მსოფლიოს ჯანდაცვა

სიახლეები

მიმოხილვა

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

ახალი მეთოდები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

კანქვეშა ვენური პორტის იმპლანტაცია, მარტივი გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან [4.50]

ფონ ვილებრანდის დაავადება - სისხლის შედედების პათოლოგია [4.00]

ბოტულიზმით განმეორებით დაავადების შემთხვევა [0.00]

დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება ცალკეული ნეირონის ფუნქციონირებაზე [0.00]


ჰიპერბილირუბინემიის მართვა ახალშობილ ბავშვებში, რომელთა გესტაციური ასაკი 35 და მეტი კვირაა [20902]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
WORLD HEALTH ORGANIZATION [9987]

ჰიპოკალცემიის დიაგნოსტიკა და მართვა [9745]

ინტელექტი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები [9633]

ყვავილები ელჯერნონისათვის [9219]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 5

ყვავილები ელჯერნონისათვის

ავტორი: დენიელ ქიიზი


„ყვავილები ელჯერნონისათვის“ (ინგლ. “Flowers for Algernon“) — დენიელ ქიიზის სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობაა. პირველად დაიბეჭდა „ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟურნალში“ 1959 წლის აპრილის ნომერში. 1960 წელს მიიღო ჰიუგოს პრემია – საუკეთესო მოკლე სამეცნიერო-ფანტასტიკური მოთხრობა. შემდგომში ქიიზმა მოთხრობა განავრცო სრულფასოვან ნოველამდე (იგივე სათაურით) და უკანასკნელმა ნებიულის პრემია მიიღო, როგორც 1966 წლის საუკეთესო ნოველამ.
ნოველის მიხედვით გადაღებულია ფილმები „ჩარლი“ და „ყვავილები ელჯერნონისათვის“. ასევე, ეს ნოველა დაედო საფუძლად უკანასკნელ წლებში გადაღებულ პოპულარულ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმს „გაზონების მკრეჭავი“.
მთარგმნელისაგან

1. ყოველდგიური აგარიში – 5 მარტი 1956
ექიმი შტრაუსი ამბობს დღეინდული დღიდან მე უნდა ჩავიწერო ყველაფერი რასაც ვფიქრობ მე და რაც მე მემათება. მე არ ვიცი რა საჭიროა ეს მაგრამ ისი ამბობს ეს ძაან მნიშვნელოვანია იმტომრომ ნახოს გამომიყენოს მე თუ არა. მე იმედი მაქს ისინი გამომიყენებენ. მის კინიენი ამბობს რომ ისინი ჭკთიანად გადამაქცევენ. მე მინდა ჭკვიანი ვიყო. მე ჩარლი გორდონი მქვია. მე 37 წლისა ვარ და ორი კვირის წინ მქონდა დაბადების დღე. ახლა მე საწერი მეტ არ მაქს და დგეს ვამთავრებ.

2. ყოველდგიური აგარიში – 6 მარტი
დგეს გამომცადეს. მე ვფიქრობ რომ თავი ვერგავართვი და მე მეჩვნეება შეიძლება მათ მე ახლა აღარ გამომიყენონონ. ეს ასე იყო ოთახში ვიღაც კეთილი ახალგაზრდა კაცი იჯდა და მასა ცოტ-ცოტა თეთრი ბარათები ქონდა და ისინი დათხვრილი იყო მელნით. მან ჩარლის უთხრა რას ხედავ ამ ბარათზე.
მე უთხარი რომ ვხედავ მელნის ლაქას. მან თქვა სწორიაო. მე ვიფიქრე მორჩა მაგრამ რომ ავდექი წასასვლელად მან გამაჩერა მე. მან მითხრა დაჯე ჩარლი ჯერ არ დაგვიმთავრებიაო. მე ისე კარგად არ მახსოვს რა იყო მეერე იმან თითქოს მოინდომა მეთქვა რაებს ვხედავ მელნების ლაქებში. მე ვეაფერი ვე დავინახე მარამ მან თქვა რომ იქ ნახატებია რომ სხვა ადამიანები იქ რაგაც ნახატებს ხედავენ. მე კი ვერაფერი ნახატები ვერ დავინახე. მე მართლა ვცდილობდი დამენახა. მე ბარათი თვალებთან ახლოს მეჭირა შემდეგ შორს. მე ვთქვი თუკი სათვალე მექნებოდა მე უკეთესად დავინახავდი მე სათვალეს ვიკეთებ კინოში ან როცა ტელევიზორს ვუცქერი, მაგრამ მე ვთქვი რომ ის წინა ოთახშია კარადაში. მე მოვიტანე ის. მერე ვთქვი მომეცით კიდევ შევხედო იმ ბარათს მე ახლა აუცილებლად ვიპოვი სურათს.
მე ძაან ვცდილობდი მაგრამ მაინც ვერაფრით ვერ ვიპოვე სურათები. მე მხოლოდ მილნის ლაქს ვხედავდი. მე მას ვუთხარი იქნებ მე ახალი სათვალეები მჭირდება. მან რაღაც დაწერა ქაღალდზე მე შევშინდი რომ ვერ გავუძელი გამოცდას. მე ვუთხარი მას ეს ძალიან ლამაზი ლაქაა პაწია წერტილებით ირგვლივ. ის ძალიან დარდიანი გახდა ესეიგი მე შევცდი.

