იუბილე

არქივი

NOTA BENE

დისკუსია

სიახლეები

EBM კლასი

მიმოხილვა

MEDIA RELEASE

თარგმანი

გაიდლაინი

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [5.00]

სპიგელის თიაქარი [0.00]

კონტარაცეფციის საკითხები სამეანო ფისტულის მენეჯმენტში [0.00]

დედათა სიკვდილობა და აბორტი: თავიდან აცილებადი, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხი [0.00]


მწვავე ბრონქიტი [19551]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [16748]

თავისუფალი რადიკალები, ანტიოქსიდანტები, რეზვერატროლი, ღვინო, და ღვინო ქართული [14247]

ვისცერული ლეიშმანიოზი [10218]

სპიგელის თიაქარი [5180]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების, ჩამოტვირთვის და ციტირების თავისუფალი ხელმისაწვდომობა

ავტორი: ფ. მ. დევისი 1, ბ. ვ. ლევენსტეინი 1, დ. ჰ. საიმონი 2, ჯ. გ. ბუთი 3, მ. ჯ. ლ. კონოლი 4
Philip M Davis, graduate student, researcher,1 Bruce V Lewenstein, professor of science communication,1 Daniel H Simon, assistant professor of economics,2 James G Booth, professor of statistics,3 Mathew J L Connolly, programmer, analyst4
Open access publishing, article downloads, and citations: randomised controlled trial
1Department of Communi cation, Cornell University, Ithaca, NY 14853, USA
2 Department of Applied Economics and Manage­ment, Cornell University
3 Department of Biological Statistics and Computa­tio­nal Biology, Cornell University
4 Cornell University Library

>>  აღნიშნული კვლევის მიზანი იყო განგვესაზღვრა თავისუფალი ხელმისაწვდომობის ეფექტურობა სამეცნიერო ლიტერატურის ჩამოტვირთვასა და ციტირებასთან დაკავშირებით. მიზანი: კვლევის ტიპი განისაზღვრა, როგორც რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა. მასალა : ამერიკის ფიზიოლოგთა საზოგადოების მიერ გამოცემული 11 ჟურნალი. მონაწილეობა: 1619 კვლევითი და მიმოხილვითი სტატია. ძირითადი შედეგების საზომი: სტატიების მკითხველები (რომელიც ისაზღვრებოდა სრული ტექსტის, სტატიის PDF ვერსიის და აბსტრაქტის ჩამოტვირთვის შემთხვევაში) და ერთჯერადი ვიზიტორები. სტატიის ციტირებები შეგროვდა სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის მიერ ერთი წლის შემდეგ. კვლევაში ჩართული იყო 11 სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების ონლაინ ვერსიები, რანდომიზებული გადანაწილებით თავისუფალი ან ხელმოწერითი ტიპის მიხედვით. შედეგები: იმ სტატიების ჩამოტვირთვის ხარისხმა, რომლებიც თავისუფლად ხელმისაწვდომი იყო, მიაღწია 89%-ს (სანდოობის ინტერვალი 95% (76%-103%)), PDF ვერსია – 42% (32%-52%), ერთჯერადი ვიზიტორები – 23% (16%-30%), აბსტრაქტების ჩამოტვირთვის რაოდენობა კი 24%-ზე ნაკლები იყო (–29% - –19%) სტატიების გამოქვეყნებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ციტირებების რაოდენობა თავისუფლად ხელმისაწვდომი სტატიებიდან საგრძნობლად ნაკლები იყო ხელმოწერით ხელმისაწვდომ სტატიებთან შედარებით გამოქვეყნებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში, კერძოდ, თავისუფლად ხელმისაწვდომი სტატიების მხოლოდ ორმოცდაათი პროცენტი (146 სტატია 247-დან) იყო ციტირებული პირველი 9-12 თვის განმავლობაში მაშინ, როცა ხელმოწერით ხელმისაწვდომი სტატიების 63% იყო ციტირებული (859 სტატია 1372-დან).
დასკვნები : სამეცნიერო სტატიების თავისუფალი ხელმისაწვდომობა ბევრად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ხელმოწერა სტატიაზე და იზიდავს ბევრად უფრო მეტ მკითხველს. რაც შეეხება ციტირებას, პირველი წლის კვლევების საფუძველზე ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ციტირების შემთხვევაში თავისუფლად ხელმისაწვდომ სტატიებს გააჩნია უპირატესობა და მიღებული მონაცემები მისი მცირე უპირატესობის შესახებ შესაძლოა არტეფაქტიც იყოს.
Objective To measure the effect of free access to the scientific literature on article downloads and citations. Design Randomised controlled trial. Setting 11 journals published by the American Physiological Society. Participants 1619 research articles and reviews. Main outcome measures Article readership (measured as downloads of full text, PDFs, and abstracts) and number of unique visitors (internet protocol addresses). Citations to articles were gathered from the Institute for Scientific Information after one year. Interventions Random assignment on online publication of articles published in 11 scientific journals to open access (treatment) or subscription access (control). Results Articles assigned to open access were associated with 89% more full text downloads (95% confidence interval 76% to 103%), 42% more PDF downloads (32% to 52%), and 23% more unique visitors (16% to 30%), but 24% fewer abstract downloads (−29% to −19%) than subscription access articles in the first six months after publication. Open access articles were no more likely to be cited than subscription access articles in the first year after publication. Fifty nine per cent of open access articles (146 of 247) were cited nine to 12 months after publication compared with 63% (859 of 1372) of subscription access articles. Logistic and negative binomial regression analysis of article citation counts confirmed no citation advantage for open access articles.
Conclusions Open access publishing may reach more readers than subscription access publishing. No evidence was found of a citation advantage for open access articles in the first year after publication. The citation advantage from open access reported widely in the literature may be an artefact of other causes.


