აქტუალური თემა

ახალი პროექტები

კანონი და ჯანდაცვა

სიახლეები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

კვლევა

მიმოხილვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ღირსეული დასტაქარი [5.00]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [5.00]

ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა [5.00]


ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [17999]

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა [16684]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [12629]

მენოპაუზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინი [12164]

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს [11683]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 12

რეტროპერიტონული სივრცის მეზენქიმომა

ავტორი: თ. ჩხიკვაძე, ე. ჭუბაბრია, დ. ჯიქია
თსსუ აკად. ალ. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

>>  მეზენქიმომა კეთილთვისებიანი (mesenchymoma benignum).
სინონიმები: ანგიოფიბროლიპომა, ფიბროლიპოანგიომიომა, რაბდომიოფიბრო–ანგიოლიპომა, მეზენქიმური გამარტომა.
ტერმინი შემოიტანა სტოუტმა (A.P.Stout 1948).
ორი ან მეტი ქსოვილოვანი მეზენქიმური კომპონენტებისა და ფიბროზული ქსოვილისაგან შემდგარი ახალწარმონაქმნი.
ძირითადი ლოკალიზაცია კიდურების და კისრის კუნთების სიღრმეში, ძალზე იშვიათად რეტროპერიტონულ სივრცეში. სიმსივნე გვხვდება ნებისმიერ ასაკში, მეტწილად მამაკაცებში.


კლინიკური შემთხვევა:
პაციენტი ქ.ნ., 22 წლის ქალი, შემოვიდა კლინი­კა­ში გეგმიური წესით, 14.05.2009.
ჩივილები მუდმივი ხასიათის ტკივილზე მარჯვე­ნა თეძოს ფოსოს არეში, ირადიაციით მარჯვენა ბარძაყის ლატერალური ზედაპირისაკენ, კიდურის მოძრაობის შეზღუდვაზე. დაავადების ანამნეზი 2 წელი.
აღნიშნული ჩივილების გამოვლენიდან ორი თვის შემდეგ ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიით რეტროპერიტონულ სივრცეში, მარჯვენა თეძოს ფოსოს საპროექციო არეში, თე­ძოს გარეთა და შიგნითა არტერიებს შორის ინახა 10x7.5სმ ზომის მოცულობითი წარმონაქმნი
უკანასკნელი სამი თვის მანძილზე ტკივილის ინტენსივობამ მკვეთრად იმატა, გამოვლინდა მარჯვენა ქვემო კიდურის მოძრაობის შეზღუდვა.
ობიექტურად: მარჯვენა თეძოს ფოსოს არეში ღრმა პალპაციით ისინჯებოდა მტკივნეული, მკვრივი-ელასტიკური კონსისტენციის, ნაკლებად მოძრავი წარმონაქმნი.
დიაგნოზი: რეტროპერიტონული სივრცის ახალ­წარ­მონაქმნი.

მკურნალობა:
14.05.2009 ზოგადი გაუტკივარებით გეგმიური ოპერაცია: ფართე ქვედა შუა ლაპაროტომია. მარ­ჯ­ვენივ მეზოგასტრიუმში, თეძოს ფოსოს არეზე გადასვლით, რეტროპერიტონულად 10x8სმ ზო­მის, სადა ზედაპირის,შედარებით უძრავი, მკვრი­ვი-ელასტიური კონსისტენციის სიმსივნური წარ­მო­ნაქმნი. აქვე მიხორცებულია ჭიაყელა დანა­მატი. ცეკუმისა და ასწვრივი კოლინჯის ცდომა ზევით და ლატერალურად. პარიესული პერიტო­ნეუმის გაკვეთის და თეძო-სუკის კუნთის ბოჭკოე­ბის გათიშვის შემდეგ მოხდა წარმონაქმნის ირგვ­ლივ მდებარე და მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი მაგისტრალური სიხლძარღვებისა და მარჯვენა შარდსაწვეთის დიფერენცირება და გამოყოფა. წარმონაქმნი მჭიდროდ იყო ფიქსი­რე­ბუ­ლი წელის მალების განივ მორჩებთან. ჩლუნგი და ბასრი წესით წარმონაქმნი ამოიკვეთა კაფსუ­ლის მთლია­ნობის დარღვევის გარეშე. გაკეთდა ტიპიური აპენდექტომია.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი სადა. ჭრილობa შეხორცda პირველადი დაჭიმვით.
18.05.2009 გაეწერა ამბულატორიულ მკურნა­ლო­ბაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზი:
გამოკვლეულ კვანძში აღინიშნება მეზენქი­მო­მი­სათვის დამახასიათებელი ჰისტომორფოლოგიური სურათი ანგიოფიბროლიპომისა და ალაგ ნეიროფიბროლიპომისათვის დამახასიათებელი ელემენტებით, მიქსომატოზისა და ფიბროზის უბნებით.

ნანახია: 4076 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269112


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.