მედიცინის ისტორია

NOTA BENE

კლინიკური რეკომენდაციები

გაიდლაინი

CASE REPORT

სიახლეები

კვლევა

მიმოხილვა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



II ტიპის დიაბეტის მკურნალობა ინსულინით [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ახალი სახის ქირურგიული წებო Lifebond – ქსოვილთა სწრაფი და სიმედო შეერთება [5.00]

მეცნიერება მეცნიერებისათვის არ არსებობს… [5.00]

ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის გლივეკით მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


რკინადეფიციტური ანემია [29424]

ხალები: როგორ მოვექცეთ მათ? [24815]

II ტიპის დიაბეტის მკურნალობა ინსულინით [15480]

ძუძუს რეციდიული და მეტასტაზური კიბო - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მეთვალყურეობის რეკომენდაციები (ESMO) [11007]

სათესლე ჯირკვლის სემინომა - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის კლინიკური რეკომენდაციები (ESMO) [9831]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 7

სისხლის მუსიკა

ავტორი: გრეგ ბირი
Greg Bear, Blood Music


გაგრძელება, დასაწყისი იხ. მე-10, მე-11, მე-12 ნომრებში

– შენ ყოველთვის იცოდი, ვინ გინდა იყო, ხო? – დამისვა კითხვა.
– მეტ–ნაკლებად.
– გინეკოლოგი... მხოლოდ გამართლებული ნა­ბი­ჯები ცხოვრებაში, არც ერთი განზე... მე კი სულ სხვაგვარად ვიცხოვრე. მე მიზნები გამაჩნდა, მაგ­რამ მიმართულება არ მქონდა. ეს როგორც რუქა გზების გარეშე, მხოლოდ გეოგრაფიული წერტი­ლები. და ყველა ფეხზე მეკიდა, ყველა საკუთარი თავის გარდა. მეცნიერებისთვისაც კი მიმიფურთ­ხე­ბია. ჩემთვის ეს მხოლოდ საშუალებაა... მე საერ­თოდ გაკვირვებული ვარ, ასეთ მნიშვნელოვან შე­დეგებს რომ მივაღწიე... საკუთარი მშობლებიც კი მძულდა.
უეცრად სავარძლის სახელურებს მოეჭიდა.
– ცუდად ხარ? – შევშფოთდი მე.
– ისინი მესაუბრებიან, – მიპასუხა მან და თვა­ლე­ბი მილულა.
დაახლოებით ერთი საათი გაუნძრევლად იწვა, თით­ქოს ეძინა. პულსი გავუსინჯე – თანაბარი, სავ­სე, შუბლს შევეხე – ოდნავ ცივი, შემდეგ წავე­დი და კიდევ ყავა მოვიმზადე. როცა ვერჯილმა თვალები გაახილა, მე, უსაქმურობის გამო, ჟურ­ნალს ვფურცლავდი.
– ძნელი წარმოსადგენია, როგორ მიედინება მათთვის დრო, – წარმოთქვა მან. – სულ რაღაც სამი თუ ოთხი დღე დახარჯეს ჩვენი ენის და ჩვენი ცივილიზაციის საკვანძო ასპექტების გასაგებად. ახ­ლა ისინი ჩემთან გაცნობას აგრძელებენ. პირდა­პირ ძილში. ამ წუთას.
– ეს როგორ?
ვერჯილმა თქვა, რომ რამდენიმე ათასი მკვლე­ვა­რი მიუერთდა მის ნეირონებს, დაწვრილებით თავადაც ვერ ხვდებოდა.