შესავალი
გამოქვეყნებული პუბლიკაციებისთვის მეცნიერები ეძებენ გზებს, რომ გაზარდონ ნაშრომების ციტირების შანსები. ციტატები წარმოადგენს ციტირებული დოკუმენტების სტაბილურ ბმულებს და უზრუნველყოფს სტატიის ავტორის ინტელექტუალურ სახალხო ცნობადობას.12 ციტატა არის სამეცნიერო სტატიის სამეცნიერო საზოგადოებაში გავრცელებისა და პოპულარობის ინდიკატორი34 და უზრუნველყოფს მის ხარისხს, ცნობადობასა და პრესტიჟს სათანადო პირებში.56 ის ფაქტი, რომ მკვლევარის ნამუშევარი ციტირებულია, ავტორისათვის წამახალისებელია და ძალიან ბევრ შემთხვევაში წარმოადგენს მეცნიერის დაფასების ძირითად საფუძველს.67
2001 წელს პირველად აღინიშნა, რომ თავისუფლად ხელმისაწვდომი სამეცნიერო საქმიანობა სამჯერ უფრო ეფექტურს ხდის ციტატების გამოყენებას ბეჭდვით სტატიებში.8 მსგავსი ტიპის „ციტირების უპირატესობა“ უკვე დიდი ხანია კანონმდებლობით ნებადართულია სხვადასხვა დისციპლინებისათვის: ასტროფიზიკა,9-11 ფიზიკა,12 მათემატიკა,13-14 ფილოსოფია,13 პოლიტიკური მეცნიერებები,13 ინჟინერია,13 და მულტიდისციპლინარული მეცნიერებები15 და ამ ყველაფერმა გამოიწვია ისიც, რომ გამოქვეყნდა კრიტიკული ლიტერატურული სტატია.16
პირველი ახსნა-განმარტება, რომელიც თან ახლავს ციტირების უპირატესობას თავისუფლად ხელმისაწვდომი სტატიების შემთხვევაში, არის ის, რომ ასეთი ტიპის სტატიები ბევრად უფრო კითხვადია, ვიდრე ხელმოწერით მიღებული იგივე სტატიის ასლი. ცალკეული ჟურნალების კვლევებმა აჩვენა სუსტი, მაგრამ სტატისტიკურად შესამჩნევი კორელაციური კავშირები გამომქვეყნებლის ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთულ და შემდგომ ციტირებულ,17–18 არალეგალურად ჩამოტვირთულ და ციტირებულ19 და ხელმოწერით მიღებულ და შემდგომში ციტირებულ14 სტატიებს შორის.
ძალიან დიდი რაოდენობით სტატია მხედველობაში არ იქნა მიღებული და დაწუნებული იყო იმის გამო, რომ მისი ავტორები აშკარად უჭერდნენ მხარს ციტირებების უპირატესობას თავისუფლად ხელმისაწვდომი სტატიების შემთხვევაში და სხვა ავტორებსაც იგივეს მოუწოდებდნენ. ზოგს მიაჩნია, რომ თავისუფლად ხელმისაწვდომი სტატიები უფრო მეტადაა ციტირებული იმიტომ, რომ ავტორები შერჩევითად იღებენ იმ სტატიებს, რომლებიც უსასყიდლოა მათთვის, ან მაღალციტირებადი ავტორები არათანაბრად იყენებენ უსასყიდლოდ ხელმისაწვდომ სტატიებს.14,20-22 ამან მიიღო „საკუთარი თავის შერჩევის“ პოსტულატის სახელი.20 თუ სტატიის ავტორი თვითონვე დაიტოვებს სტატიის ციფრული ვერსიის კონტროლის უფლებას, სტატიას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ იყოს უფრო კითხვადი და ხშირად ციტირებადი.20-22 ეკონომიკურ ლიტერატურაში სტატიების ე.წ. შენახვა ანუ self archiving-ი უფრო მეტად დამახასიათებელია მაღალციტირებადი ჟურნალებისათვის, ვიდრე ნაკლებადციტირებადისათვის.23 სამედიცინო ჟურნალების შესწავლამ დაადასტურა, რომ იმის შანსი, რომ სტატია სხვის ვებ-გვერდზე აღმოჩნდეს, კორელაციურ კავშირში იყო ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორთან.24 ეს შედეგები ამტკიცებს „საკუთარი თავის შერჩევის“ პოსტულატს – თუ გინდა შენი სტატია იყოს უფრო კითხვადი და მეტად ციტირებადი, უნდა გახადო თავისუფლად ხელმისაწვდომი.
წინა კვლევებში, რომლებიც ასახავდნენ თავისუფალი ხელმისაწვდომობის გავლენას ციტირებაზე, გამოყენებული იყო რეტროსპექტული დაკვირვების მეთოდები. ასეთი მიდგომა მკვლევარებს საშუალებას აძლევს გააკონტროლონ განსხვავება თავისუფლად ხელმისაწვდომ და ხელმოწერით მისაღებ სტატიებს შორის. პირველი კვლევის შედეგები, როგორც მოსალოდნელი იყო, ასახავს „საკუთარი თავის შერჩევითობის“ ფაქტორის ცდომას, რასაც შესაძლოა მოეცა ცრუ დადებითი კორელაცია თავისუფლად ხელმისაწვდომ სტატიებსა და ციტირებებს შორის. იმისათვის, რომ გაგვეკონტროლებინა „საკუთარი თავის შერჩევის“ ფაქტორი, განვახორციელეთ რანდომიზებული კონტროლირებადი ექსპერიმენტი, სადაც სტატიები შერჩეული იყო უშუალოდ მათი გამომქვეყნებლის ვებ-გვერდიდან როგორც ღია, ასევე ხელმოწერითი ტიპის.

