სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

ნობელის პრემია

NOTA BENE

MEDICAL IT

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

თარგმანი

პრევენცია

პრაქტიკოსის გვერდი

კლინიკური კვლევა

სამედიცინო ბიულეტენი

სიახლეები

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [5.00]

ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ [5.00]

ევთანაზია [5.00]

შიდსის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში ნაპოვნი იქნება [5.00]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [5.00]


მწვავე გარდამავალი პორფირია [8998]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [7792]

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები [7273]

ევთანაზია [6755]

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ [6179]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 7

თბილისის ფარგლებში არსებული სარეკრეაციო ზონებსა და მიმდებარე ცენტრალურ გამზირებზე გენერირებული ხმაურის ჰიგიენური შეფასება

ავტორი: მ. არაბიძე, მ. გრძელიშვილი, მ. ლაშხაური, ქ. კიკნაძე, ნ. შუბითიძე, ი. ფაღავა, თბილისის, გ. ნათაძის სახ. სანიტარიისა და ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტი

>>  თანამედროვე ქალაქების ურბანიზაცია, სამრეწველო პოტენციალის მაღალი დონე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საქალაქო ტრანსპორტის მძლავრი ქსელი, ცხოვრების სწრაფი ტემპი და სხვ. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოს ხარისხსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დიდი ქალაქებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ხმაურის დონის განუხრელი ზრდა, რაც მნიშვნელოვან წილად განპირობებულია საქალაქო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობით.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური მდგომარეობა და როცა ხმაური არღვევს ამ მდგომარეობას, იგი სახიფათო ხდება ჯანმრთელობისათვის.

ხმაური გულისხმობს არითმულ ბგერათწარმოქმნას, სხვადასხვა ტონალობის ბგერების უწესრიგო არევას, აგრეთვე ნებისმიერ ბგერას, რომელიც ხელს უშლის გარშემო მყოფთ, ან იწვევს დისკომფორტს.

