აქტუალური თემა

სამედიცინო მენეჯმენტი

NOTA BENE

გაიდლაინი

კლინიკური შემთხვევა

ლექტორიუმი

სიახლეები

სიტუაციური ანალიზი

კვლევა

მიმოხილვა

დისკუსია

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ახალი პროექტები

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

გულის ჭრილობის წარმატებული გაკერვა [5.00]

შეუღლებული არააკომოდაციური სიელმის მკურნალობის თავისებურებანი [5.00]

პარკუჭოვანი არითმიის აბლაცია ვალსალვას სინუსიდან [5.00]


ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლა სამშობიარო სახლში [21346]

ვენური უკმარისობისა და წყლულების მედიკამენტური მკურნალობა [12503]

გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [7593]

ტკივილის მენეჯმენტი [7367]

საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებში სტიგმა დისკრიმინაციის სიტუაციური ანალიზი [6923]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 4

გულის ჭრილობის წარმატებული გაკერვა

ავტორი: მ. კილაძე, პროფესორი; ნ. ჩხეტია, მედიცინის დოქტორი; ჰ. ვასაძე; კ. მინდაძე, მედიცინის დოქტორი
აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტი
Kiladze M.A., Chkhetia N.Sh.,Vasadze H.K., Mindadze K.A.
Department of Surgery, Gudushauri National Medical Center
Successful Repair of Penetrating Cardiac Injury

>>  We described the case of penetrating cardiac injury of 33 year old patient after the chest stab wound.The following clinical signs indicated suspected cardiac injury:localization of injury to the region of the heart,the signs of acute bleeding and cardiac tamponade,which was also confirmed by echocardiography.During urgent thoracotomy with additional sternotomy the right ventricle ingury of 1,5 cm of length was found,which required 5 stitches for repair of defect and complete hemostasis.The temporary cardiac arrest (40-50 sec) has occurred during cardiorrhaphy and internal cardiac massage was performed to restore the normal cardiac rhythm.Postoperative course was uneventfull and patient on 10-th day after admission was discharged from the hospital.
The successful outcome of treatment of this severe group of patients could be achieved by maintenance of the following fundamental principles:rapid transport of patients to the nearest hospital,maximum rapidity in establishment of diagnosis and highly qualified urgent surgical intervention.
Echocardiography is the most informative and quick method of noninvasive diagnostics of penetrating cardiac injury.


Key words: penetrating cardiac injury, cardiorrhaphy, echocardiography.
საკვანძო სიტყვები: გულის შემავალი ჭრილობა, კარდიორაფია, ექოკარდიოგრაფია

გულის ჭრილობები,რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია,დღემდე წარმოადგენენ თანამედროვე ქირურგიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აქტუალურ პრობლემას. გულის შემავალი ჭრილობები,რომელთა სიხშირე გულმკერდში შემავალ ჭრილობებს შორის 5_11% შეადგენს,კვლავ რჩება გადაუდებელი ქირურგიის „დრამატულ“ პრობლემად არადამაკმაყოფილებელი პროგნოზის და მაღალი ლეტალობის გამო,რომელიც ჰოსპიტალამდელ ეტაპზე შემთხვევათა 80% აღწევს.

შესავალი:
მრავალი ქირურგი გულის სიღრმეში იმ შთაბეჭდილების თაყვანისმცემლად რჩება,რომელიც განსაკუთრებულმა,შთამბეჭდავმა შემთხვევამ განაცდევინა; დაე იხაროს ყველა ყვავილმა: ერთი შემთხვევაც სტატისტიკის მსგავსად მტკიცებადია – აღნიშნავდა ცნობილი ქირურგი ე.გალპერინი(2003).
ჰიპოკრატეს დროიდან გულის ღია დაზიანებები სასიკვდილოდ ითვლებოდა იმ დრომდე,ვიდრე თანამედროვე ქირურგიის ერთ-ერთმა „მამამთავარმა“ A.Pare XVI საუკუნეში არ აღწერა დუელში დაშნით დაჭრილის „გადავადებული“ სიკვდილის შემთხვევა. ავსტრიის დედოფალი ელისაბედი (ცნო­ბილი როგორც „სისსი„) გარდაიცვალა 1898 წლის 10 სექტემბერს ჟენევაში იტალიელი ანარქისტის მიერ სტილეტიტ მიყენებული გულის ჭრილობით ერთი საათის შემდეგ. აუტოფსიამ გამოავლინა პერიკარდში დიდი ზომის ტრომბის არსებობა და გულის მარცხენა პარკუჭის პერფორაცია,ხოლო გარდაცვალების მიზეზად კი იქცა „პროგრესული ნელი ნაკადის სისხლდენა,რომელიც საკმარისი იყო გულის კომპრესიისა და ფუნქციის შეწყვეტისათვის’’, რაც ფაქტიურად წარმოადგენს გულის „ტამპონადის“ კლასიკურ აღწერას(ტერმინი პირველად შემოიღო E.Rose 1884 წელს).
ცნობილი ქირურგის T.Billroth (1883) გამონათქვამის მიუხედავად,რომლის მიხედვითაც „ქირურგი,რომელიც შეეცდება გულის ჭრილობის გაკერვას,Dდაკარგავს კოლეგათა ყოველგვარ პატივისცემას“,მრავალი ქვეყნის ქირურგი აგრძელებდა გულში დაჭრილთა გადარჩენის მცდელობებს.
პირველად გულის ჭრილობა გაკერა A.Kappelen-მა(ნორვეგია) 1895 წელს,რაც მარცხით დასრულდა,თუმცა უკვე 1896 წელს L.Rehn-მა(გერმანია) შეასრულა ამ სახის პირველი წარმატებული ოპერაცია,რაც ცხადია სტიმულად იქცა ანალოგიური ჩარევების შესასრულებლად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
დღევანდელ დღეს,ქირურგიის განვითარების თანამედროვე დონის გათვალისწინებით,“გულის ჭრილობის წარმატებული გაკერვა აღარ წარმოადგენს განსაკუთრებულ ქირურგიულ მიღწევას”(K.Beck,1926),თუმცა დღემდე გულის ღია დაზიანებების ქირურგიას არ დაუკარგავს არც თავისი „რომანტიული“ ელფერი და არც გარკვეული „დრამატიზმი“.
ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიყენებული გულის ჭრილობებით ოპერაციის შემდგომ გადარჩენილთა საერთო რაოდენობა შეადგენს 18–58%, ხოლო უკანასკნელ პერიოდში აღინიშნება ლეტალობის მკვეთრი მატება,რაც,პირველ რიგში,უკავშირდება გულის დაზიანებათა სიმძიმეს.
განსახილველი პრობლემის აქტუალობის გათვალისწინებით,გულის ჭრილობათა გაკერვის წარმატებული შემთხვევების აღწერა,რაც ხელს უწყობს არსებული დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდების დახვეწას და სრულყოფას,ჩვენი აზრით იწვევს დიდ პრაქტიკულ ინტერესს,რადგან საქმე,პირველ რიგში,ეხება უკიდურესად მძიმე კატეგორიის ავადმყოფთა სიცოცხლის გადარჩენას.

