ALMA MATER

მედიცინის ისტორია

სიახლეები

NOTA BENE

თარგმანი

კლინიკური კვლევა

მიმოხილვა

კვლევა

ადამიანი და გარემო

იურისტის გვერდი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



აპოკალიფსის 25 წელი [5.00]

ელექტროქიმიური აქტივაცია - წყლის ქლორირების უსაფრთხო და მაღალეფექტური ალტერნატივა [5.00]

ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [5.00]

დეპრესიის მენეჯმენტი მოზრდილებში [5.00]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [24610]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [9200]

წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის კვლევა „დავიკოლის“ ინსტილაციისას [8987]

ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში [8178]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა [7723]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 2

მცირეინვაზიური პერკუტანული დრენირება, როგორც პოსტტრავმული პანკრეატიტის მკურნალობის მეთოდი

ავტორი: მ. მიზანდარი, გ. ნემსაძე, გ. სპანდერაშვილი, ლ. ბაინდურაშვილი, თსსუ ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სასწავლო-კვლევითი ცენტრი “ჯეოჯეფი”

>>  მედიცინის განვითარების თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო ფართოდ ინერგება ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა პათოლოგიათა მაქსმალურად დამზოგველ, მცირეინვაზიურ რეჟიმში მკურნალობას. ასეთ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება პერკუტანული სამკურნალო ჩარევები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია ვიზუალიზაციის მეთოდთა უშუალო კონტროლით, რის შედეგადაც მანიპულაციები ხორციელდება ქირურგიული განაკვეთისა და ზოგადი გაუტკივარების გარეშე. ამგვარი კონტროლისათვის გამოყენებულ ვიზუალიზაციის მეთოდებს მიეკუთვნება რენტგენოსკოპია, ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ბოლო ხანებში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ამ მეთოდთაგან ზოგიერთი გამოიყენება ერთმანეთთან კომბინაციაში.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი კლინიკური შემთხვევა ეხება პოსტტრავმული პანკრეატიტის მცირეინვაზიურ პერკუტანულ მკურნალობას, რაც განხორციელდა დროის რეალურ მასშტაბში კომბინირებული (ულტრაბგერით-რენტგენოსკოპული) კონტროლით.


პაციენტი გამოგზავნილ იქნა ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტში დიაგნოზის დაზუსტებისა და შესაძლო მცირეინვაზიური მკურნალობისათვის.

პაციენტი მამაკაცი, 23 წლის; ჩატარებული აქვს სპლენექტომია და მარცხენამხრივი ნეფრექტომია ტრავმის გამო. შემდგომ ჩატარებულია რელაპარატომია ცხელებისა და რეტროპერიტონეულად პოსტოპერაციული ინფიცირებული წარმონაქმნის არსებობის გამო. კერაში დატოვებულ იქნა დრენაჟი, რომლის საშუალებით ხორციელდებოდა გამორეცხვა და ფისტულოგრაფია. მიუხედავად ჩატარებული ქირურგიული მკურნალობისა და ანტიბიოტიკოთერაპიისა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა საშუალო სიმძიმის და კვლავ გამოიხატა ცხელების თანდათანობითი მომატების ტენდენცია, მტკივნეულია წელ-ზურგის არე მარცხნივ.
ულტრაბგერითი კვლევით მტკივნეულობის არეში ნანახია ჰიპოექოგენური უბანი, მოცულობით 160 მლ-მდე (სურათი 1), რომელიც მიჩნეულ იქნა ინფიცირებულ, დეტრიტული მასის შეცველ წარმონაქმნად.
ზემოთქმულის საფუძველზე გადაწყდა პერკუტანული დრენირების ჩატარება პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ.
მანიპულაცია
მანიპულაციისათვის შეირჩა ზურგისმხრივი მიდგომა. პირველ ეტაპზე ვიზუალური კონტროლი ხორციელდება ულტრაბგერითი კვლევით, რისთვისაც გამოიყენება კონვექსური ტრანსდიუსერი, რომელიც აღჭურვილია საპუნქციო ნემსის მიმმართველით, რაც უზრუნველყოფს პუნქციის დამიზნებისა და საპუნქციო ნემსის გადაადგილების მონიტორინგს. დამიზნებისას საპუნქციო მარშრუტი შეირჩევა დოპლერული კვლევის მონაცემთა გათვალისწინებით. სკაპულურ ხაზზე შერჩეული საპუნქციო წერტილის არეში კანზე გაკეთდა ჩანაჭდევი, საიდანაც დროის რეალურ მასშტაბში ულტრაბგერითი კონტროლით წარმონაქმნში, მისი უკანა-ქვედა კედლის გავლით, პირველივე ცდით შეყვანილ იქნა 18G დიამეტრის საპუნქციო ნემსი (სურათი 2). სტილეტის ამოღების შემდეგ მიუხედავად მრავალჯერადი აქტიური ასპირაციისა შპრიცში შიგთავსი ვერ იქნა მიღებული რაც მოსალოდნელიცაა სქელი კონსისტენციის შიგთავსის შემთხვევაში; ამის შემდეგ მანიპულაცია გადადის რენტგენოსკოპული კონტროლის ეტაპზე, რაც ხორციელდება C-ARM-ის ტიპის რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარის გამოყენებით. ნემსის კანულის საშუალებით წარმონაქმნში შეყვანილ იქნა საკონტრასტო ნივთიერება, რომელიც არათანაბრად გავრცელდა რეტროპერიტონულად. ამდენად, დადასტურდა წარმონაქმნის არსებობა და გადაწყდა მისი დრენირება. ამისთვის წარმონაქმნში შეყვანილ იქნა გამტარი მავთული. რენტგენოსკოპულად ისახება არაერთგვაროვნად კონტრასტირებული პუნქტირებული წარმონაქმნი მასში გამტარი მავთულით (სურათი 3), რომელიც მდებარეობს ოპერაციული გზით ჩაყენებული დრენაჟის მიმდებარედ. გამტარი მავთულის გაყოლებით ჩატარდა მადრენირებელი არხის ბუჟირება (სურათი 4) და საბოლოოდ აბსცესის ღრუში ჩაყენებულ იქნა 12 CH დიამეტრის რენტგენოკონტრასტული „Pig-Tail“ კათეტერი, რომლის ბოლოც ფიქსირდება „Pig-Tail“ მდგომარეობაში სპეციალური ძაფით, რის გამოც კანზე მიკერება არ არის აუცილებელი (სურათი 5). აქტიური ასპირაციით მიღებულ იქნა მცირე რაოდენობით ჰემორაგიული მასა. დრენირებული ღრუ გამოირეცხა (სურათი 6). დრენირებული წარმონაქმნის სქელი კონსისტენციის გამო ჩატარდა მისი დამუშავება პროტეოლიზური ფერმენტით. კათეტერიდან მიიღება მოყვითალო, სქელი კონსისტენციის ფიფქებიანი შიგთავსი. რამოდენიმე დღის შემდეგ საკონტროლო ფისტულოგრაფიისას გამოისახა დრენირებული ღრუ და საკონტრასტო ნივთიერება გადავიდა ვირზუნგის სადინარსა და 12-გოჯაში (სურათი 7) – ამგვარად, დადგინდა, რომ დრენირებული წარმონაქმნი პანკრეატიტულ, სქელი დეტრიტის შემცველ ღრუს წარმოადგენს, რაც დადასტურდა აგრეთვე კტ კვლევით (სურათი 8 და 9). მანიპულაციიდან მე-20 დღეს ჩატარებული ფისტულოგრაფიისას ღრუ პრაქტიკულად არ ისახება, საკონტრასტო ნივთიერება პირდაპირ გადადის ვირზუნგის სადინარში (სურათი 10). გადაწყდა კათეტერის დატოვება მანამდე, სანამ ფისტულოგრაფიით არ დადგინდება ნარჩენი ღრუს ვირზუგის სადინართან კავშირის დაკარგვა. მანიპულაციიდან 28-ე დღეს ფისტულოგრაფიით ვირზუნგის სადინარი არ გამოისახა. გამონადენი კათეტერიდან პრაქტიკულად არ აღინიშნება. მანიპულაციიდან 30-ე დღეს კათეტერი ამოღებულ იქნა.

ლიტერატურა

ნანახია: 3742 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 3

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269105


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.