იუბილე

სიახლეები

NOTA BENE

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

კვლევა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

გაიდლაინი

დისკუსია

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ნობელის პრემიის ლაურეატები - 2008, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფერო. [5.00]

ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [5.00]

საოფისე სკამი ხერხემლის შესაბამისი სიმრუდეების მქონე საზურგით [5.00]

ახალი ხელოვნური გული პრეკლინიკურ გამოცდას გადის [5.00]


ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [15880]

გულმკერდში ტკივილის მენეჯმენტი [14153]

ვულგარული აკნეს (ACNE VULGARIS) მართვის გაიდლაინი [13638]

ჰოსპიტალური მენეჯმენტი: პრელუდია [7689]

შუა ყურის ქოლესტეატომური დაავადების მკურნალობა [6109]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

ყვავილები ელჯერნონისათვის

ავტორი: დენიელ ქიიზი


გაგრძელება, დასაწყისი იხილეთ მე-6, მე-7 ნომრებში

28 აპრილი. არ მესმის, რატომ ვერასდროს ვერ ვამჩნევდი, როგორი ლამაზია მისს კინიენი. იგი სულ ოცდათოთხმეტი წლისაა! მას თაფლისფერი თვალები და ფუმფულა, კეფაზე შეკონილი, წაბლისფერი თმები აქვს. მე ვფიქრობ, იმიტომ, რომ თავიდანვე მიუწვდომლად გენიალურად მეჩვენებოდა – და ძალიან, ძალიან ასაკოვნად! ახლა კი, თითოეული ჩვენი შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდავდება და უფრო მიმზიდველი ხდება.
ჩვენ ვისადილეთ და ბევრი ვისაუბრეთ. როცა მან მითხრა, რომ მე ძალიან სწრაფად მივიწივ წინ და მალე მასაც უკან ჩამოვიტოვებ, მე გავიცინე.
– ეს სიმართლეა, ჩარლი. შენ უკვე ჩემზე უკეთ კითხულობ. შენ თვალის ერთი გადავლებით მთელი გვერდის წაკითხვა შეგიძლია, მე კი, იგივე დროში, მხოლოდ რამდენიმე სტრიქონის წაკითხვას ვასწრებ.კითხვისას კი, შენ ყველაზე მცირე დეტალსაც კი იმახსოვრებ. მე კი, საუკეთესო შემთხვევაში, ძირითადი აზრს და წაკითხულის ზოგად შინაარსს თუ გავიხსენებ.
მან სიგარეტი აიღო, მე ანთებული ასანთი მივუახლოვე.
– შენ ცოტა მეტი მოთმინება გმართებს. იმაზე, რასაც შენ რაღაც დღეებსა და კვირებში ახერხებ, ნორმალური ადამიანების ნახევარი სიცოცხლე იხარჯება. სწორედ ეს არის საოცარი. შენ ცოდნას უზარმაზარი ღრუბელივით ისრუტავ. ფაქტები, ციფრები, ზოგადი მონაცემები. უახლოეს მომავალში შენ ყველაფერ ამას ერთმანეთს დაუკავშირებ. შენ ცოდნის სხვადასხვა სფერპოებს შორის კავშირს შეიცნობ. არსებობს უამრავი დონე, ჩარლი, ეს გიგანტური კიბის საფეხურებია, რომელთაც სულ უფრო მაღლა და მაღლა მიჰყავხარ, და შენ სულ უფრო და უკეთესად შეიცნობ გარემომცველ სამყაროს.
