E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო
ავტორი: www.medgadget.com
ფლორიდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები, რომლებიდანაც თვალის ქსოვილი უშუალოდ იღებს საჭირო ნივთიერებას. E ვიტამინი იმგვარადაა განთავსებული კონტაქტურ ლინზებში, რომ არ იწვევს მათი ოპტიკური მაჩვენებლების გაუარესებას და ერთი თვის მანძილზე ნელა შეიწოვება თვალის ქსოვილების მიერ.
ამ მიზნით გამოყენებული იყო ნანოტექნოლოგია, რომლის დეტალები არ ქვეყნდება. E ვიტამინი აბსორბირებულია სხვა ნივთიერების მოლეკულებზე, რომლებიც თავისი ზომის გამო ვერ გადიან ლინზის ზედაპირზე და იმავდროულად E ვიტამინის მოლეკულების გამონთავისუფლება ხდება თანდათან, ერთი თვის განმავლობაში. გლაუკომის გარდა ამ ლინზების გამოყენება რეკომენდებულია რქოვანას სიმშრალისა და თვალის სხვა დაავადებების შემთხვევაში.
ნანახია: 6159 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით