აქტუალური თემა

ახალი პროექტები

კანონი და ჯანდაცვა

სიახლეები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

კვლევა

მიმოხილვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ღირსეული დასტაქარი [5.00]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [5.00]

ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა [5.00]


ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [18047]

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა [16706]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [12642]

მენოპაუზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინი [12176]

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს [11699]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 12

სისხლის მუსიკა

ავტორი: გრეგ ბირი
Greg Bear, Blood Music


გაგრძელება, დასაწყისი იხ. მე-10, მე-11 ნომრებში

– ორ მილიონამდე. ამას დაუმატე თხუთმეტი ათასი მოდიფიცირებული რიბოსომა – თითოეული მოლეკულური მასით დაახლოებით სამ მილიონამდე – და წარმოიდგინე შესაძლო კომბინაციების და გადანაცვლებების რაოდენობა. რნმ-ი ქაღალდის ლენტის გრძელ სპირალს წააგავს, რომელიც რიბოსომებითაა გარშემორტყმული; უკანასკნელნი კი კითხულობენ ინსტრუქციებს და ქმნიან ცილოვან ჯაჭვებს. – ვერჯილის შეუმჩნევლად ნოტიო თვალები თითქოსდა ანათებდა. – ამას გარდა, მე ხომ არ ვამბობ, რომ ცალკეული უჯრედი დამოუკიდებელი ინდივიდი იყო. ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ.
– რამდენი ბაქტერია გაანადგურე პეტრის ფინჯნებში?
– არ ვიცი. მილიარდები. – მან სარკასტულად ჩაიღიმა. ზუსტად მოარტყი, ედვარდ. როგორც E.coli-ით დასახლებული პლანეტა.
– მაგრამ შენ ხომ ამისთვის არ გაგათავისუფლეს სამსახურიდან?
– არა. უპირველეს ყოვლისა მათ არ იცოდნენ რა ხდებოდა. მე ვაგრძელებდი მოლეკულების შეერთებას, ვზრდიდი მათ ზომებსა და სირთულეს. როგორც კი მივხვდი, რომ ბაქტერიები ძალზე შეზღუდულია, მე ავიღე საკუთარი სისხლი, გამოვაცალკევე ლეიკოციტები და შევიყვანე მათში ახალი ბიოჩიპები. შემდეგ დიდხანს ვაკვირდებოდი, ვუწვებდი ლაბირინთებში და ვაიძულებდი დაევლიათ ქიმიური პრობლემები. მათ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინეს. მათ დონეზე დრო გაცილებით სწრაფად მიედინება:ძალზე მოკლე მანძილები ინფორმაციის გადასაცემად, და გარემოცვაც გაცილებით მარტივი...
მერე, ერთხელაც, დამავიწყდა ჩემი კომპიუტერული ჩანაწერების დამეშიფრა. ხელმძღვანელობიდან ვიღაცამ აღმოაჩინა ისინი და მიხვდა, რითიც ვიყავი დაკავებული. საშინელი სკანდალი იყო! მათ გადაწყვიტეს, ჩემი შრომების გამო, წუთი–წუთზე თავს დაგვესხმება საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალმოუხუჭავი გუშაგები. დაიწყეს ჩემი გრომის განადგურება და პროგრამების წაშლა. ჩემი ლეიკოციტების სტერილიზაციაც მიბრძანეს. ეშმაკმა დალახვროს ისინი! – ვერჯილმა მოისროლა ლაბორატორიის ხალათი და ჩაცმა დაიწყო. – მე მხოლოდ ორი დღეღა მრჩებოდა. მე გამოვყავი განსაკუთრებით რთული უჯრედები...
– რამდენად რთული?
– ისინი, ბაქტერიების მსგავსად, ას–ას ცალიან ჯგუფებად გროვდებოდნენ და ინტელექტის დონის მიხედვით თითოეული ჯგუფი, ალბათ, ათი წლის ბავშვს ედოებოდა. – მან თვალებში ჩამხედა. – კიდევ გეეჭვება? გინდა, გეტყვი, რამდენი ნუკლეოტიდური წყვილია ძუძუმწოვართა უჯრედებში? მე სპეციალურად დავაპროგრამე ჩემი კომპიუტერები, რომ მათ ლეიკოციტების გამოთვლითი სიმძლავრე გამოეყენებინათ. და აი, ეშმაკმა დალახვროს, მათი რაოდენობა ათი მეათე ხარისხშია! და მათ არ აქვთ უზარმაზარი სხეული, რომელზეც უნდა იზრუნო, ხარჯო ძვირფასი დროის დიდი ნაწილი.
– კეთილი, – ვუთხარი მე. – დამარწმუნე. მაგრამ რა იყო მერე?
– შემდეგ მე ლეიკოციტები ჩემს სისხლში შევურიე, ავიღე შპრიცში და ეს ყველაფერი ჩემს თავს შევუყვანე. – მან პერანგის ზედა ღილი შეიკრა და ძალისძალად გაიღიმა. – მე ისინი ყველა შესაძლებლობებზე დავაპროგრამე და ვაგრძელებდი მათთან ურთიერთობას უმაღლეს დონეზე, რაც კი დასაშვებია ენზიმებთან და მსგავსებთან. ამის შემდეგ მათ თავისი ცხოვრება დაიწყეს.
– შენ რა ისინი განაყოფიერებასა და გამრავლებაზე დააპროგრამე? განვითარებაზეც? – გავიმეორე მისი ფრაზა.
– მე ვფიქრობ, მათ ბიოჩიპებში ჯერ კიდევ ნაწლავური ბაქტერიების სტადიაზე ჩადებული რაღაც-რაღაც მახასიათებლები განავითარეს. ლეიკოციტებს უკვე შეეძლოთ ურთიერთობა გარემოში ქიმიურად კოდირებული მეხსიერების მონაკვეთების გამოყოფით. და დარწმუნებული ვარ, მათ სხვა ტიპის უჯრედების შთანთქმის ან გარდაქმნის ხერხი იპოვესქ მათი მოკვლის გარეშე.
– შენ გაგიჟდი.
– შენ ხომ თავად ნახე ეკრანზე გამოსახულება! ედვარდ, მას შემდეგ ვერც ერთი დაავადება ვერ მერევა. ადრე მუდმივად ვცივდებოდი, ახლა კი თავს საუკეთესოდ ვგრძნობ.
– მაგრამ ისინი ხომ შენში არიან, მუდმივად რაღაცას პოულობენ, რაღაცას ცვლიან...
– და ახლა თითოეული ჯგუფი ჩემზე ან შენზე სულელი არ არის.
– შენ მართლა არანორმალური ხარ.
მან მხრები აიჩეჩა.
– მოკლედ, მე გამომაგდეს. გადაწყვიტეს, რომ შურისძიებას მოვისურვებდი ჩემი განადგურებული შრომისათვის. ამიტომაც გამომაგდეს ლაბორატორიიდან, და ამ მომენტამდე საშუალება არ მქონდა გამეგო რა ხდება ჩემს ორგანიზმში. სამი თვე გავიდა.
– და შენ... – ძლივს ვანსხვავებდი თავში მოვარდნილ მოსაზრებებს. – შენ დააგდე წონა, იმიტომ რომ მათ გაგიუმჯობესეს ცხიმოვანი ცვლა. ხო მართლა, ძვლები გამკვრივდა, ხერხემალი სრულად გადაწყობილია...
– მე არასდროს მტკივა ზურგი, თუნდაც ძალზე მოუხერხებელ პოზაში ვიძინო.
– გულიც ისე არ გამოიყურება.
