აქტუალური თემა

ახალი პროექტები

კანონი და ჯანდაცვა

სიახლეები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

კვლევა

მიმოხილვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ღირსეული დასტაქარი [5.00]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [5.00]

ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა [5.00]


ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [18047]

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა [16706]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [12642]

მენოპაუზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინი [12176]

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს [11699]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 12

ღირსეული დასტაქარი

ავტორი: ვასილ არჩვაძე
მედ, მეცნ. დოქტორი, თსსუ N2 ქირურგიული დეპარტამენტის ზოგადი ქირურგიის მიმართულების ასისტ. პროფესორი
გოგი კაკოიშვილი
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, სახ. პრემიის ლაურეატი




საქართველოში მეცნიერული და პრაქტიკული ქირურგიის ფუძემდებლის, გრიგოლ მუხაძის, დიდი და საყვარელი მოწაფე – ბატონი გოგი (გიორგი) ბოჭორიშვილი – მრავალმხრივი ქირურგი, მეცნიერი და პედაგოგია. მას მრავალი პაციენტის სიცოცხლე გადაურჩენია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქირურგიული საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში. მისი აღზრდილია ქართველ ექიმთა არაერთი თაობა, მრავალი წლის განმავლობაში სტუდენტები ქირურგიას მის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ. იგი ყოველთვის იყო პაციენტებისა და კლინიკის თანამშრომლების იმედი. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. როგორც დიდი პატრიოტი, იგი უყურადღებოდ არ ტოვებდა საქართველოს არც ერთ კუთხეს და ადგილზე უწევდა დახმარებას პაციენტებს, და გვერდში ედგა რაიონული საავადმყოფოების ქირურგებს, რომელთა უმრავ­ლესობის ქირურგებად ჩამოყალიბების საქმეში ბატონ გოგი ბოჭორიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის.
ასეთია ომგადახდილი, არაჩვეულებრივი მეუღლე, ღირსეული სახელოვანი შვილების მამა, უდიდესი ქირურგი, ბატონი გოგი ბოჭორიშვილი.
ძალზე საწყენია, რომ ჯანმრთთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, დღესაც ღირსეულად ემსახუროს საყვარელ საქმეს, თუმცა ასეთი სურვილი გააჩნია.

მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, სახ. პრემიის ლაურეატი
გოგი კაკოიშვილი

 

---------------------------------------------------

სტუდენტის თვალით დანახული
მესამე კურსის სტუდენტისათვის დიდი მოვლენაა კლინიკურ დისციპლინებთან ზიარება. ლექტორის მიერ ხატოვნად წაკითხული ლექციისას ავადმყოფთა დემონსტრაცია სტუდენტებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ასეთად მახსოვს 1978 წელი — გოგი (გიორგი) ბოჭორიშვილის ლექციები ზოგადი ქირურგიის საგანში, რომელიც მაშინდელ კამოს ქუჩაზე მდებარე ქალაქის სასწრაფო დახმარების N2 საავადმყოფოში სრული ანშლაგით იკითხებოდა. მახსოვს ქათქათა ხალათში, დამახასიათებელი მაღალი ჩაჩით კათედრაზე მდგარი ბატონი გოგი მის მიერ ოსტეოსინთეზის ოპერაციაგადატანილ ავადმყოფის დემონსტრაციას ახდენდა ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მან პაციენტი კათედრაზე წამოაწვინა, გვერდით კი შესახვევის ექთნები ამოიყენა ორიოდე თირკმლისებრი თასით ხელში. რამდენიმე წუთიც და განცვიფრებული სტუდენტური აუდიტორიის თვალწინ ბატონმა გოგიმ ოსტეოზინთეზისთვის განკუთვნილი ლითონის ღერო კათედრაზე დადო. ამ დღიდან მოყოლებული, ქირურგიაში მუშაობის მსურველ სტუდენტთა რიცხვი ერთიორად გაიზარდა. ხარობდა ჩვენი გული, როცა ვახერხებდით ბატონი გოგის ავტორობით დასტამბული „ზოგადი ქირურგიის“, „ზოგადი ქირურგიის პრაქტიკუმის“, „კერძო ქირურგიის“ და „ავადმყოფის მოვლის“ შოვნას, რომლებიც სტუდენტებს შორის საუკეთესო საჩუქრად ითვლებოდა, მათზე არაერთი თაობა აღიზარდა. დაუვიწყარია ბატონი გოგის გამოსვლა სატელევიზიო ჟურნალ „ჯანმრთელობაში“ მწვავე მუცლის შესახებ, რომელიც მისი საყვარელი თემა იყო.
ჰიპოკრატეს ფიცი და ელემენტარული ოჯახური აღზრდა მასწავლებლის, პედაგოგისა და ლექტორისადმი გაუხუნარ მადლიერებას გვავალდებულებს. მედიკოსთა არაერთი თაობის სახელით ვმადლობთ ღვაწლმოსილ დასტაქარს, სამამულო ომგამოვლილ მეომარსა და ლექტორს!

მედ, მეცნ. დოქტორი,
თსსუ N2 ქირურგიული დეპარტამენტის ზოგადი ქირურგიის მიმართულების ასისტ. პროფესორი
ვასილ არჩვაძე

 

ნანახია: 3891 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.