იუბილე

არქივი

NOTA BENE

დისკუსია

სიახლეები

EBM კლასი

მიმოხილვა

MEDIA RELEASE

თარგმანი

გაიდლაინი

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [5.00]

სპიგელის თიაქარი [0.00]

კონტარაცეფციის საკითხები სამეანო ფისტულის მენეჯმენტში [0.00]

დედათა სიკვდილობა და აბორტი: თავიდან აცილებადი, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხი [0.00]


მწვავე ბრონქიტი [19530]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [16731]

თავისუფალი რადიკალები, ანტიოქსიდანტები, რეზვერატროლი, ღვინო, და ღვინო ქართული [14238]

ვისცერული ლეიშმანიოზი [10211]

სპიგელის თიაქარი [5162]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

კონტარაცეფციის საკითხები სამეანო ფისტულის მენეჯმენტში

ავტორი: Nathalie Maulet, Jean Macq, Pierre Buekens
Health Program and Policy in Developing Countries Unit School of Public Health Université Libre de Bruxelles, Brussels, Belgium


რა შეიძლება აკეთოს IPPF-ის (International Planned Parenthood Federation) წევრმა ასოციაციამ?
IPPF-ის წევრი ასოციაციები ახდენენ რტი/სგგდ-ს მომსახურებათა ინტეგრაციას მათ მიერ განხორციელებულ პროგრამებში. მომსახურება, რომელსაც სთავაზობენ ასოციაციები დამოკიდებულია ეროვნულ კონტექსტსა და მდგომარეობაზე, არსებულ სერვისებზე, ფინანსურ და ადამიანის რესურსებზე. განათლება პრევენციისათვის და ადექვატური რეფერალური სისტემების შექმნა იმ ღონისძიებათა უმცირესი ნაწილია, რისი გაკეთებაც ამ ასოციაციებს შეუძლიათ.

