ფრანგ მკვლევართა ჯგუფი, ექიმ A. Carpentier-ის ხელმძღვანელობით (Pierre&Marie Curie University, Paris), ადამიანის ყველაზე სრულფასოვანი ხელოვნური გულის შექმნის თაობაზე იუწყება. ატმოსფერული ინდუსტრიის ზოგიერთი ტექნოლოგიის, როგორიცაა მაღალი სიზუსტის სარქველები და ჩამრთველები, გამოყენებით შექმნილი ეს ახალი ხელსაწყო თავის შესაძლებლობებს კლინიკურ კვლევებში დაადასტურებს.
ცხოველებში წინასწარ ჩატარებულმა კვლევებმა და ლაბორატორიული ტესტირების შედეგებმა, როგორც ფრანგულ, ასევე მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებებს ხელოვნური გულის მიმართ ინტერესი გაუღვიძა. ექიმ Carpentier-ის ირგვლივ შეკრებილმა პროფესიონალ ექიმთა და ინჟინერთა მონდომებამ და დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. შესაბამისი ფონდების მოძიების შემდეგ ჯგუფმა CARMAT პროექტის ფარგლებში კვლევების წარმოება დაიწყო (Georges Pompidou Hospital, Paris).
ამჟამად, CARMAT-ის პროტოტიპი ხელოვნური გული დაპატენტებულია და პრეკლინიკურ გამოცდას გადის. ფრანგ მკვლევართა მიერ შექმნილი ეს ახალი აპარატი შესაბამისობაშია ადამიანის სხეულის სხვადასხვა მახასიათებელთან. იგი ანატომიურად და ფიზიოლოგიურად – კონკრეტულად კი, პაციენტის მოთხოვნილების შესაბამისად მუშაობისა და სისხლის გადინების ავტომატური რეგულაციით ადამიანის გულს ემსგავსება. მას შემდეგ, რაც ხელოვნური გული საფრანგეთის სამედიცინო პროდუქციის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ დამტკიცდება, მისი კლინიკური გამოცდა დაიწყება.
ნანახია: 5336 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით