აქტუალური თემა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო მენეჯმენტი

გაიდლაინი

მიმოხილვა

ლექტორიუმი

სიახლეები

ახალი მეთოდები

კვლევა

ექსპერიმენტული კვლევა

ადამიანი და გარემო

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ჩვენი თანამედროვე

კლინიკური შემთხვევა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



განვითარებად მსოფლიოს სჭირდება საკუთარი სამეცნიერო ჟურნალები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

XXI საუკუნის დიდი მოაზროვნე [5.00]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5.00]

თირკმლების ქრონიკული დაავადება [5.00]


თირკმლების ქრონიკული დაავადება [18690]

ჰემოსიდეროზით მიმდინარე დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები [8905]

საშვილოსნოს კედლის მთლიანობის აღდგენა ერთ­შრი­ანი განუწყვეტელი ნაკერით და პერიტონიზაცის ახალი მეთოდი [7585]

საქართველოში მოქმედი სამედიცინო საზოგადოებების როლი სამამულო ქირურგიის განვითარებაში [7287]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5506]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

სისხლის მუსიკა

ავტორი: გრეგ ბირი
Greg Bear, Blood Music


გრეგ ბირის ოფიციალური საიტის მისამართი: www.gregbear.com

ბუნებაში არსებობს პრინციპი, რომელიც, ასე მგონია, ჯერ არავის შეუნიშნავს... ყოველ საათში იბადება და კვდება მილიარდობით ტრილიონი პატარა ცოცხალი არსება – ბაქტერიები, მიკრობები, „მიკროსკოპული ცხოველები“, და თითოეული მათგანის სიცოცხლეს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ სხვა მსგავს არსებებთან ერთობლიობაში, მათი ერთი ბეწო ქმედებები ჯამდება და შესამჩნევი ხდება. ისინი ცოტა რამეს თუ გრძნობენ. პრაქტიკულად არ იტანჯებიან. და ასობით მილიარდის სიკვდილიც კი თავისი მნიშვნელობით ვერ შეედრება ერთადერთი ადამიანის სიკვდილს.
დედამიწაზე არåსებულ უთვალავ ცოცხალ არსებათა რიგში, უმცირესი მიკრობებიდან დიდ ადამიანამდე, არსებობს „ძალთა“ ერთგვარი თანაფარდობა – დაახლოებით ისე, როგორც მაღალი ხის ტოტების მასა თანაფარდობაშია ფიჩხის მასასთან, და ფიჩხის საერთო მასა კი თანაფარდობაშია ღეროს საერთო მასასთან.
დაახლოებით ასეთი პრინციპია. და მე ვფიქრობ, რომ იგი პირველად ვერჯილ ულემმა დაარღვია.
ჩვენ ერთმანეთს დაახლოებით ორი წელი არ შევხვედრივართ. და ჩემს მეხსიერებაში შემონახული მისი გარეგნობა, მხოლოდ მცირედ წააგავდა ჩემს წინ მდგომი გარუჯული, კარგად ჩაცმული ჯენტლმენის იერს. ამ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ჩვენ ტელეფონით შევთანხმდით, რომ ლანჩის დროს შევხვდებოდით, და ახლა სამედიცინო ცენტრ „მაუნტ ფრიდომის“ თანამშრომელთა კაფეტერიის კარებში გაჩერებულები ერთმანეთს მივშტერებოდით.
ვერჯილ? – ამოვღერღე მე. – ღმერთო, ნუთუ ეს შენ ხარ?!
მიხარია შენი ნახვა, ედვარდ, – წარმოთქვა მან და მძიმედ ჩამომართვა ხელი.