იგი მოიღუშა.
– მე მხოლოდ ვიმედოვნებ…
– რა ხედება?
– არსებითი არ არის, ჩარლი. მე უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ, როცა გირჩიე ამ გადაწყვეტილების მიღება, შეცდომა არ დამიშვია.
გადავიხარხარე.
– როგორ შეგიძლიათ ამის თქმა? ყველაფერი ხომ ისე მიდის, როგორც საჭიროა. ელჯერნონიც კი ჯერ კიდევ ჭკვიანია.
რაღაც პერიოდი მდუმარება ჩამოწვა, და მე ვიცოდი, რაზე ფიქრობდა იგი. მე არ მინდოდა ამ შესაძლებლობაზე, იმაზე მეტად მეფიქრა, ვიდრე მოხუცებს აქვთ სიკვდილზე ფფიქრის სურვილი. მე _ვ_ი_ც_ო_დ_ი_, რომ ეს დასაწყისია. მე მესმოდა, რას გულისხმობდა იგი საფეხურებში, რადგან მათი ნაწილი მე უკვე გავიარე. ფიქრმა, რომ მე მას უკან მოვიტოვებდი, დამადარდიანა.
მე მიყვარს მისს კინიენი.
11. ყოველდღიური ანგარიში
30 აპრილი. მე აღარ ვმუშაობ დონეგანის „პლასტმასის ყუთების მწარმოებელ კომპანიაში“. ბატონმა დონეგანმა მკაცრად განაცხადა, რომ ყველასათვის უმჯობესი იქნება, თუ მე წავალ. რატომ შემიძულეს ასე?
ეს პირველად მაშინ შევიტყვე, როცა ბატონმა დონეგანმა პეტიცია მაჩვენა. რვაას ორმოცი ხელმოწერა, ყველა, ვისაც კაშირი აქვს ფაბრიკასთან…
ისევ სირცხვილისაგან ვიწვი. ამ ჩემმა ახალმა ინტელექტმა კედელი აღმართა ჩემსა და მათ შორის, ვისაც ვიცნობდი და მიყვარდა. ადრე ისინი დამცინოდნენ და ვეზიზღებოდი ჩემი უმეცრებისა და სიბრიყვის გამო; ახლა კი ისინი ჩემი ცოდნისა და გონიერების გამო ვერ მიტანენ. ღმერთო, რა უნდათ ჩემგან?
მათ ფაბრიკიდან გამომაგდეს. ახლა კიდევ უფრო მეტად მარტოსული ვარ, ვიდრე ოდესმე…
15 მაისი. ექიმი შტრაუსი ძალიან გაბრაზებულია ჩემზე იმის გამო, რომ ორი კვირაა დღიურებს არ ვწერ. ის თავისებურად მართალია, ლაბორატორია ხომ ახლა რეგულარულად მიხდის ხელფასს. მე ვუთხარი, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი – ბევრს ვკითხულობდი და ვფიქრობდი. როცა ვახსენე, რომ წერის პროცესის დაბალი სიჩქარე მაღიზიანებს, მან მირჩია მესწავლა საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვა. ახლა წერა გაცილებით გაიოლდა იმიტომ, რომ წუთში შემიძლია სამოცდათხუთმეტ სიტვამდე დავბეჭდო. ექიმი შტრაუსი მუდმივად მახსენებს წერის და შედარებით მარტივად საუბრის აუცილებლობას, რათა სხვებმაც შეძლონ ჩემი გაგება.
გასულ სამშაბათს მოახდინეს ჩემი და ელჯერნონის დემონსტრირება ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ყრილობის სხდომაზე. ჩვენ უდიდესი სენსაცია მოვახდინეთ. ექიმი ნემიური და ექიმი შტრაუსი ძალიან ამაყობდნენ ჩვენით.
მე ვეჭვობ, რომ ექიმი ნემიური, რომელიც სამოცი წლისაა (იგი ათი წლით უფროსია ექიმ შტრაუსზე), საჭიროდ თვლის უკვე მოიმკას თავისი შრომის ნაყოფი. ეს, უდავოდ, მისის ნემიურის ზეწოლის შედეგია.