– ისინი, სავარაუდოა, ძალზე ეფექტურად მოქ­მე­დებენ, – დაამატა მან. – და ჯერჯერობით ჩემთ­ვის არავითარი ზიანი არ მოუყენებიათ.
– საავადმყოფოში უნდა წაგიყვანო.
– ისინი იქ აბა რას გააკეთებენ? შენ, მართლა, მოიფიქრე ჩემი ჭკუისკოლოფების შეზღუდვის რაიმე მეთოდი? მე მინდა გითხრა, ესენი ხომ მაინც ჩემი უჯრედები არიან.
– მე ვფიქრობდი ამის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ისინი შიმშილით დავხოცოთ. საჭიროა მხოლოდ მე­ტა­ბოლიზმში განსხვავების მოძებნა...
– მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი თავიდან მოცილება მინდოდეს, – წარმოთქვა ვერჯილმა. – ისინი არავითარ ზიანს არ მაყენებენ.
– საიდან იცი?
მან თავი გადააქნია, შემდეგ თითი აწია და გაშეშდა.
– ჩუმად! ისინი ცდილობენ შეიცნონ სივრცე. მათ­თვის ეს ძალზე რთულია. მანძილს ისინი ქი­მიუ­რი ნივთიერებების კონცენტრაციით საზღვრა­ვენ. სიდიდე მათთვის – როგორც ძლიერი ან სუს­ტი ვირუსია.
– ვერჯილ...
– მისმინე! და იფიქრე, ედვარდ. – იგი აგზნე­ბუ­ლი ტონით ალაპარაკდა: – დააკვირდი! ჩემში რა­ღაც მნიშვნელოვანი ხდება. ისინი ერთმანეთთან ორ­განიზმის სითხეებით ურთიერთობენ, და ქი­მიუ­რი სიგნალები მემბრანებშიც კი აღწევს. ისინი რაღაც ახალს ქმნიან, შეიძლება ვირუსებს, ნუკ­ლეინ­მჟავების ჯაჭვებში შენახული ინფორმაციის გადასატანად. ეტყობა, მათ მხედველობაში რნმ აქვთ... სიმართლეს ჰგავს. მე ისინი სწორედ ასე დავა­პროგრამე.... მაგრამ კიდევ პლაზმური სტრუქ­ტურები... დასაშვებია, რომ შენმა მანქა­ნებ­მა სწორედ ისინი გამოყვეს, როგორც ინფექციის ნიშანი – მათი საუბრები ჩემს სისხლში, საინ­ფორ­მა­ციო პაკეტები... სხვა ინდივიდების ქიმიური მახასიათებლები. თანასწორების. ხელმძღვანელე­ბის. ქვეშევრდომების.
– ვერჯილ, მე ყურადღებით გისმენ, მაგრამ მე მართლა მგონია, რომ უმჯობესია საავადმყოფოში დაწვე.
– ეს ჩემი დღეა, ედვარდ, – თქვა მან. – მე – მათი სამყარო ვარ. ისინი განცვიფრებული არიან ახალი თვალწინ გაშლილი ჰორზონტებით...
ვერჯილი კვლავ ჩაჩუმდა. მის სავარძელთან ჩა­ვი­მუხლე და ხალათის სახელოები ავუკეცე. მთელი ხელი ჯვარედინად იყო დასერილი თეთრი ხაზე­ბით. მე უკვე „სასწრაფო დახმარების“ მანქანის გამოსაძახებლად მოვემზადე, რომ იგი უეცრად წამოდგა და გაიზმორა.
– შენ ოდესმე თუ დაფიქრებულხარ, შემეკითხა იგი, – რამდენ უჯრედს ვკლავთ ჩვენ ყოველ ჯერ­ზე, როდესაც თუნდაც უმნიშვნელო მოძრაობას ვაკეთებთ?
– მე მანქანას გამოვიძახებ, – ვთქვი მე.
– არა, – წარმოთქვა მან მკაცრად. – მე ხომ ვთქვი, რომ ავად არ ვარ. და მე მინდა საკუთარი თავის განკარგვის უფლება მქონდეს. იცი, რას მი­ზა­ვენ ისინი საავადმყოფოში?... ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ქვის ხანის ადამიანებმა კომპიუტერის შეკეთება რომ დაიწყონ, იმავე მეთოდით, რომლი­თაც თავის ქვის ნაჯახებს აკეთებენ. ფარსი...
