პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მილდრონატი®-ს ეფექტურობა სტენოკარდიის მკურნალობის დროს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში [5.00]


მოზრდილთა წელის ტკივილი [14235]

პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [13484]

პერინატალური ინფექციები [12741]

ეთიკა ონკოლოგიაში [10746]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [9676]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 1

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი

ავტორი: თ. ჩხიკვაძე, დ. ჯიქია, ვ. არჩვაძე, კ. გიორგაძე
თსსუ ქირურგიის No:2 დეპარტამენტი, ზოგადი ქირურგიის მიმართულება
T. Chkhikvadze, D. Jikia, V. Archvadze, K. Giorgadze
TSMU Surgical Department #2 General Surgery direction
Desarda’s Method versus open prosthetic plastics of inguinal hernia

>>  Herewith, we present Mohan Desarda’s surgical method of inguinal hernia plastics. After 18-year-research of hernia development anatomy and physiology the author worked out a new method of inguinal hernias surgical treatment. The method is based on physiological principles.
Desarda successfully performed operation on more than 1500 patients with zero index of recurrence. Operation does not require general anesthesia, use of unknown body (net) and laparoscopic techniques.
We performed operation on 18 patients, also with zero complications. The work represents operation techniques.


სურათი 1. საზარდულის თიაქრის პლასტიკა დესარდას მეთოდით www.desarda.com/operation-technique

შესავალი
დღეისთვის საზარდულის თიაქრის ოპერაციული მკურნალობის 300–ზე მეტი მეთოდია მოწოდებული. ბევრ მათგანს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს შერჩენილი, თუმცა დღეს ფართოდ გამოყენებად მეთოდების მომხრეთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა (მაგ., სუფთა ქსოვილოვანი პლასტიკის მომხრე შოლდაისის კანადური სკოლა და ლიხტენშტეინის ბიოპროთეზისტული მიმდინარეობა) და კონსენსუსი უახლოეს მომავალში არც არის მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება, სანამ თეოდორ ბილროტის მიერ 1857 წელს ნანატრი „მყეს-აპონევროზის სიმტკიცისა და თვისებების მქონე ხელოვნური ქსოვილი“ არ აღმოჩნდება ქირურგის ხელში. იდეალურია, თუ ბადის ფუნქციის მატარებელი ქსოვილი ცოცხალი და ავადმყოფის ორგანიზმის აპონევროზის ბიომექანიკური და ანტიგენური თვისებების იქნება. ვიდრე ბადის სანაცვლოდ in vitro „გამოზრდილი“ აპონევროზი გვექნება ხელთ, ლოგიკურია , რომ ასეთი ფუნქციის შესრულება ისევ პაციენტის აპონევროზმა შეძლოს, თან არა ტრანსლოცირებულმა (როგორც fascia lata-ს გამოყენებისას), არამედ იქვე, ოპერაციულ ჭრილობაშივე ოსტატური მობილიზაციისა და ბადის მსგავსად განთავსებულმა. პრობლემის ასეთ გადაწყვეტას შეუძლია ბაგირაკის სინთეტიკასთან კონტაქტით გამოწვეული პრობლემების (დეზეიაკულაცია, ინფერტილიზმი, ინგვინოდინია) თავიდან აცილება.
ჩვენი აზრით, უკანასკნელი დროის პერიოდიკაში აღწერილი მეთოდებიდან ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს ყველაზე მეტად ინდოელი ავტორის დესარდას მიერ მოწოდებული საზარდულის თიაქარპლასტიკის ოპერაციული ტექნიკა აკმაყოფილებს, თუმცა საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად საკუთარი მასალის დაგროვება და გაანალიზება იყო საჭირო. წინამდებარე ნაშრომი სწორედ აღნიშნულ მიზნებს ისახავს – დესარდას მეთოდიკაში ჩვენეული სიახლეების ეფექტურობის შეფასებასთან ერთად.
ჩვენ წარმოგიდგენთ Mohan Desarda-ს მოწოდებულ საზარდულის თიაქრის პლასტიკის ქირურგიულ ტექნიკას. თიაქრების განვითარების ანატომიისა და ფიზიოლოგიის 18 წლიანი კვლევის შემდეგ ავტორმა შეიმუშავა საზარდულის თიაქრების ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელიც ფიზიოლოგიურ პრინციპებს ეფუძნება.
დესარდას მიერ წარმატებით ოპერირებულია 1500–ზე მეტი პაციენტი რეციდივის ნულოვანი მაჩვენებლით. ოპერაცია არ მოითხოვს ზოგად ანესთეზიას, უცხო სხეულის (ბადის) გამოყენებას და ლაპაროსკოპულ ტექნიკას.
ჩვენს მიერ ოპერირებულია 18 პაციენტი, ასევე ნულოვანი გართულებით. წარმოგიდგენთ მეთოდის აღწერას.

