აქტუალური თემა

სამედიცინო მენეჯმენტი

NOTA BENE

გაიდლაინი

კლინიკური შემთხვევა

ლექტორიუმი

სიახლეები

სიტუაციური ანალიზი

კვლევა

მიმოხილვა

დისკუსია

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ახალი პროექტები

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

გულის ჭრილობის წარმატებული გაკერვა [5.00]

შეუღლებული არააკომოდაციური სიელმის მკურნალობის თავისებურებანი [5.00]

პარკუჭოვანი არითმიის აბლაცია ვალსალვას სინუსიდან [5.00]


ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლა სამშობიარო სახლში [21338]

ვენური უკმარისობისა და წყლულების მედიკამენტური მკურნალობა [12491]

გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [7589]

ტკივილის მენეჯმენტი [7355]

საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებში სტიგმა დისკრიმინაციის სიტუაციური ანალიზი [6917]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 4

„დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი“ (ე.წ. „ДВС-синдром“-ი) თუ „თრომბოჰემორაგიული სინდრომი“ (ე.წ. „ТГС“-ი)?

ავტორი: ი. ნადირაძე, პროფესორი


არასპეციფიკური ზოგადბიოლოგიური და ზოგადპათოლოგიური „თრომბოჰემორაგიული სინდრომი“ ანუ „განშრევების სინდრომი“, რომელსაც მისი აღმომჩენის პატივსაცემად დაერქვა „მაჩაბლის სინდრომი“ („დიდი სამედიცინო ენციკლოპედია“, 1984წ., ტ. 23, გვ.14), პირველად აღწერა 1962 წელს ქართველმა მეცნიერმა, პროფესორმა მარიამ მაჩაბელმა, რასაც ადასტურებს „დიდი სამედიცინო ენციკლოპედია“ (1985წ., ტ. 25, გვ. 299), სადაც „თრომბოჰემორაგიული სინდრომის“ არსი წარმოდგენილია შემდეგნაირად: „… სიმპტომოკომპლექსი, რომელიც თან ერთვის პათოლოგიასა და ექსტრემულ ზემოქმედებებს და განპირობებულია სისხლის, ლიმფის, ქსოვილოვანი სითხის, უჯრედული და უჯრედშორისი სტრუქტურების უარყოფითი მუხტის გაცემის გამო შექცევადი და შეუქცევადი შედედების, შემდეგ კი სხვადასხვა სიმკვრივის კომპონენტებზე განშრევების უნიკალური და არასპეციფიკური თვისებით“.
ზემოთთქმულიდან მხოლოდ 1-3 წლის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში გამოქვეყნდა პირველი შრომები, სადაც მკვლევარები ალაპარაკდნენ რიგი ავადმყოფობების დროს ე.წ. „დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის“ (DIC-syndrome) (R. Hardaway, 1963; D. McKay, 1965) განვითარებაზე. ყველაზე ზუსტად და ამომწურავად „დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომს“ აღწერენ თავად ავტორები: „… აღმოცენდება რა მოცირკულირე სისხლში პროკოაგულანტური მასალის შეღწევის მომენტიდან, იგი პროგრესირებს თრომბოციტების აგრეგაციისა და ფიბრინის ფორმირების სტადიამდე, რის შედეგადაც წარმოიქმნება მიკროთრომბები სხვადასხვა ორგანოების კაპილარებში, არტერიოლებსა და ვენებში. სისხლძარღვშიდა შედედება ხშირად თან ერთვის ფიბრინოლიზური სისტემის აქტივაციას, ფიბრინისა და ფიბრინოგენის დაშლას და ამ უკანასკნელთა დეგრადაციის პროდუქტების გამოთავისუფლებას. აღნიშნული პროცესი, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ვაზომოტორული რეაქცია, არ მთავრდება მანამ, სანამ კოაგულაციური მექანიზმი და ვაზომოტორული აპარატი არ მოვლენ ნორმაში და ფიბრინისა და ფიბრინოგენის დეგრადაციის უკანასკნელი პროდუქტები არ იქნებიან „გაძევებული“ სისხლიდან“ (D. McKay, 1973).
