მედიცინის ისტორია

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

MEDICAL IT

სიახლეები

გაიდლაინი

კვლევა

დისკუსია

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



„იმელდა“ ციკლიდან „წერილები ახალგაზრდა ექიმს“ [5.00]

ჰოსპიტალური ინფექციის ანტიბიოტიკოპროფილაქტიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიის სტანდარტი [2.00]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [0.00]

მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის გავლენა ნეირონის პლასტიურობაზე [0.00]

კიდევ ერთხელ სისტემებზე და სისტემურ მიდგომაზე მედიცინაში, ანუ სჭირდება თუ არა ექიმს ტვინი [0.00]


მედიცინა და ქართული სამეფო კარის ტრადიციები [11517]

ძუძუთი კვება [9204]

აორტის დეგენერაციული სტენოზი [7976]

α თალასემია საქართველოში [6962]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [6618]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 0

კიდევ ერთხელ სისტემებზე და სისტემურ მიდგომაზე მედიცინაში, ანუ სჭირდება თუ არა ექიმს ტვინი

ავტორი: მ. მაკარიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,1 თ. მაკარიძე, ექიმი-ენდოკრინოლოგი2 კლინიკა „ენმედიცი“,1 აკად. ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი2


თითოეული უჯრედი, თუ მთლიანად ორგანო, ასევე სისტემათა კომპლექსია. მიუხედავად სიმცირისა, ადამიანის ორგანიზმი სიცოცხლეში მზის სისტემის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც მზის სისტემა მთელი სამყაროსი – მცირედან უსასრულობამდე და პირიქით.

 ლრკ-ში არსებული ნვიეს-ის დანიშნულებაა ვისცერო-ვეგეტატური, სომატო-მოტორული, ჰორმონული, იმუნური, ძილ-ღვიძილის, ყურადღების, მოტივაციის, ემოციური სფეროს რეგულაციით, ორგანიზმის შიდა თუ გარე სამყაროსთან ინფორმაციული სიგნალების მოდიფიკაციით და გაშიფვრით, სხვადასხვა არხებიდან მომდინარე იმპულსების გატარებით მოახდინოს სიცოცხლისათვის აუცილებელი პროცესების, სისტემათაშორისი, სიმულტანური აქტივობის, კოორდინაციის, გარე სამყაროსთან შეგუების, ჰომეოსტაზის უზრუნველყოფა.

ცნობილია, რომ ნებისმიერი ორგანიზმი წარმოადგენს სხვადასხვა სისტემათა კომპლექსს. ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია ორგანიზმში არსებულ სისტემებს შორის კოორდინაციასა და ინტეგრაციაზე და გარე სამყაროსთან მის ადაპტაციაზე. ნებისმიერი დაავადება, სინდრომი თუ სიმპტომი ორგანიზმის მუდმივ ცვალებად გარე სამყაროსთან ადაპტაციის დარღვევა – დეზადაპტაციაა. ადაპტაციის პროცესში მონაწილეობს მთელი ორგანიზმი, ყველა სისტემით, თუმცა ძირითადად ეს პროცესი ხორციელდება სამი სისტემის მეშვეობით: 1. ნერვული – უპირატესად მისი ვეგეტატიური ნაწილი; 2. ენდოკრინული; და 3. იმუნური. ცნობილია, რომ ადაპტაციის ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრალური აპარატი თავის ტვინის ქერქია, ხოლო პირველადი მორფოფუნქციური სუბსტრატი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ამ პროცესებს – ლიმბურ-რეტიკულური კომპლექსია (ლრკ). ფიზიოლოგიური არსით ეს დინამიური წარმონაქმნიც სისტემას წარმოადგენს. ეს სისტემა (ნეიროვეგეტოიმუნოენდოკრინული) ექვემდებარება ორგანიზმის სხვა სისტემათა მუშაობის ზოგად ბიოლოგიურ პრინციპს: არის პოლიფუნქციური და მულტიპარამეტრული, იმართება თვითრეგულირებადი, კიბერნეტიკული პრინციპით. კარგად არის ცნობილი, რომ ლრკ-ს დონეზე ხდება ნებისმიერი სპეციფიური (სმენის, მხედველობის, ყნოსვის, გემოვნების, მგრძნობელობის) და არასპეციფიურის (შიმშილის, ყურადღების, ლტოლვის და სხვ.) ინფორმაციის მიღება, ბიოქიმიური პროცესის ელექტრულში, სომატურის ფსიქიკურში გარდასახვა და პირიქით. თავის ტვინის ამ უბანს ფიზიოლოგები, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან, განიხილავენ, როგორც „ემოციოგენურ ტვინს“. ვინაიდან მრავალი ფუნქციური დატვირთვის გარდა ლრკ, ფსიქოემოციური წრის გამოვლინებების პირველადი მარეგულირებელია. მისი სტრუქტურების გაღიზიანება იწვევს რისხვას, აგრესიას, შფოთვას, უძილობას და ა.შ., მაშინ როცა თავის ტვინის სხვა სტრუქტურებიდან ამის მიღწევა შეუძლებელი ან ძალზე რთულად მისაღწევია. თავის ტვინის ამ უბანს „ვისცერულ ტვინსა“ და „ვეგეტატურ ტვინსაც“ უწოდებენ, ვინაიდან აქედან შესაძლებელია შინაგან ორგანოებზე ზემოქმედება: გულისცემის აჩქარება, კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერება, სუნთქვის გახშირება, სხვადასხვა ვეგეტატური რეაქციები. დამტკიცებულია, რომ სწორედ ლრკ-შია დიდი რაოდენობით კონცენტრირებული ნეირომედიატორები, პეპტიდური ჰორმონები, რილიზინგ-ჰორმონების სახით, იმუნოაქტიური ნივთიერებები, იმუნომოდულატორებისა და იმუნოჰორმონების სახით, ამიტომ, ჩვენი აზრით, კანონზომიერი იქნება მისი მოტივაციურ, ენდოკრინულ და იმუნურ ტვინადაც შერაცხვა.
აღსანიშნავია, რომ ადაპტაციის პროცესი ადამიანის ორგანიზმში ხორციელდება ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ შორეულ წინაპარში – ერთუჯრედიან ორგანიზმში. მიკროსკოპში დაფიქსირებული ინფუზორია მტვრის ნაწილაკისაგან იცავს თავს (ადაპტირდება) სამი გზით: 1. გამოყოფს სითხეს უცხო აგენტის გასაძევებლად – აუტოკრინია – ჰორმონული სეკრეციის ანალოგი; 2. გარს ერტყმის და ახდენს მის ლიზისსს – ფაგოციტოზი – იმუნური რეაქციის წინამორბედი; 3. კუმშვითი აქტივობით გაეცლება. ადაპტაციის ეს პროცესი ე.