აქტუალური თემა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო მენეჯმენტი

გაიდლაინი

მიმოხილვა

ლექტორიუმი

სიახლეები

ახალი მეთოდები

კვლევა

ექსპერიმენტული კვლევა

ადამიანი და გარემო

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ჩვენი თანამედროვე

კლინიკური შემთხვევა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



განვითარებად მსოფლიოს სჭირდება საკუთარი სამეცნიერო ჟურნალები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

XXI საუკუნის დიდი მოაზროვნე [5.00]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5.00]

თირკმლების ქრონიკული დაავადება [5.00]


თირკმლების ქრონიკული დაავადება [18690]

ჰემოსიდეროზით მიმდინარე დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები [8904]

საშვილოსნოს კედლის მთლიანობის აღდგენა ერთ­შრი­ანი განუწყვეტელი ნაკერით და პერიტონიზაცის ახალი მეთოდი [7585]

საქართველოში მოქმედი სამედიცინო საზოგადოებების როლი სამამულო ქირურგიის განვითარებაში [7287]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5506]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

საქართველოში მოქმედი სამედიცინო საზოგადოებების როლი სამამულო ქირურგიის განვითარებაში

ავტორი: ი. მგალობლიშვილი, დ. ჯიქია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, ქირურგიის No:2 დეპარტამენტი, ზოგადი ქირურგიის მიმართულება
I. Mgaloblishvili, D. Jikia
Tbilisi State Medical University, Department of General Surgery
The Role of Scientific Medical Societies in the Development of Surgery In Georgia

>>  შრომაში წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი სამედიცინო და კერძოდ ქირურგიული პროფილის სამეცნიერო საზოგადოებების ჩამოყალიბების და შემდგომი უწყვეტი განვითარების თავისებურებები. განიხილება კავკასიის საიმპერატორო სამედიცინო საზოგადოების (1864-1924), თბილისის ქირურგიული კლინიკების კონფერენციების (1924-1933), სამედიცინო საზოგადოების ქირურგთა სექციის (1933-1955) და გრ. მუხაძის სახ. თბილისის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების (1955-2009წწ.) მონაცემები. შესწავლის საერთო პერიოდn 145 წელი.2,5
The article reviews the development of Scientific Medical Societies in Georgia during the period from 1864 till 2009. Activities of Caucasian Medical Society (1864-1924), Tbilisi Surgeon Scientific Conferences (1924-1933), Surgical Section of Scientific Medical Society (1933-1955) and Tbilisi Surgeon Scientific Society after academician G. Mukhadze (1955-up today) provided permanent development of scientific medicine and particularly surgery in Georgia. The famous Georgian surgeons were taking part in establishing and supervising scientific societies in Georgia, there were: G. Mukhadze, D.Ioseliani, E. Phiphia, D. Mamamtavrishvili, Z. Kakhiani, M. Mamamtavrishvili, Z. Ckhakaia; from 1999 - T. Akhmeteli., N. Lomidze, B. Mosidze. 145 year work experience in scientific societies shows the good perspective for farther development of modern surgery in Georgia.


საქარათველოში თანამედროვე მეცნიერული მედიცინის და კერძოდ ქირურგიის დასაბამად უნდა ჩაითვალოს 1864 წელს თბილისში დაარსებული კავკასიის საიმპერატორო სამედიცინო საზოგადოება (კსს), რომელიც რეგულარულად ატარდებდა სამეცნიერო სხდომებს მოხსენებებითა და დემონსტრაციებით, სისტემატურად გამოსცემდა სამეცნიერო კრებულებს. საზოგადოებას ეწოდა საერთო კავკასიური სახელი, მაგრამ მისი დაარსების და შეკრებების ცენტრალური ადგილის მიხედვით, ასევე სამეცნიერო მოხსენებათა შორის ხვედრითი წილის გათვალისწინებით საზოგადოებაში წამყვანი ადგილი საქართველოს ეკავა. სწორედ თბილისში შეიქმნა ამიერკავკასიაში პირველი ევროპული ტიპის სტაციონარი, თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის სახით (1808წ.), ხოლო შემდგომში 1867 წლიდან მიხეილის და სხვა მრავალპროფილიანი საავადმყოფოები.6
კსს-ის სხდომების ანალიზი გაკეთებულია სამეცნიერო შრომების 5 ათეულზე მეტი ტომის მიხედვით. თითოეული ტომი აერთიანებს ერთი სამუშაო წლის განმავლობაში მოსმენილ მოხსენებებს, რომელთა შერჩევა მკაცრ რეგლამენტს ექვემდებარებოდა: ყოველი მათგანის პრეზიდიუმის სხდომაზე განხილვის შემდეგ გამოიყოფოდა ექსპერტების კომისია, რომელთა დასკვნების საფუძველზე საბოლოოდ ადგენდნენ შრომის საზოგადოებაზე გატანის საკითხს.4
კსს-ს ზემოაღნიშნულ ტომებში გამოქვეყნებულმა ქირურგიული ხასიათის მოხსენებებმა საერთო რაოდენობის თითქმის 1/3 შეადგინა. ვინაიდან ცალკეული ქირურგიული სპეციალობები შედიოდა ზოგადი ქირურგიის საერთო შინაარსში, ამიტომ ჩვენს მიერ ქირურგიული შრომების რეტროსპექტული ანალიზით თანამედროვე შეხედულებების გათვალისწინებით 10 ძირითადი მიმართულება გამოიყო: ნეიროქირურგია; ოფთალმოლოგია; ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები; ყბა-სახის ქირურგია და სტომატოლოგია; გულმკერდის ქირურგია; მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგია; მეან-გინეკოლოგია; უროლოგია; ანგიოლოგია; ტრავმატოლოგია-ორთოპედია.1,6
სათანადო ანალიზით დადგენილია, რომ საუკუნეების მიჯნაზე თბილისისა და საქართველოს რეგიონების ქირურგიული განყოფილებებიდან კსს-ს სხდომებზე განსახილველად შემოდიოდა ევროპული დონის შესაბამისი ქირურგიული მუშაობის მასალა. მაგალითად, გეგმიური აბდომინური ქირურგიული ჩარევებიდან მიმართავდნენ საზარდულის თიაქრების პლასტიკას ბევრი ისეთი მეთოდებით, რომელთაც მნიშვნელობა დღემდე არ დაუკარგავთ, სრულდებოდა ოპერაციები პარენქიმულ და ღრუ ორგანოებზე, ასევე სანაღვლე გზებზე, მუცლის ღრუს ტრავმის ქირურგიიდან სხვადასხვა პერიოდის მონაცემებით აღწერილია მუცლის ჭრილობები ბადექონის, ნაწლავების, ღვიძლის გამოვარდნით; მუცლის აორტის დაზიანების შემთხვევა; ხელოვნური უკანა ტანის დადება მუცლის ნაკვეთი ჭრილობის გამო; მუცლის ღრუს ნაკვეთი შემავალი ჭრილობები ნაწლავების, კუჭის, დიაფრაგმის დაზიანებებით; ჭრილობაში გამოსული ბადექონის ჩაბრუნებისა და რეზექციის შემთხვევები და სხვ.1
სხვადასხვა წლების მონაცემებით საზოგადოების სხდომებზე მოხსენებებს აკეთებდნენ ქართული ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიის და თერაპიის ისეთი კორიფეები, როგორებიც იყვნენ მედიცინის დოქტორები: გ. მუხაძე, ი. თიკანაძე, ს. ვირსალაძე, აგრეთვე ექიმები: მ. კილოსანიძე, ი. თუმანიშვილი და სხვ.9
საქართველოში მეცნიერული ქირურგიის განვითარების ახალი ეტაპი 1918 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებით იწყება, სადაც იქმნება სამედიცინო ფაკულტეტი. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრას და კლინიკას სათავეში ჩაუდგა პროფესორი გრ. მუხაძე, საფაკულტეტოს - პროფ. ალ. მაჭავარიანი, ხოლო ზოგადი ქირურგიისას – პროფესორი ნ. კახიანი. ნიშანდობლივია, რომ ამავე პერიოდში, კსს-ს ფუნქციონირების დასასრულისას, 1924 წელს თბილისის ქირურგიული კლინიკების კონფერენციების სახით, სათავეს იღებს დამოუკიდებელი ეროვნული ქირურგიული მეცნიერული მუშაობა. კონფერენციები თავისი სისტემატიური ხასიათის გამო შეგვიძლია სამეცნიერო საზოგადოების რანგში განვიხილოთ. სხდომები რეგულარულად, მორიგეობით ტარდებოდა თბილისის კლინიკებში. ყოველ სხდომას წარმოდგენილი კლინიკის გამგე თავმჯდომარეობდა. კონფერენციებზე განიხილებოდა ქირურგიის აქტუალური საკითხები დემონსტრაციებისა და მოხსენებების სახით. დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა არა მხოლოდ ერთი კლინიკის ან მხოლოდ თბილისის ქირურგები, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ექიმები, დამწყები ქირურგები, სტუდენტები, პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების წარმომადგენლები.2