ხმაური არაკეთილსასურველ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლილობასა და მთელ რიგ დაავადებებს, ცვლის ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესის ფუნქციურ მდგომარეობას. იწვევს ორგანიზმის იმუნოლოგიური აქტივობის, საერთო რეზისტენტობის დაქვეითებას. მეტად მნიშვნელოვანია ხმაურის ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების შორეული შედეგები. დადგენილია მაღალკორელაციური კავშირი კვარტალშიდა ხმაურსა და არაინფექციურ ნერვულ დაავადებებს შორის. კვლევებით დადასტურებულია, რომ ეს დაავადებები გამოწვეულია გარემოს მთელი რიგი ანთროპოგენური ფაქტორების (ჰაერი, წყალი, მეტეოროლოგიური) და მათ შორის ხმაურის ერთობლივი მოქმედებით ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე (1). ამდენად, ხმაური გარკვეული ხარისხით განსაზღვრავს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შრომის ნაყოფიერებას.
კავშირი «ეკომედექსპრესის» მიერ პროგრამის «თბილისის ფარგლებში არსებული სარეკრეაციო ზონებისა და წყლის ობიექტების გარემოს (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგი» განხორციელებისას, თბილისის დასასვენებელ ბაღებში, პარკებსა და მათ მიმდებარე ცენტრალურ გამზირებზე შესწავლილ იქნა ხმაურის მდგომარეობა. შესწავლილ იქნა ბგერითი წნევის, ბგერისა და ბგერის ეკვივალენტური დონეები. გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე სულ ჩატარდა 90 გაზომვა. ასევე შედგენილი ანკეტებით გამოიკითხვა სარეკრეაციო ზონების დამსვენებლები და ცენტრალურ გამზირებზე მცხოვრები მოსახლეობა (150 რესპოდენტი). ხმაურის პარამეტრები გაიზომა «ბრიული და კიერის» ფირმის ხმაურმზომით. ბგერითი წნევის დონეები, ბგერის დონეები და ბგერის ეკვივალენტური დონეები შესწავლილ იქნა მოქმედი სტანდარტით (2) და შეფასდა სანიტარიული ნორმების (3) მიხედვით.
გაზომვის შედეგების მიხედვით, საქალაქო სატრანსპორტო საშუალებების მიერ გენერირებული ხმაური, სარეკრეაციო ბაღების, პარკების, სკვერების მიმდებარე გამზირებსა და ქუჩებზე: რუსთაველი (9 აპრილის ბაღი და ზ. ფალიაშვილის სკვერი), პ. მელიქიშვილი (დ. აბაშიძის სკვერი), ი. ჭავჭავაძე (მზიური, ვაკის პარკი), დ. აღმაშენებელი (მუშტაიდი, ვარდების ბაღი), ა. ყაზბეგი (წითელი ბაღი), კ. გამსახურდია (ა. ბუკიას ბაღი), ა. წერეთელი (ა. წერეთლის სკვერი), მ. კოსტავა (ვერის პარკი და ზოოპარკი), ც. დადიანი (ც. დადიანის ბაღი), დიღმის მასივი (კუნძულ ტექსელის სკვერი) და ბოტანიკური ბაღი აღემატება დასაშვებ დონეებს. ბგერის მაქსიმალური დონეები მერყეობდა 75-86 დბA-ს ფარგლებში, რაც 5-16 დბA აღემატება საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიებისათვის დადგენილ ჰიგიენურ ნორმებს. აღნიშნულ გამზირებსა და ქუჩებზე ბგერითი წნევის დონეები ოქტაურ ზოლებში, თითქმის ყველა სიხშირეზე, განსაკუთრებით კი დაბალ და საშუალო სიხშირეზე აღემატება ნორმას, მაღალი იყო ბგერის ეკვივალენტური დონეებიც და მერყეობდა 72-76 დბA ფარგლებში, რაც 17-21 დბA-ით მეტია დადგენილ ნორმაზე.
ხმაურის პარამეტრები ასევე გაიზომა ზემოთ აღნიშნულ სარეკრეაციო ბაღებში, პარკებსა და სკვერებში, მიმდებარე გამზირებისა და ქუჩების ტროტუარებიდან 15 და 30 მეტრ მანძილზე, სადაც ეს შესაძლებელი იყო (ცხრილი 1) .
გაზომვის შედეგების მიხედვით, ხმაურის მაქსიმალური დონე გზის მხარეს მერყეობდა 61-76 დბA-ის ფარგლებში, რაც 1-8 დბA-ით აღემატება ნორმას, ხოლო ბგერითი წნევის დონეები, თითქმის ყველა ოქტაურ ზოლში, 1-7 დბA-ით აღემატება ნორმას. ბაღებისა და პარკების სიღრმეში აღნიშნული პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. მცირე ზომის სკვერებში, რომლებიც მდებარეობენ გამზირებისა და ქუჩების პირას (ზ. ფალიაშვილის, დ. აბაშიძის, ა. წერეთლის სკვერები და ა. ბუკიას ბაღი) ხმაურის დონე მაღალია, 12-18 დბA-ით აღემატება ნორმას და უახლოვდება მიმდებარე გამზირებზე არსებულ ხმაურის დონეებს.
გაზომვის შედეგებით ოქტომბერში, მაისის თვესთან შედარებით, ხმაურის დონემ ძირითად გამზირებსა (რუსთაველი, მელიქიშვილი, ჭავჭავაძე) და ქუჩებზე (კოსტავა) დაიკლო 2-3 დბA-ით, რაც გამოწვეულია აღნიშნულ გამზირებსა და ქუჩებზე გზის საფარისა და ტრანსპორტის ნაკადის შედგენილობის შეცვლით (ცენტრალურ გამზირებზე აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა).
აღსანიშნავია, რომ ხმაურის მაღალი დონე ზოგადად განპირობებულიიყო საქალაქო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობით (საათში 2500-4000 მანქანა), მათი უმრავლესობის ტექნიკური გაუმართაობით, ვიწრო ქუჩებით, გამზირებისა და ქუჩების საფარის არადამაკმაყოფილებელი სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობით, ქვეითად მოსიარულეთა გზებსა და ქუჩის სამგზავრო ნაწილს შორის არასაკმარისი მწვანე ნარგავების დაცვითი ზოლის არსებობით, ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, აკრძალულ ადგილებში ავტოტრანსპორტის მიერ ხმოვანი საყვირების გამოყენებით, ქუჩების არასწორი განაშენიანებითა და კეთილმოუწყობლობით.
