აქტუალური თემა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო მენეჯმენტი

გაიდლაინი

მიმოხილვა

ლექტორიუმი

სიახლეები

ახალი მეთოდები

კვლევა

ექსპერიმენტული კვლევა

ადამიანი და გარემო

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ჩვენი თანამედროვე

კლინიკური შემთხვევა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



განვითარებად მსოფლიოს სჭირდება საკუთარი სამეცნიერო ჟურნალები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

XXI საუკუნის დიდი მოაზროვნე [5.00]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5.00]

თირკმლების ქრონიკული დაავადება [5.00]


თირკმლების ქრონიკული დაავადება [18719]

ჰემოსიდეროზით მიმდინარე დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები [8917]

საშვილოსნოს კედლის მთლიანობის აღდგენა ერთ­შრი­ანი განუწყვეტელი ნაკერით და პერიტონიზაცის ახალი მეთოდი [7589]

საქართველოში მოქმედი სამედიცინო საზოგადოებების როლი სამამულო ქირურგიის განვითარებაში [7291]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5509]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

დედათა სიკვდილიანობა საქართველოში

ავტორი: ნ. კინტრაია, ე. მარგალიტაძე; თსსუ, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი
N. Kintraia, MD.PhD, Full Professor,1 E. Margalitadze2
1Tbilisi State Medical University, Head of OB/GYN Department, 2Tbilisi State Medical University, student
The Maternal Mortality in Georgia

>>  Maternal mortality - statistical index, characterizing frequency of the cases of women death, beginning of the pregnancy period or within 42 days after its end due to any pathologic state, connected with pregnancy.
The Ministry of Public Health of Georgia indicates that the index of maternal mortality in Georgia in 1986 was - 20,0, and in 1997 - 71,13. In 2007 the index of maternal mortality is reduced by -20,2 comprises after this period. Reduction in the index of maternal mortality composed 7,16% yearly. These calculation data present the contemporary information about the significance of the problem of maternal mortality to in the world. They clearly indicate need activating actions, directed toward reduction in the maternal mortality, and efforts for obtaining of reliable data for its more precise estimation in the future.


ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ქალთა სიკვდილიანობა (ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ 42 დღის განმავლობაში), უმთავრეს საკითხად რჩება მედიცინაში. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები უდიდეს ყურადღებას უთმობენ ამ პრობლემას.
მსოფლიოში დედათა სიკვდილიანობის ზუსტი მონაცემების მოპოვება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული: ბევრ ქვეყანაში შვილოსან ქალთა აღრიცხვიანობის წარმოება არ ხდება, ქვეყნებში, სადაც არ გაიცემა ცნობა გარდაცვალების შესახებ, დედათა სიკვდილიანობის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია, ზოგ შემთხვევაში, ქალის გარდაცვალების დროს არ არის ცნობილი მისი ორსულობის შესახებ და სხვა.
მიუხედავად სირთულეებისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, UNISEF და UNFPA, ნაციონალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე სხვადასხვა ინფორმაციის წყაროებიდან მოპოვებული მიახლოებითი მაჩვენებლების ანალიზით, მაინც ახერხებენ მსოფლიოში არსებული რეალური მდგომარეობის ასახვას (სურ.1). ამ გამოკვლევებმა ცხადჰყო, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოვებით ნახევარი მილიონი ქალი კვდება ორსულობისა და მშობიარობის გართულებით. აქედან 70 000 15-19 წლის ასაკის.

სურათი 1. დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტი ქვეყნების მიხედვით - 100000 ცოცხლადშობილზე (ჯანმოს, UNISEF, UNFPA და მსოფლიო ბანკის 2008 წლის მონაცემები)