თბილისის კლინიკების კონფერენციებმა შეამზადა საფუძველი, რათა 1933 წელს ჩამოყალიბებუ­ლიყო სამედიცინო საზოგადოების ქირურგთა სექცია, რაც ახალი ნაბიჯი იყო მეცნიერული ქირურ­გიის ორგანიზებაში. სექციას ხელმძღვანე­ლობდა გრ. მუხაძე, ხოლო გამგეობის წევრებად სხვადასხვა წელს არჩეული იყვნენ რესპუბლიკის ისეთი გამოჩენილი ქირურგები, როგორებიც იყვნენ: ნ. კახიანი, ა. წულუკიძე, ა. მაჭავარიანი, ი. ახმეტელი, ნ. ვესელოვზოროვი, კ. ერისთავი, მ. ცხაკაია, ე. თოდაძე და სხვები.
სხდომების მუშაობაში დიდი ადგილი დაიკავა ქირურგიული დარგების სპეციალიზაციამ და სამხარეო პათოლოგიის საკითხებმა. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული გრ. მუხაძის სახელობის სისხლის გადასხმისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის გახსნასთან ერთად საზოგადოება განიხილავს სისხლის გადასხმის აქტუალურ პრობლემებს, ზოგადი და ადგილობრივი, სპინური ანესთეზიის მეთოდებს, ქირურგიულ ინფექციასთან ბრძოლისა და ჩირქოვანი ქირურგიის საკითხებს. საქართველოს სხვადასხვა რაიონში მომუშავე პრაქტიკული ქირურგების დასახმარებლად ქირურგიული სექციიდან ხშირად იგზავნებოდნენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე ეხმარებოდნენ ქირურგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში და ატარებდნენ საჩვენებელ ოპერაციებს.
II მსოფლიო ომის პერიოდში (1941-1945) ქირურგიულმა სექციამ თავისი მუშაობა გარდაქმნა საომარი პირობების შესაბამისად, სხდომებზე განიხილებოდა სამხედრო-საველე ქირურგიის აქტუალური საკითხები. საქართველოში გახსნილ ევაკოჰოსპიტალებში, სადაც მეტად რთული ოპერაციები სრულდებოდა, მუშაობდა სექციის წევრი გამოჩენილი ქართველი ქირურგი.
1940-იან წლებში და შემდგომ საქართველოში შეიქმნა დარგობრივი მიმართულების ქირურგიული პროფილის სპეციალიზებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, სადაც მაღალ დონეზე მიმდინარეობდა კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევები. აღნიშნული ინსტიტუტები დიდ მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საქმიანობას ეწეოდნენ. მათ შორის აღსანიშნავია ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის, ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის, ონკოლოგიის, უროლოგიის და ნეფროლოგიის, თვალის სნეულებათა, ყელ-ყურ-ცხვირის ინსტიტუტები.8
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის განვითარების პარალელურად 1955 წელს ქირურგიული სექ­ცია გარდაიქმნა ახალ სამეცნიერო კავშირად, გრ. მუხაძის სახელობის თბილისის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების სახით, რომელიც დღემ­დე ფუნქციონირებს. სხვადასხვა დროს საზოგადოების თავჯდომარეებად არჩეულ იყვნენ პროფესორები: დ. იოსელიანი, ე. ფიფია, დ. მამთავრიშვილი, ზ. კახიანი, ო. მამთავრიშვილი, ზ. ცხაკაია; 1999 წლიდან - თ. ახმეტელი.
წინამდებარე შრომის შინაარსი სცილდება იმ დიდი ღვაწლის შეფასებას, რომელიც 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ქართული ქირურგიის წინსვლაში გრ. მუხაძის სახ. თბილისის ქირურგთა საზოგადოებამ დაიმსახურა. შრომამ ნათელყო, რომ საქართველოში თანამედროვე ქირურგიის განვითარებაში, საორგანიზაციო საქმიანობამ 145 წლის განმავლობაში უდიდესი როლი შეასრულა. XXI საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების გიგანტური ნაბიჯებით წინსვლის პირობებში, აუცილებელია დიდი ტრადიციების მატერებელმა ქირურგიულმა საზოგადოებამ მხარი აუბას მეცნიერული აზროვნების წინსვლას.

ლიტერატურა

ნანახია: 7286 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.