კვლევის მეთოდები
ამერიკის ფიზიოლოგთა ასოციაციამ საშუალება მოგვცა, მათი ვებ-გვერდიდან მოგვეხდინა ონლაინ სტატიების ხელმისაწვდომობის მანიპულირება. სტატიების შერჩევასა და მართვას ახორციელებდნენ მკვლევარები, ჟურნალების გამომცემლებისა და საზოგადოების თანამშრომლების ჩაურევლად. 2007 წლის იანვრიდან აპრილამდე ჩვენ რანდომიზებულად შევარჩიეთ ამერიკის ფიზიოლოგთა საზოგადოების 11 ჟურნალში გამოქვეყნებული 247 სტატია, რომლებიც თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი მკითხველებისათვის (ცხრ. 1). საკონტროლო ჯგუფი (1372 სტატია) დაკომპლექტებული იყო ისეთი სტატიებით, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო მკითხველისათვის მხოლოდ ხელმოწერით. ზოგადად, მსგავსი ტიპის მოდელი დამახასიათებელია ამერიკის ფიზიოლოგთა საზოგადოების ჟურნალებისათვის ხელმოწერის პირველ წელს (სქემა. 1). პირველი წლის მერე ყველა სტატია უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი ხდება;
რანდომიზაციის დროს, კვლევაში ჩავრთეთ მხოლოდ მიმოხილვითი და კვლევითი სტატიები; გამოვრიცხეთ რედაქტორის წერილები, რედაქტორის სახელზე მოსული წერილები, შესწორებები, შემოკლებები და განცხადებები. ჟურნალის ცალკეული სახეობებიდანაც რანდომიზებულად ვირჩევდით სტატიებს იმისათვის, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ კვლევაში სტატიების ყველა კატეგორიის რეპრეზენტატულობა თანაბარი იყო. ამავე მიზნით, თითოეული ჟურნალიდან ვიღებდით მხოლოდ ოთხ სტატიას, გარდა ჟურნალებისა „ფიზიოლოგია“ და „ფიზიოლოგიური მიმოხილვები“, რომლებიც გამოდის მხოლოდ ორ თვეში ერთხელ და მოგვაწოდეს სულ ორი გამოცემა;
ჩვენ განვსაზღვრეთ ასევე ის ფაქტორი, საზღვრავდა თუ არა სტატიის ღიად ხელმისაწვდომობასა და ციტირებას გამომცემელი; სტატიების მკითხველებისათვის განვსაზღვრეთ ოთხი განსხვავებული დეტალი: აბსტრაქტების ჩამოტვირთვა, სრული ტექსტების (HTML) ჩამოტვირთვა, PDF ვერსიების ჩამოტვირთვა და ინტერნეტ პროტოკოლების მისამართების მიახლოებითი სიდიდე ერთჯერადი ვიზიტისას (რადგანაც ეს ცალკეული სტატიის მკითხველების რაოდენობის ინდიკატორია). ასევე განვსაზღვრეთ იმ ფაქტორის ეფექტი, როდესაც თავად გამომცემელი აძლევს მკითხველს ციტირების უფლებას.
ნიმუშის მოცულობა
წინა კვლევების რეტროსპექტული ხასიათი ჩვენ ვერ დაგვეხმარა წინასწარ განგვესაზღვრა მოსალოდნელი განსხვავება ციტირებებისას. გარდა ამისა, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ შედეგი დაახლოებით თანაბარი უნდა ყოფილიყო, იმ 200-700 პროცენტიანი სხვაობის გარდა, რაც რუტინულად იყო მოწოდებული სამედიცინო ლიტერატურაში. ამერიკის ფიზიოლოგთა საზოგადოებამ ნება დაგვრთო, 8 სტატიიდან ერთი უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გაგვეხადა. იმისათვის, რომ მიგვეღო შესამჩნევი განსხვავებები, კერძოდ 20%-იანი, გვჭირდებოდა მკითხველისათვის თავისუფლად ხელმისაწვდომი 247 სტატია (P=0,05). ვიცოდით რა, რომ ჟურნალის ხელმომწერების რიცხვი რეალურად გაცილებით დიდი (n=1372) იყო, არ გავითვალისწინეთ უარყოფითი შედეგი თავისუფალი წესით ციტირებასთან დაკავშირებით.
მონაცემების შეგროვება
