შვედეთის ჯანმრთელობის დაცვის და სოციულური უზრუნველყოფის სამინისტრომ უკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებს მიანიჭა უფლება უარი განაცხადონ მკურნალობასა და ცხოველქმედების უზრუნველყოფაზე, ანუ მიეცათ პასიური ევთანაზიის უფლება. იტყობინება The Local-ი.
ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 32 წლის ქალის თხოვნის განხილვის პროცესში. ეს პაციენტი, სრული დამბლით, იმყოფებოდა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე ექვსი წლის ასაკიდან. მას და მის მსგავს პაციენტებს დაეგზავნათ წერილები, რომელიც ადასტურებდა მათი პასიური ევთანაზიის უფლებას.
სამინისტროს წარმომადგენლის ა.პრინტცის განცხადებით მკურნალობისა და ცხოველქმედების უზრუნველყოფის გადაწყვეტილება უნად მიიღოს თავად პაციენტმა ინდივიდუალურად, ექიმის მიერ მიწოდებული ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება კანონმდებლობით განემტკიცებინა ეს უფლება. ეს კანონი ეხება არა მარტო მომაკვდავებს, არამედ მძიმე პაციენტებსაც რომელთა სიცოცხლისათვის აუცილებელია მუდმივი სამედიცინო დახმარება.
ნანახია: 4398 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით