ევროპული ცენტრი მოზარდ და ახალგაზრდა გოგონებს აიძულებს გაიკეთონ ვაქცინაცია HPV ვისუსის საწინააღმდეგოდ
ავტორი: Guidance for the Introduction of HPV Vaccines in EU Countries is available at http://ecdc.europa.eu.
Rory Watson, Brussels
ევროპის ქვეყნების მთავრობები საერთაშორისო ორგანიზაციებმა აიძულეს მიეღოთ პრევენციული ღონისძიებები ახალგაზრდა გოგონებში ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგოდ. ინიციატივა ეკუთვნის სტოკჰოლმში დაფუძნებულ დაავადების პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრს, რომელმაც გასულ კვირას გააკეთა განაცხადი, საშვილოსნოს ყელის კიბოსადმი მიძღვნილ ევროპულ სამიტზე ბრიუსელში. იდეის ავტორთა აზრით, ეს არ არის სკრინინგის პროგრამის შემცვლელი.
დაავადების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მთავარი მეცნიერის იოჰან ჟისეკის განცხადებით, ახალგაზრდა, მოზარდი გოგონების ვაქცინაცია ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ შეამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს.
ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ავსტრია უკვე შეუერთდნენ ვაქცინაციის პროგრამას. სხვა ქვეყნები ჯერჯერობით განიხილავენ ამ აქციას.
ცენტრი იძლევა რეკომენდაციას, რომ ვაქცინაციის განხორციელება მოხდეს ზუსტად იმ ასაკამდე, ვიდრე მოზარდები დაიწყებენ აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას. ეს ციფრი სხვადასხვა ქვეყანაში მერყეობს, მაგრამ დაახლოებით 12-15 წელს აღწევს. ვაქცინაცია უფრო ადრეულ ასაკში დაუშვებელია მანამ, სანამ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დაცვა გრძელდება მინიმუმ 15-20 წლის მანძილზე.
მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ იმუნიზაცია უნდა დაიწყოს სკოლებში, რაც პროცესს უფრო მოქნილს, სწრაფსა და შედარებით იაფს გახდის.
იოჰან ჟისეკის განცხადებით, ასევე უნდა გაგრძელდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სულ მცირე სამი მიზეზის გამო: პირველი, რადგან ზოგიერთი გოგონა შესაძლოა ვერ მოხვდეს გარკვეული მიზეზების გამო ვაქცინაციის პროგრამაში; მეორე, ზუსტად არ არის დადგენილი ვაქცინაციის შემდეგ დაცვა რამდენ ხანს გაგრძელდება და მესამე, ბაზარზე არსებობს ორი ტიპის ვაქცინა – გარდაზილი (Sanofi Pasteur) და ცერვარიქსი (GlaxoSmithKline) – რომლებიც ახორციელებენ HPV მე-16 და მე-18 ტიპის საწინააღმდეგო დაცვას დაახლოებით 73%-ში, თუმცა ადამიანის პაპილომავირუსის სხვა ტიპიც შესაძლოა გახდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზი.
საშვილოსნოს ყელის კიბო კი, როგორც ცნობილია წარმოადგენს ქალებში სიმსივნესთან ასოცირებული სიკვდილობის რიგით მეორე მიზეზს მკერდის კიბოს შემდეგ და ევროპის რეგიონში დაავადებული ქალების ასაკი მერყეობს 15-44 წლებს შორის. ყოველწლიურად ფიქსირდება 33 000 ახალი შემთხვევა და იღუპება 15 000 ქალი (ევროპის მასშტაბით).
ნანახია: 3645 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით