მედიცინის ისტორია

NOTA BENE

კლინიკური რეკომენდაციები

გაიდლაინი

CASE REPORT

სიახლეები

კვლევა

მიმოხილვა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



II ტიპის დიაბეტის მკურნალობა ინსულინით [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ახალი სახის ქირურგიული წებო Lifebond – ქსოვილთა სწრაფი და სიმედო შეერთება [5.00]

მეცნიერება მეცნიერებისათვის არ არსებობს… [5.00]

ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის გლივეკით მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


რკინადეფიციტური ანემია [29040]

ხალები: როგორ მოვექცეთ მათ? [24578]

II ტიპის დიაბეტის მკურნალობა ინსულინით [15343]

ძუძუს რეციდიული და მეტასტაზური კიბო - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მეთვალყურეობის რეკომენდაციები (ESMO) [10906]

სათესლე ჯირკვლის სემინომა - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის კლინიკური რეკომენდაციები (ESMO) [9681]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 7

ღვაწლმოსილი ექიმი და მეცნიერი

ავტორი: სულხან ქემოკლიძე
მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი


90 წელი ისტორიის თვალსაწიერიდან ხანმოკლე დროა, ადმიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით — სოლიდური ასაკი, მით უმეტეს ემოციებით, დაძაბულობით, სტრესებით და დისტრესებით სავსე ჩვენს დროში.
სწორედ დაბადებიდან 90 წელი მინდა მივულოცო ქართველ ექიმთა მრვალი თაობის მასწავბლებელს, შესანიშნავ ექიმს და მეცნიერს ქალბატონ ქეთევან გარსიაშვილს.

ქ-ნი ქეთევან გარსიაშვილი დაიბადა 1919 წლის 10 ივლისს ქართველი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ლევან გარსიაშვილის ოჯახში.
1936 წელ ქ-ნმა ქეთევანმა ფრიადზე დაამთავრა თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლა, მიიღო ქების სიგელი, რომლის ექვივალენტი მოგვიანებით გახდა ოქროს მედალი და უგამოცდოდ ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში.
სკოლის დროიდან ქ-ნი ქეთევანი სიამოვნებით იგონებს მაშინდელ წლებს. წარჩინებული მოსწავლეები ყოველი წლის ბოლოს სკოლის დირექტორისა და პედაგოგების თანხლებით მიდიოდნენ სამოგზაუროდ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. ამ გზით ქეთევანმა მოიარა მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, კიევის, ოდესის და სხვა კულტურული ცენტრების ღირსშესანიშნაობები…
1941 წელს ქეთევანმა წითელი დიპლომით დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი. ინსტიტუტის რექტორმა აკადემიკოსმა კ. ერისთავმა წარჩინებული კურსდამთავრებული ჩარიცხა ორდინატორად თავის კლინიკაში. ეს იყო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრა, დაარსებული დიდი ქართველი ქირურგის ნ. კახიანის მიერ.
ქ-ნი ქეთევანი შეუდგა ინტენსიურ მოღვაწეობას. კეთილმა უფროსმა კოლეგებმა ავადმყოფის თანმხლებად მიავლინეს ციმბირში იმ რაიონში, სადაც მისი დედა იყო გადასახლებული. უმძიმესი, მოულოდნელობით სავსე მოგზაურობის შედეგი იყო ის, რომ ქეთევანი და დედა ერთად დაბრუნდნენ თბილისში. ქეთევანმა განაგრძო მუშაობა ექიმ- ქირურგად.
ქ-ნი ქეთევანი მეუღლესთან, ბატონ დავით კლიმიაშვილთან, ერთად თეირანშიც მოღვაწეობდა – რკინიგზასთან არსებულ საავადმყოფო-პოლიკლინიკაში ექიმ-ქირურგად.
თეირანში მუშაობის დაწყებიდან მეორე დღეს ქ-ნმა ქეთევანმა გასინჯა ავადმყოფი, რომელიც სტაციონარში მოთავსებული იყო ფილტვის ანთების დიაგნოზით. ახალმა, ახალგაზრდა ექიმმა ავადმყოფს დაუსვა ტეტანუსის დიაგნოზი, დაუნიშნა სპეციფიური მკურნალობა. ავდმყოფი გადარჩა. ცხადია, ამ შემთხვევამ აამაღლა ახალგაზრდა ქირურგის რეპუტაცია.
ომის დამთავრების შემდეგ ქეთევანი მეუღლესთან და ახლშობილ ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა თბილისში და მუშაობა განაგრძო ქირურგად აკად. კ. ერისთავის კლინიკაში.
სამედიცინო ინსტიტუტის ინდროინდელ პედაგოგთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაშინ კლინიკური ორდინატორები აუცილებლად რამდენიმე თვით მუშაობდნენ კლინიკურ ლაბორატორიაში, სადაც ითვისებდნენ კლინიკური ანალიზების მეთოდებს. სწორედ ამ პერიოდში ქ-ნ ქეთევანს ხელში ჩაუვარდა მ.აბრამოვის მონოგრაფია „Цитологическое исследование пунктатов“. წიგნის გაცნობა გახდა იმის საფუძველი, რომ ქეთევანმა გადაწყვიტა ხელი მოეკიდა ახალი, მნიშვნელოვანი დარგისათვის, რომელიც დღეს „კლინიკური ციტოლოგიის“ სახელითაა ცნობილი. ქ-ნი ქეთევანი ანა სახაროვასთან ერთად დარგის ფუძემდებლად მოგვევლინა საქართველოში.
ქირურგიული ჩვევები გახდა იმის საფუძველი, რომ ქალბატონმა ქეთევანმა საქართველოში პირველმა დაიწყო ღვიძლის და ელენთის პუნქციური ბიოფსიები. კლინიკურ ციტოლოგიაში მუშაობის 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ქ-ნი ქეთევანის გამოკვლევებმა უამრავი ადამიანის ცხოვრებაში შეასრულა გადამწყვეტი როლი. ცნობილია რომ ძალიან ხშირად ციტოლოგიური დიაგნოზი განსაზღვრავს ოპერაციის ხასიათს და მოცულობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტისათვის.
ამ ხნის განმავლობაში ქალბატონ ქეთევანს გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია და პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო კლინიკურ ციტოლოგიაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ იგი დღესაც აგრძელებს სამეცნიერო მუშაობას — დასასტამბად გამზადებული აქვს მონოგრაფია „სარძევე ჯირკვლის დაავადებათა ციტოლოგიური დიაგნოსტიკა“.
ქალბატონმა ქეთევანმა აღზარდა ორი შესანიშნავი შვილი: თამრიკო — ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, და ლევანი — ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი. ქალიშვილის, ქ-ნი თამარის უდროოდ გარდაცვალება უკანასკნელი დიდი ტრაგედია იყო ქ-ნი ქეთევანის ცხოვრებაში. უნდა ითქვას, რომ ამ მძიმე ტვირთსაც იგი ღირსეულად ზიდავს…
ვუსურვოთ მხცოვან მეცნიერს, ექიმს, ღირსეულ მოქალაქეს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე.

ნანახია: 3398 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.