3. ყოველდგიური აგარიში – 7 მარტი
ექიმი შტრაუსი და ექიმი ნემიური ამბობენ მელლნის ლაქები არაფერს ნიშნავს. მე ვუთხარი მათ მე არ დამიღვრია მელანი ბარათებზე და მე ვერაფერი გავარჩიე ლაქებში. მათ მითხრეს რომ შესავლოა ისინი მაინც გამომიყენებენ. მე ვთქვი მის კინიენი არასდროს არ მიკეთებდა ესეთ გამოცდებს მხოლოდ წერა-კითხვას მიმოწმებდა. მათ თქვეს რომ მის კინიენი ამბობს რომ მე მისი საუკეთესო მოსწავლე ვარ უფროსების საღამოს სკოლაში იმიტომ რომ მე ვცდილობ ყველაზე მეტად და ნამდვილად მინდა სშავლა. მათ მხკხითხეს ეს როგორ მოხდა ჩარლი რომ შენ თივთონ მოხვედი უფროსების საღამოს სკოლაში. როგორ იპოვე. მე ვუპასუხე რომ მე ვეკითხებოდი ადამიანებს და ვიღაცამ მითხრა სად წავსულიკავი რათა მესცავლა კარგი წერა და კითხვა. მათ მკათხეს რატომ მოგინდაო ეს შენ. მე ვთქვი მე მთელი სიცოცხლე მინდოდა ვყოფილიყავი ჭკვიანი და არა სულელი. მაგრამ ჭკვიანი იყო ძალიან ძნელია. მათ მკითხს შენ იცცი რომ ეს შეძლება დროებთია. მე ვუპასუხე კი. მის კინიენი მეუბნებოდა. ჩემთვის სულერთია თუ ეს მტკივნეულია.
დგეს გვიან მე კიდევ რაღაც გიჟური გამოცდები მქონდა. ეს გამოცდა ადვილად მეჩვენა იმიტომრომ მე სურათების გარჩეთა შევძელი. მაგრამ ამ ჯერში კეთილ ლედის რომელიც ჩემით იყო დაკავებული არ უნდოდა რომ მე ნახატების შესახებ მომეყოლა. ამან დამაბნია. მე ვთხარი რომ გუშინდეილმა კაციმ მთხოვა მომეყოლა რას ვხედავდი ლაქაში ქალმა მითხრა რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მან მითხრა გამოიგონე ამბები იმ ადამიანებზე რომლებიც ნახატებზეა. მე ვუთხარი როგორ მოყვე ამბავი იმ ადამიანების შესახებ რომლებიც არასოდს არ მინახია. რატომ უნდა მოვიგონო ტყვილი. მე ახალა აღარ ვაბობ ტყვილს რადგან ყოველთვის ხვდებიან.
მერე თეთრ პალტოებში გამოწყობილმა ადამიანებმა წამიყვანეს საავადმყოფოს სხვა ნაწილში და სათამაშო მომცეს. ეს თეთრ თაგვთან შეჯიბრს წააგავდა. ისინი თაგვს ელჯერნონს ეძახდნენ. ელჯერნონი იჯდა ყუთში რომელშიც ბერი მოსახვევები იყო რაღაც კედლებივით და მათ მომცეს ფანქრი და ქღალდი ზოლებით და კვადრატებით. ერთ მხარეს ეწერა სტარტი მეორე მხარეს კი ფინიში. მათ თქვეს რომ ეს _ლ_ა_ბ_ე_რ_ი_ნ_ტ_ი_ა_ და რომ მე და ელჯერნონმა ერთი და იგივე _ლ_ა_ბ_ე_რ_ი_ნ_ტ_ი_ უნდა გავაკეთოთ. მე ვერ მივხვდი როგორ უნდა ვაკეთოთ ერთი და იგივე _ლ_ა_ბ_ე_რ_ი_ნ_ტ_ი_ თუ მე ქაღალდი მქონდა და ელჯერნონს ყუთი მაგრამ მე არაფერი ვთქვი. დროც აღარ იყო იმიტომ რომ შეჯიბრი დაიწყო.
ერთ კაცს ქონდა საათი რომლის ჩემგან დამალვა უნდოდა ამიტომაც მე ვცდილობდი იქით არ მეცქირა და ამმს გამო აღველდი.
ამ გამოცდის გამო ძალიან ცუდად ვიყავი ვიდრე სხვებისგან იმიტომრომ მათ ის 10 ჯერ გაიმეორეს სხვადასხვა _ლ_ა_ბ_ე_რ_ი_ნ_ტ_ი_თ_ და ელჯერნონმა ყოველთვის მოიგო. მე არ ვიცოდი რომ თაგვები ასე ჭკვიანებია. იქნებ ეს იმიტომ რომ ელჯერნონი თეთრია. იქნებ თეთრი თაგვები სხვებზე ჭკვიანები არიან.