ჩვენი ბოლო შეხვედრიდან გასულ დროში, მან ათი ან თომეტი კილო დაიკლო, ის კი, რაც დარჩა, უფრო მტკიცედ და გაცილებით პროპორციულად იყო აგებული. საუნივერსიტეტო წლებიდან ვერჯილი სულ სხვაგვარად დამამახსოვრდა: სქელი, გაფუყული, თმაგაბურძგვნილი ჭკუის კოლოფი დაღრეცილი კბილებით. ხშირად იმით ერთობოდა, რომ კარის სახელურთან ელექტროობა მიჰყავდა ან პუნშით გვიმასპინძლდებოდა, რომლისგანაც შემდეგ ყველა ლურჯად შარდავდა. სწავლის პერიოდში ვერჯილ თითქმის არ ხვდებოდა გოგოებს – ეილინ ტერმაჯენტის გარდა, რომელიც გარეგნულად მასვე წააგავდა.
ფანტასტიკურად გამოიყურები, – წარმოვთქვი მე. – ზაფხული კაბო-სან-ლუკასში გაატარე?
ჩვენ რიგში ჩავდექით და საუზმეული ავირჩიეთ.
– გარუჯვა, – მიპასუხა მან, თან ლანგარზე შოკოლადიანი რძის მუყაოს პაკეტი გადმოიღო, – ეს ულტრაიისფერი ლამფის სამი თვის შედეგია. კბილები კი ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ მალევე გავისწორე. ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ ისეთი ადგილი ვიპოვნოთ, სადაც ვერავინ დაგვიგდებს ყურს.
მე მას მწეველთა კუთხისკენ გავუძეხი: ექვს მაგიდაზე ასეთი მხოლოდ სამი აღმოჩნდა.
მისმიენე, სერიოზულად გეუბნები, – ვუთხარი მას, სანამ ლანგრებიდან თეფშებს მაგიდაზე გადავაწყობდით. – მაგრად შეიცვალე. და მართლაც ძალიან კარგად გამოიყურები.
სინამდვილეში ისე შევიცვალე, არც კი დაგსიზმრებია. – ეს ფრაზა მან ავისმომასწავებელი ტონით წარმოთქვა, როგორც საშინელებათა ფილმის მსახიობმა, და კარიკატურულად ასწია წარბები. – როგორ არის გეილი?
გეილი წესრიგშია, – ვუპასუხე მე, – ბავშვებს ასწავლის საბავშვო ბაღში. ერთი წელია რაც დავქორწინდით.
ვერჯილმა მზერა თეფშებზე გადაიტანა – ანანასის ნაჭერი, ოჯახური ყველი, ბანანის კრემიანი ღვეზელი – და გაბზარული ხმით შემეკითხა:
შენ სხვას ვერაფერს ამჩნევ?
მ-მ-მ, – გამოვცერი მე და დაჟინებით მივაცქერდი.
ყურადღებით შემომხედე.
დარწმუნებული არ ვარ... კი, , შენ სათვალეებს აღარ ატარებ. კონტაქტური ლინზები?
არა. ისინი მე უბრალოდ აღარ მჭირდება.
და შენ საკმაოდ გამომწვევად ჩაცმა დაგიწყია. ვინ ზრუნავს ასე შენზე? ვიმედოვნებ, მას არა მარტო კარგი გემოვნება, სასიამოვნო შესახედაობაც აქვს.
კანდისი აქ არაფერ შუაშია, – მიპასუხა მან. – უბრალოდ კარგ სამსახურში მოვეწყვე და ახლა თავს ფულის ფანტვის უფლებას ვაძლევ. ნათელია, ჩემი გემოვნება ტანსაცმლის შერჩევაში გაცილებით უკეთესია, ვიდრე საჭმლის არჩევაში. – მის სახეზე ნაცნობმა დანაშაულის აღიარების ღიმილმა გადაურბინმა, შემდეგ კი ის უცნაური ჩაცინებით შეიცვალა. – ნებისმიერ შემთხვევაში მან მიმატოვა. სამსახურიდანაც დამითხოვეს, ასე რომ ახლა დანაზოგზე ვცხოვრობ.
სტოპ, სტოპ! – გავაპროტესტე მე. – ყველაფერი ერთად არა. დალაგებულად მომიყევი. სამსახურში მოეწყვე? სად?
„გენეტრონ კორპორეიშენში“, – მიპასუხა მან. – თექვსმეტი თვის წინ.
არასდროს გამიგია.
გაიგებ. შემდეგ თვეში ბაზარზე აქცებს გამოყრის. მათ მოახერხეს წინ წაწეულიყვნენ „მებებში“. სამედიცინო...
