პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მილდრონატი®-ს ეფექტურობა სტენოკარდიის მკურნალობის დროს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში [5.00]


პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [14519]

მოზრდილთა წელის ტკივილი [14484]

პერინატალური ინფექციები [12995]

ეთიკა ონკოლოგიაში [11063]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [9944]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 1

ვერლჰოფის დაავადების გამო წარმოებული სპლენექტომიის იშვიათი გართულება – თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევა

ავტორი: ა. ბეთანელი, მ. ბეთანელი, ბ. კეკელია, თ. დეკანოსიძე, მ. მაისურაძე
ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტი
Betaneli A., Betaneli M., Kekelia B., Dekanosidze T., Maisuradze M.
Scientific Research Institute of Hematology and Blood Transfusion
Hemorrhage in Adrenal Cortex – Rare Postsplenectomy Complication in the Patients with Werlhof’s Disease (Thrombocytopenic Purpura)

>>  Hemorrhage in adrenal cortex may occur in the cases of infectious diseases, leukemia, hemophilia, malignancies, also after various abdominal manipulations. we haven’t found the literature data about the hemorrhage in adrenal cortex after spleen removal carried out for thrombocytopenic purpura. This complication has occurred in 2 cases among 224 splenectomies for Werlhof’s disease carried out at our clinic (0.9%). We have suggested, that in these concrete cases the hemorrhage in adrenal cortex might be caused by the mechanic trauma in the process of isolating the spleen from cicatrices.


ცნობილია, რომ თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევა შეიძლება განვითარდეს: ზოგადი ინფექციის – მენინგოკოკურის, წითელას, ქუნთრუშას, ტიფების და სხვა დაავადებების შედეგად. ასევე ლეიკემიების, ჰემოფილიის, პურპურის, სიმსივნეების დროს და მუცლის ღრუში სხვადასხვა მანიპულაციების შემდგომ.

თრომბოციტოპენიური პურპურის გამო ჩატარებული სპლენექტომიის შემდგომ, ასეთი გართულების შესახებ ცნობები ჩვენთვის მისაწვდომ ლიტერატურაში ვერ აღმოვაჩინეთ. გართულება ხასიათდება კლინიკური თავისებურებებით, მათი ცოდნა აადვილებს მის გამოცნობას და სათანადო სამკურნალო ღონისძიებების დროულ ჩატარებას. ვერლჰოფის დაავადების გამო ჩვენს მიერ ჩატარებული 224 სპლენექტომიის შემდგომ ასეთ გართულებას ადგილი ჰქონდა 2 შემთხვევაში (0,9%), მოგვყავს ამ დაკვირვებათა მოკლე აღწერილობა:

შემთხვევა 1
ავადმყოფი 18 წლის ვაჟი. ავად გახდა 1 წლის უკან. აღენიშნებოდა ეპისტაქსი, გინგივორაგია, მრავლობითი განფენილი პეტექიები მთელს სხეულზე. მკურნალობდნენ პრედნიზოლონით უშედეგოდ. შემოსვლისას: პულსი წუთში – 96, ა. წ. – 120/80მმ.ვწყ.სვ., სუნთქვა წუთში – 22, ელენთა და ღვიძლი N; სისხლის საერთო ანალიზი: ჰბ. –130გ/ლ, ერ. – 4,2*1012/ლ, თრ.-ერთეული მხ/ა, ლეიკ. -12,5 *109/ლ, ედს – 4მმ/სთ; კოაგულოგრამა: შედედების დრო – 9წთ, სისხლდენის დრო – 10 წთ, სისხლის კოლტის რეტრაქცია – შენახული, ფიბრინოგენი – 3,5გ/ლ; საერთო ცილა სისხლში – 80გ/ლ; შარდის საერთო ანალიზი: ხვ. წონა – 1014, ცილა – 0,1650/00, ლეიკ. – 4-5 მხ/ა, ერ.-10-12მხ/ა.
სათანადო მომზადების შემდეგ მრავალკომპონენტიანი ენდოტრაქეალური ნარკოზის ქვეშ ჩატარდა სპლენექტომია. გადაესხა 400 მლ. ერითმასა. დიაფრაგმის გუმბათის ქვეშ მიტანილი იქნა სადრენაჟე მილი.
ელენთის ჰისტომორფოლოგია: ფოლიკულები და მათი გამრავლების ცენტრები კარგადაა გამოხატული, არის მიტოზის ფიგურები, სინუსები ჩაფუშულია, პულპა გადავსებულია სისხლით.
ოპერაციის დასრულების შემდეგ პერიფერიულ სისხლში თრ. – 150/00, მეორე დღეს – ერ. –5.0*1012/ლ, თრ. – 200.0 *109/ლ, ლეიკ. – 29.0 *109/ლ, სისხლდენის დრო – 5წთ.
სამი დღის შემდეგ აღინიშნა ყრუ ტკივილი მარცხენა ფერდქვეშ და წელის მიდამოში, ცხელება – 38°C, პასტერნაცკის სიმპტომი მარცხნივ დადებითი, ექოსკოპიურად: მარცხნივ, დიაფრაგმის ქვეშ, თირკმლის ზედა პოლუსთან – შემოფარგლული, ექოკონტრასტული, 5სმ დიამეტრის სითხის შემცველი უბანი. გაკეთდა წელის მიდამოში პუნქცია, მიღებული იქნა მუქი ფერის სისხლი. ზოგადი გაუტკივარებით გაკეთდა ეკონომიური ლუმბოტომია: მარცხენა თირკმლის ზემოთ ჰემატომაა. აქვე თირკმელზედა ჯირკვლის გაშიშვლებული ოქროსფერი პარენქიმაა. ჰემატომა იქნა ევაკუირებული, ღრუ – დრენირებული. 10 დღის შემდეგ ავ. გაეწერა კლინიკიდან კარგ მდგომარეობაში.