რომც არ ვიცოდეთ სპეციალურ ლიტერატურაში ისეთი ნაშრომებისა და შეტყობინებების არსებობა, როგორიცაა „დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის“ შესაბამისი ტომი, მონოგრაფიები „თრომბოჰემორაგიული სინდრომი“ (მ. მაჩაბლისა და ვ. ბოჭორიშვილის რედაქციით, 1988) და „თრომბოჰემორაგიული სინდრომი ონკოგინეკოლოგიაში“ (ბ. კუზნიკი და თანაავტ., 1983), სსრკ-ის ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდური რეკომენდაციები „სისხლის დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება“ (1981) (რომელიც სპეციალურად გამოიცა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით), და უამრავი სხვა ანალოგიური პუბლიკაცია, სადაც კიდევ და კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ქართული კონცეფციის არამარტო ქრონოლოგიური, არამედ სტრუქტურული („დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება“ წარმოადგენს „თრომბოჰემორაგიული სინდრომის“ მხოლოდ II და III სტადიებს) პრიორიტეტი, „დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედებისა“ და „თრომბოჰემორაგიული სინდრომის“ ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან ნათლად ჩანს, რომ თუ მცნება „თრომბოჰემორაგიული სინდრომი“ მოიცავს ორგანიზმის ყველა ქსოვილის კოაგულაციურ-ლიზისურ პათოლოგიას და პირველადი თრომბოჰემორაგიული რეაქციები შეიძლება იწყებოდეს ნებისმიერი მათგანისგან, მაგ., სისხლიდან, „დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების“ პროცესი შემოფარგლულია (როგორც ეს დასახელებიდანაც ჩანს) სისხლძარღვთა კედლებით, ასახავს მხოლოდ სისხლის „განშრევებას“ და, მაშასადამე, წარმოადგენს „თრომბოჰემორაგიული სინდრომის“ კერძო შემთხვევას. „დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება“ ეტიოპათოგენეზურად და დროებრივ ასპექტში ემთხვევა „თრომბოჰემორაგიული სინდრომის“ I სტადიას მხოლოდ ერთ შემთხვევაში – როდესაც ამა თუ იმ გენეზის თრომბოპლასტიური სუბსტანცია თავიდანვე ხვდება სისხლში (მაგ., ჰემოტრანსფუზიული შოკის დროს).
ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც მინიმუმი, გაკვირვებას იწვევს და გაუგებარია ზოგიერთი (პირველ რიგში, პოსტსაბჭოურ სივრცეზე, კერძოდ, საქართველოში) კლინიცისტისა და მკვლევარის პოზიცია, რომლებიც ჯიუტად და შეუპოვრად უარყოფენ აშკარა სამართლიანობას და უარს ამბობენ „საგნებისათვის თავისი ობიექტური სახელის დარქმევაზე“, იგნორირებენ სრულუფლებიან ტერმინს და უწოდებენ „მაჩაბლის სინდრომს“ ნებისმიერ სახელს („დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება“, „ხარჯვითი კოაგულოპათია“, „დეფიბრინაციის სინდრომი“ და სხვ.), ზოგჯერ კი პრინციპულად არასწორს („პირველადი ჰიპერფიბრინოლიზი“), მაგრამ არა „თრომბოჰემორაგიულ სინდრომს“. უნდა აღინიშნოს, რომ ამავდროულად რიგი ცნობილი მეცნიერებისა, რომლებიც მრავალი წლების მანძილზე ამუშავებდნენ კოაგულოლოგიის პრობლემებს (აკადემიკოსი ო. გავრილოვი, პროფესორები: ვ. სკიპეტროვი, ბ. კუზნიკი და სხვ.), დაბეჯითებით მოითხოვენ არსებული პრიორიტეტის დაცვას და ტერმინ „თრომბოჰემორაგიული სინდრომი”-ს საყოველთაო განმტკიცებას.
ჩვენ ვთვლით, რომ მსოფლიო (და არა მხოლოდ ქართული) მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებაში ძნელად მოიძებნება ანალოგიური მასშტაბის მიღწევა, რადგან თუ (როგორც მაგალითი) რენტგენისა და ფლემინგის საყოველთაოდ ცნობილი, უდიდესი და უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებით დაიწყო პრინციპულად ახალი ერა მედიცინის ისტორიაში, მ. მაჩაბლის უნივერსალურმა ზოგადპათოლოგიურმა თეორიამ ითამაშა ერთგვარი „გადატრიალების“ როლი, რამეთუ დამაჯერებლად უარყო ათწლეულებით ჩამოყალიბებული დოგმები არა მხოლოდ თრომბოზებისა და ჰემორაგიების ეტიოპათოგენეზის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, არამედ არასპეციფიკური ორგანული დეკომპენსაციისა და ტანატოგენეზის უმთავრესი მექანიზმების შესახებ.

ლიტერატურა

ნანახია: 5668 | შეფასებულია: 3 | რეიტინგი: [4.67]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.