თანამშრომლობა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

სიახლეები

მიმოხილვა

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

NOTA BENE

გაიდლაინი

დისკუსია

სამედიცინო ბიულეტენი

ჩვენი თანამედროვე

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [5.00]

ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

უეცარი კარდიული სიკვდილი [5.00]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [4.00]

სანგრისეული ტერფი [0.00]


ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [48633]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [10489]

გულის დიასტოლური უკმარისობა: ეპიდემიოლოგია, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [9196]

მასტოპათია და კიბო [7697]

მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპცია და ძუძუთი კვება [6253]


თემების რაოდენობა: 21
კომენტარები: 1

ქართველ მეცნიერთა შორის პირველად ვინ ახსენა სიტყვა „ფარმაკოპეა“?

ავტორი: აკადემიკოსი ს. სალუქვაძე

>>  ფარმაკოპეისათვის
აქიმმან: რაი არს ფარმაკოპეია?
იოანემ: ფარმაკოპეია, ანუ დისპანსერია, არს ბერძული ლექსი. ესეცა ნაწილი მკურნალობისა ხელოვნებასა შინა სახმარი, თუ ვითარ ჯერარს შეზავება წამალთა აპტეკართ გუარზედ, და ანუ ექიმისაგან მიწერით შეზავება წამალთა, თუ ვითამ ჯერარს შეაზაომ წამალი სნეულთათვის და ხმევაი მათი. ესესახედვე, ფარმაკოპეია მოუთხრობს, რაოდენც სახმარ არიან ბალახნი ანუ სხუანი ნივთნი თვისებასა მათსა და შემზადებასა. და ასწავებს აღრჩევასა წამალთასა და განსხუაებასა ურთიერთისა შორის.


იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ რომ მრავალმხრივი, ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომია, ეს ქართველ მკვლევართა შორის, დავის საგანს აღარ წარმოადგენს, მაგრამ ძველი ქართული კარაბადინები რომ, საერთაშორისო ტერმინოლოგიის თვალსაზრისით, ბერძნულ-ლათინური „ფარმაკოპეის“ ტოლფასია, ქართველ მედიცინის ისტორიის მკვლევარებს შორის სადაო საკითხად რჩება. ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ქართული კარაბადინების შემდგენელი ავტორები არ იყვნენ ნაზიარები ევროპულ ცივილიზაციას. თვით ტერმინი – „კარაბადინი“ სპარსულ-არაბული წარმომავლობის სიტყვა რომ არის, ამას აღმოსავლეთმცოდნეთა მიერ შედგენილი არაერთი ლექსიკონი: „არაბულ-სპარსულ-რუსული“, „სპარსულ-რუსული“ და „არაბულ-რუსული“ ადასტურებს (ავტორები: შესაბამისად იაგელო, რუბინჩიკი, ბარანოვი და სხვ.). ასეთ მოსაზრებას სავსებით იზიარებს საერთაშორისო ისლამური ფარმაკოპეის შემდგენელი ბორის ლევინი. ეს ფარმაკოპეა 1970 წელს დაისტამბა ინგლისურ ენაზე.

