აქტუალური თემა

ახალი პროექტები

კანონი და ჯანდაცვა

სიახლეები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

კვლევა

მიმოხილვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ღირსეული დასტაქარი [5.00]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [5.00]

ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა [5.00]


ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [17971]

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა [16676]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [12619]

მენოპაუზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინი [12155]

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს [11673]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 12

The Georgia Survive Project


2009 წლის მარტში, ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტმა (JSI R & T) წამოიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კობოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეთოდების დამკვიდრებასა და გავრცელებას. პროქტის ფარგლებში დაგეგმილია 400-მდე ოჯახის ექიმისა და მეან-გინეკოლოგის გადამზადება, არსებული სკრინინგ ცენტრების გაძლიერება, მიმართვიანობის სისტემის დანერგვა და საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება.
პროექტი დაიწყო აშშ-ს საერთაშორიო განვითარების სააგენტოსა და 20-მდე საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით, რომლებიც გაერთიანდნენ საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერ ალიანსში. ალიანსის თითოეულ წევრს სხვადასხვა სახით შეაქვს წვლილი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტის ტექნიკურ პარტნიორებს წარმოადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ეროვნული სკრინინგ ცენტრი; სუზან კომენის ფონდი; ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი „ჰერა“; თბილისის მერია და გაეროს მოსახლეობის ფონდი.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში უკვე ჩატარდა და მომავალშიც დაგეგმილია რიგი ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ. საინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პრევენციული და ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდების მნიშვნელობის შესახებ ამ დაავადებებთან ბრძოლაში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მაისის პირველი კვირა, რომელიც დატვირთული იყო ძუძუს კიბოს შესახებ საინფორმაციო–საგანმანათლებლო ღონიძიებებით. ყველაზე მასშტაბური მათ შორის იყო საქველმოქმედო სპექტაკლი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილის მონაწილეობით და მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც ჩატარდა საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პატრონაჟით. ფარმაცევტული კომპანია GPC წარმოდგენდა მარათონის ოქროს სპონსორს. საბალეტო სპექტაკლიდან შემოსული თანხა გადაერიცხა ქალთა კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს და მოხმარდება ქუთაისში მცხოვრები ქალბატონების სკრინინგ სერვისების დაფინანსებას.
ამას გარდა, იმავე კვირას, აშშ–ს ელჩმა საქართველოში, ჯონ ტეფტმა გამართა მარათონის მხარდამჭერი წვეულება, სადაც მოწვეულნი იყვნენ საქართველოს მთავრობისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარომადგენლები, ასევე მარათონის მხარდამჭერი ორგანიზაციები. იმავე დღეს ტელეკომპანია იმედის ეთერით ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „ვარამი“, რომელიც მოგვითხრობდა საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს შესახებ. ფილმი ეთერში გავიდა სატელევიზო გადაცემა „ჟურნალისტის დღიურის“ ფორმატით.
ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი მომავალშიც გეგმავს საინფორმაციო–საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას. უკვე დაგეგმილია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული 2010 წლის იანვარში.
ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი
ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი (JSI)წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ამერიკულ ფირმას, რომელიც უწევს მაღალი ხარისხის ტექნიკურ და მენეჯერულ დახმარებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებს მთელ მსოფლიოში. JSI აღიარებულია ლიდერად ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში, მთელი რიგი ინოვაციური პროგრამების განხორციელების გამო (რეპროდუქციული და ქალთა ჯანმრთელობა, ოჯახის დაგეგმვა, დედათა ჯანმრთელობა, ბავშვთა გადარჩენა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და აივ/შიდსი, სამედიცინო სისტემების მართვა, ორგანიზაციული განვითარება, ჯანდაცვის დაფინანსება და პოლიტიკის შექმნა). საქართველოში JSI ხელმძღვანელობს ქალთა ჯანმრთლობის პროგრამას, რომელიც დაიწყოო 2003 წელს და ხორციელდება ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.

საკონტაქტო პირი:
ნინო კაკუბავა, პროექტის მენეჯერი
ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი
(995 32) 24 48 48; (995 77) 44 74 84
nkakubava@jsi.ge | www.jsi.ge

ნანახია: 3031 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: servantes

თარიღი: 2011-03-02 | 15:02

ნინო კაკუბავა მთელი სამყარო ისედაც ტრიალებს შენს გარშემო. ჩემთვის ასეა.

ავტორი: servantes

თარიღი: 2011-03-02 | 15:01

უფრო წინ წახვალ და უფრო მაგარი იქნები. ჯერ სად ხარ! :)

ავტორი: servantes

თარიღი: 2011-03-02 | 15:00

ნინო, შენ საუკეთესო ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს. მე მაბოდებს შენზე:(((



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268396


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.