– მაშინ, ეშმაკმა დალახვროს, მე რას ვაკეთებ აქ? – შევეკითხე გაცეცხლებული. – მე ხომ ვე­რაფ­რით გეხმარები. მეც ზუსტად ისეთივე ქვის ხანის ადამიანი ვარ.
– შენ მეგობარი ხარ, – წარმოთქვა ვერჯილმა, თვალებში ჩამხედა და მე ისეთი შეგრძნება გამიჩ­ნ­­და, რომ ჩემს მხოლოდ ის არ იყურებოდა. – შენ მე კომპანიისთვის მჭირდები. – გადაიხარხარა. – თუმცა სინამდვილეში მე სულაც არ ვარ მარტო­სული.
შემდეგი ორი საათი იგი ბინაში დაბო­რია­ლობ­და, ეხებოდა ნივთებს, ფანჯარებში იცქირებოდა, შემდეგ ნელა, აუჩქარებლად მოამზადა სადილი.
– იცი, მათ მართლაც შეუძლიათ საკუთარი ფიქ­რების შეგრძნობა, – წარმოთქვა მან შუადღის­თვის. – მე ციტოპლაზმას ვგულისხმობ. როგორც ჩანს, მას საკუთარი ნება, ერთგვარი ქვეცნობიერი სიცოცხლე გააჩნია – გონისაგან განსხვავებით, რო­მელიც უჯრედებმა ახლახანს შეიძინეს. მათ ქანქარისებრად მოძრავი მოლეკულების ქიმიური „ხმაურის“ მსგავსი რამ ესმით.
ორ საათზე მე გეილს დავურეკე და ვუთხარი, რომ მაგვიანდებოდა. დაძაბულობისაგან ვკანკა­ლებ­დი, მაგრამ ვცდილობდი მშვიდად მელა­პა­რა­კა:
– გახსოვს ვერჯილ ულემი? მე მასთან ვარ.
– ყველაფერი რიგზეა? – მკითხა მან.
მეტი არ შეიძლება...
– ყველაფერი მშვენივრადაა, – ვუპასუხე მე.
ვერჯილმა ოთახში სწორედ მაშინ შემოიხედა, როცა მე გეილს დავემშვიდობე და ყურმილი დავ­კიდე.
– ეს მთელი კულტურაა! – წამოიძახა მან, – ისი­ნი მუდმივად ინფორმაციის ზღაში ბანაობენ. და, მუდამ რაღაც ახალი შეაქვთ მასში. ერთგვარი „გეშტალტი“ გამოდის. უმკაცრესი იერარქია. უჯ­რე­დებს, რომლებიც სხვებთან არასწორედ ურ­თიერთქმედებენ, განსაკუთრებულ ფაგებს უგზავ­ნიან. სპეციალურად დამზადებულია ვირუსები, რომლებიც გამიზნულია კონკრეტული უჯრედების ან ჯგუფებისათვის. მათ საწინააღმდეგოდ არავი­თა­რი დაცვა არ არსებობს. ვირუსი გაჩხვლეტს უჯ­რედს, უკანასკნელი სკდება, ფეთქდება და ქრება. მაგრამ ეს ტირანია არ არის. მე ვფიქრობ, მათ გაცილებით მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე დე­მოკრატიული წყობისას. იმ აზრით, რომ ისინი ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. შეგიძ­ლია ეს წარმოიდგინო? ისინი ერთმანეთისაგან ჩვენზე მეტადაც კი განსხვავდებიან.
– გაჩერდი, – ვუთხარი მე და მხრებზე წავავლე ხელი. – ვერჯილ, შენ ძალიან ბევრი და ერთად მომაყარე. მე ამას ვეღარ ვუძლებ. მე არაფერი მესმის და არც თუ ისე მჯერა.
– ახლაც?
