საქართველოს ჯანდაცვა

ჯანდაცვა და სოციოლოგია

სიახლეები

გაიდლაინი

NOTA BENE

თარგმანი

CASE REPORT

კლინიკური რეკომენდაციები

კვლევა

პრეს–რელიზი

ჩვენი თანამედროვე

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გულისნაცვალი [5.00]

კლიმატის ცვლილებები [5.00]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ მეცნიერ ქალებში [5.00]

ერთიანი ევროპული სივრცისაკენ საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პერსპექტივები [5.00]


ჰერპეს ზოსტერი [38432]

სარკოიდოზისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს ერთდროულად არსებობა [20960]

კლიმატის ცვლილებები [11744]

პერინატალური ინფექციები [10627]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [9745]


თემების რაოდენობა: 23
კომენტარები: 5

რეალური ნაბიჯი ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად

ავტორი: ასოციაცია „ჰერა XXI“


2015 წლისთვის საქართველოს მთავრობამ ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების ვალდებულება აიღო. აქედან რვა ძირითადი მიმართულება გამიზნულია მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მე-4 და მე-5 მიზნებს. კერძოდ, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირება, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და დედათა სიკვდილიანობის 3/4-ით შემცირება.
2002 წ. გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი წერდა, რომ „ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელება შეუძლებელი იქნება, თუ სათანადო ყუდრადღება არ მიექცა მოსახლეობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი ინვესტიცია განათლებასა და ჯანდაცვაში, მათ შორის, რეპროდუქციულ ჯანდაცვასა და ოჯახის დაგეგმვაში“.

აღნიშნული მიზნების პრიორიტეტულობა დედათა და ბავშვთა დაცვის საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. დადგენილია, რომ ქვეყნები, რომლებიც არ იშურებენ რესურსებს ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის, გაცილებით სწრაფად ვითარდებიან და აღწევენ დასახულ მიზნებს, ვიდრე სახელმწიფოები, რომლებიც ამ პრობლემას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ.

დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სისტემის ცენტრალურ კომპონენტად კვლავ რჩება ანტენატალური და პოსტნატალური მეთვალყურეობა, დახმარება მშობიარობის პროცესში. ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში ქალების 90% და მეტი ბინაზე მშობიარობდა ე.წ. „ბებია-ექთნების“ ხელშეწყობით. XX საუკუნის დასაწყისიდან მეანობაში ბევრი რამ შეიცვალა: დაიწყო გაუტკივარების მეთოდების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ნაყოფის მდგომარეობის შესაფასებლად, გაფართოვდა საკეისრო კვეთის ჩვენებები და იმ სამკურნალწამლო საშუალებების არეალი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეამცირა სისხლდენებისა და ინფექციური გართულებების რისკი; თვალსაჩინო გახდა ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის ეფექტურობა პლაცენტის მდებარეობის, ნაყოფის მდგომარეობის შეფასების, მრავალნაყოფიანი ორსულობის და განვითარების მანკების დიაგნოსტირების თვალსაზრისით, რამაც ორსულ ქალებს სამშობიარო სახლში მშობიარობის უპირატესობის რწმენა ჩაუნერგა; ისინი თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ კვალიფიცირებული ექიმისა და ბებია-ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. საზოგადოებაში სულ უფრო იკიდებდა ფეხს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამშობიარო სახლი ყველაზე უსაფრთხო ადგილია მშობიარობისათვის. ე.წ. „სამშობიარო სახლების ბუმის“ პერიოდში (1960-1979 წწ) 25-დან 99%-დე გაიზარდა იმ ქალთა წილი, რომლებმაც იმშობიარეს, სპეციალიზირებულ სტაციონარებში. მიუხედავად იმისა, რომ ანტენატალური მეთვალყურეობისა და მშობიარობის მართვის პროცესის გაუმჯობესებას თან მოჰყვა დედათა და პერინატალური სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება, 1990 წლიდან ევროპაში დაიწყო ზემოთ აღნიშნული მიდგომის გადახედვა. ინგლისელი ექიმი გრენლი დიკ-რიდი წიგნში „ბუნებრივი მშობიარობა“ წერდა, რომ „ორსულობა და მშობიარობა არის ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და ექიმთა ჩარევა არ სჭირდება, ხოლო სტაციონარული პირობები ხელს უწყობს გართულებათა განვითარებას, ქალის ზედმეტ დაძაბულობას და შიშს“. მას მხარი ფრანგმა ექიმმა ფ. ლამაზომ და სხვებმა დაუჭირეს.
1993 წელს ინგლისში დედათა და ბავშვთა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს მოხსენება „ცვლილებები სამეანო დახმარებაში“, რომლის ძირითადი არსი შემდეგში მდგომარეობდა: გართულებული შემთხვევების მართვაში საჭიროა ექიმი მეან-გინეკოლოგების როლის გაზრდა, ხოლო ნორმალურად მიმდინარე ორსულობის და მშობიარობის წარმართვა შეიძლება სათანადოდ მომზადებულ ბებია-ექთნებს მივანდოთ. მოხსენება ეფუძნებოდა შემდეგ ძირითად პრინციპებს:
• ბებია-ექთნის როლის გაზრდა;
• სამეანო დახმარების ხელმისაწვდომობა;
• მაღალი რისკის ორსულობის გამოვლენა;
• ქალთა უფლებების დაცვა: მისი არჩევანის პატივისცემა – თავად განსაზღვროს როგორ გარემოში (ბინაზე, სტაციონარში) უნდა რომ იმშობიაროს და გვერდით იყოლიოს ის ადამიანები, ვისაც ენდობა.
სამშობიარო სახლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ტირაჟირებას ხელი შეუწყო რამდენიმე სხვა ფაქტორმაც. სახელდობრ, გამოჩნდა კარგად ორგანიზებული და გავლენიანი არასამთავრობო არაპროფესიული ორგანიზაციები, რომ­ლებიც იცავდნენ ორსულების უფლებებს.
• გაიზარდა ქალი-მეანების რიცხვი, რომელთაც უკეთ შეუძლიათ გაიზიარონ და შეიგრძნონ ორსულის განცდები.
• თვითონ ექიმებმაც გააცნობიერეს ის ფაქტი, რომ ზოგი მეთოდის გამოყენება შესაბამისი ჩვენებების გარეშე ხდებოდა, რაც ზრდიდა საექიმო ჩარევის მოცულობას და ყოველთვის არ აისახებოდა დადებითად დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე.
• სამშობიარო სახლის შენახვისათვის საჭირო ფინანსური პრობლემები და ა.შ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისა და მშობიარობის წარმართვაში უპირატესობას „ბებიაქალის ინსტიტუტს“ანიჭებენ, რომლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის განხორციელება შესაძლებელი ხდება ნებისმიერ ადგილას: ბინაზე, თემსა და თუ საავადმყოფოში. ბებია-ქალის ფუნქციებს განეკუთვნება როგორც ქალის, ისე მისი ოჯახის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ანტენატალური და პოსტნატალური მეთვალყურეობა და მოვლა, მშობიარობის პროცესში დახმარების გაწევა. ამასთან, ისინი ორიენტირებულნი არიან ტექნოლოგიური ინტერვენციების მინიმუმამდე დაყვანასა და რისკის ორსულების იდენტიფიკაციაზე, რათა უზრუნველყონ მათი დროული გაგზავნა სტაციონარში.
ცალსახაა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, განუხრელად იზრდება ოპერაციული ჩარევის შემთხვევები ამდენად, მისი შემცირებისათვის ეფექტური გზების მოძიება აქტუალურია.

