იუბილე

არქივი

NOTA BENE

დისკუსია

სიახლეები

EBM კლასი

მიმოხილვა

MEDIA RELEASE

თარგმანი

გაიდლაინი

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [5.00]

სპიგელის თიაქარი [0.00]

კონტარაცეფციის საკითხები სამეანო ფისტულის მენეჯმენტში [0.00]

დედათა სიკვდილობა და აბორტი: თავიდან აცილებადი, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხი [0.00]


მწვავე ბრონქიტი [19571]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [16756]

თავისუფალი რადიკალები, ანტიოქსიდანტები, რეზვერატროლი, ღვინო, და ღვინო ქართული [14251]

ვისცერული ლეიშმანიოზი [10222]

სპიგელის თიაქარი [5186]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

სპიგელის თიაქარი

ავტორი: თ. ჩართოლანი, გ. ფიფია, გ. ხორბალაძე, ჯ. ფხალაძე, პ. ჩაფიძე
ზ. ცხაკაიას სახ. თორაკოაბდომინური კლინიკა
T. Chartolani, G.Pipia, G.Khorbaladze, J.Pkhaladze, P.Chapidze
Z. Tskhakaia Thoracoabdominal Clinic
Spigelian Hernia

>>  There is given description of spigelian hernia clinical case in the case report.
Patient D. P., male aged 48, entered Z. Tskhakaia Thoracoabdominal Clinic on March 3, 2008. Differential diagnosis was stated on the basis of the computer tomography. Under general anesthesia, was performed herniotomy and hernioplasty by using Ethicoal mesh.
Period of patient’s stay in hospital – 18 hours.


ფლამანდიელმა ანატომმა Adrian Van der Spigel-მა (1578-1625) 1624 წელს თავის ტრაქტატში „De Semitertiana Libri Quatuor“ აღწერა Linea Semilunaris–ი, რომელსაც შემდგომში „სპიგელის ფასცია“ ეწოდა.
Linea semilunaris-ის მიმდებარედ მუცლის გვერდითი კედლის სპონტანური დეფექტი 1742 წელს აღწერა შვეიცარელმა ანატომმა Henry-Francis Le Dran-მა (1708-1777), ხოლო Josef T.K. Linkosch-I იყო პირველი, რომელმაც 1764 წელს დაადგინა, რომ ეს პათოლოგია „სპიგელის ფასციის“ დეფექტით გამოწვეული თიაქარი იყო.
„სპიგელის თიაქარი“ იშვიათი პათოლოგიაა და მუცლის კედლის პირველადი თიაქრების მხოლოდ 0,05%-ს შეადგენს.15, 14
A. Morenao Egea-ს მონაცემებით, 2002 წლისთვის ლიტერატურაში აღწერილი იყო მხოლოდ 497 შემთხვევა. თუმცა ლაპაროსკოპული ქირურგიის განვითარების პარლელურად, იზრდება კლინიკურად არადემონსტრირებადი სპიგელის თიაქრების გამოვლენის შემთხვევები.8, 9
რიგი ავტორების მონაცემებით, სპიგელის თიაქარი ხშირად ვითარდება Linea Semolunaris-ის და Linea Arcuata-ს გადაკვეთის ადგილას.10,2
თიაქრის პარკის ტოპანატომიური განლაგების მიხედვით, სპიგელის თიაქრები იყოფა სამ ჯგუფად: ა) მარტივი თიაქრები, ბ) ინტერსტიციული თიაქრები და გ) პრეპერიტონული თიაქრები.
სპიგელის თიაქრები იშვიათად პენეტრირებს გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის კიდეში. უფრო ხშირად ადგილი აქვს ინტერსტიციალური და პრეპერიტონული ფორმის თიაქარებს.
სპიგელის თიაქრის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია თიაქრის ფორმაზე და პარკის შიგთავსზე.
ამ ტიპის თიაქრების დიფერენციალური დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ვინაიდან, განსხვავებით სხვა თიაქრებისგან, პალპატორულად უმეტეს შემთხვევებში არ ხერხდება დეფექტის არსებობის დადგენა. კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო ხდება ულტრასონოგრაფიის და კომპიუტერული აბდომინომეტრიის წარმოება. დეფექტის ზომები ჩვეულებრივ მერყეობს ერთიდან ორ სანტიმეტრამდე, რის გამოც ხშირია თიაქრის ჩაჭედვის შემთხვევები.
ლიტერატურული მონაცემებით, სპიგელის თიაქარი უპირატესად ვითარდება 40-60 წლის ასაკის ქალებში, თუმცა G. Vaos et al (2005) მიერ აღწერილია სპიგელის ჩაჭედილი თიაქრის ორ შემთხვევა ბავშთა ასაკის პაციენტებში.5
დიაგნოსტიკისაგან განსხვავებით, სპიგელის თიაქრის მკურნალობა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს და თიაქარპლასტიკის მეთოდის მიუხედავად, დაავადების რეციდივი იშვიათად ვითარდება.11
თიაქარპლასტიკა სრულდება როგორც ქსოვილოვანი, ასევე პროთეზირებადი მეთოდებით. G. Campanelli et al (2005) აღწერეს სპიგელის თიაქრის კორეგირების 32 შემთხვევას, რომელთაგანაც 12 შემთხვევაში გამოყენებული იყო PHS სისტემა (Prolene Hernia System).6
სპიგელის თიაქრის პირველი ლაპაროსკოპული ინტრა-აბდომინური პლასტიკა (IPOM) შეასრულა J. Carter-მა 1992 წელს, ხოლო A. Morena-Egea-მ 1999 წელს – პირველი ტოტალური ექსტრაპერიტონული პლასტიკა (TEP).
M.A. Hamo-მ და A.Badrek-მა 2006 წელს აღწერეს ლაპაროსკოპული ტრანს-აბდომინული პრეპერიტონული მეთოდით (TAPP) სპიგელის თიაქრის კორეგირების ორი შემთხვევა.
მუცლის კედლის პირველადი თიაქრების მსგავსად, სპიგელის თიაქრის კორეგირება შესაძლებელია პროთეზირებადი თიაქარპლასტიკის რეტრომუსკულარული (Sublay) და პრეფასციული (Onlay) მეთოდების გამოყენებით.

შემთხვევის აღწერა
…ავადმყოფი დ. ფ., 48 წლის მამაკაცი, შემოვიდა ზ.ცხაკაიას სახ. თორაკოაბდომინულ კლინიკაში 2008 წლის 3 მარტს. დიფერენციალური დიაგნოზი დაისვა კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე (სურ. 2, 3).
ზოგადი გაუტკივარების ქვეშ, დეფექტის საპროექციო არეში გატარდა განივი მიმართულების 5-6 სმ-ის განაკვეთი. გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი და სწორი კუნთის ბუდის ლატერალური ნაწილი გაშრევდა კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილისაგან (სურ. 4, 5).
გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილისგან განცალკევების შემდეგ, გაიკვეთა გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი და თიაქრის პარკი მობილიზებულ იყო მიმდებარე ქსოვილებისგან (სურ. 6, 7).
დეფექტის კიდეებისგან განივი ფასციის განცალკევების და თიაქრის პარკის ყელის მობილიზების შემდეგ, თიაქრის პარკი ინვაგირდა მუცლის ღრუში (სურ. 8, 9).
დეფექტის პერიმეტრი 5სმ-ის რადიუსით განშრევდა პერიტონიუმის ფურცლისგან და შექმნილ რეტრო-მუსკულარულ სივრცეში განთავსდა შესაბამისი ზომის (10×10 სმ) პროლენის (Ethicon) ბადე, რომლის ცნტრალური ნაწილი კვანძოვანი ნაკერით დაფიქსირდა სწორი კუნთის ბუდის კიდეზე (სურ. 10).
შიგნითა ირიბი და განივი კუნთების სწორი კუნთის აპონევროზულ კალთაზე მიკერებით, ლიკვიდირებული იყო თიაქრის კარი (სურ. 11).
იმპლანტანტის მეორე ნაჭრის პრეფასციურად განთავსების და სწორი კუნთის კალთაზე ფიქსირების შემდეგ, გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი გაიკერა განუწყვეტელი ნაკერით (სურ. 12, 13).
ჭრილობა დაიხურა ყრუდ, შრეების მიხედვით (სურ. 14).
პაციენტის სტაციონარში დაყოვნების დრო – 18 სთ.

ლიტერატურა

ნანახია: 5185 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.