სურათი 2. გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის შუა ნაწილი მიკერებულია საზარდულის იოგზე და გატარებულია გამყოფი განაკვეთი. 1. შუა ნაწილი; 2. კვანძოვანი ნაკერებით შუა ნაფლეთი მიკერებულია საზარდულის იოგზე; 3. ბოქვენის ბორცვი; 5. სათესლე ბაგირაკი; 6. ლატერალური ნაფლეთი.

სურათი 3. გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის თავისუფალი ზემო ნაფლეთი, რომელიც ქმნის საზარდულის არხის უკანა კედელს. 1. ახალი ზედა (მედიალური) ნაფლეთი; 2. შიგნითა ირიბი კუნთი; 3. ნაფლეთის ზედა კიდე კვანძოვანი ნაკერებით მიკერებულია გაერთიანებულ მყესსა და შიგნითა ირიბ კუნთზე; 4. შუა ნაფლეთის ქვედა კიდე კვანძოვანი ნაკერებით მიკერებულია პუპარტის იოგზე; 5. ბოქვენის ბორცვი; 6. ღრმა რგოლი; 7. სათესლე ბაგირაკი; 8. ლატერალური ნაფლეთი.

მეთოდის აღწერა (სურ. 1, 2, 3)
კანი და კანქვეშა ფასცია იკვეთება სტანდარტული ირიბი განაკვეთით საზარდულის იოგის ზემოთ. ხდება გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის აშრევება, გამოყოფა და სიმტკიცის შეფასება – აპონევროზი პლასტიკისთვის გამოსადეგია, თუ იგი დაიჭერს კვანძოვან ნაკერებს. გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი იკვეთება საზარდულის ზედაპირული რგოლის ზედა ფეხის ხაზზე. სათესლე ბაგირაკი კრემასტერის ბოჭკოებთან ერთად გამოცალკევდება საზარდულის ფსკერისა და თიაქრის პარკისგან. პარკი ყველა შემთხვევაში იკვეთება, გარდა მცირე ზომის სწორი თიაქრებისა. გარეთა ირიბი კუნთის მედიალური ნაფლეთი კერდება საზარდულის იოგზე ბოქვენის ბორცვიდან საზარდულის ღრმა რგოლამდე 1/0 მონოფილამენტური პოლიამიდის (Ethilon) ან პოლიპროპილენის (Prolene) კვანძოვანი ნაკერებით. ამჟამად ავტორი პლასტიკის ყველა ეტაპზე იყენებს 1/0 გაწოვადი პოლიდიოქსანონის – PDS II (Ethicon) უწყვეტ ნაკერს, რომელიც ამცირებს ოპერაციის დროსა და ღირებულებას – იხსნება ძაფის მხოლოდ ერთი პაკეტი. პირველი ორი ნაკერის დროს იღებენ სწორი კუნთის წინა ბუდეს, მისი გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზში გადასვლის ადგილას. ბოლო ნაკერს კი ადებენ ისე, რომ საკმარისად შევიწროვდეს ღრმა რგოლი, თუმცა არ მოხდეს სათესლე ბაგირაკზე ზეწოლა. ყოველი ნაკერის დადებისას ჯერ იღებენ საზარდულის იოგს, განივ ფასციასა და მხოლოდ შემდეგ გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზს. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ნაკერების დადების დროს გამოიყენება ბარძაყის სისხლძარღვების დასაცავად და სათესლე ბაგირაკის ლატერალურად გადასაწევად.
პუპარტის იოგზე დაფიქსირების შემდეგ, გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის მედიალურ ნაფლეთზე, ბოქვენის სიმფიზიდან ღრმა რგოლის 1-2 სმ-ით ზემოთ მდებარე წერტილამდე, ტარდება განაკვეთი და წარმოიქმნება გრძივი ნაფლეთი, რომლის სიგანე კუნთოვან თაღსა და საზარდულის იოგს შორის არსებული სივრცის შესაბამისია, თუმცა არ აღემატება 2სმ-ს და მისი ქვედა კიდე დაფიქსირებულია საზარდულის იოგზე. გრძივი ნაფლეთის ზედა, თავისუფალი კიდე იკერება, ფიქსირდება შიგნითა ირიბ კუნთზე და აღნიშნული გრძივი ნაფლეთისგან წარმოიქმნება საზარდულის არხის ახალი უკანა კედელი, რომელზეც განთავსდება ფუნიკულუსი. შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზული ნაწილი დაჭიმულობის გარეშე უნდა დაფიქსირდეს აღნიშნულ ნაფლეთთან.
გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის გრძივი ნაფლეთით შექმნილ საზარდულის ახალ უკანა კედელზე განთავსებული სათესლე ბაგირაკი გადაიფარება გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ახლად წარმოქმნილი მედიალური ნაფლეთისა და პირველადი ლატერალური ნაფლეთის ერთმანეთთან დაკავშირებით. ზედაპირული ფასცია და კანი სტანდარტულად იკერება.

ნანახია: 4688 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248041


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.