობრები არ ჰყავს. მაგრამ მე მგონებს რომ კუნძულზე კიდევ ვიღაც არის იმიტომრომ იქ არის სურათი თუ როგორ უყურებს ის თავისი სასაცილო ქოლგით ხელში ფეხის ნაკვალევს. მე იმედი მაქს მას გაუჩნდება მეგობარი და ის მარტო არ იქნება.
10 აპრილი. მისს კინიენი მასწავლის უკეთ წერას. იგი მეუბნება დახედე სიტყვას დახუჭე თვალები და გაიმეორე ბევრჯერ ვიდრე არ დაიმახსოვრებო. მე ძალიან მიჭირს სიტყვა _ე_ტ_ყ_ო_ბ_ა_ რომელსაც მესმოდა როგორც _ე_ტ_კ_ო_ბ_ა_ და სიტყვა _დ_ღ_ე_ს_ რომელიც მესმოდა როგორც _დ_გ_ე_ს_.
14 აპრილი. მე დავასრულე _რ_ო_ბ_ი_ნ_ზ_ო_ნ_ _კ_რ_უ_ზ_ო_. მე მინდა გავიგო კიდევ რა მოუვა მას მაგრამ მისს კინიენი ამბობს რომ სულ ეს არის. _რ_ა_ტ_ო_მ_.
15 აპრილი. მისს კინიენი ამბობს რომ მე სწრაფად ვსწავლობ. მან ჩემი ზოგიერთი ჩანაწერი წაიკითხა და როგორღაც უცნაურად შემომხედა. იგი ამბობს რომ მე კარგი ადამიანი ვარ და მე მათ ყველას დავუმტკიცებ. მე ვკითხე რატომ. მან მითხრა რომ მნიშვნელოვანი არ არის ეს მაგრამ მე გული არ უნდა დამწყდეს თუ მივხვდები რომ ყველა ისეთი კარგი არ არის როგორიც მე მგონია. მან მითხრა რომ ისეთმა ადამიანმა როგორიც შენ ხარ რომელსაც ღმერთმა ასე ცოტა მისცა გააკეთე ბევრ ჭკვიან ადამიანზე მეტი რომლებიც თავის ჭკუას არც კი იყენებენ არასდროს. მე ვუთხარი რომ ყველა ჩემი მეგობარი ჭკვიანი ადამიანია მაგრამ ისინი კარგები არიან. მე მათ ვუყვარვარ და არასოდეს არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ. ამ დროს მას თვალში რაღაც ჩაუვარდა და ის ტუალეტში გაიქცა.
16 აპრ. დღეს მე _მ_ძ_ი_მ_ე_ ვისწავლე, აი როგორია ის ( , ), კუდიანი წერტილი, მისს კინიენი ამბობს, რომ ეს, მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მძიმე, ნაწერს, აკეთილშობილებს.
17 აპრ. მე მძიმეებს არასწორედ ვსვამდი. ეს სასვენი ნიშანია. მისს კინიენმა დამავალა ლექსიკონში გრძელი სიტყვების გადახედვა რათა ვისწავლო მათი მართლწერა. მე ვკითხე რატომ თუკი შეიძლება მათი კითხვა. მან მითხრა რომ ეს შედის შენს სასწავლო გეგმაში ამიტომ ამიერიდან მე შევამოწმებ ყველა სიტყვას თუკი დარწმუნებული არ ვიქნები თუ როგორ უნდა დავწერო.ამის გამო დიდხანს წერა მიხდება მაგრამ მე მგონია რომ ვიმახსოვრებ. ამიტომაც მე სწორად დავწერე სიტყვა _ს_ა_ს_ვ_ე_ნ_ი_. (ის ასეა ჩაწერილი ლექსიკონში.) მისს კინიენი ამბობს რმო წერტილიც სასვენი ნიშანია და კიდევ უამრავი სასვენი ნიშნები არსებობს რომლებიც უნდა ვისწავლო.
ყველა ნიშანი ერთად უნდა გამოვიყენოთ, მან მაჩვენა? მე „როგორ, ვაკეთო ეს, და ახლა; მე შემიძლია! ყველა ნიშნის ერთად გამოყენება“, როცა! ვწერ? არის უამრავი! წესი? რომლებიც უნდა? ვისწავლო; მაგრამ მე ისინი თავში მაქვს.