– გულის შესახებ ვერაფერს ვხვდებოდი, – თქვა მან, ეკრანზე გამოსახულების გულდასმით დათვალიერებისას. – რაც შეეხება ცხიმს... ამის შესახებ მიფიქრია. მათ სავსებით შეეძლოთ ჩემი ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება. ბოლო პერიოდია შიმშილი საერთოდ არ მიგრძვნია. კვების ჩვევები არ შემცვლია – ისევ ის მინდა, რაც ადრე მინდოდა, – მაგრამ რატომღაც მხოლოდზ სასარგებლო პროდუქტებს მივირთმევ. როგორც ჩანს, მათ ჯერ ვერ გაიგეს, რა წარმოადგენს ჩემი ტვინი. მათ შეიცნეს ჯირკვლოვანი სისტემა, მაგრამ გლობალური სურათი ჯერ ვერ გაუაზრებიათ, თუ ხვდები, რასაც ვგულისხმობ. მათ ჯერ არ იციან, რომე მე – ეს მე ვარ. აი, რა არის რეპროდუქციული ორგანოები, ბრწყინვალედ გაიგეს.
მე ეკრანს შევხედე და შემდეგ თვალი ავარიდე.
– არა, გარეგნულად ყველაფერი ნორმალურად გამოიყურება. – ჩაიხითხითა. – მაგრამ, როგორ ფიქრობ, როგორ შევაბი ეს ლამაზმანი კენდისი? იგი ტექნიკოსთან ერთჯერად თავგადასავალზე ფიქრობდა. მე მაშინაც ურიგოდ არ გამოვიყურებოდი: რუჯის გარეშე, მაგრამ კარგი აღნაგობით და სოლიდურადაც ვიცმევდი. მას, გესმის, არასდროს ჰყოლია ტექნიკოსი, ხოდა გადაწყვიტა გასართობად ეცადა... მაგრამ ჩემმა პატარა გენიოსებმა თითქმის დილამდე არ დაგვაძინეს, და ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო ჭკვიანდებოდნენ. მე თითქოს ციებ-ცხელება მქონდა.
სახიდან ღიმილი გაუქრა.
– მაგრამ ერთხელ ღამით ვიგრძენი, თითქოს როგორ დარბოდნენ კანზე ჭიანჭველები. გვარიანად შევშინდი და გადავწყვიტე, რომ ექსპერიმენტი კონტროლს აღარ ექვემდებარება. ამა გარდა, მაწუხებდა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ისინი ჰემატოენცეფალურ ბარიერს გადალახავენ და ჩემს შესახებ შეიტყობენ, გაიაზრებენ თავის ტვინის უჯრედების ჭეშმარიტ ფუნქციას. ამიტომ მე დავიწყე შეკავების კამპანია. როგორც მე მესმოდა, ისინი კანში შეჭრას ცდილობდნენ, იმიტომ რომ ზედაპირზე საკომუნიკაციო არხების შექმნა გაცილებით ადვილია, ვიდრე რგოლების შექმნა ორგანოების, კუნთების და სისხლძარღვების გავლით ან მათი შემოვლით. კანით ყველაფერი მარტივდებოდა. მომიწია კვარცის ნათურის ყიდვა... – აქ მან ჩემი გაოცებული მზერა დაიჭირა. – ლაბორატორიაში ბიოჩიპების ცილას ულტრაიისფერი გამოსხივებით ვანგრევდით, მე კი ურთმანეთს დღის სინათლისა და კვარცის ნათურებს ვუნაცვლებდი. შედეგად ისინი ზედაპირზე არ მოძვრებიან, მე კი საოცარი რუჯი მივიღე.
– შენ კანის კიბოს მიღებაც შეგიძლია, – დავუმატე მე.
– ვფიქრობ, ისინი თავად გააკეთებენ ყველაფერს ჩემს დასაცავად. როგორც საპატრულო პოლიცია.
– კარგი. მე გამოგიკვლიე, შენ მომიყევი ძნელად დასაჯერებული ისტორია... ახლა რა გინდა ჩემგან?