ამერიკის ფიზიოლოგთა საზოგადოებამ ნება დაგვრთო შეგვეგროვებინა სტატისტიკური მონაცემები ყოველთვიურად თითოეულ სტატიაზე გამომცემლის ვებ-გვერდიდან. High-Wire Press-ი, რომელიც ამერიკის ფიზიოლოგთა საზოგადოების ჟურნალების ელექტრონული ვერსიის მფლობელია, დაჟინებით ამტკიცებს და პერიოდულად აქვეყნებს ცნობილი და საეჭვო ინტერნეტ-რობოტების შესახებ (პროგრამები, რომელიც ანელებს და ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებელს უფასოდ მოიპოვოს ყველა სახის დოკუმენტი და ინფორმაცია). მან მოგვაწოდა სტატიების ჩამოტვირთვის შედეგები, ინტერნეტ-რობოტების ჩართვით და მათ გარეშე. სტატიების მეტა-მონაცემები და ციტატები მოგვაწოდა Web of Science-ს მონაცემთა ბაზამ, რომელსაც აწარმოებს სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტი.
სამეცნიერო სტატიის თავისუფალი მოპოვება და გამოყენება ასევე შესაძლებელია გაადვილებული იყოს ე.წ. self archiving-ის საშუალებით, რომელიც საკმაოდ მიღებულია ჩვეულებრივ პრაქტიკაში და როცა ავტორი (ან რწმუნებული) თავის სტატიის ასლს დებს ყველასათვის ხელმისაწვდომ ვებ-გვერდებზე, როგორიცაა პერსონალური ვებ-გვერდი ინსტიტუციონალურ რეპოზიტორებში. იმისათვის, რომ დაახლოებით მაინც დაგვეთვალა ე.წ. self archiving-ი, მოვძებნეთ თავისუფლად ხელმისაწვდომი სტატიების PDF ვერსიების ასლები ინტერნეტში ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო (გარდა გამომცემლების ვებ-გვერდებისა). ჩვენი ძებნის მიზანი იყო მინიმუმამდე დაგვეყვანა ასეთი სტატიების რიცხვი.
რანდომიზაციის დაწყებამდე დავუკავშირდით სტატიის ავტორებს და ვაცნობეთ კვლევის შესახებ და ვუთხარით, რომ მათ ჰქონდათ უფლება უარი ეთქვათ კვლევაში მონაწილეობაზე. არც ერთ მათგანს არ უთქვამს უარი მონაწილეობაზე. სტატიის თავისუფალი ხელმისაწვდომობა გამომცემლის ვებ-გევრდზე აღვნიშნეთ ღია მწვანე ბოქლომით.
სტატისტიკური ანალიზი
ჩვენი შედეგების საზომი იყო ჩამოტვირთული სტატიები, სრული ტექსტები (HTML), PDF ვერსიები და ინტერნეტ პროტოკოლის მისამართების გარკვეული რაოდენობა. გამომდინარე იქედან, რომ წინასწარ ვიცოდით შედეგების დამახინჯების შესახებ, შევეცადეთ ასე თუ ისე შეგვეცვალა ისინი. ჩვენთვის მთავარი ცვლადი ამ შემთხვევაში იყო მკურნალობის თავისუფლად მისაწვდომი სქემები. ვაკონტროლებდით ხარისხის სამ მთავარ ინდიკატორს, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა სტატიების ჩამოტვირთვაზე: იყო თუ არა სტატია self archiv-ირებული, გამოტანილი იყო თუ არა ჟურნალის პირველ გვერდზე და მიღებული ჰქონდა თუ არა პრეს რელიზი ჟურნალისგან ან საზოგადოებისგან. გარდა ამ სქემისა, მხედველობაში ვიღებდით კიდევ რამოდენიმე ფაქტორს, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა სტატიების ჩამოტვირთვაზე. სტატიის ტიპი (მიმოხილვა, მეთოდური), ავტორების რაოდენობა, რომელიმე ავტორთაგანი იყო თუ არა შეერთებულ შტატებში, მითითებების რაოდენობა, სტატიის სიგრძე (გვერდებში) და ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი.
2008 წლის 2 იანვარს Web of Science-სგან მივიღეთ უამრავი ციტატა სტატიებიდან. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი კვლევა მოიცავდა სხვადასხვა პერიოდებში გამოქვეყნებულ სტატიებს (2007 წლის იანვარი-აპრილი), ამ უთანაბრობის გადასაჭრელად თითოეული ჟურნალისათვის გვქონდა უამრავი ინდიკატორი.
სტატიების თავისუფალი წესით ჩამოტვირთვის უპირატესობას ვსაზღვრავდით ციტირებების რაოდენობით ნეგატიური ბინომინალური რეგრესიის მოდელის საშუალებით. აღნიშნული სქემის შერჩევა მოხდა იმიტომ, რომ ციტირებების მონაცემთა ბაზა შეიცავდა ძალიან ბევრ ნულოვან ინფორმაციას და წირული მოდელის სქემა არ გამოგვადგებოდა.
საბოლოოდ კი, ციტირების ეფექტურობის დასათვლელად გამოვიყენეთ ლოჯისტიკური რეგრესიის მოდელი.