სურათი 1. იოანე ბატონიშვილი

ქართველმა ლექსიკოგრაფმა სულხან-საბა ორბელიანმა თავისი „სიტყვის კონა“ შეადგინა 1685-1698 წლებში და განმარტა, რომ კარაბადინი უცხო სიტყვაა და ქართულად მას „სამკურნალო წიგნი“ ეწოდებაო! მაშასადამე, ქართული კარაბადინების შემდგენელმა ავტორებმაც არ იცოდნენ და სამკურნალო წიგნების კარაბადინების სახელწოდებით მოხსენიება მხოლოდ და მხოლოდ არაბულ-სპარსული კულტურის გავლენის, თუ ზოგჯერ აღმოსავლური ძალმომრეობის შედეგად უნდა ჩავთვალოთ. არავისთვის დასამალი არ არის, რომ არაბები – სარკინოზები საქართველოში 400 წელზე მეტ ხანს ბატონობდნენ, ხოლო ბაგრატიონების წარმომადგენლებს საქართველოს სამეფო ტახტზე ქ. თეირანში სპარსელები (სეფიანები და ყაჯარები, ს.ს.) ამტკიცებდნენ. ეს იყო ზოგჯერ კოლონიური, ზოგჯერ ვასალური დამოკიდებულება შუა საუკუნეების ქართულ სახელმწიფოსთან. ეს ზეგავლენა ქართულ წერით მეტყველებაში აშკარად იგრძნობა. ასე მაგ.: „დასტური“, სპარსული სიტყვაა და ქართულად თანხმობას ნიშნავს, „ჯანიშინი“ სპარსულია და ქართულად მოადგილეს ან გამგებელს ნიშნავს. მე ირანისტი არ ვარ, მაგრამ ფაქტია, არაერთი ირანული სიტყვაა მიმოფანტული ქართულ მეტყველებაში. ასე მაგ.: „კარაბადინი“, იგივე „ახრაბადინი“ რომ არაბულ-სპარსულია და ქართულად სამკურნალო წიგნს ნიშნავს, ეს ტერმინი 300 წლის წინათ დაკანონდა! ამით ჩვენ იმის თქმა გვინდა, რომ არც ერთი კარაბადინის ქართულ შემდგენელს თავისი თხზულებისათვის ქართული სახელწოდება – სამკურნალო წიგნიაო არ დაურქმევია, რაც თავის დროზე მისაღები იყო, მაგრამ, ფაქტია, კარაბადინი ქართული წარმომავლობის სიტყვა არ იყო! თანამედროვე მეცნიერებაში უცხო სიტყვათა სწორი განმარტების ერთადერთი საშუალება არის შესაბამისი ლექსიკონი და წერილობითი თხზულების ტექსტობრივი ანალიზი, თუნდაც ასეთი თხზულების შინაარსის გაცნობისას, ლექსიკონის მოშველიების შედეგად ვადგენთ, რომ შუა საუკუნეების კარაბადინებში მოცემულია დაავადების აღწერა – კლინიკური სურათი – „თავის თმითგან, ვიდრე ფეხის ფრჩხილამდე კაცთა ყველა ჭირის“ ანუ დაავადების აღწერა. აუცილებლად მისაღებია მხედველობაში, შემდეგ სწორი დიაგნოზის დასმა და რის შემდეგ ძირითადი აქცენტი გადატანილია ფარმაკოლოგიურ საშუალებათა მომზადების ფარმაკოპეულ რეკომენდაციებზე. მაშასადამე, ფარმაკოლოგიური საშუალების ცოცხალ ორგანიზმზე სამკურნალო მიზნით გამოსაყენებლად, აუცილებელია, რომ იგი ფარმაკოპეულად სწორად იყოს მომზადებული: მითითებული უნდა იყოს ერთჯერადი დოზა, რეგლამენტი ანუ სწორად დაცული უნდა იყოს ტექნოლოგიური პროცესი, წამლის ფორმის მომზადებისას დაცული უნდა იყოს ეკოლოგიური სისუფთავე, თანამედროვე გაგებით სტერილურობა, ერთი სიტყვით დაცული უნდა იყოს ფარმაკოპეის ყველა მოთხოვნა და ძველ ქართულ კარაბადინებში საერთო ტექსტის 60%-ზე მეტი აქცენტი ამ პროცესებზეა გამახვილებული, ე.ი. კარაბადინების ტექსტების უმეტესი ნაწილი მოიცავს ფარმაკოპეულ რეკომენდაციებს. ამიტომ ყველა ქართული კარაბადინები ავტომატურად საერთაშორისო ევროპული ცივილიზაციის ტერმინოლოგიით ფარმაკოპეებს წარმოადგენს! გეორგიევსკის ტრაქტატის შეთანხმების უხეში დარღვევის შემდეგ, 1800 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა გაუქმდა, ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრეები, რუსეთში გადაასახლეს და მათ მეცნიერებაში მოღვაწეობის საშუალება მიეცათ, პოლიტიკისა და ადმინისტრაციული მოღვაწეობიდან ჩამოშორების საფასურად. ამ მხრივ მეფე ერეკლე მეორეს შვილიშვილის, იოანე ბატონიშვილის მოღვაწეობა შეუდარებელია.
პროფ. დავით ბაქრაძის ცნობით „კალმასობა“ 1813-1828 წლებში იწერებოდა და ქართველი მკვლევარები ამ თხზულებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. იგი ჭეშმარიტი ენციკლოპედიური, მრავალმხრივი ხასიათის უნიკალური ნაწარმოებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანე ბატონიშვილი თვითნასწავლი მკურნალია, მაშასადამე იგი ერკვეოდა სამკურნალო ხელოვნებაში: „სნეულების სწავლება ვინც იცის აქიმი არის“ – წერდა ჩვენი დიდი წინაპარი; შემდეგ მკურნალმა „სნეულება უნდა შეიტყოს (ე.ი. დიაგნოზი დასვას, ს.ს.) და წამლების გაკეთება იცოდეს – „ეს მკურნალთა ხელოვნებააო“ და „კალმასობაში“ იქვეა ჩამოთვლილი მკურნალი ექიმის მოვალეობა ფართო სპექტრით. აქვეა, ევროპის კულტურის მცოდნე მეცნიერის პოზიციებიდან, პირველად ნახსენები, ქართველ მეცნიერთა შორის, სიტყვა ანუ ტერმინი „ფარმაკოპეა“, რომელიც XIX საუკუნეში, 1813-1828 წლებში, ფართო მასშტაბის და სპექტრის მკვლევარისაგან იქნა აღიარებული. ამ თარიღამდე ქართველ მედიკოსთაგან არავის უხსენებია „ფარმაკოპეა“. გამოჩნდა სარკმელი ევროპისაკენ გასახედი და შესაბამისი ტერმინის ხსენებამაც არ დააყოვნა!
ასეთი ზუსტი მიგნება უფრო ადრე რომ ყოფილიყო აღიარებული და დანერგილი ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაში, ამის დაჯერება XXI საუკუნის კარიბჭესთან ესოდენ ძნელი არ იქნებოდა. კარაბადინების ტექსტობრივი ანალიზი და ლექსიკონებით განმარტება ნათლად ადასტურებს, რასაც თითქმის 35 წელია ეჭვმიუტანლად, დაბეჯითებით ვქადაგებ! ისღა დაგვრჩენია, სკეპტიკოსები და ურწმუნო თომები ჩავახედოთ აღმოსავლეთმცოდნეთა ლექსიკონებში და დარწმუნდებიან „სამკურნალო წიგნი“ (ქართულად), „კარაბადინი“ (სპარსულად და არაბულად) და „ფარმაკოპეა“ (ბერძნულად და ლათინურად) იდენტური ცნებებია.