– მე არც ისე უდარდელი ვარ, როგორც შეიძლება მოგჩვენებოდა, ედვარდ. მე დღემდე შეშფოთებული ვარ და მათი შეზღუდვის რაიმე ხერხის მოძებნა მინდა მანამ, სანამ ისინი ჩემი ტვინის შესახებ შეიტყობენ. თავად დაფიქრდი: ისინი ახლა ტრილიონობით არიან, და თითოეული ჩემზე არანაკლებ ჭკვიანია. ისინი გარკვეულწილად თანამშრომლობენ, ასე რომ, შესაძლებელია, მე ყველაზე ჭკვიანი არსება ვარ მთელს პლანეტაზე, მაგრამ სინამდვილეში მათ ჯერ ყველაფერი წინ აქვთ. მე არ მინდა, რომ მათ დამიმონონ. – მან გაიცინა, მე კი ტანში არასასიამოვნოდ გამცრა. – ან სული მომპარონ... ამიტომაც გთხოვ, იფიქრო მათი შეზღუდვის რაიმე მეთოდზე. იქნებ, ამ პაწაწინა ეშმაკუნების განადგურება შიმშილით შეიძლება? იფიქრე. – მან ფურცელზე დაწერილი თავისი მისამართი და ტელეფონი შემომაჩეჩა, შემდეგ კლავიატურასთან მივიდა, ეკრანიდან გამოსახულება მოაცილა და წაშალა კვლევის მონაცემები. – ჯერჯერობით არავინ, შენს გარდა, არაფერი არ უნდა იცოდეს. და გეთაყვა... იჩქარე.
ვერჯილი ღამის სამ საათზე წავიდა. წავლამდე ანალიზისთვის სისხლი ავუღე, ხელი ჩამოვართვი და შევიგრძენი მისი ნოტიო აკანკალებული მტევანი, და მან ხუმრობით გამაფრთხილა, არ შემეყვანა ნიმუშები საკუთარი თავისათვის.
სახლში წასვლამდე, სისხლი ანალიზისათვის ჩავალაგე, შედეგები უკვე მეორე დღეს მზად იყო. ისინი ლანჩის შესვენების დროს მივიღე, შემდეგ კი გავანადგურე. ეს ყველაფერი აბსოლუტურად მექანიკურად, რობოტივით შევასრულე. მხოლოდ ხუთი დღის და თითქმის უძილო ამდენივე ღამის შემდეგ დავიჯერე ნანახი. მისი სისხლი სავსებით ნორმალური აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ მანქანამ დაინფიცირება აღმოაჩინა: ლეიკოციტების – სისხლის თეთრი უჯრედების და ჰისტამინის ძალზე მაღალი დონე. ბოლოსდაბოლოს მეხუთე დღეს დავიჯერე.
გეილი სახლში ჩემზე ადრე დაბრუნდა, მაგრამ იმ საღამოს ვახშამის გაკეთების ჯერი მე მერგო. მან საბავშვო ბაღის ერთ–ერთი დისკი ჩართო და ვიდეოკომპიუტერული ფერწერის ნიმუშები მაჩვენა, რომლებიც მისი სკოლამდელები შექმნილი იყო. მე უსიტყვოდ ვუცქერდი. ვახშამმაც სიჩუმეში ჩაიარა. ღამით ერთად ორი სიზმარი მესიზმრა – ალბათ იმის ნიშნად, რომ ბოლოსდაბოლოს მივიღე ფაქტები. პირველში, რომლის დროსაც განუწყვეტლივ ვბორგავდი და მთელი ზეწარი დავჭმუჭნე, მეზმანა სუპერმენის სამშობლოს პლანეტა კრიპტონის ნგრევა, სადაც ცეცხლში მილიარდობით სუპერგენიოსი იღუპებოდა. ეს კოშმარი, სავარაუდოდ, ვერჯილისათვის აღებული სისხლის ნიმუშების სტერილიზაციის შედეგი იყო.
მეორე სიზმარი უფრო საშინელი აღმოჩნდა. მესიზმრა, როგორ აუპატიურებდა უზარმაზარი ქალაქი ნიუ-იორკი ქალს. ბოლოსდაბოლოს მან უამრავი პატარა ქალაქი-ჩანასახები შვა, რომლებიც ნახევრადგამჭვირვალე აპკში იყვნენ გახვეული და რთული მშობიარობის შემდეგ სისხლში იყვნენ აომთხვრილი.
მეექვსე დღის დილას მე ვერჯილს დავურეკე. მან მეოთხე ზუმერის შემდეგ მიპასუხა.
– მა რაღაც-რაღაც შედეგები მაქვს, – ვუთხარი მე. – საბოლოო არ არის, მაგრამ შენთან საუბარი მსურს. არა ტელეფონით.
