სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

ნობელის პრემია

NOTA BENE

MEDICAL IT

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

თარგმანი

პრევენცია

პრაქტიკოსის გვერდი

კლინიკური კვლევა

სამედიცინო ბიულეტენი

სიახლეები

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [5.00]

ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ [5.00]

ევთანაზია [5.00]

შიდსის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში ნაპოვნი იქნება [5.00]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [5.00]


მწვავე გარდამავალი პორფირია [8998]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [7792]

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები [7273]

ევთანაზია [6755]

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ [6179]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 7

ნობელის პრემიის ლაურეატები – 2007

ავტორი: რედაქციისაგან


ნობელის კომიტეტის მოტივირებაში ნათქვამია, რომ მეცნიერებს უმაღლესი ჯილდო მიენიჭათ ახალი ეფექტური ტექნოლოგიის საფუძვლების შექმნაში შეტანილი წვლილისათვის. აღმოჩენისათვის: "სპეციფიკური გენების მოდიფიკაციის საფუძვლები თაგვებში ემბრიონული ღეროვანი უჯრედების გამოყენებით."



ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში მიენიჭათ ამერიკელ მეცნიერებს მარიო კაპეკის, ოლივერ სმიტისს და ბრიტანელ მეცნიერს მარტინ ევანსს
ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატებმა აღმოჩენების მთელი სერია გააკეთეს, რომლებიც დაკავშირებული იყო ემბრიონულ ღეროვან უჯრედებთან და დნმ-ის რეკომბინაციებთან ძუძუმწოვრებში. ეს აღმოჩენა წინ უძღოდა განსაკუთრებულად მძლავრი ტექნოლოგიის შექმნას, რომელიც გამოყენებულია გენების მონიშვნისათვის თაგვებში და რომელიც უკვე ფართოდაა დანერგილი ბიომედიცინის უამრავ დარგში დაწყებული საბაზისო კვლევებიდან, მკურნალობის ახალი მეთოდების განვითარებით დამთავრებული.
გენების მონიშვნა ფართოდაა გამოყენებული ინაქტივირებულ ერთეულ გენებში. ასეთი ექსპერიმენტული გენების საშუალებით ნათელი გახდა მრავალი გენის როლი ემბრიონულ განვითარებაში, მოზრდილთა ფიზიოლოგიაში, ასაკობრივი თავისებურებებსა თუ დაავადების მიმდინარეობისას. დღემდე ათიათასზე მეტი თაგვის გენი იქნა გააქტიურებული. ახლა უკვე შესაძლებელია გენების მონიშვნით მივიღოთ თითქმის ნებისმიერი ტიპის დნმ მოდიფიკაცია თაგვების გენომში, რაც მკვლევარს საშუალებას აძლევს გაარკვიოს ცალკეული გენის როლი ნორმისა და პათოლოგიის შემთხვევაში. გენების მონიშვნის მეთოდით უკვე შექმნეს ხუთი ათასზე მეტი განსხვავებული თაგვის მოდელი ადამიანის დაავადებებთან მიმართებაში; კარდიოვასკულური, ნერვულ-დეგენერაციული დაავადების, კიბოს და დიაბეტის ჩათვლით.
გენების მოდიფიკაცია ჰომოლოგიური რეკომბინაციების საშუალებით
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მატარებელია დნმ-ის მოლეკულა, რომელიც ქრომოსომაშია მოთავსებული. ქრომოსომებს შორის დნმ-ის მოლეკულის მონაკვეთების გაცვლის საფუძველზე კი იქმნება გენეტიკური მრავალფეროვნება პოპულაციებში და ეს პროცესი რეკომბინაციის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს აღმოჩენა ცნობილი გახდა 50-ზე მეტი წლის წინ და ეკუთვნის 1958 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს ჯოშუა ლედერბერგს.