შედეგები
დიაგრამა 1 ასახავს თავისუფალი წესით ჩამოტვირთული სტატიების ეფექტურობას გამოქვეყნებიდან პირველი ექვსი თვის მანძილზე. სრული ტექსტის ჩამოტვირთვა 89%-ით (სანდოობის ინტერვალი 95% (76%-103%), P<0.001), PDF ვერსიის ჩამოტვირთვა 42%-ით (32%-52%, P<0.001), და ერთეული ვიზიტორების რიცხვი 23%-ით (16%-30%, P<0.001) მაღალი იყო თავისუფლად ხელმისაწვდომი სტატიების შემთხვევაში ხელმოწერილებთან შედარებით, აბსტრაქტების ჩამოტვირთვა კი – 24%-ით (–29% - –19%, P<0.001) ნაკლები. უფრო მეტიც, თავისუფალი წესით ხელმისაწვდომი სტატიების ეფექტურობა თანდათან უფრო იზრდებოდა (დამატებითი სქემა იხილეთ: http://hdl.handle.net/1813/11049).
თავისუფალი წესით ჩამოტვირთული სტატიების შემთხვევაში, ცნობილმა ინტერნეტ რობოტებმა შეძლეს დაეთვალათ დამატებით ჩამოტვირთული 83% სრული ტექსტი, 5% PDF ვერსია და 4% ერთეული ვიზიტორი. რაც შეეხება აბსტრაქტებს, მათი გამოთვლებით 12%-ით შემცირდა.
რეგრესიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ სტატიის ზოგიერთ მახასიათებელს, მეტად თუ ნაკლებად ჰქონდა გავლენა სტატიის ჩამოტვირთვის ხარისხზე თავისუფალი ხელმისაწვდომობის დროს (ცხრ. 2). მაგალითად, მიმოხილვით სტატიას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა PDF ვერსიების ჩამოტვირთვაზე (100%-იანი ზრდა, სანდოობის ინტერვალი 95% (74%-131%). პრეს-რელიზში მოხვედრილმა სტატიებმა PDF ჩამოტვირთვები გაზარდა 65%-ით, ხოლო ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილმა – 64%-ით (21%-121%). შედარებით გრძელი სტატიები, სტატიები უფრო დიდი რაოდენობის ლიტერატურით და გამოქვეყნებული მაღალ იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში, შესამჩნევად უფრო ხშირად იყო ჩამოტვირთული.
გამოააშკარავდა ე.წ. self archiving-ის 20 შემთხვევა, აქედან 18 იყო გამომცემლების საბოლოო ვერსიის ასლი, ხოლო დანარჩენი ორი – ავტორისეული. self archiving-ის ეფექტი დადებითი იყო PDF ვერსიების შემთხვევაში, თუმცა არა შესამჩნევი (6%, –6%-19%. P=0.36) და ძირითადად ნული სრული ტექსტების შემთხვევაში (-1%, -23%-27%. P=0.95).
247 სტატიიდან, რომლებსაც შემთხვევით მიენიჭა თავისუფლად ხელმისაწვდომობის სტატუსი, 59% (n=146) ციტირებული იყო 9-12 თვის მერე, მაშინ როცა ხელმოწერითი სტატიების 63% (859 1372-დან) ციტირებული იყო იგივე დროის მერე.
ნეგატიური ბინომინალური რეგრესიის მოდელმა ციტირებების რაოდენობა 5%-ით შეამცირა თავისუფლად ხელმისაწვდომი სტატიების შემთხვევაში, ხოლო self archiving-ირებამ – 10%-ით და საბოლოოდ გამოვიდა, რომ არცერთი ეს მონაცემი შორს არ დგას ნულისგან (ცხრილი 3).
იგივე მონაცემებზე დაფუძნებულმა დამატებითმა ლოჯისტიკური რეგრესიის ანალიზმა ციტირებების რიცხვი 13%-ით შეამცირა, თუმცა ეფექტი არ იყო სტატისტიკურად სარწმუნო.
შედეგები ამტკიცებს „საკუთარი თავის შერჩევის“ პოსტულატს – თუ გინდა შენი სტატია იყოს უფრო კითხვადი და მეტად ციტირებადი, უნდა გახადო თავისუფლად ხელმისაწვდომი.