მე, ძვირფას მისს კინიენში (ასე უნდა ჩაიწეროს საქმიან წერილში თუკი მე როდისმე საქმიანი ადამიანი გავხდები), მომწონს ის, რომ იგი ყოველთვის მი' ხსნის“ როცა – მე ვეკითხები. იგი გე'ნიოსია! მე მინდა! მასავით, ჭკვიანი“ ვიყო;
(სასვენი, ნიშნები; სასაცილოა!)
18 აპრ. როგორი ბრიყვი ვარ! მე ვერც კი მივხდი, რაზე საუბრობდა იგი. გუშინ საღამოს გრამატიკის სახელმძღვანელო წავიკითხე, და იქ ყველაფერი გან'მარტებულია. მერე ჩემამდე დავიდა, რომ მისს კინიენი ჩემთვის იგივეს ახ'სნას ცდილობდა, მაგრამ მე მაშინ ვერ მივხვდი. შუაღამისას წამოვდექი, და თავში ყველაფერი გამინათდა.
მისს კინიენმა მითხრა, რომ მე ტელევიზორმა მიშველა, რომელიც მუშაობს, როცა მე მძინავს.
20 აპრ. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ისე კი არა, რომ ექიმი მჭირდებოდეს, არა მკერდში რაღაც სიცარიელე მაქვს, თითქოს გამომშიგნეს, და ამასთან ერთად გულძმარვაც მაქვს.
მე ამის შესახებ წერას არ ვაპირებდი, მაგრამ მგონია, რომ ეს მაინც უნდა გავაკეთო იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია. დღეს პირველად მე სამსახურში არ წავედი და სახლში დავრჩი.
გუშინ საღამოს ჯო კერპმა და ფრენკ რეილიმ გასართობად დამპატიჟეს. იქ ბევრი ახალგაზრდა ქალი და რამდენიმე ბიჭი იყო ფაბრიკიდან. გამახსენდა, როგორ ცუდად ვიყავი წინა ჯერზე, როცა მეტისმეტად ბევრი დავლიე, ამიტომაც ჯოს ვუთხარი, რომ არაფრის დალევა არ მსურს. ალკოჰოლიანი სასმელის ნაცვლად მან სუფთა კოკა-კოლა მომცა. მას უცნაური გემო ჰქონდა, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ეს მე მაქვს არასასიამოვნო გემო პირში.
თავიდან ძალიან მხიარულად ვიყავით. ჯომ მითხრა, რომ მე ელინთან უნდა მეცეკვა, და რომ იგი სხვადასხვა პას მასწავლის. მე რამდენჯერმე წავიქეცი და ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ, ჩემსა და ელინის მეტი ხომ არავინ ცეკვავდა. მე ყოველ წუთს ვბორძიკობდი იმიტომ, რომ ყოველ წუთს ვიღაცა ფეხს მიდებდა.
წამოდგომისას ჯოს სახეზე ისეთი გამომეტყველება ვიხილე, რომ მუცელში რაღაც უცნაური შეგრძნება გამიჩნდა.
– მის გამო შეიძლება მოკვდე, – თქვა ერთერთმა გოგონამ.
ყველამ გადაიხარხარა.
– ასე კარგად არ მიცინია მაგსისთან იმ საღამოს შემდეგ, როცა ეს გაზეთზე გავგზავნეთ და შემდეგ დავითესეთ, – თქვა ფრენკმა.
– არა, ერთი ამას შეხედეთ. რა წითელი სიფათი აქვს.
– ის წითლდება. ჩარლი წითლდება.
– ეი, ელინ, რა უქენი ჩარლის? მე ის ასეთი არასდროს მინახავს.
მე არ ვიცოდი, რა მექნა, სად წავსულიყავი. ყველა მე მიყურებდა და იცინოდა, და მე თავი ისე ვიგრძენი, თითქოს შიშველი ვიდექი. საშინლად მომინდა სადმე დავმალულიყავი. ქუჩაში გამოვარდი, და გული ამერია. მერე სახლში წავედი.საოცარია, ადრე არსდროს არ შემინიშნავს, რომ ჯოს, ფრენკს და სხვებს ჩემი თან თრევა მხოლოდ იმიტომ უნდოდათ, რომ დაეცინათ ჩემთვის. ახალა მესმის, რას ნიშნავს ეს, როცა ისინი ამბობენ „ჩარლი გორდონი გახდი“!