იგივე მონაცემებით, დედათა სიკვდილიანობის 80% პირდაპირ კავშირშია ორსულობა/მშობიარობასთან (პირდაპირი მიზეზები): სისხლდენა (სტატისტიკური მონაცემებით – მსოფლიოში ყოველწლიურად დედათა სიკვდილიანობის ≈130 000 შემთხვევა სამეანო სისხლდენით), ინფექცია (...≈130 000 სეფსისით), პრეეკლამფსია/ეკლემფსია (≈110 000 შემთხვევა), გართულებული მშობიარობა (≈80 000 საშვილოსნოს გასკდომა და ემბოლია სანაყოფე წყლით), 80 000 - აბორტით, 80 000 – ექსტრაგენიტალური დაავადებებით და ა.შ. გარდა პირდაპირი მიზეზებისა, დედათა სიკვდილიანობა ზოგ შემთხვევაში გამოწვეულია თანმხლები დაავადებებით: გულ–სისხლძარღვთა, საშარდე ან ენდოკრინული სისტემების პათოლოგიები, მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებები (ტუბერკულოზი, აივ-ინფექცია, მალარია და სხვ.) (დიაგრამა 1). ამ გამოკვლევის მიხედვით დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასა და ავღანეთში, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიასა და იაპონიაში.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის – საქართველოში, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოვებით ერთგვარია და უტოლდება ისეთი ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორიცაა აშშ, ბრაზილია, არგენტინა, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩინეთი და სხვა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა შეფასებისას ექსპერტებმა ერთ ჯგუფში გააერთიანეს ქვეყნები, სადაც დედათა სიკვდილიანობა იყო 10-199 ყოველ 100 000 ცოხლადშობილზე, რაც, ჩვენის აზრით, თუ კი მისაღებია ისეთი დიდი ქვეყნებისთვის, როგორიც მაგალითად რუსეთი ან ჩინეთია, სადაც ერთი ქვეყნის ფარგლებში დედათა სიკვდილიანობა შესაძლოა ვარირებდეს რეგიონების მიხედვით, ისეთი მცირე ქვეყნების, როგორიც საქართველო, სომხეთი, ლიტვა, ესტონეთი და სხვ., მდგომარეობის შედარებისთვის ნაკლებ ინფორმატიულია და მონაცემთა დაზუსტებას საჭიროებს.
ჯანმოს, UNISEF, UNFPA და მსოფლიო ბანკის უდიდესი ძალისხმევა, მიუხედავად სიძნელეებისა, მაინც საგრძნობ დადებით შედეგს იძლევა. მთელ მსოფლიოში აღინიშნება დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტის შემცირება, თუმცა ეს პროცესი ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობს და საშუალოდ 1% შეადგენს წელიწადში. ეს მაჩვენებელი გამოკვეთილად მაღალია განვითარებულ ქვეყნებში (4,2% ევროგაერთიანების ქვეყნებში), ხოლო აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შეადგენს მხოლოდ 0,1%-ს.
აშშ ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს 2006 წლის მონაცემებით, საქართველო დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში 85-ე ადგილზეა. 2007 წლის მონაცემებით საქართველოში იყო სულ 49 626 მშობიარობა. გარდაიცვალა 10 დედა (დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 20,2 ყოველ 100 000 ცოცხლადშობილზე), ხოლო დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტის შემცირება წელიწადში 1% შეადგენს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები ცხადჰყოფს, რომ საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1986 (20,0) წლიდან მკვეთრად მოიმატა და 1997 წელს მიაღწია მაჩვენებელს - 71,13. ამ პერიოდიდან აღინიშნება მაჩვენებლის მკვეთრი კლება და 2007 წლისთვის თითქმის მიაღწია 1986 წლის მაჩვენებელს (20,2), ანუ დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტის შემცირებამ 1997-2007 წლებში ყოველწლიურად შეადგინა საშუალოდ 7,16% (!) (დიაგრამა 2).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაჩვენებლის კლება ხდებოდა მშობიარობების აბსოლუტური რაოდენობის მატების ფონზე (დიაგრამა 3).
დედათა სიკვდილიანობის გამომწვევი პირდაპირი და არაპირდაპირი მიზეზები არ განსხვავდება მსოფლიოს გასაშუალებული ანალოგიური მონაცემებისგან.