საქართველოს არასამთავრობო ასოციაცია „ჰერა XXI“-ის მიერ, 2008 წლის მაისიდან, განხორციელება დაიწყო ფონდების MATRA/ETC Crystal-ის (ნიდერლანდები) მიერ დაფინასნებულმა, 3 წლიანმა პროექტმა „ზრუნვისა და ხარისხის გაუმჯობესება: ბებიაქალების ცოდნისა და უნარების განახლება საქართველოში“.
პროექტის ფარგლებში ასოციაცია „ჰერა XXI“-ს აქვს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა როტერდამის ბებიაქალთა უნივერსიტეტთან და ცდილობს გაიზიაროს და დანერგოს მათი მრავალწლიანი გამოცდილება ქვეყანაში. კერძოდ, ნიდერლანდებში ბებიაქალების ინსტიტუტის დებუ­ლე­ბის თანახმად, ბებიაქალი მეთვალყურეობას უწევს ორსულ ქალს მთელი ანტენატალური პერიოდის განმავლობაში, იღებს ფიზიოლოგიურ მშობიარობას, ხოლო პათოლოგიური მდგომარეობის შემთხვევაში მიმართავს სპეციალისტს, ათავსებს ქალს სტაციონარში, სადაც პროცესის დასრულებამდე უწევს მეთვალყურეობას, თუმცა მათი კომპეტენცია მშობიარობის დასრულებასთან ერთად არ მთავრდება, ის პატრონაჟს უწევს ახალშობილს დაბადებიდან 10 დღის განმავლობაში.
2009 წლის მაისში პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საქართველოს ბებიაქალთა ასოციაცია (საბა).
„საბა“ წარმოადგენს ბებიაქალების ერთიან ხმას და არის ერთადერთი პროფესიული ორგანიზაცია. იგი ჩამოყალიბებულია ბებიაქალებისათვის, ბებია­ქალების მიერ. საქართველოს ბებიაქალების უმრავლესობა ამ ასოციაციის წევრია. „საბას“ ძირითადი მიზანია ბებიაქალების ინსტიტუტის გაძლიერება ისე, რომ ბებიაქალმა შეძლოს, უზრუნველყოს ქალისათვის შესაბამისი ზედამხედველობის გაწევა, მოვლა და საკონსულტაციო მომსახურება ორსულობის, მშობიარობისა და მის შემდგომ პერიოდში. მან საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა შეძლოს არა მარტო მშობიარობის წარმართვა, არამედ ახალშობილის და ჩვილის მოვლა.
„საბას“ წევრი ბებიაქალების მიზანია: უზრუნველყონ ხარისხიანი მომსახურება ორსული ქალისა და მისი ოჯახის წევრებისათვის; შეცვალონ საკუთარი პროფესიული მდგომარეობა უკეთესობისკენ, გაიუმჯობესონ ცოდნა, პრაქტიკული ჩვევები და რაც მთავარია, აქტიურად ჩაერთონ ორსულ ქალზე ზრუნვის ყველა საფეხურზე.

საქართველოში დღესდღეობით, ბებიაქალების პროფესიის განახლებას დიდი მხარდაჭერა სჭირდება როგორც საზოგადოების, ასევე საგანმანათლებლო სისტემის მხრიდან, რათა თანამედროვე ქართველი ბებიაქალიც იყოს პრაქტიკოსი, რომელიც აღჭურვილია არა მარტო ფიზიოლოგიური მშობიარობის მართვის, არამედ ეფექტური პრე და პოსტნატალური ზრუნვის უნარ-ჩვევებით, რომელსაც შეეძლება სწორი, დროული გადაწყვეტილების მიღება.

ასოციაცია „HERA XXI“-ის ხელშეწყობით პროექტ „ბებიაქალთა ცოდნისა და უნარების განახლება საქართველოში“ ფარგლებში თსსუ-ის ბაზაზე მიმდინარეობს ფაკულტეტის ჩამოყალიბების პროცესი. მუშაობა მიმდინარეობს ფაკულტეტის აკრედიტაციისთვის, ხოლო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კურიკულუმი უკვე შემუშავებულია და დამტკიცებულია თსსუ-ს აკრედიატაციის საბჭოს მიერ. აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებულია ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICM), გინეკოლოგთა და მეანთა საერთაშორისო კონფედერაციის (FIGO) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციები და გაიდლაინები. პროგრამა შეჯერებულია საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემასთან. კურიკულუმი მთელი სწავლების მანძილზე ეფუძნება პრობლემაზე ორიენტირებულ მიდგომას. პროგრამა 3 სასწავლო წელზეა გათვლილი. იგი მოიცავს 180 კრედიტ-საათს და სრულ ჰარმონიაშია ბოლონიის პროცესთან. 2010º წლის სექტემბრის თვეში იგეგმება სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება.
ჩვენი აზრით, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და განმტკიცებაში.

ნანახია: 3988 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248046


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.