მე ვიცი რა არის „მები“, შევაწყვეტინე მე. – სამედიცინო ბიოჩიპი.
მათ ბოლოს და ბოლოს შეძლეს მუშა მების მიღება.
რა? – ახლა გაოცებისაგან წარბის აწევის ჯერი მეც დამიდგა.
მიკროსკოპული ლოგიკური სქემები. ისინი სისხლში შეჰყავთ, ისინი მაგრდებიან, ბრძანების შესაბამისად, და იწყებენ მოქმედებას. ექიმ მაიკლ ბერნარდის ხელდასმით.
ეს უკვე ცოტას არ ნიშნავდა – ბერნარდს უმწიკვლო სამეცნიერო რეპუტაცია გააჩნდა. იმის გარდა, რომ მის სახელს უკაშირებენ ყველაზე დიდ აღმოჩენებს გენურ ინჟინერიაში, კუთვნილ დასვენებაზე გასვლამდე, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, იგი სენსაციებს იწვევდა პრაქტიკული ნეიროქირურგის დარგში გამოქვეყნებული შრომებით. ფოტოგრაფიები „ტაიმის“, „მეგას“ და „როლინგ სტოუნის“ გარეკანზე – უკვე ყველაფრის მთქმელია.
საერთოდ ეს მკაცრად გასაიდუმლოებულია – აქციები, გარღვევა კვლევებში, ბერნარდი და ასე შემდეგ. – მან ირგვლივ მიმოიხედა და, ჩურჩულით დაამატა: – მაგრამ შენ ისე შეგიძლია მოიქცე, როგორც მოგესურვება. მე ამ პარაზიტებთან აღარაფერი მესაქმება.
მე წავუსტვინე:
ასე კარგად გამდიდრებაც შეიძლება, ა?
თუ ეს გსურს. მაგრამ ცოტა ხნით დარჩი ჩემთან, სანამ თავქუდმოგლეჯილი გაიქცევი საკუთარ ბირჟის მაკლერთან.
რასაკვირველია.
ყველსა და ღვეზელს არ მიკარებია, თუმცა მიირთვა ანანასი და დალია შოკოლადიანი რძე.
აბა მოყევი.
სამედიცინო კოლეჯში კვლევითი სამუშაოსთვის ვემზადებოდი. ბიოქიმია. გარდა ამისა, ყოველთვის მიზიდავდა კომპიუტერები, ასე რომ ბოლო ორი სასწავლო წელი თავს იმით ვინახავდი...
რომ წერდი მათუზრუნველყოფას „ვესტინგჰაუზისათვის“.
სასიამოვნოა, როცა მეგობრებს ახსოვთ... მოკლედ. სწორედ ასე დავუკავშირდი „გენეტრონს“ – ისინი მაშინ მხოლოდ იწყებდნენ, თუმცა საკმაოდ მძლავრ ფინანსურ მხარდაჭერასა და ყველა სიტუაციაში გამოსადეგ ლაბორატორიებს ფლობდნენ. მე მიმიღეს სამუშაოდ, და მე სწრაფად წავიწიე წინ. ოთხი თვის შემდეგ უკვე საკუთარი თემა მიმყავდა, და რაღაც რაღაცეების გაკეთებაც შევძელი. – მან უდარდელად ჩაიქნია ხელი. – შემდეგ კი იმ გვერდითმა კვლევებმა გამიტაცა, რომლებიც მათ ნაადრევად ჩათვალეს. მე გავჯიუტდი, და ბოლოს და ბოლოს ლაბორატორია ჩამომართვეს. ვიღაც ცხვირმოუხოცავს გადასცეს. შედეგების ნაწილის გადარჩენა შევძელი და ჯერ კიდევ მანამდე გადავმალე, სანამ გამომაგდებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მე არც ისე ფრთხილი აღმოვჩნდი... ან გონიერი. ასე რომ ახლა მუშაობა ლაბორატორიის მიღმა გრძელდება.
მე ვერჯილს ყოველთვის ამბიციურ, ცოტა შეშლილ და არც ისე დახვეწილ ადამიანად ვთვლიდი. მისი უფროსობასთან და საერთოდ ხელისუფლებასთან არასდროს მიდიოდა გამართულად. მეცნიერება ვერჯილისათვის ყოველთვის თითქოს მიუწვდომელი ქალი იყო, რომელიც ისე უეცრად ჩაიკრავს კაცს გულში, რომ ის მზად არ არის გრძნობების გამოსავლენად, ეშინია, რომ დაკარგავს შანსს, დაკარგავს შესაძლებლობას, და სისულელეებს სჩადის. როგორც ჩანს, ასეც მოხდა.