4. ყოველდგიური აგარიში – 8 მარ
ისინი მე გამომიყენებენ! მე ისე ვღლავ რომ წერც არ შემძლია. ჯერ ექიმმა ნემიურმა და ექიმმა შტრაუსმა იკამათეს ამაზე. ექიმი ნემიური კაბინეტში იყო როცა ექიმმა შტრაუსმა მე იქ მიმიყთანა. ექიმმა ნემიურმა არ იცოდა გამომიყენოს მე თუ არა მაგრამ ექიმმა შტრაუსმა უთხრა რომ მის კინიენმა რიკომენდაცია მომცა მე როგორც საუკეთესოს ვისაც ასწავლის. მე მომწონს მის კინიენი იმიტომომ იგი ძალიან ჭკვიანი მასწავლებელია. და მან მითხრა ჩარლი შენ კიდევ ერთი შანსი გექნება. თუკი შენ საკუთარი სურვილით დათანხმდები ამ ექსპერიმენტს შეიძლება დაჭკვიანდე. მათ არ იციან ეს სამუდამოდ იქნება თუ არა მაგრა შანსი არი. ამიტომ მე უთხარი კარგი თუმცა ძალიან მეშინოდა იმიტომრომ მან მითხრა რომ მე აპირაციას გამიკეთებენ. მან მითხრა ნუ გეშინია ჩარლი შენ ისეთ დიდ წარმატებებს მიაღწიე ასეთი პატარა შესავლებლობებით მე ვფიქრობ ყველაზე მეტად შენ დაიმსახურე ეს.
ამიტომაც მე შემეშინდა რცა ექიმმა ნემიურმა და ექიმმა შტრაუსმა იკამათეს. ექიმმა შტრაუსმა თქვა რომ მე რაგაც ძალიან კარგი მაქვს.
მან ექიმ ნემიურს უთხრა ჩარლი ისეთი არ არის როგორიც თქვენ თქვენი პირველი ახალი ინტელკ... (სიტყვა ვერ გავარჩიე) სიუპერმენი წარმოგიდგენიათ. მაგრამ ასეთივე დაბალი დონის ინტელეკ... ადამიანების უმრავლესობა მტრ... ...წყობილი და არაკონტაქ... არიან ისინი ჩვეულებრივ ჩლუნგი აპათ... არიან და მათთან საქმის დაჭერა ძნელია. მას კარგი ხარსიათვი აქვს იგი დაინტერესებულია და მზადყოფნაშია.
ექიმმა ნემიურმა თქვა არ დაივიწყოთ რომ იგი პირველი ადამიანური არსიბა იქნება რიმლოს ინტილექტი ქირურგივული ჩარევის შედიგად შეიქმნება.
ექიმმა შტრაუსმა თქვა მართალია. შეხედეთ რა კარგად ისწავლა მან კითხვა და წერა მისი დაბალი გონიბრივი დონისათვის ეს ისეთივე უდიდესი მიღვწე... როგორც ჩვენ რომ ყოველგვარი დახმარების გარეშე შეგვესწავლა ეინშტინის ...ობითობის თიორია.
მე ყველა სიტყვა ვერ გავიგე ისინი ძალიან სწრაფად ლაპარაკობდნენ მაგრამ როგორც ჩანს ექიმი შტრაუსი ჩემსკენ იყო მეორე კი არა.
შემდეგ ექმმა ნემიურმა თავი დაიქნია მან თქვა კარგი შეიძლება მართალი ხართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩარლის. რცა მან ეს თკვა მე ძლიან ავგელდლი წამოვხტი და ჩმარვთვი მას ხელი იმიტომ რომ ის ასეთი კეთილია ჩემს მიმართ. მე მადლობა ვუთხარი დოკ თქვენ არ ინანებთ კიდევ ერთი შანსი რომ მომეცით. ეს კი მე გულწრფელად ვთქვი. აპირაციის შემდეგ მე აუცილებლად შევეცდები გავხდე ჭკვიანი. მე საშინლად მოვიდომეფ.