შემთხვევა 2
22 წლის ქალი, 2 შვილის დედა. თავს ავად გრძნობს 11 თვეა, უკანასკნელი მშობიარობის შემდეგ, როდესაც დაეწყო სისხლდენები ცხვირიდან, ღძილებიდან, პეტექიური განფენილი სისხლჩაქცევები კანზე. დაუდგინდა აუტოიმუნური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი. მკურნალობდნენ ჰემოსტატიკებით და პრედნიზოლონით. თავდაპირველად მიაღწიეს რემისიას. 2 თვის წინ განვითარდა რეციდივი. პრედნიზოლონით მკურნალობა ამჯერად უშედეგო აღმოჩნდა. კვლავ აღინიშნა სისხლდენები ცხვირიდან, ღძილებიდან, პეტექიები მთელ სხეულზე, მენორაგია, დაბოლოს – მელენა. სისხლის საერთო ანალიზი: ჰბ.–144გ/ლ, ერ. – 4.64*1012/ლ, ფ.მ. – 0.96, რეტიკ. – 700/00, თრ. – ერთი პრეპარატში, ლეიკ. – 5.6*109/ლ; კოაგულოგრამა: შედედების დრო – 10წთ, თრომბოტესტი – III, სისხლის კოლტის რეტრაქცია – არ მოხდა 3 საათში, პარციალური თრომ­ბოპლასტინის დრო – 29წთ, რეკალციფიკაციის დრო 103წმ, პროთრომბინის ინდექსი – 75%. INR – 1.4, თრომბინის დრო – 12წმ, ფიბრინის კოლტის წამოქმნა – 7წთ, ფიბრინოგენი – 2.75 გ/ლ, ფიბრინოლიზური აქტივობა – 18%; საერთო ცილა სისხლში – 87 გ/ლ, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – N. ძვლის ტვინის პუნქტატი მდიდარია უჯრედოვანი ელემენტებით, მეგაკარიოციტები |– 0.5%, უმოქმედო.
სათანადო მომზადების შემდეგ, ენდოტრაქეალური ნარკოზის ქვეშ ჩატარდა სპლენექტომია ზემო-შუა განაკვეთიდან. ელენთის კაფსულის უკანა ზედაპირი აქა-იქ შეხორცებული იყო პარიესულ პერიტონეუმთან. ამოიკვეთა ასევე 1სმ დიამეტრის დამატებითი ელენთა. მარჯვენა ფერდქვეშ, დიაფრაგმასთან მიტანილი იქნა სადრენაჟე მილი. ოპერაციიდან 2 საათის შემდეგ დაიწყო სისხლდენა დრენაჟიდან. ჩატარდა ერითმასის და კრიოპლაზმის ტრანსფუზია, ნარკოზის ქვეშ გაკეთდა რელაპარატომია. მარცხნივ დიაფრაგმის ქვეშ ინახა თხიერი სისხლი და კოლტები (0.8ლ), რეტროპერიტონეულად – ჰემატომა მარცხენა თირკმლის ზედა პოლუსის მიდამოში, აქვე პარიესული პერიტონეუმის მცირე დეფექტი, საიდანაც ჟონავდა სისხლი – დეფექტი გაფართოვდა. თირკმელზედა ჯირკვლის კაფსულიდან სისხლდენა ადვილად შეჩერდა დოლბანდის ტამპონით, რომლის ბოლოც დრენაჟთან ერთად გამოტანილი იქნა გარეთ. სისხლდენა აღარ განმეორებულა. 3 დღის შემდეგ ამოღებული იქნა ტამპონი.
ექოსკოპიურად – დიაფრაგმის მარცხენა გუმბათის ქვეშ და თირკმლის ირგვლივ ჰემატომა არ არის. მეექვსე დღეს ამოღებული იქნა დრენაჟი. ოპერაციის მომდევნო დღეს სისხლის საერთო ანალიზი: ჰბ.-114გ/ლ, თრ.-700/00. ავ. გაეწერა კლინიკიდან კარგ მდგომარეობაში.
შესაძლოა აქ აღწერილ დაკვირვებებში თირკმელზედა ჯირკვალში, თუ მის კაფსულაში სისხლჩაქცევის მიზეზი იყო მექანიკური ტრავმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ელენთის შეხორცებებისაგან გამოყოფის დროს. თრომბოციტოპენიური პურპურის პირობებში, შესაძლოა ქსოვილთა თითქოსდა უმნიშვნელო ტრავმა ძნელად შესაჩერებელი სისხლდენის მიზეზი გახდეს. სპლენექტომიის შემდგომი სისხლდენის რეტროპერიტონული სისხლჩაქცევის ამოცნობისათვის საჭიროა, ასეთი გართულების შესაძლებლობაზე იფიქრო, სწორად შეაფასო რეტროპერიტონეული ჰემატომის არსებობა, რომელიც პარიესული პერიტონეუმის ქვეშ ლურჯად მოჩანს. გამორიცხული არაა, რომ თირკმელზედა ჯირკვალში და მის ირგვლივ სპლენექტომიის შემდგომი სისხლჩაქცევები პრაქტიკოს ქირურგთა მიერ ასეთად არ აღიქმება და მიიჩნევა უბრალოდ ელენთის სარეცელიდან სისხლდენად.

თრომბოციტოპენიური პურპურის პირობებში, შესაძლოა ქსოვილთა თითქოსდა უმნიშვნელო ტრავმა ძნელად შესაჩერებელი სისხლდენის მიზეზი გახდეს.

ნანახია: 8990 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 10

თქვენ ხართ სტუმარი No: 1286567


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.