წ. ევოლუციური „იმპრინტინგით“ მოღწეულია ჩვენამდე. ფუნქციათა ეს კოოპერაცია გენეტიკურად დეტერმინირებულია ადამიანის ნერვულ უჯრედში.1 მაგ., ნებისმიერი ნერვული უჯრედი (და არა მარტო ჰიპოთალამუსი) თავისი ძირითადი ფუნქციის გარდა, მიიღოს, მოახდინოს გენერირება და განავრცოს ელექტრული იმპულსი, გამოჰყოფს პეპტიდურ ჰორმონს,3 ე.ი. ფუნქციურად შინაგანი სეკრეციის ჯირკვალსაც წარმოადგენს. სულ უფრო იზრდება იმ სამეცნიერო შრომების რიცხვი, სადაც ნაჩვენებია, რომ ნერვული უჯრედი რიგ შემთხვევაში იმუნური უჯრედივით იქცევა. მაგ., თავის ტვინის ასტროციტები გამოყოფს ინტერფერონს და იმუნომოდულატორის, ციტოკინის – ინტერლეიკინ 2-ის ექსპრესიას აძლიერებს.8,9 ცნობილია, რომ იმუნური სისტემის ძირითადი მოქმედი ერთეული მაკროფაგია. მისი ე.წ. „მომაკვდინებელი ძალა“, ფაგოციტოზისას დამოკიდებულია აზოტის ოქსიდზე (NO). ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ნეირონიც ზოგ შემთხვევაში მაკროფაგის იდენტურად იქცევა: თავის ტვინის „კატასტროფების“ დროს (ჰემორაგიული ინსულტი) ადგილი აქვს ე.წ. გლუტამატერგიულ ირიტაციას, რასაც თან სდევს გლუტამატის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა („გლუტამატის კასკადი“). შეუძლებელი ხდება უჯრედთა პოტენციალდამოკიდებული არხების დახურვა. იწყება დიდი რაოდენობით კალციუმის შეღწევა უჯრედში, პასუხად კი – აზოტის ოქსიდის დიდი რაოდენობით გამოყოფა და მიმდებარე უჯრედის ნეკროზი. ამრიგად, ნერვულ უჯრედში კოოპერირებულია როგორც საკუთრივ ნერვული უჯრედის, ასევე ენდოკრინული და იმუნური უჯრედების ფუნქცია. დიდი ხანი არ არის, რაც ამ საოცარი დასკვნის გაკეთება გახდა შესაძლებელი.4, 7
ორგანიზმის გარე სამყაროსთან სწრაფი ადაპტაცია და ჰომეოსტაზისი ძირითადად ხორციელდება ვეგეტატური სისტემებით: ა) სომატომოტორული (მაგ., კიდურების კუნთების, ექსტენზორებისა და ფლექსორების შერწყმული მოქმედება); ბ) ვისცეროვეგეტატური (შინაგანი ორგანოებისა და სისტემების სიმპატო-ადრენალური და ვაგო-ინსულინური უზრუნველყოფა); გ) ფსიქოვეგეტატური (გაცნობიერებული ქმედებების ერგოტროფული და ტროფოტროპული უზრუნველყოფა) (სურ. 1).
დროში შედარებით გახანგრძლივებული ადაპტაცია და ჰომეოსტაზისი წარმოებს ენდოკრინული სისტემით, რომელიც შერწყმულია ვეგეტატურ და იმუნურ რეაქციებთან (არა მარტო მათთან). მთავარი ღერძი აქ, რასაკვირველია, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზო-სუპრარენალურია (სურ. 1). თუმცა ლოგიკურად უნდა არსებობდეს სხვა სისტემებიც – ლრკ-ს სხვადასხვა სტრუქტურიდან ჰიპოფიზამდე და შემდგომ შემსრულებელ ენდოკრინულ ორგანომდე: ჰიპოკამპიდან, ამიგდალადან, სეპტიმადან და ა.შ. ჰიპოთალამუსის მსგავსად, ვინაიდან ამ სტრუქტურებში აღმოჩენილია რილიზინგ ჰორმონების ჭარბი კონცენტრაცია. ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, აგრეთვე, ჰიპოთალამუსის ექსტრაჰიპოფიზური გავლენა პერიფერიულ ენდოკრინულ ორგანოებზე. შესაძლებელია მსგავსი გზების არსებობა ლრკ-ს სხვადასხვა სტრუქტურებიდანაც (სურ. 1). დროში შედარებით გახანგრძლივებულ ადაპტაციაში მონაწილეობს APUD (Amine Precursor Uptake Decarboxylase) სისტემაც ანუ უჯრედთა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ უნარი მიიზიდონ ისეთი ამინომჟავები, როგორებიცაა ტრიპტოფანი, ჰისტოდინი, თიროზინი და გარდაქმნან შესაბამისად