5. ყოველდგიური აგარიში – 10 მარ
მე მეშინია. აქ მომუშავე ბევრმა ადამიანმებმა და მედდებმა და მათაც ვინც გამოცდებს მიტარებდნენ კაფენტები მომიტანეს და გამართლება მისურვეს. მე ვიმედოვნებ რომ მე გამიმართლებს.
მე ვკითხრე ექიმ შტრაუსს აპირაციის შემდეგ შევძლებ თუ არა დავამარცხო ელჯერნონი და მან თქვა შეიძლება. თუ აპირაცია გამოვა მე დავუმტკიცებ ამ თაგუნას რომ შეიძლება მასავით ჭკვიანი ვიყო. შეიძლება უფრო ჭკვიანიც. მე უკეთ კითხვას და სიტყვების გამართულად წერას შევძლებ მეცოდინება ბევრი სხვადასხვა რამეები და სხვა ადამიანებივით ვიქნები. მე სხვებივით ჭკვიანი მინდა ვიყო. თუ ეს სამუდამოდ დარჩება ისინი ყველას ჭკვიანებად გადააქცევენ.

6. ყოველდღიური ანგარიში – 15 მარ
აპირაცის გამო მტკიოდა. მან ის მაშინ გააკეთა როცა მეძინა. მათ დგეს თავიდან და თვალებიდან ბანდი მომხსნეს და მე შემიძლია _ყ_ო_ვ_ე_ლ_დ_ღ_ი_უ_რ_ი_ _ა_ნ_გ_ა_რ_ი_შ_ი_ს_ წერა. ექიმმა ნემიური რომელსაც ჩემი სხვა ანგარიშები ჰქონდა ნანახი ამბობს რომ მე სიტყვა _ყ_ო_ვ_ე_ლ_დ_ღ_ი_უ_რ_ს_ არასწორად ვწერ და მიჩვენა როგორ უნდა დაიწეროს და სიტყვა _ა_ნ_გ_ა_რ_ი_შ_ი_ც_. მე უნდა მოვინდომო და დავიმახსოვრო.
მე ძალიან ცუდად ვიმახსოვრებ როგორ უნდა გამართულად წერა. ეიმი შტრაუსი ამბობს რომ მე უნდა დავწერო ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება მაგრამ იგი ამბობს რომ მეტი დრო ჩემს ფიქრებს და გრძნობებს უნდა დავუთმო. როცა მე ვუთხარი რომ არ ვიცი ფიქრი მან თქვა სცადეო. სანამ თვალებზე ბანდი მქონდა მე სულ ვცდილობდი მეფიქრა. არიფერი არ გამოვდა. მე არ ვიცი რაზე ვიფიქრო. იქნებ თუ მე მასა ვკითხავ ის მეტყვის როგორ გავაკეთო ეს ახლა ხომ მე უნდა დავჭკვიანდე. რაზე ფიქრობენ ჭკვიანი ადამიანები. ალბათ რამეს იგონებენ. მეც მინდა უკვე შემეძლოს გამოგონება.

7. ყოველდღიური ანგარიში – 19 მარ
ყველაფერი იგივეა. მე უამრავი გამოცდა ჩამიტარეს და შემაჯიბრეს ელჯერნონთან. მე მძულს ეს თაგვი. ის ყოველთვის მჯობნის. ექიმმა შტრაუსმა თქვა რომ მე უნდა ვითამაშო ეს თამაშები. და კიდევ თქვა რომ მე მალე ისევ მოიწევს ამ გამოცდების გავლა. ის გიჟური ლაქები. და ის ნახატებიც გიჟურია. მე მომცონს კაცის და ქალის ხატვა მაგრამ მე არ მოვიტყუები ადამიანებსი შესახებ.
მე ისე ძალიან ვცდილობ ვიფიქრო რომ თავი ამტკივდა. მე მეგონა რომ ექიმი შტრაუსი ჩემი მეგობარი ის კი არ მეხმარება. ის არმეუბნება რაზე ვიფიქრო ან როდის გავხდები ჭკვიანი.

8. ყოველდღიური ანგარიში – 23 მარ
მე უკან ფაბრიკაში ვბრუნდები სამუშაოდ. მათ მითხრეს რომ ეს უკეთესია რომ მე ისევ დავიწყო მუშაობა მაგრამ მე არავის არ უნდა ვუთხრა რისთვის გამიკეთეს აპირაცია და ყოველ საღამოს სამუწაოს მერე მე უნდა მოვიდე სავატყოფოში. ისინი აპირობენ ყოველ თვე გადამიხადონ ფული რომ მე ვისწავლო ვიყო ჭკვიანი.
მე მიხარია რომ ფაბრიკაში ვბრუნდები იმიტომრომ მე მენატრება ჩემი სამუშაო და ყველა ჩემი მეგობარი და ჩვენი გართოვბები.
ექიმი შტრაუსი ამბობს რომ მე უნდა გავაგრძელო სხვადასხვა რამეების ჩაწერა მაგრამ არარისაჭირო ამის ყოველ დღე კეთება არამედ მხოლოდ მაშინ როცა რამეზე ვფიქრობ ან რცა რამეგანსაკუთრებული მოხდება. ის მეუბნება გული არგაიტეხოო იმიტომრომ ამას დრო ჭირდებაო და ეს ნელა მიდის. მან თქვა რომ დიდი დრო გავიდა სანამ ელჯერნონი სამჯერ უფრო ჭკვიანი გახდა ვიდრე ადრე იყო. ეს ნიშნავს რომ ელჯერნონი ყოველთვის მჯობნის იმიტომ რომ მასაც ჰქონდა ასეთი აპირაცია. ამის გამო ცოტა მომეშვა. იქნებ მეც შევძლო ამ _ლ_ა_ბ_ე_რ_ი_ნ_ტ_ი_ს_ უბრალო თაგვზე უფრო სწრაფად გაკეთება. იქნებს როდასმე მე მოვუგებ ელჯერნონს. აუ რა მაგარი იქნება. ჯერ ასე ჩანს რომ ელჯერნონი სამუდამოდ ჭკვიანი დარჩება.
25 მარ. (მე აღარ მჭირდება ზემოთ ყოველდღიური ანგარიშის დაწერა როცა მე ამას ვაძლევ ექიმ ნემიურს წასაკითხად. მე მხოლოდ თარიღი უნდა დავსვა. ეს დროს მიზოგავს).
ჩვენთან ფაბრიკაში დღეს ძალიან მხიარულება იყო. ჯო კერპმა თქვა აბა ერთი ვნახოთ სად გაუკეთეს ჩარლის აპირაცია რა გააკეთეს მათ როგორ დაუმატეს ჩარლის ტვინი. მე მომინდა მომეყოლა მისთვის მაგრამ გამახსენდა რომ ეიმმა შტრაუსმა თქვა არ შეიძლებაო. მერე ფრენკ რეილიმ თქვა რას აკეთებდი ჩარლი დაიძაბე და გადმოალაგეო. ამან ძალიან გამამხიარულა. ისინი ჩემი ნამდვილი მეგობრები არიან და მე მათ ძალიან ვუყვარვარ.
