მსოფლიოს ჯანდაცვა

სიახლეები

მიმოხილვა

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

ახალი მეთოდები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

კანქვეშა ვენური პორტის იმპლანტაცია, მარტივი გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან [4.50]

ფონ ვილებრანდის დაავადება - სისხლის შედედების პათოლოგია [4.00]

ბოტულიზმით განმეორებით დაავადების შემთხვევა [0.00]

დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება ცალკეული ნეირონის ფუნქციონირებაზე [0.00]


ჰიპერბილირუბინემიის მართვა ახალშობილ ბავშვებში, რომელთა გესტაციური ასაკი 35 და მეტი კვირაა [20862]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
WORLD HEALTH ORGANIZATION [9980]

ჰიპოკალცემიის დიაგნოსტიკა და მართვა [9725]

ინტელექტი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები [9627]

ყვავილები ელჯერნონისათვის [9202]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 5

ბოტულიზმით განმეორებით დაავადების შემთხვევა

ავტორი: ი. ხმალაძე, ა. ლაღიძე, მ. უგულავა, კ. ჩომახიძე, შ. კიწმარიშვილი
თსსუ, ინფექციური პათოლოგიის ცენტრი
I. Khmaladze, A.Lagidze, M. Ugulava, K.Chomakhidze, S. Kitsmarishvili
TSMU, Senter of Infection Pathology
The case of being repeatedly infected with botulism

>>  There is described one and the same patient’s case of being repeatedly infected with botulism, with the interval of two months. The mentioned case once more certifies the fact that in case of being infected by any clinical form of botulism no specific immunity is formed. This should be connected with the bad immunogenicity of its toxin.


Clostridium botulinum – ანაერობული, სპორაწარმომქმნელი, მოძრავი გრამ-დადებითი ჩხირი. გამოირჩევა მაღალი პათოგენურობით. წარმოქმნის ეგზოტოქსინს. ეს ტოქსინი თერმოლაბილურია, თუმცა თერმული დამუშავების ხანგრძლივობა და სიღრმე ხშირად საკმარისი არ არის გამომწვევის სპორების გასანადგურებლად.

შემთხვევის აღწერა
ავადმყოფი ფ.თ., მცხ. მცხეთის რ-ნში, ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ნაწლავურ ინფექციათა განყოფილებაში შემოვიდა 09.01.2000, დაავადების II დღეს. დაავადების მიზეზს წიწაკის კუსტარულად დამზადებული კონსერვის საკვებად გა-მოყენება წარმოადგენდა. ინკუბაციურმა პერიოდმა 10 საათი შეადგინა.
ავადმყოფს დაავადება დაეწყო ღებინებით, არაინტენსიური ფაღარათით, რასაც მალე ოფთალმოლოგიური სინდრომის განვითარება მოჰყვა. კერძოდ: ბუნდოვანი ხედვა, ნისლი თვალების წინ, სტრაბიზმი, დიპლოპია. 14-18 საათის შემდეგ პაციენტს გაუძნელდა ყლაპვა და შეეცვალა ხმის ტემბრი (ცხვირისმიერი გაუხდა).
უკვე სტაციონარში ავადმყოფს გამოეხატა სრული ფტოზი, აფაგია, გაუძნელდა სუნთქვა. სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, სადაც ჩატარებული სათანადო მკურნალობის ფონზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ჰოსპიტალიზაციის 25-ე დღეს ბინაზე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.
დასკვნითი დიაგნოზი: ბოტულიზმი (მძიმე ფორმა), მიოკარდიტი.
გაწერიდან 1 თვის შემდეგ, 04.03.2000, ფ.თ. კვლავ შემოვიდა ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ნაწლავურ ინფექციათა განყოფილებაში, ზემოთ უკვე აღწერილი კლინიკური გამოვლინებებით. აქ მისი მდგომარეობა დინამიკაში ამჟამადაც დამძიმდა და შემდგომი მკურნალობის მიზნით იგი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, სადაც პაციენტს მძიმე ფორმის ბოტულიზმის კლინიკური სურათი ჩამოუყალიბდა. დაავადების მიზეზს, ამჯერად, სოკოს კუსტარულად დამზადებული კონსერვის საკვებად გამოყენება წარმოადგენდა. ინკუბაციურმა პერიოდმა 20 საათი შეადგინა.
ჩატარებული მკურნალობის შედეგად ავადმყოფის ზოგადი მდგომარება გაუმჯობესდა და ბინაზე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. პაციენტმა სტაციონარში 27 საწოლ-დღე დაჰყო.
დასკვნითი დიაგნოზი: ბოტულიზმი (მძიმე ფორმა), მიოკარდიტი.
აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბოტულიზმის ნებისმიერი კლინიკური ფორმის გადატანის შემთხვევაში სპეციფიური იმუნიტეტი არ ყალიბდება, რაც მისი ტოქსინის ცუდ იმუნოგენობას უნდა დავუკავშიროთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო ლიტერატურაში მსგავსი შემთხვევის აღწერის მოძიება ვერ შევძელით.

სურათი 2. ბოტულინის ტოქსინი

ნანახია: 5350 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.