შთაბეჭდილებების მიუხედავა, რომლებიც ჩამომიყალიბდა მის შესახებ ადრე, ახლა მესმის, რომ ექიმი ნემიური სულაც არ არის გენიოსი. მას მეტი ნიჭი აქვს, მაგრამ ხელს საკუთარი თავისადმი რწმენის სიმცირე უშლის ხელს. მასსურს, რომ ადამიანები გენიოსად თვლიდნენ. ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მისმა შრომამ აღიარება მოიპოვა. ჩემი აზრით, ექიმ ნემიურს ამის გადადების იმიტომ ეშინოდა, რომ ვიღაცას, სხვასაც შეეძლო ანალოგიური აღმოჩენის გაკეთება და მისთვის დიდების გვირგვინის ჩამორთმევა.
ექიმ შტრაუსს კი შეიძლება უწოდო გენიოსი, თუმცა ვგრძნობ, რომ მისი ცოდნა ძალზე შეზღუდულია. მან ძალზე ვიწრო სპეციალიზაციის ტრადიციების შესაბამისი განათლება მიიღო.
გაოგნებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ ძველი ენებიდან მან მხოლოდ ლათინურად, ბერძნულად და ძველებრაულად კითხვა იცის და არაფერი გაეგება უმაღლეს მათემატიკაში ელემენტარული ვარიაციული გამოთვლების გარდა. ამის ჩემთან აღიარების შემდეგ, ერთგვარი გაღიზიანება ვიგრძენი. მე ეს ისე აღვიქვი, თითქოს ჩემი შეცდომაში შეყვანის მიზნით, იგი მალავდა თავისი პიროვნების ამ მხარეს, და ისეთად ცდილობდა წარმოჩენილიყო (რაც, როგორც მე აღმოვაჩინე, მრავალ ადამიანს ახასიათებს), როგორიც სინამდვილეში არ არის.
ექიმი ნემიური ჩემს მიმართ აშკარად რაღაც უხერხულობას გრძნობს. ზოგჯერ, მე ვცდილობ გავესაუბრო, ის მხოლოდ უცნაურად მიცქერს და შემდეგ ზურგს მაქცევს. თავდაპირველად, როცა ექიმმა შტრაუსმა ამიხსნა, რომ ჩემს გამო ექიმ ნემიურ არასრულფასოვნების შეგრძნება უჩნდება, ძალიან გავბრაზდი. ვიფიქრე, რომ ის დამცინოდა, მე კი ძალზე მწვავედ ვრეაგირებ, როცა აბუჩად მიგდებენ.
საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ისეთი ღრმადპატივცემული ფსიქოლოგ-ექსპერიმენტატორი, როგორიც ნემიურია, არ იცნობს არც ჰინდის და არც ჩინურს? ეს ხომ უაზრობაა, თუ გავითვალისწინებთ იმ კვლევებს, რომლებიც მის სფეროში ამჟამად წარმოებს ინდოეთსა და ჩინეთში.
მე ვკითხე ექიმ შტრაუსს, როგორ შეძლებს ნემიური რახაჯამატის უარყოფას, რომელმაც გააკრიტიკა მისი მეთოდი და კვლევის შედეგები, თუკი მას არ შეუძლია მისი შრომების წაკითხვა. უცნაური გამომეტყველება, რომელიც ექიმ შტრაუსის სახეზე აღიბეჭდა, მხოლოდ ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს. ან მას არ სურს უთხრას ნემიურს, რას წერენ ინდოეთში, ანდა – და ეს ძალიან მაწუხებს – ექიმმა შტრაუსმა ეს თავადაც არ იცის.