მარიო კაპეკი და ოლივერ სმიტისი, ორივენი მიიჩნევდნენ, რომ ჰომოლოგიური ქრომოსომების რეკომბინაციის გამოყენება შესაძლებელია მოდიფიცირებული გენების მისაღებად ძუძუმწოვართა უჯრედებიდან. მათ აღნიშნეს, რომ "დეფექტური" გენები შესაძლებელია ჩანაცვლდეს ჰომოლოგიური რეკომბინაციებით. სმიტისი ცდილობდა ადამიანის უჯრედის გენების რეპარაცია მოეხდინა. ის ფიქრობდა, რომ შესაძლებელია მემკვიდრეობით მიღებული სისხლის დაავადების განკურნება, თუ მოხდებოდა დაავადების გამომწვევი მუტაციური გენის კორექცია ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებში. ამ მცდელობის შედეგად სმიტისმა აღმოაჩინა, რომ ენდოგენური გენების მონიშვნა არ შეესაბამება ყოველთვის მათი აქტივობის ხარისხს. ეს ფაქტი კი გვეუბნება, რომ ნებისმიერი გენი შეიძლება გახდეს მოდიფიცირებადი ჰომოლოგიური რეკომბინაციისას.
ემბრიონული ღეროვანი უჯრედები – გადამტანები თაგვის ჩანასახოვან ხაზში
უჯრედის ტიპები, რომელსაც პირველადად იკვლევდნენ კაპეკი და სმიტისი, არ გამოიყენებოდა მონიშნული გენის მქონე ცხოველების შესაქმნელად. ის მოითხოვდა სხვა ტიპის უჯრედებს. ისეთს, რომელიც სტიმულაციას გაუკეთებდა ჩანასახოვან უჯრედებს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი დნმ-ის მოდიფიკაციების გენეტიკურად გადატანა შემდეგ თაობაში.
მარტინ ევანსი მუშაობდა თაგვების ჩანასახოვან კარცინომულ უჯრედებზე. იქედან გამომდინარე რომ, ისინი სიმსივნური წარმოშობისაა და ზრდის სტიმულაცია შეუძლიათ ნებისმიერი ტიპის უჯრედებისათვის. ევანსს ჰქონდა მოსაზრება, რომ გამოეყენებინა ჩანასახოვანი კარცინომული უჯრედები, როგორც გენეტიკური ინფორმაციის გადამტანები თაგვის ჩანასახოვან ხაზში. მისი პირველი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, რადგანაც ჩანასახოვანი კარცინომული უჯრედები იყვნენ პათოლოგიური ქრომოსომების მატარებლები და ხელს ვერ შეუწყობდნენ ჩანასახოვანი უჯრედების ფორმაციას.
ალტერნატივის ძიებისას, ევანსმა აღმოაჩინა, რომ ქრომოსომულად ნორმალური უჯრედების კულტურების გამოყოფა შესაძლებელი იყო უშუალოდ ადრეული ჩანასახოვანი თაგვებიდან. ეს უჯრედები ახლა იწოდება ჩანასახოვან ღეროვან უჯრედებად.
მომდევნო საფეხურზე მათ აღმოაჩინეს, რომ ჩანასახოვან ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ გერმინაციულ ხაზს. ერთი ჯიშის თაგვების ჩანასახები შეუყვანეს სხვა ჯიშის თაგვებს ჩანასახოვან ღეროვან უჯრედებთან ერთად. ასეთი მოზაიკური ემბრიონები, რომლებიც შეიცავდნენ უჯრედებს ორივე ჯიშიდან, ჩანერგეს სუროგატ დედებში. მოზაიკური თაობა უმალვე შეუღლდა და აღინიშნა ჩანასახოვანი კარცინომული უჯრედების მქონე გენების გამოვლენა მათ შთამომავლობაში. ამ გენების მემკვიდრეობით გადაცემა მიმდინარეობს მენდელის კანონების შესაბამისად.
შემდეგში ევანსმა დაიწყო ჩანასახოვანი კარცინომული უჯრედების გენეტიკურად მოდიფიცირება, რისთვისაც აირჩია რეტროვირუსები, რომლებიც ახდენენ თავიანთი გენების ინტეგრაციას ქრომოსომებში. მან გამოიყენა ჩანასახოვანი კარცინომულ უჯრედები, რათა გაემრავლებინა თაგვები, რომლებიც იყვნენ ახალი გენეტიკური ინფორმაციის მატარებლები.