შემთხვევის აღწერა:
პაციენტი კ., 33 წლის მამაკაცი,მიღებულ იქნა აკად.ო.ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში,უგონოდ, მკვეთრად გამოხატული ანემიის ნიშნებით და III-IV ხარისხის მძიმე შოკის მოვლენებით.იმთავითვე ეჭვი გულის ჭრილობაზე იქნა მიტანილი,რაზეც მიუთითებდა შემდეგი კლინიკური ნიშნები: ჭრილობის ლოკალიზაცია გულის
პროექციის მიდამოში,მწვავე სისხლდენის და გულის ტამპონადის ნიშნები.სასწრაფო ექოკარდიოგრაფიულმა გამოკვლევამ გამოავლინა სითხის არსებობა პერიკარდის ღრუში,მისი ფურცლების სეპარაცია და მარჯვენა პარკუჭის წინა კედლით კოლაბირება(გულის ტამპონადის ულტრაბგერითი ნიშნები),რამაც დაადასტურა წინასწარი დიაგნოზი,რის შემდეგაც პაციენტი დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციოში.
ჭრილობის ლოკალიზაციის გათვალისწინებით წარმოებულ იქნა მარჯვენამხრივი თორაკოტომია VI ნეკნთაშუა სივრცეში წრილობის შემდგომი გაფართოვებით მკერდის ძვლის განივად გადაკვეთის შემდეგ.პლევრის ღრუს გახსნისა და სისხლის ევაკუაციის შემდეგ აღმოჩნდა,რომ პერიკარდი დაჭიმულია და გადავსებულია ჩაღვრილი სისხლით. დაჭიმულ პერიკარდზე დამჭერების და ნაკერების დადების შეუძლებლობის და არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო, გაკეთდა მცირე კვეთი პერიკარდზე სკალპელით, რის შემდეგ ფართედ გაიხსნა პერიკარდი (პერიკარდიოტომია) გრძივი კვეთით სიგრძით 10-12 სმ.
პერიკარდის ღრუს სისხლისა და კოლტებისაგან განთავისუბლების შემდეგ სისხლის მოპულსირე ნაკადზე გამოვლენილ იქნა მარჯვენა პარკუჭის წინა ზედაპირზე ჭრილობა ზომით დაახლოებით 1,5 სმ (გულის ჭრილობები 1-დან 3 სმ-დე დიდ და პოტენციურად ფატალურ ჭრილობებად ითვლება),რომელიც მაშინვე იყო ტამპონირებული მარცხენა ხელის ორი თითის მეშვეობით სისხლდენის დროებით შესაჩერებლად. კარდიორაფიის წარმოებისას – თავიდან დადებულ იქნა 4 კვანძოვანი ნაკერი მრგვალი ატრავმული ნემსების მეშვეობით,აღინიშნა გულის ხანმოკლე გაჩერება (40-50 წამი),რამაც გულის მუშაობის აღსადგენად საჭირო გახადა პირდაპირი მასაჟის წარმოება. ამის შემდეგ დადებულ ნაკერებს შორის შეიმჩნეოდა უმნიშვნელო სისხლდენა,რამაც აუცილებელი გახადა П – მაგვარი დამატებითი ფართე ნაკერის დადება სისხლდენის საბოლოოდ შესაჩერებლად.
პერიკარდი გაიკერა იშვიათი კვანძოვანი ნაკერებით მასში ფართე ფანჯრის დატოვებით (4-5 სმ) გულის „ამოვარდნის“ და „ჩაჭედვის“ პროფილაქტიკის და შესაძლო ანთებითი ექსუდატის ევაკუაციისთვის. პნევმორაფიის შესრულების და შესაბამისი რევიზიის და სათანადო ჰემოსტაზის შემდეგ თორაკოტომული ჭრილობა გაიკერა შრეობრივად პლევრის ღრუს აქტიური დრენირებით.
ოპერაციისშემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა გართულებებისა და გამოხატული ჰემოდინამიური დარღვევების გარეშე. გულის საკონტროლო ულტრაბგერითი გამოკვლევით აღინიშნა გულის მუშაობის უმნიშვნელო გარდამავალი დისფუნქცია,რომელიც კუპირებულ იქნა მედიკამენტებით და ოპერაციიდან მე-10 დღეს პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

დასკვნა:
ჩვენი კლინიკური დაკვირვება და ლიტერატურის მონაცემთა ანალიზი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ რიგი პრაქტიკულ დასკვნათა. გულში შემავალ ჭრილობათა მკურნალობის წარმატებულ შედეგებს განაპირობებს შემდეგი მთავარი ფაქტორების ერთობლიობა და თანხვედრა: ავადმყოფთა სტაციონარში ტრანსპორტირების დრო, დიაგნოზის დასმის მაქსიმალური სისწრაფე და ეფექტურობა, აგრეთვე, კვალიფიციური გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა გულის ჭრილობის სასწრაფო გაკერვისთვის შესაბამისი ადეკვატური ანესთეზიოლოგიური და რეანუმაციული უზრუნველყოფით.
ექოკრდიოგრაფიული გამოკვლევა წარმოადგენს ყველაზე მეტად ღირებულ,ინფორმატიულ და სრაფ მეთოდს გულში შემავალი ჭრილობების არაინვაზიური დიაგნოსტიკის არსენალში.

აღნიშნული კლინიკური შემთხვევა თვალსაჩინოდ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას,რომ კრიტიკულ სიტუაციებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის ფუძემდებელი პრინციპების განუხრელი დაცვა: დაზარალებულის სასწრაფო ტრანსპორტირება უახლოეს სტაციონარში და ყველა სამსახურის (უპირველეს ყოვლისა დიაგნოსტიკური,ანესთეზიოლოგ-რეანიმაციული და ქირურგიული) სწორი,გამართული და კოორდინირებული მუშაობა – შესაძლებელს ხდის პოტენციურად მაღალი ლეტალობის შემცირებას და დადებითი შედეგების მიღწევას პაციენტთა ამ უმძიმესი კონტინგენტის მკურნალობისას.

ლიტერატურა

ნანახია: 5659 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.