სურათი 2. ა) ეროვნულ ხელნაწერთა ინსტიტუტის H ფონდი No 2153. იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ თავფურცელი.
ბ) ეროვნულ ხელნაწერთა ინსტიტუტის S ფონდი No 5374. იოანე ბატონიშვილის კალმასობის 61–ე რექტო (R) გვერდი, სადაც იხსენიება ქართველ მეცნიერთა შორის პირველად, სამედიცინო ტერმინი „ფარმაკოპეა“.

P.S. კარაბადინისა და ფარმაკოპეის იდენტურობის საკითხი ევროპელი მეცნიერებისათვის პირველად გაარკვია გერმანელმა პროფ. კურტ შპრენგელმა (იხ. მისი „სამკურნალო გამოყენებითი ხელოვნების ისტორიის ცდის“ მეორე ტომი გვ. 347, 1800 წელი). უფრო მეტი სიზუსტისათვის, ჩავხედოთ ავეროისის თხზულების „წიგნი სააქიმოის“ ხოჯაყოფილისეულ ქართულ თარგმანს, რომელიც 1936 წელს გამოიცა ექიმ ლადო კოტეტიშვილის რედაქციით, თბილისში, გვ. XXXIII, XXXIV, XXXV. ამ მოსაზრებას სავსებით იზიარებდა ენათმეცნიერი პროფ. ილია აბულაძე. გარდა ამისა, რვა აღმოსავლეთმცოდნე ლექსიკოგრაფი ყოველივე ამას ეჭვმიუტანლად ადასტურებს.

ნანახია: 3751 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 10

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269688


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.