ლაბორატორიის მიღმა? რა გაქვს მხედველობაში?
ედვარდ, მე მინდა, რომ შენ გამომიკვლიო. მე ძალზე გულმოდგინე ფიზიოლოგიური გამოკვლევა მჭირდება. შესაძლებელია, კიბოს დიაგნოსტიკის მეთოდების გამოყენებით. მაშინ მე შევძლებ შემდეგი განმარტებები მოგცე.
ხუთი ათასის ღირებულების სტანდარტული კვლევა?
ყველფერი, რასაც შეძლებ. ულტრაბგერა, ბირთვულ მაგნიტური რეზონანსი, თერმოგრამები და სხვა დანარჩენი.
მე დარწმუნებული არ ვარ, რომ მივიღებ საშვს ყველა ამ აპარატზე. მაგნიტური რეზონანსი საერთოდ ერთი-ორი თვეა რაც გამოიყენება. ეშმაკმა დალახვროს, ყველაზე ძვირი მეთოდი და აი, შეარჩია...
მაშინ მხოლოდ ულტრაბგერა. საკმარისია.
ვერჯილ, მე მხოლოდ მეანი ვარ, და არა სახელგანთქმული მეცნიერი. გინეკოლოგი, ანეკდოტების საყვარელი თემა. აი, თუ შენ უცებ ქალად გადაქცევას დაიწყებ, მაშინ მე შევძლებ დაგეხმარო.
იგი წინ გადმოიხარა, კინაღამ იდაყვი ტუცა ღვეზელში, მაგრამ ბოლო მომენტში გაწია ხელი და იდაყვი თეფშიდან თითქმის მილიმეტრში დაუშვა. წარსულის ვერჯილი ზუსტად შუაგულში ჩაეფლობოდა.
შენ ჩაატარე გულმოდგინე კვლევა, და მაშინ... – მან თვალები მოჭუტა და თავი გააქნია. – ჯერ უბრალოდ გამსინჯე.
კარგი, მე ულტრაბგერაზე ჩაგწერ. ვინ გადაიხდის?
„ცისფერი ფარი“. – მან გაიღიმა და ამოიღო სამედიცინო საკრედიტო ბარათი. – მე შევძვერი „გენეტრონის“ კომიუტერულ დოსიეში და რაღაც რაღაცეები შევცვალე იქ. ასე რომ ნებისმიერ ანგარიშს სამედიცინო მომსახურებისათვის ასი ათასი დოლარის ფარგლებში ისინი შეკითხვების გარეშე აანაზღაურებენ და ვერც კი იეჭვებენ.
ვერჯილი სრულ გასაიდუმლოებას მოითხოვდა, და მეც შესაბამისი ზომები მივიღე. მისი ბლანკები, ყოველი შემთხვევისათვის, თავად შევავსე. ასე რომ, სანამ ხარჯის გადახდა ხდება, თითქმის მთელი სამუშაოს გარეშე პირების ჩარევის გარეშე ჩატარება იყო შესაძლებელი. ჩემი მომსახუ­რები­სათვის მე ფულს არ ვიღებდი. ბოლოს და ბოლოს მეც ხომ მასმევდა იმ პუნშს, რომელიც შარდს ლურ­ჯად ღებავდა. შეიძლება ითქვას, ძველი, კეთილი მეგობრები ვართ.
ვერჯილი გვიან საღამოს მოვიდა. ამ დროს მე ჩვეულებრივ არ ვმუშაობ, მაგრამ ამ შემხვე­ვი­სათვის ინსტიტუტში დავრჩი, იმ კორპუსის მესამე სართულზე, რომელსაც მედდები ხუმრობით ფრან­კეშტეინის განყოფილებას უწოდებენ. მისი გამო­ჩენისას პლასტიკის ნარინჯისფერ სკამზე ვიჯექი. ფლუორესცენტული ლამფების შუქზე ვერ­ჯი­ლის სახეს უცნაური მომწვანო ელფერი დაჰკრავდა.
მან გაიხადა და გასასინჯ მაგიდაზე დაწვა, და პირველი რაც შევამჩნიე, კოჭები შესიებოდა. თუმ­ცა კუნთები ამ არეებში ნორმალური, პალპაციით მკვრივი იყო. რამდენჯერმე შევამოწმე, და ვერა­ვითარი ანომალია ვერ აღმოვაჩინე, უბრალოდ ძალზე უცნაურად გამოიყურებოდნენ.

ილუსტრაციები მომზადებულია ვ. ქურხულის მიერ
გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნანახია: 2816 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.