– კარგი, – მიპასუხა მან, და მის ხმაში დაღლილობა მომესმა. – მე ჯერჯერობით სახლში ვზივარ.
ვერჯილის ბინა ტბის ნაპირზე, საუცხოო მრავალსართულიან შენობაში იყო განთავსებული. მე მასთან ლიფტით ავედი, თან საქონლის, თავისუფალი ბინებისა გამოსახულებიან სარეკლამო ჰოლოგრამებს ვათვალიერებდი და შენობის დიასახლისის ლაყბობას ვუსმენდი, რომელიც მიმდინარე კვირის საზოგადოებრივ ღონისძიებებზე მსჯელობდა.
ვერჯილმა კარი გააღო და შიგნით ჟესტით მიმიპატიჟა. იგი გრძელსახელოებიან კუბოკრულ ხალათსა და ოთახის უძიროებში იყო გამოწყობილი. ხელში ჩამქრალი ჩიბუხი ეჭირა. იგი უხმოდ შევიდა ოთახში და სავარძელზე დაეშვა; თითები მოუსვენრად ატრიალებდნენ ჩიბუხს.
– შენ ინფიცირებული ხარ, – წარმოვთქვი მე.
– მართლა?
– სულ ეს არის რისი გაგებაც შევძელი ანალიზებიდან. ელექტრონულ მიკროსკოპებზე მე ხელი არ მიმიწვდება.
– მე არა მგონია, რომ ეს ნამდვილად ინფექციაა, – თქვა მან. – ბოლოსდაბოლოს ეს ჩემი საკუთარი უჯრედებია. შეიძლება, კიდევ რაღაც... მათი არსებობისქ მათი ცვლილების რაიმე ნიშან-წყალი. არ უნდა ველოდეთ, რომ ყველაფერი მყისიერად გასაგები გახდება.
მე პალტო გავიხადე.
– მისმინე, მე მაშფოთებს შენი მდგომარეობა...
მისი სახის გამომეტყველებამ გამაჩერა – უცნაური, დამაძაბუნებელი სიმშვიდე. თვალებმოჭუტული ვერჯილი ჭერს შესცქეროდა და ტუჩებს აცმაცუნებდა.
– შენ რა – გაიჩხირე? კაიფობ? – ვკითხე მე.
მან თავი ჯერ აქეთ იქეთ ატრიალა და შემდეგ ძალიან ნელა დამიკრა.
– მე ვუსმენ, – თქვა მან.
– რას?
– არ ვიცი. ეს თითქოს ბგერები არ არის... რაღაც მუსიკის მაგვარია... გული, სისხლძარღვები, სისხლის დინება არტერიებსა და ვენებში. ცხოველქმედება... სისხლის მუსიკა... – მან ნაღვლიანი მზერა მომაპყრო. – შენ სამსახურში რატომ არ ხარ?
– დღეს თავისუფალი ვარ. გეილი კი მუშაობს.
– შეგიძლია დარჩე?
– ალბათ, – ვთქვი მე, მხრების აჩეჩვით, შემდეგ კი სიგარეტის ნამწვების მთების ან ნარკოტიკების პაკეტების ძებნაში ბინას საეჭვოდ გადავხედე.
– არ ვარ კაიფში, ედვარდ, – წარმოთქვა მან. – შეიძლება მართალი არ ვარ, მაგრამ მეჩვენება, რომ რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ხდება. ვფიქრობ, ისინი ხვდებიან, ვინ ვარ მე.
ვერჯილის წინ ჩამოვუჯექი და დაჟინებულად ჩავაცქერდი. ის, როგორც ჩანს, სრულებით ვერ მამჩნევდა. რაღაც შინაგანმა პროცესმა მთლიანად ჩაითრია. როცა ფინჯანი ყავა ვითხოვე, მან მხოლოდ ხელი აიქნია სამზარეულოს მიმართულებით. ავადუღე წყალი, კარადიდან ხსნადი ყავის ქილა გამოვიღე, შემდეგ კი ფინჯანით ხელში საკუთარ ადგილს დავუბრუნდი. ვერჯილი თვალებგახელი იჯდა და თავს არწევდა.

ილუსტრაციები მომზადებულია ვ. ქურხულის მიერ

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნანახია: 2646 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.