მე მცხვენია.
10. ყოველდღიური ანგარიში
21 აპრილი. მე ჯერაც არ გავსულვარ სამსახურში. მე მისის ფლინს, ჩემს დიასახლისს, ვთხოვე ფაბრიკაში დაერეკა და მისტერ დონეგანისათვის ეთქვა, რომ მე ავად გავხდი. ბოლო დროს მისის ფლინი ძალზე უცნაურად მიცქერს ხოლმე, თითქოსდა ეშინიაო ჩემი.
მე მგონია, ეს კარგია, რომ მივხვდი, თუ როგორ დამცინოდა ყველა. ამის შესახებ მე ბევრი ვიფიქრე. ეს იმის გამოა, რომ მე ასეთი მოუქნელი ვარ და ვერც კი ვამჩნევ, სისულელეებს რომ ჩავდივარ. ადამიანები თვლიან, რომ ეს სასაცილოა, როცა ბრიყვს ყველაფრის ისე გაკეთება არ შუძლია, როგორც მათ.
ყოველი შემთხვევისათვის, მე ახლა უკვე მესმის, რომ ყოველდღიურად უფრო ვჭკვიანდები. მე ვიცი სასვენი ნიშნები და მართებულად ვწერ. მე მომწონს ლექსიკონში რთული სიტყვების მოძიება, და ვიმახსოვრებ მათ, მე ახლა ბევრს ვკითხულობ, და მისს კინიენი ამბობს, რომ მე ძალიან სწრაფად ვკითხულობ. ზოგჯერ ისიც კი მესმის, რის შესახებაც ვკითხულობ, და ეს მეხსიერებაში მრჩება.
მისს კინიენმა თქვა, რომ ისტორიის, გეოგრაფიის და არითმეტიკის გარდა მე უცხო ენებსაც შევისწავლი. ექიმმა შტრაუსმა რამდენიმე ახალი ფირი მომცა ძილის წინ ჩასართავად.
დღეს გაცილებით უკეთ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ჯერ კიდევ ცოტაოდენ ვბრაზდები ადამიანებზე იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის დამცინოდნენ და მასხრად მიგდებდნენ, ჩემი სიბრიყვის გამო. როცა მე, როგორც ექიმი შტრაუსი ამბობს, დავჭკვიანდები და ჩემი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) 68 გასამმაგდება, შესაძლოა, მე ისეთივე გავხდები, როგორც ყველაა, და ადამიანები შემიყვარებენ და მეგობრულად მომექცევიან.
ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, თუ რა არის IQ. ექიმი ნემიური ამბობს, რომ IQ ზომავს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების ხარისხს – როგორც აფთიაქში სასწორი, რომელზეც ფუნტებს წონიან. მაგრამ ექიმი შტრაუსი არ დაეთანხმა მას და თქვა, რომ IQ სულაც არ წონის ინტელექტს. მან თქვა, რომ IQ გვიჩვენებს, რამდენადაა შესაძლებებლი ინტელექტის ამაღლება, და რომ ეს მენზურაზე დაწერილ ციფრებს წააგავს. მათი საშუალებით ვადგენთ, რამდენი სითხეა საჭირო ჭურჭლის ასავსებად.
როცა ეს კითხვა მე ბერტს დავუსვი, რომელიც ჩემს ინტელექტს ამოწმებს და ელჯერნონს აკვირდება, მან თქვა, რომ ისინი ორივე ცდებიან (მაგრამ მე პირობა დავდე, რომ მათ მის სიტყვებს არ გადავცემდი). ბერტი ამბობს, რომ IQ უამრავ სხვადასხვა საკითხს აშუქებს, მათ შორის იმასაც, რისი სწავლაც ადამიანმა მოასწრო, და სიმართლე რომ ვთქვათ, ეს IQ უსარგებლოა.
ასე რომ მე დღემდე არ ვიცი, რა არის ეს IQ, იმის გარდა, რომ ჩემი მალე 200 ასცდება. მე გავჩუმდი, მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარია, როგორ იგებენ ისინი, რამდენი გაქვს ის, თუ მათ არ იციან _თ_უ_ რა არის ეს და _ს_ა_დ_ არის მოთავსებული.