– კარგი. დავუშვათ შენ მე მართებულ ე-ე-ე... ინტერპრეტაციას მაძლევ. მართალს. და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჭეშმარიტებაა. შენ შედეგებზე არ დაფიქ­რე­ბულხარ? რას ნიშნავს ყველაფერი ეს და სადამდე შეიძლება მივიდეს?
იგი სამზარეულოში გავიდა, ჭიქა წყალი დაისხა, დაბრუნდა და ჩემს გვერდით დადგა. მის სახეზე ბავშვური გატაცება ფხიზელი დარდით შეიცვალა.
– მე ყოველთვის ცუდად შემეძლო მომავლის წარმოდგენა.
– არ გეშინია?
– მეშინოდა. მაგრამ ახლა დარწმუნებული არ ვარ. – მან ნერვიულად მოქაჩა თავის ხალათის ქა­მა­რი. – იცი, მე არ მინდა, რომ შენ იფიქრო, თით­ქოს მე შენ გვერდი აგიარე, თავზე გადაგახტი ან როგორც არის, მაგრამ მე გუშინ მაიკლ ბერნარდს შევხვდი. მან თავის კერძო კლინიკაში გამო­მიკვ­ლია, ნიმუშებიც აიღო ანალიზისათვის. მითხრა, რომ შემეწყვიტა კვარცის ნათურით დასხივება. დღეს დილით, ზუსტად შენს მოსვლამდე, დამი­რე­კა და შემატყობინა, რომ ყველაფერი დასტურ­დე­ბა. მაგრამ მთხოვა, არავისთვის გამემხილა. – ვერ­ჯი­ლი გაჩუმდა, და მის სახეზე კვლავ გაჩნდა მეოცნებე, თვითჩაღრმავებული გამომეტყველება. – უჯრედთა მთელი ქალაქები... ედვარდ, მათ ქსო­ვილებში ფიმბრიების მსგავსი არხები გაჰყავთ, ინფორმაციის გასავრცელებლად...
– შეწყვიტე! – ვეღარ მოვითმინე მე. – რა დას­ტურ­დება?
– როგორც ბერნარდმა თქვა, ჩემს ორგანიზმში აღმოჩენილია „უკიდურესად გადიდებული მაკრო­ფაგო­ციტები“. და მან დაადასტურა ანატომიური ცვლილებები. ასე რომ, მე და შენ ამ შემთხვევაში არ ვცდებით.
– რას აპირებს?
– არ ვიცი. ვფიქრობ, რომ იგი შეძლებს „გენე­ტრო­ნის“ ხელმძღვანელობის დარწმუნებას ჩემს ლაბორატორიაში სამუშაოების განახლების თაო­ბაზე.
– შენ ეს გინდა?
– საქმე ლაბორატორიაში არ არის. ახლა მე გაჩ­ვენებ. ნათურის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ მე კიდევ უფრო მეტად შევიცვალე.
მან გაიხსნა ხალათი და იატაკზე დააგდო. მთე­ლი სხეული დასერილი იყო ურთიერთგადამკვეთი თეთრი ხაზებით. ზურგზე, ხერხემლის გასწვრივ, ამ ხაზებმა უკვე წარმოქმნეს მკვრივი ქედი.
– ღმერთო დიდებულო! – ამომხდა მე.
– კიდევ ცოტაც და მე ვერსად გამოვჩნდები, ლაბორატორიის გარდა. ასე შეუძლებელია ადამიანებთან გამოჩენა. საავადმყოფოში კი, როგორც ვთქვი, უბრალოდ ვერ გაიგებენ რა გამიკეთონ.

ილუსტრაციები მომზადებულია ვ. ქურხულის მიერ

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნანახია: 5520 | შეფასებულია: 6 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: irakli

თარიღი: 2010-22-04 | 19:40

sainteresoa



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1286568


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.