18 მაისი. მე ძალიან აღელვებული ვარ. გუშინ საღამოს მის კინიენს შევხვდი – მანამდე ერთი კვირა არ მენახა. მე ვცდილობდი არ შევხებოდი მაღალინტელექტუალურ საკითხებს და საუბარი ყოველდღიურობას შეხებოდა, მაგრამ მან დაბნეულად შემომხედა და მკითხა, თუ რას ვგულისხმობდი დობერმანის „მეხუთე კონცერტში“ მათემატიკური ეკვივალენტის ცვლილების ქვეშ.
როცა მე ამის ახსნას შევეცადე, გამაჩერა და გაიცინა. ვეჭვობ, რომ მას იმ დონე არ ვესაუბრები. რომელ თემასაც არ უნდა შევეხო, მასთან საერთო ენას ვერ ვპოულობ. ვხედავ, უკვე თითქმის აღარ შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა. კარგია, რომ ქვეყნად არსებობს წიგნები, მუსიკა და ის პრობლემები, რომელთა შესახებაც შემიძლია ვიფიქრო.
20 მაისი. გატეხილი თეფშების შემთხვევა რომ არა, მე საერთოდ ვერ შევნიშნავდი სასადილოში, სადაც ვვახშმობ, თექვსმეტიოდე წლის ბიჭუნას – ჭურჭლის ახალ მრეცხავს.
თეფშები ხმაურით დაცვივდა იატაკზე, დაიმსხვრა, და ყველა მიმართულებით მაგიდებს ქვეშ თეთრი ფაიფურის ნამსხვრევები გაიფანტა. გაოგნებული და შეშინებული, ბიჭუნა ადგილზე გაქვავდა ისე, რომ ხელიდან ცარიელი თასი არ გაუშვია. იქ მყოფთა სტვენამ და ლაქლაქმა (შეძახილები: „ოჰო, აი ზარალი!...“, „გილოცავთ!...“ და „რამდენ ხანს იმუშავა აქ…“ რომლებიც, როგორც ჩანს, ყოველთვის ისმის რესტორნებში, როცა ჭურჭელი იმსხვრევა), კიდევ უფრო მეტად შეაშფოთა იგი.
როცა ხმაურზე პატრონი გამოჩნდა, ბიჭი შიშისაგან მოიკუნტა, თითქოს მოლოდინში, რომ სცემენ, და, თითქოს დარტყმის ასცილებლად, ხელები წინ გაიქნია.
– კარგი! კარგი, ბრიყვო, – აყვირდა პატრონი, – ნუ დგეხარ ძელივით! აიღე ჯაგრისი და გახვეტე ეს ნაგავი. ჯაგრისი… ჯაგრისი, შე იდიოტო! სამზარეულოშია. ერთი ნამსხვრევიც რომ არ დარჩეს.
ბიჭუნა მიხვდა, რომ მის დასჯას არ აპირებენ. სახიდან შეშინებული გამომეტყველება გაუქრა, და, როცა იატაკის მოსახვეტად ჯაგრისით დაბრუნდა, უკვე იღიმებოდა და რაღაცას დუდღუნებდა. ვიღაც-ვიღაცეები, ყველაზე აქტიური კლიენტები, ერთობოდნენ, და აგრძელებდნენ მისი მისამართით შენიშვნების ნაკადს.
– აბა, შვილო, აი იქ უკან სანაქებო ნამსხვრევი გდია…
– ერთხელაც გაიმეორე…
– არც ისეთი სულელია. დამსხვრევა ხომ გარეცხვაზე ადვილია…
თანდათან, მისი მზერა გადადიოდა ერთი მხიარული მომხმრებლიდან მეორეზე, და მის სახეზე მათი ღიმილი ისახებოდა, ბოლოს მან გაუბედავად ჩაიცინა იმ ხუმრობაზე, რომლის შინაარსიც სავარაუდოდ საერთოდ ვერ გაიგო.
ამ ბრიყვული არაფრისმთქმელი ღიმილის, ფართოდ გახელილი ბავშვური თვალების, რომლებშიც მორიდება გამოდგომის გამძაფრებულ სურვილთან იყო შერწყმული, დანახვაზე, ჩემს გული მწვავე ტკივილმა განჭოლა. ისინი მას დასცინოდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გონებრივად ჩამორჩენილი იყო.
და მეც დავცინოდი მას.
უეცრად ჩემში სიბრაზემ იფეთქა. მე წამოვხტი და ვიკივლე:
– მოკეტეთ! თავი დაანებეთ! მისი ბრალი არ არის, რომ არაფერი ესმის! მას არ ძალუძს იყოს სხვა! ღვთის გულისათვის… ის ხომ ადამიანია!
შენობაში სიჩუმემ დაისადგურა. მე საკუთარ თავს ვკიცხავდი იმის გამო, რომ თავი ვერ შევიკავე და ეს სცენა მოვწყვე. ისე, რომ ბიჭისთვის არ შემეხედა, გადავიხადე და სასდილოდან გავედი, ლუკმაც არ გადამიყლაპავს. მე ორივეს მაგივრად მრცხვენოდა.
საოცარია, ნორმალური შეგრძნებების ადამიანები, რომლებიც არასდროს დასცინებენ ხეიბარს, რომელიც უხელოდ, უფეხოდ ან ბრმად დაიბადა, არაფრად უღირთ თანდაყოლილი გონებაჩლუნგი ადამიანის შეურაწყოფა. მა მაცოფებდა აზრი, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როგორც ეს ბიჭი, საკუთარი სისულელით მასხარად ვიყავი გადაქცეული. მე კი ეს ყველაფერი დამავიწყდა.
მე საკუთარ თავს დავუმალე ძველი ჩარლი გორდონი. მაგრამ დღეს, ამ ბიჭის შემხედვარემ, პირველად დავინახე, როგორი ვიყავი წარსულში. მე ზუსტად ასეთი ვიყავი!
მე ხშირად ვკითხულობ ჩემს დღიურებს და ვხედავ უწიგნურობას, ბავშვურ გულუბრყვილობას, საცოდა, თითქოს ბნელ ოთახში ჩაკეტილ ინტელექტს, რომელიც გაუმაძღრად იცქირება ჭუჭრუტანიდან და გარეთ დამაბრმავებელ ბრწყინვალებას ხედავს. მე ვხედავ, ჩემი მთელი სიბრიყვის მიუხედავად, მესმოდა საკუთარი არასრულფასოვნება, მესმოდა, რომ სხვა ადამიანები ისეთ რაღაცას ფლობდნენ, რაც მე არ გამაჩნდა, რაც ჩემმა განგებამ დამაკლო. ჩემს გონებრივ სიბრმავეში მე ვთვლიდი, რომ ეს როგორღაც წერა-კითხვის ცოდნასათნ იყო დაკავშირებული, რომ, თუ ამ ხელოვნებას დავეუფლებოდი, ავტომატურად შევიძენდი გონიერებას.
ჭკუასუსტსაც კი უნდა, ჰგავდეს სხვა ადამიანებს.
ბავშვმა შეიძლება არ იცოდეს, რითი ან როგორ უნდა იკვებოს, მაგრამ შიმშილის შეგრძნება მისთვის კარგად ნაცნობია.
ამ დღემ სარგებელი მომიტანა. ნათლად დავინახე წარსული, გადავწყვიტე ჩემი ცოდნა და შესაძლებლობები ადამიანის ინტელუქტუალური დონის ამაღლების სფეროში კვლევებისათვის დამეთმო. ვინ არის ამ სამუშაოსთვის ყველაზე უკეთ მზად? კიდევ ვის უცხოვრია ორივე სამყაროში? მომეცით შესაძლებლობა, გამოვიყენო ჩემი ნიჭი და რაიმე მაინც გავაკეთო ჩემი ძმებისთვის.
ხვალ ექიმ შტრაუსთან განვიხილავ ჩემი შრომის მეთოდიკას. იქნებ, მე შევძლო, დავეხმარო მას იმ ოპერაციების ფართოდ გამოყენების პრობლემის გადაწყვეტაში, რომელიც პირველად ჩემზე გამოიცადა. ამ საკითხზე რაღაც-რაღაც იდეები გამაჩნია.