ზგჯერ ვიღაც იტყვის ეი შეხედეთ ჯოს ან ფრენკს ან ჯორჯს რა გაუჩალიჩა მან ჩარლი გორდონს. მე არ ვიცი რატომ ლაპარაკობენ ისინი ასე მაგრამ ისინი სულ იცინიან. დგეს დილით ემოს ბორგი რომელიც დონეგანთან ერის 4 კაცი ჩემს სახელს ეძახდა კურიერ ერნის. ერნიმ პაკეტი დაკარგა. მან თქვა ეშმაკმა დალახვროს ერნი შენ რა ჩთრლი გორდონი გახდი. მე არ მესმის რატომ თქვა მან ასე. მე არასდროს არ დამიკარგავს არანაირი პაკეტი.
28 მარ. დგეს საღამოს ჩემთან სახლში ექიმი შტრაუსი მოვიდა რომ გაეგო რატომ არ მივედი იქ როგორც მევალებოდა. მე ვუთხარი მას რომ მე მეტი აღარ მომწონს ელჯერნონთან თამაში. მან მითხრა რომ ჯერ ამის გაკეთება საჭირო არ არის მაგრამ მე უნდა მივიდე. მან საჩუქარი მომიტანა მაგრამ ეს საჩუქარი კი არა მოვალეობაა. მე ვიფიქრე რომ ეს პატარა ტელევიზორია მაგრამ ასე არ არის. მან მითხრა რომ უნდა ჩავრთო ის ძილის წინ. მე ვუთხარი ხუმრობთ რატომ უნდა ჩავრთო როცა დასაძნებლად მიდივარ. სად გაგონილა. მაგრამ მან მითხრა რომ თუ მინდა დავჭკვიანდე მას უნდა დავუდჯელო. მე ვუთხარი მას რომ მე არამგონია რომ ჭკვიანი ვხვდები მან კი მხარზე ხელი დამადო და მითხრა ჩარლი შენ ეს ჯერარიცი მაგრამ შენ განუწყვეტლივ ჭკვიანდები. ჯერჯერობით შენ ამას ვერ შეამჩნევ. მე მეჩვენება რომ მან უბრალოდ სიკეთე გამოიჩინა მე რომ დავემშვიდებინე იმიტომრომ მე საერთოდ არგამოვიყურები უფრო ჭკვიანად.
აუ კინაღამ არ დამავიწყდა. მე შევკითხე როდის შევძლეფ სკოლაში დაფრუნებას მის კინიენი კლასში. მან მიპასუხა რომ მე იქ აღარ წავალ. მან მითხრა მის კინიენი მალე სავატყოფოში ივლის მე რომ ცალკე მასწავლოს. მა ძაან გავბაზდი მაზე რომ ჩემს სანახავად არ მოვიდა როცა აპირაცია გამიკეთეს მაგრამ მე იგი მიყვარს და შეიძლება ჩვენ ისევ დავმეგობრდეთ.
29 მარ. მე მთელი ღამე არ მეძინა ამ სულელური ტელევიზორის გადამკიდე. როგორ დავიძინო როცა მთელი ღამე ყურებში რაღაც სულელურ სიტყვებს ჩამძახიან. და ეს დურაკული ნახატები. საშინელებაა. მე არ მესმის რას ამბობენ როცა არ მძინავს როგორღა გავიგებ ამას ძილში.
ექიმი შტრაუსი ამბობს რომ ყველაფერი წესრიგშია. ის ამბობს რომ ჩემი ტვინი სწავლობს როცა მძინავს და ეს მე დამეხმარება როცა მის კინიენი სავადმყოფოში გაკვეთილებს ჩამიტარებს (ახლა მე კი ვიცი რომ ეს საავადმყოფო კი არა ლაბორატორიაა). მე მგონია ეს ყველაფერი სისულელეა. თუ სიზმარში შეიძლება დაჭკვიანება მაშინ რატომ დადიან ადამიანები სეოლაში. მე არ ვფიქრობ რომ აქედან რამე გამოვიდეს. მე ყოველთვის ვუყურებ ტელევიზორში გვიან და გვიანის წინა გადაცემას და ამან საერთოდ არ დამაჭკვიანა. იქნებ აუცილებელია გეძინოს როცა უყურებ.