სარეკრეაციო ზონების დამსვენებლების და ცენტრალურ გამზირებზე მცხოვრებთა ანკეტური გამოკითხვით (150 რესპოდენტი) გამოვლინდა, რომ ავტოტრანსპორტის ხმაური შემაწუხებელად მოქმედებს ძირითადად ზაფხულში, პიკის საათებში 60,3% და საღამოს 5,2%, 17,2% პიკის საათსა დროს და საღამოს ერთად და გამოიხატებოდა ორი, სამი ჩივილის კომბინაციით. ხმაურის მიმართ მგრძნობელობა განსხვავებული იყო ასაკობრივ ჯგუფებშიც, მაგალითითად, I ასაკობრივ ჯგუფში (40 წლამდე) ჩივილი 4 სიმპტომით აღენიშნა 5%-ს, II ასაკობრივ ჯგუფში (40-50 წელი) 32%-ს, III ასაკობრივ ჯგუფში (50-60 წელი) ჩივილები ექვსივე სიმპტომით აღენიშნა 26,1%-ს. გამოიკვეთა ხმაურის მიმართ მგრძნობელობის ზრდა კონტაქტის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად (ცხრილი 2) .
კვლევის შედეგების მიხედვით:
• გამზირებსა და ქუჩებში ავტოტრანსპორტის ნაკადების მიერ გენერირებული ხმაური ატარებს არამუდმივ, ფართოზოლოვან ხასიათს, დიდ ინტენსივობასა და მაქსიმალურ ბგერით ენერგიას აღწევს დაბალ და საშუალო სიხშირეებზე, 5-16 დბA-ით, აღემატება საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიებისათვის დადგენილ ჰიგიენურ ნორმებს. მაღალია ბგერის ეკვივალენტური დონეებიც და მერყეობს 72-76 დბA ფარგლებში, რაც 17-21 დბA-ით მეტია დადგენილ ნორმაზე. «ქუჩის ხმაურის» დონე უახლოვდება სამრეწველო საწარმოების ხმაურის დონეს, ამასთანავე, იგი მთელი დღე-ღამის განმავლობაში მოქმედებს.
• მომატებული რისკის ტერიტორიებზე (გამზირები და ქუჩები) მცხოვრები გამოკითხული რესპოდენტების თითქმის უმრავლესობის მიერ სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურობა და ამით გამოწვეული ხმაური შეფასებულია როგორც «შემაწუხებელი», დარღვეულია ამ ტერიტორიებზე მცხოვრებლების ყოფა-ცხოვრების, ძილისა და დასვენების რეჟიმი იმ სარეკრეაციო სათავსებში (საძინებელი და მისაღები ოთახები), რომლებიც ორიენტირებულია ინტენსიური სატრანსპორტო ნაკადებით დატვირთული გამზირებისა და ქუჩების მხარეს;
• მომატებული რისკის ტერიტორიებზე, სადაც მაღალია ხმაურის მაქსიმალური და ეკვივალენტური დონეები ასევე აღინიშნა ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებაც;
• მომატებული რისკის ტერიტორიებზე გამოკითხულთა სუბიექტური შეფასება და ჩივილების ხასიათი შეესაბამება სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობით გამოწვეულ მავნეობის ხასიათს;
აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ხმაურის დონეების სისტემატურ კონტროლი. შემუშავდა ხმაურის საწინააღმდეგო ტექნიკური, დაგეგმარებითი და ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსი:
1. საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის რაციონალური ორგანიზაცია:
ა)ავტოსატრანსპორტო ნაკადების გადანაწილება სხვადასხვა ქუჩებზე;
ბ) ცალმხრივი მოძრაობა;
გ) ქალაქის ირგვლივ შემოვლითი გზების მშენებლობა და სხვა.
დ) აიკრძალოს ცენტრალურ გამზირებსა ქუჩებზე ავტომანქანების ორმხრივი დგომა, მოეწყოს ავტომანქანების სპეციალური სადგომები (პარკინგები);
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაღალხარისხსიანი საწვავით (ბენზინი, დიზელი) უზრუნველყოფა;
3. ტექნიკურად გაუმართავი (აირდამჭერი ფილტრები ხმაურჩამხშობი და სხვა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვა;
4. ქალაქის ფარგლებში ყველა სახეობის ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სახანძრო, საპატრულო პოლიციის მანქანები) ხმოვანი საყვირების აკრძალვა;
5. სატრანსპორტო გზების დროული რემონტი, მოპირკეთება მაღალხარისხიანი ასფალტის ან სხვა საფარის დაგება შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით;
6. გზაჯვარედინებზე შუქნიშნების რეგულარული მუშაობის უზრუნველყოფა;
7. ქუჩის სამგზავრო ნაწილსა და ქვეითად მოსიარულეთა შორის დაცვითი მწვანე ზოლის შექმნა, არსებულის გაფართოვება, ტრასების მიმდებარე ტერიტორიების სივრცეების ბუჩქნარით შევსება;
8. სანიტარიული ნორმის ფარგლებში დასაშვები ხმაურისა და ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ტერიტორიის განაშენიანება და საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისა და ნაგებობების აგება მოხდეს სამშენებლო ნორმებისა და წესების (СН и П I I 60-75) «ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი ტერიტორიის დაგეგმარება და განაშენიანება» მოთხოვნების მიხედვით.
9. სატრანსპორტო მაგისტრალებსა (გამზირები) და საცხოვრებელი სახლების წითელ ხაზს შორის სამშენებლო და ჰიგიენური ნორმებით გათვალისწინებული მანძილის დაცვა;
10. ხმაურის ამრეკლავი მასალებისა და კონსტრუქციების გამოყენება მშენებლობისა და მოპირკეთებისათვის;
11. ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ეროვნული სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დანერგვა;
12. ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტით მოსარგებლე პირებისა და ორგანიზაციების მიმართ ადმინისტრაციული ზომების დადგენა და გამოყენება;
13. სანიტარიული ზედამხედველობა დასახლებული ადგილების, გამზირების, ქუჩებისა და მიმდებარე სარეკრეაციო ზონების ხმაურის პარამეტრებზე სანიტარიული ნორმების მოთხოვნების მიხედვით.

აღნიშნული ღონისძიებების კომპლექსი გადაეცა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს.

ლიტერატურა

ნანახია: 3143 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269106


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.