რამდენის გაკეთება შეიძლებოდა! მე თუ გენიოსად მაქციეს, ასეთები ხომ ათასებია! ინტელექტის როგორი ფანტასტიკური დონის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი ნორმალურ ადამიანებში? გენიოსებში?
რაოდენ დიდი შესაძლებლობები იხსნება! მოუთმენლობისაგან ვიწვი.
12. ყოველდღიური ანგარიში
23 მაისი. ეს დღეს მოხდა. ელჯერნონმა მიკბინა. მე, როგორც ყოველთვის, მის სანახავად ლაბორატორიაში შევედი, და, როცა გალიიდან ამოვიყვანე, კბილებით ჩამაფრინდა ხელში. მე უკან ჩავსვი და რაღაც პერიოდი ვაკვირდებოდი. ის არაჩვეულებრივად აგზნებული და გაბრაზებული იყო.
24 მაისი. ბერტმა, რომლის მეთვალყურეობის ქვეშაც იმყოფებიან ლაბორატორიული ცხოველები, გვაცნობა, რომ ელჯერნონი იცვლება. ის ნაკლებად კონტაქტური ხდება; იგი უარს აცხადებს ლაბირნთში სირბილზე. და არ ჭამს. ყველა გაოგნებულია, რას უნდა ნიშნავდეს ეს.
25 მაისი. ისინი თავად აჭმევენ ელჯერნონს, რომელიც ახლა ცვლადი კლიტის გახსნაზეც უარს აცხადებს. ყველა ელჯერნონთან მაიგივებს. გარკვეულწილად ჩვენ ორივე – პირველები ვართ. ყველას ისეთი სახე აქვს, თითქოს ელჯერნონის ქცევა აუცილებელია არ არის, რომ რაიმეს ნიშნავდეს ჩემს შემთხვევაში. მაგრამ ძნელი დასამალია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ცხოველი ვისაც იგივე ექსპერიმენტი ჩაუტარდა, უცნაურად იქცევა.
ექიმმა შტრაუსმა და ექიმმა ნემიურმა მთხოვეს ლაბორატორიაში მოსვლა შემეწყვიტა. მე ვიცი, რაზე ფიქრობენ ისინი, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები. მე ჩემს წამოწყებაზე, წინ წამეწია მათი კვლევა, უარი არ მითქვამს.ამ ორი ღირსეული მეცნიერისადმი ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მე მშვენივრად მესმის მათი შესაძლებლობების საზღვრები. თუკი რაიმე გამოსავალი არსებობს, იგი მე თავად უნდა ვიპოვო.
სრულიად მოულოდნელად დროის ფაქტორმა ჩემთვის გადამწყვეტი როლი შეიძინა.
მე აღმოვაჩინე, რომ _ი_ნ_ტ_ე_ლ_ე_ქ_ტ_ი_ს_ _გ_ა_მ_ო_თ_ვ_ლ_ა_ კვლევის მეტად საინტერესო სფეროს წარმოადგენს. აი სად შეიძლება ჩემს მიერ შეძენილი ცოდნის გამოყენება. ერთგვარად ეს პრობლემაა, რომელთანაც მე მთელი ცხოვრება მაკავშირებს.
31 მაისი. ექიმი შტრაუსი თვლის, რომ მე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობ. ექიმი ნემიური ამბობს, რომ მე რამოდენიმე კვირაში მინდა ჩავტენო კვლევები და აზრები, რომლებზეც მთელი სიცოცხლე მიდის. მე ვიცი, უნდა დავისვენო, მაგრამ რაღაც შინაგანი იმპულსი მაჩქარებს, გაჩერების საშუალებას არ მაძლევს. მე უნდა ვიპოვო ელჯერნონის სწრაფი რეგრესის მიზეზი. მე უნდა ვიცოდე, მომივა თუ არა იგივე მეც. და თუ კი, _რ_ო_დ_ი_ს_.

ნანახია: 3730 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.