ორი იდეა დაიბადა ერთდროულად ჰომოლოგიური რეკომბინაციები ჩანასახოვან კარცინომულ უჯრედებში.
1986 წლისათვის ყველაფერი მზად იყო, რათა დაეწყოთ ჩანასახოვანი კარცინომული უჯრედების მონიშვნის პირველი ეტაპი. კაპეკიმ და სმიტისმა აჩვენეს, რომ გენი შესაძლებელია მოინიშნოს ჰომოლოგიური რეკომბინაციის მიერ უჯრედების კულტურაში, ხოლო ევანსმა –გადამტანი თაგვების ჩანასახოვან ხაზში ჩანასახოვანი კარცინომულ უჯრედები. მომდევნო ნაბიჯი იყო ამ ორი აღმოჩენის კომბინაცია.
ამ ექსპერიმენტისათვის კაპეკიმ, ევანსმა და სმიტისმა აირჩიეს გენი, რომელიც ადვილად იდენტიფიცირებადი იყო. ეს გენი დაკავშირებულია იშვიათ დაავადებასთან – ლეშ-ნიჰანის სინდრომთან. კაპეკიმ დახვეწა და სრულჰყო გენების მონიშვნის სტრატეგია და განავითარა ახალი მეთოდი (პოზიტივ-ნეგატიური სელექცია), რომელიც შესაძლებელია ზოგადად იქნას გამოყენებული.
გენეტიკურად აქტიური თაგვების დაბადება – ახალი ერის დასაწყისი გენეტიკაში
პირველი მოხსენება, რომელშიც აღწერილი იყო ჰომოლოგიური ქრომოსომების რეკომბინაცია ჩანასახოვან კარცინომულ უჯრედებში, რათა გვეწარმოებინა გენ-მონიშნული თაგვები, გამოქვეყნდა 1989 წელს. იქედან მოყოლებული ასეთი თაგვების ჯიშების რიცხვი თანდათანობით გაიზარდა. გენების მონიშვნა დაინერგა მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებში. ახლა უკვე შესაძლებელია მუტაციების გამოყოფა სპოეციფიკურ უჯრედებსა და ორგანოებში, როგორც განვითარებად, ასევე ზრდასრულ ცხოველებში.
გენების მონიშვნა გამოიყენება ჯანმრთელობისა და დაავადების შესასწავლად
ძუძუმწოვრების ფიზიოლოგიის ნებისმიერი ასპექტი შესაძლებელია შესწავლილ იქნას გენების მონიშვნით. გენების მონიშვნის ტექნოლოგია გამოიყენა უკვე იმდენმა კვლევითმა ჯგუფმა და იმდენ კონტექსტში, რომ შეუძლებელიც კია შედეგების შეჯამება. გენების მონიშვნის ტექნოლოგია ჩვენ დაგვეხმარა გაგვეგო მრავალი ასეული გენის როლი ძუძუმწოვარის ნაყოფის განვითარებაში. კაპეკის კვლევამ გამოააშკარავა იმ გენების როლი, რომლებიც ჩართულია ძუძუმწოვარი ორგანიზმის განვითარებაში. მისმა ნაშრომმა ნათელი მოჰფინა მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მალფორმაციის მიზეზს. ევანსმა გამოიყენა გენების მონიშვნა, რათა განევითარებინა თაგვების მოდელები ადამიანების დაავადებების მექანიზმის შესასწავლად და გენური თერაპიის ეფექტურობის შესაფასებლად. სმიტისმა გენების მონიშვნა გამოიყენა ისეთი დაავადებების მოდელის შესაქმნელად, როგორიცაა ფიბროზული ცისტა და თალასემია, არტერიული ჰიპერტენზია და ათეროსკლეროზი.
მოკლედ რომ ვთქვათ, გენების მონიშვნის მეთოდი ფართოდ გავრცელდა ბიომედიცინის ყველა დარგში. მისი მთავარი ღირსება გენის ფუნქციის შესწავლაში მდგომარეობს და კაცობრიობა ამ აღმოჩენას უფრო გააღრმავებს და ისარგებლებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

თაგვებში გენების დამიზნების გენერალური სტრატეგია 

ნანახია: 2856 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269106


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.