ALMA MATER

მედიცინის ისტორია

სიახლეები

NOTA BENE

თარგმანი

კლინიკური კვლევა

მიმოხილვა

კვლევა

ადამიანი და გარემო

იურისტის გვერდი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



აპოკალიფსის 25 წელი [5.00]

ელექტროქიმიური აქტივაცია - წყლის ქლორირების უსაფრთხო და მაღალეფექტური ალტერნატივა [5.00]

ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [5.00]

დეპრესიის მენეჯმენტი მოზრდილებში [5.00]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [24610]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [9200]

წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის კვლევა „დავიკოლის“ ინსტილაციისას [8987]

ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში [8178]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა [7723]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 2

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი თუ ტაკოცუბოს სინდრომი?

ავტორი: ნ. ცანავა, ა. მელია, ი. ავალიანი, ხ. ჯალაბაძე კარდიოლოგიური კლინიკა „გული“

>>  ტაკოცუბოს კარდიომიოპათია, ანუ ტრანზიტორული მარცხენა პარკუჭის ბალონირება, ხასიათდება სიმპტომებით და ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებებით, რომლებიც ძალიან ჰგავს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტს, მაგრამ მიმდინარეობს კორონარების მინიმალური ათეროსკლეროზული ცვლილებების ფონზე.
მარცხენა პარკუჭის ბალონირების სინდრომი პირველად 1991 წელს აღწერა იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა დოტეს ხელმძღვანელობით; შემდგომში ამერიკის მეიოს კლინიკის კარდიოლოგთა ჯგუფმა შემოგვთავაზა ამ სინდრომის ყველაზე ამომწურავი დეფინიცია: მარცხენა პარკუჭის აპიკალური ბალონირების სინდრომი, ასევე ცნობილი, როგორც ტაკოცუბოს კარდიომიოპათია, სტრესული კარდიომიოპათია, ამპულური კარდიომიოპათია. დაახასიათეს, როგორც მარცხენა პარკუჭის აპიკალური და შუა ვენტრიკულური კედლის კუმშვადობის გარდამავალი დისფუნქცია, მიმდინარე ობსტრუქციული ეპიკარდიული კორონარული დაავადების გარეშე, ანუ კორონარული არტერიების ოკლუზიის გარეშე.


ტაკოცუბოს სინდრომი არის შედარებით ახალი დიაგნოსტიკური სინდრომი ტიპიური კლინიკური გამოვლინებებით. სავარაუდოა, რომ ამ დაავადების სიხშირე გაცილებით მეტია, ვიდრე მისი დიაგნოსტირების შემთხვევები. შესაბამისად, ყველა კლინიცისტი და მითუმეტეს კარდიოლოგი ინფორმირებული უნდა იყვნენ ამ სინდრომის ტიპიური კლინიკური გამოვლინებების შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა სავარაუდო დოაგნოზი მწვავე კორონარული სინდრომია, განსაკუთრებით ქალებში პოსტმენოპაუზურ პერიოდში.

სურათი 1. ვენტრიკულოგრაფიისას ნანახი ბალონირება

შემთხვევის აღწერა
58 წლის ქალი, სასწრაფო დახმარების მიერ ჰოსპიტალიზირებულ იქნა კლინიკაში გონების კარგვის ეპიზოდის გამო 29.08.2007.
შემოსვლისას უჩიოდა: ტკივილს გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობას.
ავადმყოფს აქვს არტერიული ჰიპერტენზიის 15 წლიანი ანამნეზი, 2001 წელს დაუდგინდა შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II). თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობდა. ჰოსპიტალიზაციამდე რამდენიმნე დღით ადრე გადაიტანა მძიმე ემოციური სტრესი, რის ფონზეც დაეწყო პერიოდულად ტკივილი გულმკერდის არეში, ირადიაციის გარეშე. ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდა გონების კარგვა. სტაციონარში მოხვედრიდან 36-ე საათზე, მიუხედავად მკურნალობისა, კვლავ აღინიშნა გონების კარგვის ეპიზოდი, მონიტორზე დაფიქსირდა დაბალტალღოვანი პარკუჭთა ფიბრილაცია, დეფიბრილაციის შემდგომ მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია. მდგომარეობიდან გამოსვლა მოხდა კარდიოპულმონური რეანიმაციით, რის შემდეგაც აღდგა სინუსური რითმი, ხშირი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიით.
ეჭვი იქნა მიტანილი მწვავე კორონარულ სინდრომზე, და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრისათვის პაციენტს ჩაუტარდა ანგიოგრაფია და ვენტრიკულოგრაფია (სურათი 1).
გამოკვლევის შედეგად დაფიქსირდა: წინა დაღმავალი არტერია ოკლუზირებული დისტალურად 70-80%-ით. ვენტრიკულოგრაფიით, ისევე როგორც გულის ულტრაბგერითი გამოკვლევით, დადგინდა ძგიდის აპიკალური, წინა-აპიკალური სეგმენტების ჰიპოკინეზია. სისტოლური ფუნქცია უმნიშვნელოდ დაქვეითებული, განდევნის ფრაქცია - 48%. ტროპონინი - 0.16 მმოლ/ლ; განმეორებით - 0.32 ნმოლ/ლ. QT–ს გახანგრძლივების გამო განისაზღვრა მაგნიუმის დონე - 0.8 მმოლ/ლ. 24 საათიანმა ჰოლტერ-მონიტორინგმა გამოავლინა უკიდურესად დაბალი ვარიაბელობა.
დიაგნოზი:
ყურადღებას იპყრობდა გახანგრძლივებული QT-ს ფონზე მწვავე კორონარული სინდრომისთვისაც კი უჩვეულოდ უარყოფითი გიგანტური T კბილის დინამიკა გულმკერდის განხრებში. კორონარული დაავადების ფონზე განვითარებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი გამოირიცხა ბიომარკერების (ტროპონინი) და კორონაროგრაფიის საფუძველზე. სახეზე იყო რამოდენიმე საინტერესო ფაქტორის არსებობა:
1. პრობლემის სტრესული დასაწყისი;
2. ქალბატონის ასაკი - პოსტმენოპაუზა;
3. პრაქტიკულად შეუცვლელი კორონარები;
4. ვენტრიკულოგრაფიისას ნანახი ბალონირება (სურათი 1);
5. ექოსკოპიურად დადასტურებული აპიკალური ჰიპოკინეზია.
სავარაუდო დიაგნოზებიდან ეჭვი მიტანილ იქნა ტაკოცუბოს კარდიომიოპათიაზე, ანუ მარცხენა პარკუჭის ბალონირების სინდრომზე.

სურათი 2.

სურათი 3.

სურათი 4.

სურათი 5.

ნანახია: 5329 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 2

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269104


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.