განსჯა
საკმაოდ დამაჯერებლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თავისუფალი ხელმისაწვდომობა ზრდის სტატიის მკითხველების რაოდენობას, მაგრამ ციტირებების რაოდენობაზე საგრძნობ გავლენას არ ახდენს გამოქვეყნებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში. ეს აღმოჩენები დაფუძნებული იყო რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაზე, რომელიც ჩატარდა ამერიკის ფიზიოლოგთა საზოგადოების 11 ჟურნალის გამოყენებით.
ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გვქონდა იმ ციტირებების საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის დანაკლისი, რომლებიც განხორციელდა ჩვენი კვლევის შემდეგ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დროის ის მონაკვეთი, რომელიც ჩვენ გვქონდა, საკმარისი იყო ციტირებების უპირატესობის განსასაზღვრად, თუ ასეთი საერთოდ იყო. კვლევამ, რომელიც ჩატარდა ავტორების მხარდაჭერით Proceedings of the National Academies of Sciences-ში, მოგვაწოდა მნიშვნელოვანი სხვაობა, რომელიც დაეფუძნა მხოლოდ და მხოლოდ სტატიების გამოქვეყნებიდან პირველი ათი თვის მონაცემებს.15 სამომავლო ანალიზი გვიჩვენებს, საჭიროებდა თუ არა ჩვენი დასკვნები დაკვირვების უფრო ხანგრძლივ პერიოდს.
წინა კვლევები, რომელიც ჩატარდა სტატიების თავისუფლად ხელმისაწვდომობის განსასაზღვრად, დაფუძნებული იყო კვლევის რეტროსპექტულ და არაკონტროლირებად მეთოდებზე და შედეგად, შესაძლოა მიგვეღო მიზეზისა და შედეგის არევა (სტატია შესაძლოა გახდეს თავისუფლად ხელმისაწვდომი მკითხველისათვის მას შემდეგ, რაც ბევრჯერ იქნება ციტირებული) ან შეუძლებელი ყოფილიყო უამრავი გაუთვალისწინებელი შემთხვევის კონტროლი. კვლევის რანდომიზებულმა, კონტროლირებადმა ხასიათმა კი ჩვენ საშუალება მოგვცა მკითხველისათვის სტატიის თავისუფალი ხელმისაწვდომობის ეფექტურობა და ციტირების უპირატესობა განგვესაზღვრა უფრო ზუსტად.
თავისუფალი წესით ხელმისაწვდომი სტატიების კვლევამ აჩვენა, რომ სტატიები ჯერ იკითხება ციტირებამდე. მომრავლებული ციტატების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ზოგჯერ ძალიან ბევრი ციტატა უბრალოდ კოპირდება სხვა სტატიებიდან. ჩვეულებრივ ხასიათს ატარებს შემთხვევა, როდესაც ხდება ციტირება აბსტრაქტებიდან, რომელიც როგორც წესი თავისუფლად ხელმისაწვდომია ყველასათვის.
ჩვენი აღმოჩენა, რომ სტატიების თავისუფალი ხელმისაწვდომობა არ ახდენს გავლენას ციტირების რაოდენობაზე, ცვლის ადრე არსებულ დოგმებს8-13,15 და ამტკიცებს, რომ ციტირებები, ასოცირებული სტატიის უსასყიდლობასთან, შესაძლოა იყოს უბრალოდ არტეფაქტი ან self selection-ის შედეგი.
მკითხველის ციტირებებთან პოზიტიურ დამოკიდებულების გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დასკვნები მისაღები იქნება მათთვის. სამეცნიერო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისათვის საჭიროა როგორც შესაბამის რესურსების (ტექნიკა, გამოცდილი ხალხი და ფული), ასევე შესაბამის ლიტერატურის არსებობა. ეს ორი მოთხოვნა საკმაოდ მჭიდროდაა ასოცირებული და თავმოყრილი ელიტურ კვლევით ინსტიტუციებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.7,27