9. ყოველდღიური ანგარიში
3 აპრილი. ექიმმა შტრაუსმა მაჩვენა როგორ დავუდაბლო ტელევიზორს ხმა და ახლა მე შემიძლია ძილი. მე არაფერი მესმის. და მე ჯერაც ვერ გავიგე რას ლაპარაკობს ის იქ. ზოგჯერ დილით მე ისევ ვრთავ მასა რათა ვნახო რა ვისწავლე როცა მეძინა და მე ვფიქრობ რომ არაფერი. მის კენიენი ამბობს შეიძლება ეს სხვა ენაზეა ან კიდევ სხვა რამ. მაგრამ ყოველთვის ის გავს ამერიკულს. ტელევიზორი ისე სწრაფად ლაპარაკობს მის გოლდზე სწრაფადაც კი რომელიც ჩემი მასწავლებელი იყო მეექვსე კლასში მე კი მახსოვს რომ იგი ისე სწრაფად ლაპარაკობდა რომ არაფერი მესმოდა.
მე ვუთხარი ექიმ შტრაუსს კარგებია გახდე ძილში ჭკძიანი. მე მინდა დავიძინო და ჭკვიანი ვიყო. ის ამბობს ეს ერთი და იგივეაო.
მაგრამ მე თავი მტკივა საღამოს შეკრების შემდეგ. ჩემმა მეგობრებმა ფაბრიკიდან ჯო კერპმა და ფრენკ რეილიმ დამპატიჟეს მათთან ერთად წავსულიკავი სალუნში მაგსი რაღაცეები დაგველია. მე არ მეყვარება დალევა მაგრამ მათ მითხრეს რომ ძალიან გავხალისდებით. მე კარგად გავატარე დრო.
ჯო კერპმა მითხრა რომ მე გოგოებს უნდა ვაჩვენო როგორ ვხეხავ იატაკს ფაბრიკაში და ტილო მომიტანა. მე ვაჩვენე და ყველამ გაიცინა როცა ვთქვი რომ მისტერ დონეგანი ამბობს რომ მე ყველაზე კარგი დამლაგებელი ვარ რაც მას ჰყოლია იმიტომრომ მე მიყვარს ყემი სამსახური და კარგად ვართმევ თავს არასდროს არ ვაგვიანებ და არც ერთი დღე არ გამიცდენია გარდა იმისა როცა აპირაცია გამიკეთეს.
მე ვთქვი რომ მის კენიენი ყოველთვის მეუბნება ჩარლი იამაყე შენი სამსახურით იმიტომრომ შენ მას თავს კარგად აბავ.
ყველა იცინოდა მხიარულება იყო და მათ ბევრი დამალევინეს ჯომ კი თქვა აუ რა ტიპია ეს ჩარლი როცა გამოტკვრებაო. მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს მაგრამ მე ყველას ვუყვარვარ და ვხალისობთ. მე მთმენლად ვლოდბი როდის გავხდები ისეთივე ჭკვიანი როგორც ჩემი მეგობრები ჯო კერპი და ფრენკ რეილი არიან.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნანახია: 9218 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: Admin

თარიღი: 2011-26-04 | 0:24

Gwen

საიტის მარცხენა ზედა კუთხეში ჩანს რომელი გამოცემის სტატიას კითხულობთ – ანუ ეს არის მე-6 გამოცემის ლიტერატურული გვერდი.
შესაბამისად, ამის გაგრძელება იქნება მე-7 გამოცემის ლიტერატურული გვერდი. გამოცემების ერთ–ერთი ნავიგატორი არის მარჯვენა სვეტში.

ავტორი: Gwen

თარიღი: 2011-25-04 | 14:42

გაგრძელება ვერსად ვნახე და ვერ დამეხმარებით?



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.