ექიმი ნემიური ამბობს, რომ მე ხვალ რორშაჰის გამოცდა უნდა გავიარო. საინტერესოა, რა არის _ე_ს_.
22 აპრილი. მე გავიგე, რა არის _რ_ო_რ_-შ_ა_-ჰ_ი_. ეს ის გამოცდაა, რომელიც მე ოპერაციის წინ გავიარე, – სწორედ ის, მელნის ლაქებით მუყაოს ნაჭრებზე. და მას იგივე ადამიანი ატარებდა.
ამ ლაქებმა დამზაფრა. მე ვიცოდი, რომ ის ნახატების მოძებნას მომთხოვდა, და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას ვერ შევძლებდი. გონებაში გავიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა როგორღაც გავიგო, რა სურათებია იქ დამალული. ან იქნებ იქ სულაც არავითარი სურათი არ იყო.. იქნებ ეს უბრალოდ ეშმაკობაა, რათა გაირკვეს, იმდენად ბრიყვი ვარ თუ არა, რომ ვეძებო ის რაც იქ საერთოდ არ არის. გავიფიქრე თუ არა ეს, წამსვე გავგულისდი იმ ადამიანზე.
– ასე, ჩარლი, – მითხრა მან, – შენ ერთხელ უკვე გინახავს ეს ბარათები, გახსოვს?
– რასაკვირველია, მახსოვს.
ჩემი ტონით ის მიხვდა, რომ გავბრაზდი, და ამან აშკარად გააკვირვა.
– დიახ, მართალია. ახლა კი მე მინდა, რომ აი ამ სურათს შეხედო. რა შეიძლება ეს იყოს? რას ხედავ მასზე? ამ ლაქებში ადამიანები სრულიად სხვადასხვა საგნებს აღიქვამენ. მითხარი, რას გაგონებს ეს – რა ფიქრებს გიჩენს.
მე სახტად დავრჩი. მისი სიტყვები ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
– თქვენ გინდათ თქვათ, რომ ამ ლაქებში არავითარი სურათი არ არის?
იგი მოიღუშა და სათვალე მოიხსნა.
– რა?
– სურათი. ლაქებში ჩამალული. გასულ შეხვედრაზე თქვენ მითხარით, რომ მათ ყველა ხედავს და გინდოდათ, მეც მეპოვა.
მან ამიხსნა, რომ გასულ წეხვედრაზეც დაახლოებით იგივე სიტყვები მითხრა, რაც ეხლა. მე არ მჯერა მისი და ვეჭვობ, რომ მაშინ მან სპეციალურად ამიბნია თავ-გზა, გასართობად. ან… მე უკვე აღარაფერში ვარ დარწმუნებული… ნუთუ მე _ა_ს_ე_თ_ი_ ჭკუასუსტი ვიყავი?
ჩვენ მშვიდად, ნელ-ნელა გადავათვალიერეთ ბარათები. ერთ-ერთ მათგანზე ლაქა ღამურების წყვილს ჩამოჰგავდა, რომლებიც რაღაცას მიათრევენ. მეორეზე იგი დაშნებით მოფარიკავე ორ მამაკაცს მაგონებდა. მე ათასგვარ რამეს ვიგონებდი. მგონი, ამან გამიტაცა. მაგრამ მე მას აღარ ვენდობოდი და ხან ასე, ხან ისე ვატრიალებდი ბარათებს, უკანა მხრიდანაც კი ვათვალიერებდი, რათა შემემოწმებინა, ხომ არ იყო იქ ისეთი რამ, რაც მე უნდა შემენიშნა.
მე დღემდე ვერ ვხედავ ამ გამოცდის აზრს. მე მგონია, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება იცრუოს, გამოიგონოს ის, რასაც სინამდვილეში ვერ ხედავს. საიდან უნდა სცოდნოდა, რომ მეც თავგზას არ ვუბნევ და არ ვუყვები ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში საერთოდ არ ჩნდება ჩემს წარმოსახვაში? შესაძლებელია, მე ამას მივხვდები მაშინ, როცა ექიმი შტრაუსი ფსიქოლოგიის შესახებ კითხვის ნებას დამრთავს.
