თანამშრომლობა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

სიახლეები

მიმოხილვა

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

NOTA BENE

გაიდლაინი

დისკუსია

სამედიცინო ბიულეტენი

ჩვენი თანამედროვე

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [5.00]

ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

უეცარი კარდიული სიკვდილი [5.00]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [4.00]

სანგრისეული ტერფი [0.00]


ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [48567]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [10480]

გულის დიასტოლური უკმარისობა: ეპიდემიოლოგია, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [9189]

მასტოპათია და კიბო [7690]

მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპცია და ძუძუთი კვება [6249]


თემების რაოდენობა: 21
კომენტარები: 1

მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპცია და ძუძუთი კვება

ავტორი: Sara Newmann, Nancy Padian; International Medical Advisory Panel (IMAP)

>>  საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მშობიარობისშემდგომ კონტრაცეპციას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაკლებად განვითარებული 27 ქვეყნიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ქალთა 2/3-ს ბოლო მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში კონტრაცეპციის არადამაკმაყოფილებელი მოთხოვნილება აღენიშნება, დაახლოებით 40% გეგმავს კონტრაცეპციას, მაგრამ სასურველი მეთოდი მისთვის ხელმიუწვდომელია. დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობების პრევენციით დედათა სიკვდილინობის 25-40%-ის თავიდან აცილება, ხოლო მშობიარობათა შორის არანაკლებ 2 წლიანი ინტერვალის მიღწევით ბავშვთა ლეტალობის 10%-ით შემცირებაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად თავიდან ავიცილებთ 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის მილიონამდე შემთხვევას.
ახალშობილის ძუძუთი კვება ადამიანის რეპროდუქციული პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და იგი ბავშვის, დედისა და მათი ოჯახის პერსპექტიულობის კუთხით უნდა იყოს დანახული. ოჯახმა, ჯანდაცვის სისტემამ და საზოგადოებამ თანაბარი როლი უნდა ითამაშოს ძუძუთი კვების მხარდაჭერასა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფაში. მშობიარობისშემდგომი კონტრაცეპციის მეთოდისა და მისი გამოყენების ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილების მიღწევისას აუცილებლად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვება, როგორც კრიტიკული საკითხი.


მშობიარობისშემდგომი კონტრაცეპცია
ქალებისთვის, რომლებიც ჩვილებს ძუძუთი არ კვებავენ
ქალებს, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი შვილები საერთოდ არ კვებონ საკუთარი რძით, ოვულაცია საშუალოდ მშობიარობიდან ექვსი კვირის თავზე აღენიშნებათ, ზოგ შემთხვევაში კვერცხუჯრედის მომწიფება სამ კვირამდეც ხდება. აქედან გამომდინარე, შემდგომი ორსულობისგან თავის დაცვის მაქსიმალური ეფექტისათვის, ქალმა კონტრაცეპციას მშობიარობის შემდგომი სამი კვირის განმავლობაში უნდა მიმართოს. კონტრაცეპციის ზოგიერთი მეთოდი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებული თრომბოემბოლიის რისკი ძალიან მცირეა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციით, ქალებმა, რომელთაც ორსულობისას თრომბოფილია აღენიშნათ, კონტრაცეპციის ამ მეთოდს მშობიარობისშემდგომ სამ კვირამდე არ უნდა მიმართონ.
ქალებისთვის, რომლებიც ჩვილებს ძუძუთი კვებავენ
ასეთ შემთხვევაში, კონტრაცეპციის არჩეული მეთოდი მაქსიმალური ეფექტით უნდა ხასიათდებოდეს, ამავე დროს იგი უარყოფით გავლენას არ უნდა ახდენდეს ლაქტაციასა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. დედებს, რომლებიც შვილებს საკუთარი რძით ექსკლუზიურად კვებავენ, ოვულაცია მშობიარობიდან საშუალოდ 6-7 თვის თავზე აღენიშნებათ.
ლაქტაციის პერიოდში არაჰორმონული კონტრაცეპტივების (სპილენძის საშვილოსნოსშიდა საშუალებები, ბარიერული საშუალებები და სტერილიზაცია) გამოყენება საუკეთესო არჩევანია. თუმცა, იმ ქალებს შორის, რომლებიც სტერილიზაციას მშობიარობისთანავე მიმართავენ (მშობიარობის შემდგომი დაუყოვნებელი სტერილიზაცია), დიდი სინანულის გრძნობა აღინიშნება. არჩევის მეორად მეთოდებს იმ ჰორმონული აგენტების გამოყენება მიეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ პროგესტოგენებს შეიცავენ. ამგვარი კონტრაცეპტივები აბების, ვაგინური ბეჭდების, საიმპლანტაციო და საინექციო, ასევე საშვილოსნოსშიდა საშუალებების სახითაა ხელმისაწვდომი. ლევონორგესტეროლის საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენება მშობიარობისთანავეა დაშვებული, რადგან სისხლში მოხვედრილი ლევონორგესტეროლის კონცენტრაცია იმდენად მცირეა, რომ გავლენას არ ახდენს ლაქტაციაზე. სხვა პროგესტაგენური კონტრაცეპტივები კი მშობიარობიდან 6-10 კვირის შემდგომაა რეკომენდებული. კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპცია კი მშობიარობის შემდეგ ექვს თვემდე არ არის მოწოდებული.