სამეანო ფისტულა, როგორც პრობლემატური საკითხი, მრავალი წლის მანძილზე უყურადღებოდ რჩებოდა. 2003 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ კოორდინირებულმა საერთაშორისო კამპანიამ განვითარებად ქვეყნებში დედათა სიკვდილობის და ავადობის შემცირებისთვის აღნიშნული საკითხის წინააღმდეგ ბრძოლის, როგორც კატალიზატორის როლი განსაზღვრა.
სამეანო ფისტულა დროული სამედიცინო ინტერვენციის გარეშე მიმდინარე ობსტრუქციული მშობიარობის შედეგია. ნაყოფის თავის გახანგრძლივებული ზეწოლა დედის სამშობიარო გზების ქსოვილებზე მათ ნეკროზს და რეპროდუქციულ ტრაქტსა და ახლო მდებარე ორგანოებს, კერძოდ კი შარდის ბუშტსა და/ან სწორ ნაწლავს შორის არაფიზიოლოგიური კავშირის (ფისტულა) ჩამოყალიბებას განაპირობებს. მკვდრადშობადობა და განავლის და/ან შარდის ქრონიკული შეუკავებლობა სამეანო ფისტულის ყველაზე სავალალო შედეგებია. თუმცა, მასთან დაკავშირებული ავადობა გაცილებით მრავალფეროვანია და იგი მენჯის ანთებით დაავადებას და უნაყოფობასაც მოიცავს. სამეანო ფისტულა სერიოზული ფსიქოსოციალური და ეკონომიკური პრობლემაა. იგი სტიგმასთან, განქორწინებასთან, დეპრესიასა და სიღარიბის გაუარესებასთანაა ასოცირებული. მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა, აღნიშნული საკითხის სამედიცინო და სოციალური მხარე ნაკლებადაა შესწავლილი.
როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საქმიანობიდან ირკვევა, რომ სამეანო ფისტულის მკურნალობა არამხოლოდ ქირურგიული გზით ნაწარმოები პლასტიკაა, არამედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპლექსური მეთოდოლოგიის გამოყენებაა საჭირო. 2006 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო სამეანო ფისტულის მქონე ქალთა რეაბილიტაციასა და მათი მოვლის საბაზისო საკითხებს ეხება. გარდა ქირურგიული ასპექტებისა, ამ სახელმძღვანელოში მოცემულია სამეანო ფისტულის მქონე პაციენტების მოვლის თავისებურებები პრე- და პოსტოპერაციული საექთნო პრაქტიკიდან ფსიქოთერაპიასა და კონსულტირებამდე.
საერთაშორისო კამპანიის პროგრესირებასთან ერთად, ინტერვენციებმა სამფაზოვანი ჯაჭვის სახე მიიღო. იგი პრევენციას, მკურნალობასა და სოციალ-ეკონომიურ რეინტეგრაციას მოიცავს. კონტრაცეფცია გავლენას ახდენს სამივე ფაზაზე. მისი მნიშვნელობა სამეანო ფისტულის პრევენციაში გულისხმობს ნაადრევი ორსულობის თავიდან აცილებას, რაც ამ პათოლოგიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ეტიოლოგიური ფაქტორია. როგორც ჯანმო-ს სახელმძღვანელოშია ნათქვამი, კონტრაცეფცია მკურნალობის შემადგენელი ნაწილიცაა: „სტაციონარიდან გაწერის წინ, ქალს უნდა მიეცეს რეკომენდაცია მომდევნო სამი თვის განმავლობაში თავი შეიკავოს სქესობრივი კავშირისგან და შემდგომ ექვსი თვის განმავლობაში ორსულობისგან, რათა მკურნალობის ეფექტი მაქსიმალური იყოს. ამგვარი რეკომენდაცია საჭიროა მისი პარტნიორისთვისაც. აქედან გამომდინარე, წყვილმა უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვის შესახებ“. კონტრაცეფცია რეინტეგრაციასთანაცაა კავშირში, რადგან მომდევნო შვილის ყოლა თუ არ ყოლა სამეანო ფისტულის მქონე ქალების საზოგადოებაში დაბრუნების მთავარი ასპექტია.
ეს სტატია მიზნად ისახავს კონტრაცეფციის ჩართვას სამეანო ფისტულის მენეჯმენტში, ასევე დედათა სიკვდილობის შემცირების საკითხში.
ჩვენ ვერ ვიპოვეთ პუბლიკაციები, სადაც საუბარია კონტრაცეფციასა და სამეანო ფისტულაზე ერთად. (Medline ძებნა, საკვანძო სიტყვებით „ფისტულა“ და კონტრაცეფცია/ოჯახის დაგეგმვა). ძალიან ცოტა სტატიაა კონტრაცეფციის შესახებ. უფრო მეტადაა გამახვილებული ყურადრება ისეთ რეკომენდაციებზე, რომლებიც პირად ჰიგიენას, ანტენატალურ მოვლას და მომდევნო ორსულობისას ჰოსპიტალურ მშობიარობას შეეხება.
ჩვენს მიერ სამეანო ფისტულის მქონე 65 შავკანიანი ქალის ხანგრძლივი მედიკო-სოციალური გამოსავლების ღრმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მიუხედავად საგანმანათლებლო სესიებისა და კონსულტირებისა, მათმა მხოლოდ 23%-მა იცოდა მომდევნო ორსულობა რამდენი ხნის შემდეგ იყო რეკომენდებული. 27,5%-მა განაცხადა, რომ მომდევნო ფეხმძიმობა 3-10 წლის შემდეგ არის მიღებული (სინამდვილეში ეს შუალედი 6-12 თვეს შეადგენს.)
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გამოკვლეულთა 94%-ს არასდროს უხმარია რაიმე სახის კონტრაცეპტივი და 91%-ს სურდა თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება. კონტრაცეფციის დაწყების მიზეზად ორსულობა/ფისტულის შიში დასახელდა. ფისტულის მოვლის ცენტრში გამოკითხული პაციენტები მყარად იდგნენ თავიანთ აზრზე და ღიად განაცხადეს, რომ ისინი საიდუმლოდ მიმართავდნენ კონტრაცეფციას იმ შემთხვევაში თუ კი მათი ყოფილი/მომავალი მეუღლე ამის წინააღმდეგი იქნებოდა. ამგვარი განზრახვა ხშირ შემთხვევაში (62% ჩვენი კვლევიდან) იმით მთავრდება, რომ შინ დაბრუნებული ქალები ცხოვრების პირვანდელ სტილს უბრუნდებიან. ამიტომაც, საავადმყოფოდან გაწერის წინ ქალების უზრუნველყოფას კონტრაცეფციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სამეანო ფისტულის მქონე პაციენტები, რომლებიც რეკომენდებულ პერიოდზე ადრე დაორსულდებიან, დგანან საკეისრო კვეთის და ფისტულის რეციდივის მაღალი რისკის ქვეშ. მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემასთან მათი კონტაქტი შემდგომ რეპროდუქციულ ცხოვრებას (მშობიარობის კონტროლი, ფისტულის შემდგომი ორსულობა) აუმჯობესებს.
მშობიარობათა შორის ინტერვალი კონტრაცეფციისა და სამეანო ფისტულის მენეჯმენტის დამაკავშირებელი ერთადერთი რგოლი არ არის. ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია სგგდ-თა (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები) და აივ/ შიდსის პრევენცია. ფისტულის მკურნალობა ხშირად დაგვიანებულია ეკონომიკური და ტრანსპორტირების პრობლემათა გამო. ნიგერიაში – ქვეყანაში, რომელსაც სამეანო ფისტულის მოვლის ისტორიული გამოცდილება აქვს, ფისტულის ხანგრძლივობა რამოდენიმე დღიდან 38 წლამდე მერყეობს.
ფაქტია, რომ სამეანო ფისტულის მქონე პაციენტთა ქმრები არ რჩებიან სქესობრივად არააქტიურები ამგვარი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში ამ პათოლოგიის მქონე ქალები თავადაც მისდევენ სქესობრივ ცხოვრებას (მაგ. პროსტიტუციის შემთხვევაში). ფისტულის გამწვავების ეპიზოდის ჩავლის შემდეგ ცოლ-ქმარი კვლავ უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ სგგდ-სა და აივ/შიდსის უკვე გაზრდილი რისკით.
არსებობს შემდგომი კვლევების ჩატარების აუცილებლობა. კონტრაცეფციის საკითხები უფრო ღრმად და კომპლექსურად უნდა ჩაერთოს სამეანო ფისტულის მენეჯმენტში.

1997 წლიდან საქართველოში მუშაობს IPPF-ის ევროპის რეგიონის წევრი “ასოციაცია ჰერა-XXI”, რომელიც წარმოადგენს არაშემოსავლიან, მოხალისეთა ბაზაზე შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციას. იგი საქმიანობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რათა გაუმჯობესდეს თითოეული ადამიანის, ოჯახის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

ინგლისურიდან თარგმნა გ. მაშანეიშვილმა

ლიტერატურა

ნანახია: 2942 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.