25 აპრილი. მე მოვიფიქრე, როგორ უნდა განლაგდეს დაზგები ფაბრიკაში ახლებურად, მისტერ დონეგინი კი ამბობს, რომ ეს მას წელიწადში ათი ათასი დოლარის ეკონომიის შესაძლებლობას აძლევს მუშახელისა და წარმოებული პროდუქციის ხარჯზე. მან 25 დოლარი პრემია გამომიყო.
ამ ამბის აღსანიშნად, მე ჩემთან სასაუზმოდ ჯო კერპი და ფრენკ რეილი დავპატიჟე, მაგრამ ჯომ მითხრა, რომ რაღაც-რაღაცეები აქვს ცოლისთვის საყიდელი, ფრენკმა კი თქვა, რომ ბიძაშვილთან ერთად უნდა ისაუზმოს. მე ვფიქრობ, რაღაც დრომ უნდა გაიაროს, სანამ ისინი ჩემში მომხდარ ცვლილებას შეეგუებიან. თითქოს ყველას ეშინიაო ჩემი. ემოს ბორგთან რომ მივედი და მხარზე ხელი დავადე, ისე შეხტა, ჭერს მიაწვდინა თავი.
ადამიანები ახლა ჩემთან ნაკლებად საუბრობენ და არ მეხუმრებიან, როგორც ადრე. ამიტომაც სამსახურში როგორღაც მარტო ვგრძნობ თავს.
27 აპრილი. დღეს, მთელი სიმამაცე მოვიკრიბე, და მისს კინიენი ხვალ საღამოს სადილზე დავპატიჟე, ჩემი პრემიის აღსანიშნავად.
თავიდან თითქოს შეყოყმანდა, უხერხული ხომ არ არისო, მაგრამ მე ექიმ შტრაუსს ვკითხე, და მან მითხრა, რომ ყველაფერი ნორმალურია. ექიმი შტრაუსი და ექიმი ნემიური, როგორც ჩანს, ერთმანეთში ბოლომდე ვერ რიგდებიან. ისინი გაუთავებლად კამათობენ. დღეს საღამოს, როცა იქ შევედი, მისს კინიენთან სადილის საკითხის გასარკვევად, ექიმ შტრაუსათან, გავიგონე, როგორ უყვიროდნენ ერთმანეთს. ექიმი ნემიური ამტკიცებდა, რომ ეს _მ_ი_ს_ი_ ექსპერიმენტია და _მ_ი_ს_ი_ კვლევაა, ექიმი შტრაუსი კი ყვიროდა, რომ ამ საქმეში ექიმ ნემიურზე ნაკლები არ ჩაუდია, იმიტომ რომ ეს მან მიპოვა მე მისს კინიენის საშუალებით და ეს მან გამიკეთა ოპერაცია. დადგება დღე, განაცხადა მან, როცა მთელს მსოფლიოში ათასობით ნეიროქირურგი პრაქტიკაში გამოიყენებს მის მიერ შემუშავებულ ტექნიკას.
ექიმ ნემიურს თვის ბოლოს ექსპერიმენტის შედეგების გამოქვეყნება სურს. ექიმი შტრაუსი თვლის, რომ მეტი დამაჯერებლობისათვის კიდევ მცირე ხნით დაცდაა საჭირო.. მან განაცხადა, რომ ექიმ ნემიურ პრისტონის ფსიქოლოგიის კათედრა უფრო აინტერესებს, ვიდრე ექსპერიმენტი. ექიმმა ნემიურმა თქვა, რომ ექიმი შტრაუსი სხვა არაფერია, თუ არა ოპორტუნისტი, რომელიც დიდების ძიებაში მისი, ექიმი ნემიური, მხრებით გასეირნებას ცდილობს.
როცა წამოვედი, ვიგრძენი, რომ მამცივნებდა. მე ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მე ისინი ორივე ნამდვილი სახით პირველად ვიხილე.მე ვიხსენებ, ბერტი ამბობდა, რომ ექიმი ნემიურის ცოლი ნამდვილი ალქაჯია, რომელიც მბრძანებლობს მასზე. ბერტმა თქვა, რომ მისი მთელი ცხოვრების ოცნება – სახელგანთქმული ქმრის ყოლაა.
ნუთუ ექიმი შტრაუსი მართლა ცდილობს მის მხრებზე გასეირნებას?

 

ილუსტრაციები მომზადებულია ვაჟა ქურხულის მიერ

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნანახია: 4109 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.