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი (ლამ) და მისგან კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდებზე გადასვლა
ძუძუთი კვების ბუნებრივი ეფექტის გავლენაზე დაფუძნებული ოჯახის დაგეგმვის მეთოდი ლაქტაციური ამენორეის მეთოდის (ლამ) სახელითაა ცნობილი. იმისათვის, რომ აღნიშნული მეთოდი ჩაითვალოს საიმედოდ, საჭიროა სრულდებოდეს შემდეგი სამი პირობა:
1. ქალს არ უნდა აღენიშნებოდეს თვიური.
2. ჩვილის ძუძუთი კვება უნდა ხდებოდეს ხშირად, როგორც დღე ასევე ღამე.
3. ახალშობილი უნდა იყოს ექვს თვემდე ასაკის.
ლაქტაციური ამენორეის მეთოდიდან კონტრაცეპციის თანამედროვე სხვა რომელიმე მეთოდზე გადასვლის საკითხი განხილულ უნდა იქნას ადრეულ მშობიარობისშემდგომ პერიოდში.
საშვილოსნოსშიდა საშუალებები
საშვილოსნოსშიდა საშუალებები (სპილენძის შემცველი) მაღალი ეფექტურობით ხასიათდება და ლაქტაციასა და ბავშვის განვითარებაზე ნეგატიური გავლენას არ ახდენს, რაც აღნიშნული კონტრაცეპტივების უპირატესობას განაპირობებს. გარდა ამისა, ქალებში, რომლებიც შვილებს ძუძუთი კვებავენ, განსხვავებით იმ ქალებისგან, რომლებიც უარს ამბობენ ახალშობილის საკუთარი რძით გამოკვებაზე, საშვილოსნოსშიდა საშუალებების ჩადგმასთან დაკავშირებული სისხლდენისა და ტკივილის განვითარების რისკი დაბალია.
საშვილოსნოსშიდა საშუალების ჩადგმა შესაძლებელია მშობიარობის დასრულებისთანავე, მომყოლის გამოძევების შემდეგ ან მშობიარობიდან 48 საათის განმავლობაში. აღნიშნული მეთოდის გამოყენება არ უნდა მოხდეს მშობიარობის შემდგომი 48 საათი – 4 კვირის შეუალედში, ამ პერიოდში საშვილოსნოს ინვოლუციის დაუსრულებლობისა და კონტრაცეპტივის ჩადგმასთან დაკავშირებული საშვილოსნოს კედლის პერფორაციის, ასევე კონტრაცეპტივის გამოძევების მაღალი რისკის გამო. საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენების წინ გულდასმით უნდა შეფასდეს საშვილოსნოს პოზიცია.
ბარიერული მეთოდები (ქალისა და მამაკაცის კონდომები)
სწორად გამოყენების შემთხვევაში, კონტრაცეპციის აღნიშნული მეთოდი ძალზედ საიმედოა. დიაფრაგმისა და საშვილოსნოს ყელის სახურების გამოყენება მშობიარობისშემდგომი პირველი 6 კვირის განმავლობაში რეკომენდებული არ არის.
ქალთა სტერილიზაცია (მილების ლიგირება)
ძალზედ ეფექტურია. იგი გავლენას არ ახდენს ლაქტაციაზე.
მამაკაცთა სტერილიზაცია (ვაზექტომია)
მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპციის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. მამაკაცმა ოპერაცია პარტნიორის მშობიარობისშემდეგ რაც შეიძლება მალე უნდა ჩაიტაროს. ვაზექტომია შედეგს დაახლოებით სამი თვის შემდეგ იძლევა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ვადამდე წყვილმა კონტრაცეფციის სხვა მეთოდს უნდა მიმართოს.
მხოლოდ პროგესტოგენული კონტრაცეპტივები
მცირე დოზით პროგესტოგენები (განსხვავებით მაღალი დოზის – დეპო-მედროქსიპროგესტერონაცეტატისა) ლაქტაციის პროცესზე უმნიშვნელო ზეგავლენისა და მაღალი ეფექტურობის გამო, ქალებისათვის, რომელთაც არაჰორმონული აგენტების მიმართ სიძნელეები აღენიშნებათ, არჩევის საუკეთესო მეთოდია. პროგესტოგენული კონტრაცეპტივების გამოყენება მშობიარობიდან 48 საათის შემდეგაა რეკომენდებული.
კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივები
ესტროგენ-პროგესტოგენული კომბინირებული კონტრაცეპტივები დედის რძის ხარისხსა და რაოდენობაზე ნეგატიურად მოქმედებენ. მათი გამოყენება მშობიარობისშემდგომ 6 თვის ან ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შემდეგაა რეკომენდებული.
გადაუდებელი კონტრაცეპცია
მშობიარობისშემდგომ 21 დღის განმავლობაში სქესობრივი კავშირი არ ითვლება გადაუდებელი კონტრაცეპციის ჩვენებად. ამ ხნის შემდეგ კი, როგორც მეძუძური დედებისთვის ასევე სხვა დანარჩენი ქალებისთვის გადაუდებელ კონტრაცეპციად მხოლოდ პროგესტოგენის შემცველი საშუალებები ითვლება. მონაცემები ადასტურებენ, რომ მცირე დოზით პროგესტოგენები ლაქტაციასა და ბავშვის ზრდაზე მავნე გავლენას არ ახდენენ.
პერიოდული აბსტინენცია
გამომდინარე იქედან, რომ მშობიარობის შემდგომი პირველი თვეების განმავლობაში მენსტრუაციული ციკლი არარეგულარულია და თვიურის ვადების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, სქესობრივი კავშირებისგან პერიოდული თავშეკავება კონტრაცეპციის თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტურია.
ცხრილი 1 ასახავს მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპციის მახასიათებელებს.

1997 წლიდან საქართველოში მუშაობს IPPF-ის ევროპის რეგიონის წევრი “ასოციაცია ჰერა-XXI”, რომელიც წარმოადგენს არაშემოსავლიან, მოხალისეთა ბაზაზე შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციას. იგი საქმიანობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რათა გაუმჯობესდეს თითოეული ადამიანის, ოჯახის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.



ინგლისურიდან თარგმნა გ. მაშანეიშვილმა

ნანახია: 6248 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.