დედათა სიკვდილიანობას უმეტეს შემთხვევაში განაპირობებს დამძიმებული სამეანო და სომატური ანამნეზი, ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა, დაგვიანებული სამედიცინო დახმარება ან მშობიარობა არასათანადო პირობებში (ბინაზე მშობიარობა სამედიცინო დახმარების გარეშე).
1999-2007 წლებში ჩატარებული ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ ქალების უმრავლესობა (92%) მშობიარობს სამშობიარო სახლებში ან საავადმყოფოების სამეანო განყოფილებებში, მშობიარობების 7 – 8% კი მიმდინარეობს საავადმყოფოს გარეთ. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია სოფლად (13%-14%), ვიდრე ქალაქებში (1,1%-2%). გამოკვლევამ გამოავლინა რეგიონები, სადაც მაღალია ბინაზე მშობიარობების პროცენტი (კახეთი – 30%, ქვემო ქართლი – 15%, გურია – 12%), რაც არ არის აღრიცხული ოფიციალურ სტატისტიკაში.
იმავე კვლევით გამოვლენილია დაავადებები, რომლებიც უსწრებენ ან ვითარდებიან ორსულობის პერიოდში და ართულებენ ორსულობას, მშობიარობას და ლოგინობის ხანას (დიაგრამა 4).
უკანასკნელ წლებში საქართველოში გამოვლენილია ფერტილური ასაკის ქალთა ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია. საყურადღებოა, რომ მოზარდები, წინა წლებთან შედარებით, უფრო ადრეული ასაკიდან არიან სქესობრივად აქტიურნი, გაიზარდა არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სიხშირე. ხელოვნური აბორტი ჯერ კიდევ რჩება ოჯახის დაგეგმვის მეთოდად ახალგაზრდებში, რასაც ხელს უწყობს ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში ქალთა განათლების არასაკმარისი დონე. სხვა შემთხვევაში ძნელი ასახსნელია ის გარემოება, რომ ოჯახის დაგეგმვის პროცესში კვლავ წამყვანი ადგილი უკავია აბორტს, რომლის მხოლოდ აღრიცხული შემთხვევების საერთო რაოდენობამ მაგალითად 2005 წელს 19734 შეადგენდა. სტაბილურად მაღალია აბორტების რაოდენობა 15-19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, რაც საგრძნობლად ამძიმებს მათ სამეანო და გინეკოლოგიურ ანამნეზს.
ჯანმოს ექსპერტების აზრით, უმნიშვნელოვანეს ელემენტს დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების საკითხში წარმოადგენს ქალთა რეპროდუქციული განათლების ამაღლება, სამედიცინო დახმარების სწორი ორგანიზება, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება და ხელმისაწვდომობა: ორსულთა დისპანსერული ზედამხედველობის ხარისხის გაუმჯობესება, ორსულების მასობრივი ფიზიკური და ფსიქოპროფილაქტიკური მომზადება მშობიარობისათვის, მოსახლეობის კონსულტირება რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, ქალთა მასობრივი პროფილაქტიკური გასინჯვა ადრეული გინეკოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის მიზნით.
ორსულთა პატრონაჟის გონივრულად და რაციონალურად ორგანიზებული სტრუქტურა, დროულად გამოვლენილი თანმხლები დაავადებები და ორსულობის გართულებები, მისი დროული და ადექკვატური მკურნალობა, მშობიარობის რაციონალური მართვა, ხელს უწყობს დედათა სიკვდილიანობის შემცირებას, რაც საშუალებას მოგვცემს მივუახლოვდეთ განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს.
ექიმის და პაციენტის მუდმივი კავშირი ხელს უწყობს დაავადებათა პრევენციას და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას. ამისათვის ერთ-ერთი აუცილებელი საფეხურია პაციენტის განათლება და პრენატალური ზედამხედველობა. დედათა სიკვდილიანობის პრობლემის წარმოჩენა და მასზე რეაგირება წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მიზანს. თითოეული დედის სიკვდილი არის არა მარტო ოჯახის ტრაგედია, არამედ სახელმწიფოს და მსოფლიოს პრობლემა.

ლიტერატურა

ნანახია: 4603 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.