ALMA MATER

მედიცინის ისტორია

სიახლეები

NOTA BENE

თარგმანი

კლინიკური კვლევა

მიმოხილვა

კვლევა

ადამიანი და გარემო

იურისტის გვერდი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



აპოკალიფსის 25 წელი [5.00]

ელექტროქიმიური აქტივაცია - წყლის ქლორირების უსაფრთხო და მაღალეფექტური ალტერნატივა [5.00]

ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [5.00]

დეპრესიის მენეჯმენტი მოზრდილებში [5.00]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [24615]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [9205]

წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის კვლევა „დავიკოლის“ ინსტილაციისას [8988]

ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში [8178]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა [7723]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 2

ექიმისა და პაციენტის უფლება-მოვალეობათა მოკლე მიმოხილვა

ავტორი: მ.კეკენაძე, იურისტი

>>  სახელმწიფოში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა სფერო მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია სამართლებრივი ნორმებით. გამონაკლისი არც ექიმსა და პაციენტს შორის არსებული სამედიცინო ხასიათის ურთიერთობებია.
საქართველოში არსებობს მრავალი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი, რომელიც შეეხება ექიმსა და პაციენტს შორის არსებულ სამედიცინო ხასიათის ურთიერთობებს, თუმცა, ყველაზე დეტალურად და კონცენტრირებულად ეს ნორმები მოცემულია საქართველოს კანონში “პაციენტის უფლებების შესახებ”.
ამ უფლება-მოვალეობების ცოდნა და მათ შესაბამისად მოქმედება საჭიროა და სასურველია როგორც ექიმისთვის, ასევე პაციენტისთვის.


იცოდე კანონი და იქნები დაცული
როგორც ქართულ ტელესივრცეში არსებული ერთ-ერთი სარეკლამო რგოლი იუწყებოდა „იცოდე კანონი და იქნები დაცული“. ეს პრინციპი სამედიცინო სფეროსაც ისევე თანაბრად ეხება, როგორც ყველა დანარჩენ სხვას, სადაც არსებობენ და მოქმედებენ კანონები.
ვინაიდან მოცემული სტატიის მთავარი საგანი და მიზანი არ არის ამომწურავად განიხილოს ექიმსა და პაციენტს შორის არსებული ყველა სამართლებრივი ურთერთობა, ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ იმ ძირითად უფლება-მოვალეობებს, რომელთა ცოდნა სასურველია ყველა სამედიცინო მომსახურების გამწევი (იგულისხმება არა მარტო ექიმი) პირისთვის.
ვიდრე უშუალოდ ექიმისა და პაციენტის უფლება-მოვალეობების განხილვაზე გადავიდოთ დავაზუსტოთ თუ ვინ იგულისხმება პაციენტში?
პაციენტი
კანონის თანახმად, პაციენტი არის ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით.
სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. შესაბამისად, საქართველოში არსებულ ყველა სამედიცინო მომსახურების გამწევს ეკისრება ვალდებულება თითოეულ მოქალაქეს გაუწიოს ასეთი მომსახურება.
სამედიცინო ხასიათის ურთიერთობის დამყარებამდე ექიმს და პაციენტს ერთმანეთთან აქვს პიროვნული კონტაქტი და პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მოითხოვოს მისი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა.
პაციენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება არის აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი და ასევე პაციენტს უფლება აქვს მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.
ექიმმა ასევე უნდა იცოდეს, რომ თუ პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არა აქვს შესაძლებლობა აღმოუჩინოს პაციენტს ასეთი მომსახურება, იგი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს სრული ინფორმაცია, თუ სად შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება.
ინფორმირებულობა
პაციენტის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა იყოს ინფორმირებული და მას აქვს უფლება სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:
ა) სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიღების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;
ბ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული პაციენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
გ) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;
დ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;
ე) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;
ვ) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
ზ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ;
თ) სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონი სამედიცინო მომსახურების გამწევს ავალდებულებს პაციენტს ინფორმაცია მიაწოდოს მისი აღქმის უნარის გათვალისწინებით. განმარტების მიცემისას სპეციალური ტერმინები მინიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული.
ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სამედიცონო მომსახურების გამწევმა ყველა პირმა იცოდეს, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.
რა არის ინფორმირებული თანხმობა?
ინფორმირებული თანხმობა ეს არის პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე, მას შემდეგ, რაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია:
ა) სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ;
ბ) სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
გ) პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკის შესახებ;
დ) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტებისა და ამ უკანასკნელთა თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;
ე) სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
ვ) ამ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხების შესახებ;
კანონის თანახმად, ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურებას.
დასასრულს, კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი დებულება, რომელიც უნდა იცოდეს სამედიცინო მომსახურების გამწევმა ყველა პირმა არის ის რომ, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:
ა) კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია:
ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით;
ა.ბ) მცდარი სამედიცინო ქმედებით;
ა.გ) სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზებით;
ა.დ) სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული ზედამხედველობითა და რეგულირებით;
ბ) სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება;
გ) სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარიული სტანდარტების შეცვლა.
დასასრული
ბოლოსიტყვაობის მაგივრად შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი დებულებები არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ნორმებისა, რომლებიც არეგულირებენ ექიმსა და პაციენტს შორის არსებულ ძალიან მგრძნობიეარე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ურთიერთობებს.
ალბათ არ იქნება სიმართლეს მოკლებული თუ ვიტყვით, რომ სამედიცინო პერსონალის მიერ ამ და მსგავსი დებულებების ცოდნა სარგებლის მომტანი იქნება როგორც ექიმებისთვის, ისე პაციენტებისთვის, ანუ მთელი საზოგადოებისთვის.

ნანახია: 3928 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.