ჩვენ ასევე სიფრთხილე გვმართებს იმასთან დაკავშირებით, რომ არ გავაიგივოთ ერთმანეთთან სტატიის ჩამოტვირთვა და მკითხველი (წარმოდგენა არ გვაქვს ჩამოტვირთული სტატია რეალურად რამდენად იკითხება). სტატიის წარმატებულობის განსაზღვრა მხოლოდ და მხოლოდ ციტირებების რაოდენობით მოგვცემს არარეალურ შედეგებს.
თავისუფლად ხელმისაწვდომი სტატიების სრული ვერსიების ჩამოტვირთვის რიცხვის გაზრდა გამოქვეყნებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში (ცხრ. 2). ამტკიცებს, რომ მთავარი სარგებელი არახელმომწერი მკითხველისათვის არის უფასო სტატია. ის ფაქტი, რომ ინტერნეტ რობოტების არსებობა ზრდის ჩამოტვირთული სრული ტექსტების და სტატიების PDF ვერსიების რაოდენობას, მიუთითებს, რომ ისინი ეხმარებიან არახელმომწერებს ჟურნალების უსასყიდლოდ მოპოვებაში და ციტირებების რიცხვის შემცირებაც ლოგიკურად იმიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ სტატიის სრული ვერსია თავისუფლადაა ხელმისაწვდომი, მაშინ მკითხველი ამჯობინებს მისი სრული ან PDF ვერსიის ჩამოტვირთვას, ვიდრე მოკლე ნაწყვეტისას.
ჩვენ შევისწავლეთ გამომცემლის ვებ-გვერდიდან სამეცნიერო ლიტერატურის თავისუფალი ხელმისაწვდომობა. უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო ინფორმაცია შესაძლებელია გავრცელდეს ძალიან ბევრი გზით. ასევე დიდი ყურადღება მიიპყრო ისეთმა შემთხვევებმა, როდესაც სტატიის ავტორი იხდის იმისათვის, რომ მისი სტატია იყოს თავისუფლად ხელმისაწვდომი მკითხველისათვის, ასევე უნდა აღინიშნოს ისეთი შემთხვევები, როდესაც ყველა სტატია ხელმისაწვდომი ხდება გამოქვეყნებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, შერჩევითი ხელმისაწვდომობის მოდელი, როდესაც სტატიის განსაზღვრული ტიპია (მაგ.: ორიგინალური კვლევა) ხელმისაწვდომი. სამეცნიერო ლიტერატურის გამომცემლების უმეტესობა სტატიების ავტორებს ნებას რთავს თავისი სტატიების ასლები განათავსონ პერსონალურ ვებ-გევრდებსა და თავიანთ ინსტიტუციონალურ ციფრულ რეპოზიტორებში. საფონდო სააგენტოებში, როგორიცაა National Institutes of health (USA) და Wellcome Trust (UK), სპეციალური სისტემები აქვთ self archiving-ისგან თავის დასაცავად.
უპასუხოდ დარჩენილი კითხვები და სამომავლო კვლევა
თავისუფალი წესით ხელმისაწვდომი სტატიების კვლევამ აჩვენა, რომ სტატიები ჯერ იკითხება ციტირებამდე. მომრავლებული ციტატების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ზოგჯერ ძალიან ბევრი ციტატა უბრალოდ კოპირდება სხვა სტატიებიდან.29-31 ჩვეულებრივ ხასიათს ატარებს შემთხვევა, როდესაც ხდება ციტირება აბსტრაქტებიდან, რომელიც როგორც წესი თავისუფლად ხელმისაწვდომია ყველასათვის.
ჩვენს მიერ დათვლილი ციტატები გარკვეულწილად შეზღუდული იყო, რადგანაც მოიცავდა მხოლოდ Web of Science-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. არ გაგვითვალისწინებია სხვა, ნაკლებად ცნობილ ჟურნალებში ციტირებული სტატიებიც.
სტატიის თავისუფალი ხელმისაწვდომობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მითითებული იყო ღია მწვანე ბოქლომით,8-15 ასევე სტატიებს ჰქონდათ ხარისხის აღმნიშვნელი ნიშნები, რაც ასე თუ ისე ზრდის მკითხველების რიცხვს.