სეროტონინად, ჰისტამინად და დოფამინად. საყურადღებოა, რომ APUD-უჯრედები ფილოგენეზურად ნერვულ უჯრედს წარმოადგენდა და მხოლოდ შემდგომ ენდოკრინულს (გამოყოფს პეპტიდურ ჰორმონებს და შეუძლია პათოლოგიისას მისთვის არასპეციფიკური ჰორმონებიც გამოყოს). გასაკვირი არ იქნება, თუ APUD სისტემის იმუნური აქტივობაც დამტკიცდება. როგორც ცნობილია, ეს უჯრედები განლაგებულია ფილტვებში, კუჭ-ნაწლავში, პერიფერიულ ნერვულ განგლიებში, კანში, ენდოკრინულ ორგანოებში და განსაკუთრებით საყურადღებოა, ლრკ-ში (გაცილებით მეტი ვიდრე ტვინის სხვა სტრუქტურებში).6, 8
ცნობილია, რომ ხანგრძლივ ადაპტაციას უჯრედთა გენეტიკური პროგრამის შენარჩუნებით ახორციელებს იმუნური სისტემა. ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტთან ერთად, აქ უნდა მონაწილეობდეს თავის ტვინის მეზენცეფალური უბნები, რაზეც ლრკ-ში იმუნოაქტიურ ნივთიერებათა დიდი კონცენტრაცია მიუთითებს (სურ. 1).
ნერვული, ენდოკრინული და იმუნური სისტემების ურთიერთქმედებაზე, კავშირებსა და სინერგულ ფუნქციონირებაზე ექსპერიმენტული კვლევები ჯერ კიდევ მწირია. ავტორები2, 6, 8 თვლიან, რომ მათ შორის ე.წ. „შუამავლებს“ წარმოადგენს ციტოკინები: ინტერლეიკინ-1, ინტერლეიკინ-2, ინტერლეიკინ-6, აგრეთვე, ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი. იგივე ფუნქცია ეკისრება ევოლუციურად კონსერვატულ ჰორმონებს, სომატოტროპინსა და პროლაქტინს. პირველის მატება თრგუნავს იმუნურ აქტივობას, მეორესი კი იწვევს მის სტიმულაციას.
ამრიგად, ნებისმიერი დაავადება, მათ შორის გამოკვეთილი ეტიოლოგიური საწყისით (მაგ., ინფექციური, ტრავმული, ტოქსიური) სტარტს თავის ტვინიდან იღებს შესაბამისი რაპორტის საპსუხოდ. ამ კუთხით არცერთი დაავადების პათოგენეზის სრული გაცნობიერება, ადეკვატური მკურნალობა შეუძლებელია ლრკ და ნკიე სისტემის გაუთვალისწინებლად. გასაგებია, თუ რატომ სდევს თან შიმშილს – რისხვა, ფილტვების ანთებას – უძილობა, ჰიპოგლიკემიას – იმუნური აქტივობის დათრგუნვა, რატომ არის პათოლოგიური კლიმაქსი ძირითადად გამოვლენილი ფსიქოემოციური დარღვევებით (ადეკვატური მკურნალობა მხოლოდ მათი კორექციით არის შესაძლებელი), ჩიყვი – ვეგეტატური აშლილობით, დეპრესიით და სხვა მრავალი. ყველა დაავადებას მეტ-ნაკლება თან ახლავს ემოციური ფაქტორი, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი, ძილ-ღვიძილის, ცვლითი-ენდოკრინული, მოტივაციურ-ქცევითი, იმუნოპათოლოგიური ძვრები. მხოლოდ სისტემური მიდგომით, ამ სპექტრის ყველა გამოვლინებათა გათვალისწინებით მიიღწევა სასურველი შედეგი. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია ისეთი რთული პათოლოგიების, როგორიცაა ნევროზული წრის აშლილობები, მკურნალობის ზოგადი ალგორითმის განხილვა (პათოგენეზური, სისტემური მიდგომის და ადეკვატური მკურნალობის მაგალითი) (სურ. 2).

იმედია, სტატიაში წარმოდგენილი ნკიე სისტემის სრულყოფილი გაცნობიერება ფარდას ახდის აღნიშნულ სინდრომთა ურთიერთკავშირის, მათი ურთიერთქმედების მექანიზმებს და ცალკე სინდრომისა თუ დაავადების კლინიკური, ეტიოპათოგენეზური და ფარმაკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტისას ფუნდამენტური, მულტიდისციპლინარული მიდგომის აუცილებლობაში დაგვარწმუნებს.

ლიტერატურა

ნანახია: 3899 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.