მსოფლიოს ჯანდაცვა

სიახლეები

მიმოხილვა

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

ახალი მეთოდები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

კანქვეშა ვენური პორტის იმპლანტაცია, მარტივი გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან [4.50]

ფონ ვილებრანდის დაავადება - სისხლის შედედების პათოლოგია [4.00]

ბოტულიზმით განმეორებით დაავადების შემთხვევა [0.00]

დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება ცალკეული ნეირონის ფუნქციონირებაზე [0.00]


ჰიპერბილირუბინემიის მართვა ახალშობილ ბავშვებში, რომელთა გესტაციური ასაკი 35 და მეტი კვირაა [20880]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
WORLD HEALTH ORGANIZATION [9982]

ჰიპოკალცემიის დიაგნოსტიკა და მართვა [9734]

ინტელექტი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები [9629]

ყვავილები ელჯერნონისათვის [9207]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 5

საყლაპავი მილის უცხო სხეულებისა და ტრავმების კვლევისა და მკურნალობის სტანდარტი

ავტორი: ა. შვეცკის რედაქციით, კიევი, უკრაინა


შესავალი
1. მახვილკიდეებიანი უცხო სხეულები უხშირესად საწყის მონაკვეთში, დიდი ზომის ბლაგვკიდეებიანი კი – შევიწროვებების (ფიზიოლოგიური, ნაწიბუროვანი, სიმსივნური) ან დივერტიკულების არეებში ჩერდება და საყლაპავი მილის სპაზმით კავდება. შესაძლებელია: ადრეული ან მოგვიანებითი პერფორაცია (ნეკროზი, ნაწოლი).
1.1. აღინიშნოს ჩივილები: დისფაგია, ტკივილი შესაბამის მიდამოში (მკერდის ძვლის უკან, საუღლე ფოსოს არეში, კისერზე), რეგურგიტაცია. ხშირად – შიშის გრძნობა, პანიკა.
1.2. რენტგენოკონტრასტული უცხო სხეულის შემთხვევაში უნდა დავიწყოთ მრავალღერძიანი რენტგენოლოგიური კვლევით.
1.3.ეზოფაგოსკოპია უცხო სხეულის ამოღების მცდელობისას უნდა ჩატარდეს ფიბროსკოპით, თუ ეს შეუძლებელია – ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ხისტი ეზოფაგოსკოპით.
1.4. ეზოფაგოსკოპური მოცილების შეუძლებლობის ან გართულებებისას – ოპერაცია: ეზოფაგოტომია.

საყლაპავი მილის დაზიანებები
2. ანამნეზში აღინიშნოს: ა) პირღებინება (70%-მდე), დაძაბული ხველა; ბ) „იატროგენული“ დაზიანებები ეზოფაგოსკოპიის, ბუჟირების, კარდიოდილატაციის, ნაზოგასტრული ინტუბაციისას და სხვ.; გ) კისრის, გულმკერდის ან მუცლის შემავალი ჭრილობა; დ) უცხო სხეულის ან აგრესიული სითხის შემთხვევითი ან მიზანმიმართული გადაყლაპვა.
2.1. 2.ა)-ს (საყლაპავი მილის სპონტანური დაზიანება) და ბ)-ს (იატროგენული დაზიანება) დროს: ტკივილი და უცხო სხეულის შერგძნება საყლაპავში, სისხლიანი პირღებინება და კანქვეშა ემფიზემა.
2.2. 2.გ)-ს დროს ზემოთხსენებულის გარდა – ნერწყვდენა ან მიღებული საღებავის გამოყოფა.
2.3. რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ორივე შემთხვევაში – შუასაყარის ემფიზემა და წყალში ხსნადი კონტრასტის გადასვლა შუასაყარში.

მკურნალობა
3. ყველა შემთხვევაში ენტერალური კვების აკრძალვა, ანტიბიოტიკოთერაპია და ჰომეოსტაზის ინტენსიური კორექცია.
3.1. სასწრაფო ოპერაცია: მედიასტინოტომია კისრიდან მიდგომით რაზუმოვსკის მიხედვით, მარჯვენამხრივი თორაკოტომია ან ლაპაროტომია, შესაბამისად საყლაპავი მილის კისრის, გულმკერდის ან აბდომინური ნაწილების დაზიანებისას.
3.1.1. პირველ 12 საათში შესაძლებელია ჭრილობის გაკერვა და ფართო დრენირება; მოგვიანებით – მხოლოდ შუასაყარის ფლეგმონის დრენირება.
3.1.2. საყლაპავის დაზიანებისას როგორც ეზოფაგორაფიის შემდეგ, ასევე მის გარეშეც აუცილებელია სპეციალური ნაზოგასტრული ზონდის ჩადგმა ჭრილობის ტრანსმემბრანული დიალიზისათვის.
3.2. ჭრილობის ტრანსმემბრანული დიალიზის ხანგრძლივობა წარმატებული მიმდინარეობისას არის 5-7 დღე; შუასაყარი დრენირებულია საყლაპავი მილის ჭრილობის შეხორცებამდე, რაც რენტგენოკონტრასტული გამოკვლევით დასტურდება.
3.3. პაციენტის საკვებად ყველა შემთხვევაში აუცილებელია გასტროსტომა.

ქიმიური დამწვრობა
1. ზოგადი დებულებები
1.1. საყლაპავი მილის დამწვრობა ვითარდება აგრესიულ სითხეებთან შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული კონტაქტის შედეგად. დაზიანების ხასიათი და სიღრმე დამოკიდებულია აგენტის ხასიათზე და კონცენტრაციაზე. მჟავეები იწვევს კოაგულაციურ ნეკროზს ფუფხის წარმოქმნით, ტუტეები – კოლიკვაციურ ნეკროზს უფრო ღრმა დაზიანებით.
1.2. ადგილობრივი ცვლილებების პარალელურად შესაძლებელია ინტოქსიკაციის ზოგადი სიმპტომების არსებობა შოკის, ღვიძლ-თირკმლის და პოლიორგანული უკმარისობის განვითარებამდეც კი.
1.3. კუჭის დაზიანება შესაძლებელია უფრო მეტად იყოს გამოხატული ვიდრე საყლაპავი მილის დაზიანება და იმავდროულად უნდა შეფასდეს.

კლინიკური სურათი
2. აგენტის, დაზიანების ხარისხის (სიღრმის) და ვადების მიხედვით გამოხატულია სხვადასხვა კლინიკური სურათი.
2.1. მწვავე სტადიაში (5-7 დღემდე):
2.1.1. უახლოეს საათებში შესაძლებელია ტოქსიური შოკის ნიშნების არსებობა;
2.1.2. 5-7 საათის შემდეგ – ტოქსემია;
2.1.3. ტკივილი პირში, ხახაში, მკერდის ძვლის უკან, ეპიგასტრიუმში;
2.1.4. დისფაგია, ჰიპერსალივაცია.
2.1.5. დათვალიერებისას: პირხახაში შეშუპება და ჰიპერემია და (ან) ფუფხი, დაწყლულება.
ეზოფაგოსკოპია უკუნაჩვენებია!
2.2. ცრუ კეთილმდგომარეობის სტადიაში (7-25 დღე) დისფაგია მნიშვნელოვნად მცირდება (ნეკროზის მოცილება). შენარჩუნებულია ტკივილი, ჰიპერსალივაცია; ადგილობრივად ჩნდება გრანულაციური ქსოვილი, შემდეგ კი – რენტგენოლოგიურად ვლინდება ნაწიბუროვანი ცვლილებები.
ეზოფაგოსკოპია უკუნაჩვენებია!
2.2.1. შესაძლებელია სისხლდენა, პერფორაცია შესაბამისი კლინიკით.
2.3. დანაწიბურების და სტრიქტურების წარმოქმნის სტადიაში, რომელიც ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს, დისფაგია ღრმავდება ზოგჯერ სრულ გაუვალობამდე თანამდევ ალიმენტარულ სიგამხდრესთან ერთად.
2.3.1. ენდოსკოპიისას – დუნე გრანულაციით დაფარული წყლულები, ნაწიბურები, საყლაპავი მილი ენდოსკოპისათვისაც გაუვალია.

მკურნალობა
3.1. პირველი დახმარება პირველ საათებში: პირის და კუჭის ამორეცხვა ანტიდოტებით (სითხეები უხვად და ძალდატანებითი პირღებინება).
3.2. პირველ 2-5 საათში რეანიმაციული განყოფილების ან ინტენსიური თერაპიის პალატის პირობებში – კუჭის განმეორებითი ამორეცხვა პირღებინების გამოწვევით.
3.3. შოკის საწინააღმდეგო და დეზინტოქსიკაციური თერაპია. ტოქსიკოზის ხარისხის მიხედვით – ექსტრაკორპორული დეტოქსიკაცია.
3.4. დეკომპენსირებული შოკის დროს კორტიკოსტეროიდები; ანტიჰისტამინური საშუალებები.
3.5. მეცენარეული ზეთების დალევა 5-10 მლ ოდენობით ყოველ 2-3 საათში.
3.6. შეფასდეს შევიწროების ხარისხი და მისი სიგრძე:
ა) პირველი მეორე ხარისხი – მცირე ნაწიბუროვანი ცვლილებები ფუნქციური მოშლილობების გარეშე;
ბ) მესამე – არ გადადის ბლანტი საკონტრასტო მასა, მკვრივი საკვები;
გ) მეოთხე – გაივლის მხოლოდ წყალში ხსნადი კონტრასტი და წყალი;
დ) მეხუთე – სრული გაუვალობა ნერწყვისათვისაც კი.
3.6.1. I-II ხარისხის სტრიქტურისას მკურნალობის საჭიროება არ არის;
3.6.2. III ხარისხის შევიწროებისას ტარდება ბუჟირება;
3.6.2.1. გასტროსტომიის შემთხვევაში მიზანშეწონილია რეტროგრადული „უწყვეტი“ ბუჟირება.
3.6.2.2. გასტროსტომა ედება კადერის-1 წესით.
3.6.2.3. გასტროსტომის დადებისას უნდა შეფასდეს კუჭის დაზიანების ხარისხი და მისი შემდგომ ეზოფაგოპლასტიკისათვის გამოყენების შესაძლებლობა. შეფასდეს, ასევე, მსხვილი ნაწლავის გამოყენების შესაძლებლობა.
3.6.3. 5 სმ-მდე სიგრძის IV ხარისხის შევიწროვებისას ნაჩვენებია რეტროგრადული ბუჟირება.
3.6.4. V ხარისხის და 5 სმ-ზე მეტი სიგრძის IV ხარისხის შევიწროვება საყლაპავის პლასტიკის ჩვენებას წარმოადგენს.
3.7. საყლაპავის პლასტიკისას უპირატესობა ენიჭება კუჭს.
3.7.1. თუ შეუძლებელია 3.7. (რეზეცირებული ან დეფორმიული კუჭი) სრულდება საყლაპავის მკერდის ძვლის უკანა პლასტიკა მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ან მარცხენა ნახევრის (სისხლის მიმოქცევის ხასიათის მიხედვით) გამოყენებით.
3.7.2. თუ შეუძლებელია 3.7.1. – სრულდება პლასტიკა წვრილი ნაწლავის გამოყენებით.

ნანახია: 8186 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 5

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269110


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.