გამომცემლებმა ასევე გაგვაფრთხილეს, რომ მკითხველების უმეტესობა არც კი ნახულობს სტატიის ცხრილების შემცველობას. უმეტესობა სტატიების საძიებლად იყენებს ისეთ ვებ-გვერდებს, როგორიცაა Google და არა მაგალითად, PubMed. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მკითხველების არც თუ ისე დიდ რაოდენობას ჰქონდა საშუალება ენახა, რომ სტატიები თავისუფლად ხელმისაწვდომი იყო.
საბოლოოდ ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ, ჰქონდა თუ არა სტატიების თავისუფალი ხელმისაწვდომობის წარმოებას აზრი, რათა ავტორები დაგვერწმუნებინა უფრო ფართო მასებისათვის გაეცნოთ თავიანთი ნამუშევარი. ჩვენ ახლაც ვაწარმოებთ მსგავს რანდომიზებულ ექსპერიმენტს, სადაც არც ავტორმა და არც მკითხველმა არ იცის სტატიის ხელმისაწვდომობის სტატუსის შესახებ.
კვლევები მოწმობს, რომ გამომცემლის ვებ-გვერდის დიზაინმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სტატიების ონლაინ ვერსიების გამოყენებაზე,32-33 სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ჩვენ ერთი ონლაინ პლატფორმა კვლევისათვის (High-Wire Press). ვაფართოვებთ რა ჩვენ კვლევას, ჩავრთეთ დამატებით 25 სამეცნიერო ჟურნალი სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებიდან: ბიოლოგია, მედიცინა, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. ეს საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ, რამდენად მისაღები და სწორი იყო ჩვენი შედეგები. ასევე ვაკვირდებით 10 საკონტროლო ჟურნალს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გავარკვევთ, რა აძლევთ მეცნიერებს იმის საბაბს, რომ დაასკვნან ციტირებების უპირატესობა თავისუფალი წესით ხელმისაწვდომი სტატიების შემთხვევაში, რომელიც ასე ფართოდაა მოწოდებული სამედიცინო ლიტერატურაში.

We thank Bill Arms, Paul Ginsparg, Simeon Warner, and Suzanne Cohenat Cornell University for their critical feedback on our experiment. Contributors: PMD conceived, designed, and coordinated the study, collected and analysed the data, and wrote the paper. BVL supervised PMD and the study. DHS assisted in the analysis and writing of the paper. JGB provided statistical consulting and support for regression analysis. MJLC wrote the usage data harvesting programs. All authors discussed the results and commented on the manuscript. PMD is the guarantor. Funding: Grant from the Andrew W Mellon Foundation. Competing interests: None declared. Ethical approval: This study was approved by the institutional review board at Cornell University. Provenance and peer review: Not commissioned; externally peer reviewed.

 

ინგლისურიდან თარგმნა ნ. გაფრინდაშვილმა

თარგმანი შესრულებულია BMJ-ს რედაქციის ნებართვით. ლიცენზიის No: 2032430675664 BMJ 2008;337;a568 doi:10.1136/bmj.a568

ლიტერატურა

ნანახია: 4211 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.