ALMA MATER

მედიცინის ისტორია

სიახლეები

NOTA BENE

თარგმანი

კლინიკური კვლევა

მიმოხილვა

კვლევა

ადამიანი და გარემო

იურისტის გვერდი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



აპოკალიფსის 25 წელი [5.00]

ელექტროქიმიური აქტივაცია - წყლის ქლორირების უსაფრთხო და მაღალეფექტური ალტერნატივა [5.00]

ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [5.00]

დეპრესიის მენეჯმენტი მოზრდილებში [5.00]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [24604]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [9198]

წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის კვლევა „დავიკოლის“ ინსტილაციისას [8983]

ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში [8175]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა [7721]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 2

ელექტროქიმიური აქტივაცია - წყლის ქლორირების უსაფრთხო და მაღალეფექტური ალტერნატივა

ავტორი: თ. ცეცხლაძე, საქართველოს საინჟინრო აკადემია „სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი“< br /> T. Tsetskhladze, Engineering Academy of Georgia, ”Scientific-Technical Centre”
Electrochemical Activation

>>  The creation of favourable conditions and environment of safety life and health corresponding to modern sanitary and epidemiological requirements are one of the most urgent problems in the world and its solution is a priority for any country.
Besides the threat of natural spreading of infectious diseases, a great number of famous politicians and scientists believe that the Third World War, having the global character of bioterrorism, has already begun. An example of the nearest past this is a biological weapon, in particular, Bacillus anthracis, proved by the so-called ”packet war” realized in the USA.
We absolutely shear the opinion of Doctor Enthony Fossy, direqtor of National Institute of Allergy and Infectious Diseases (NIAID) that even if there wont be bioterroristic attacks, the knowledge, experience and discoveries accumulated in the process of antibioterroristic activities will have absolutely positive importance for the humanity.
With the object to support the provision of safety, sanitary and epidemiological conditions in Georgia and to realize the environment sanitary national working plan ”Environment and Health”effectively and in accordance to modern requirements, the ”Scientific-Technical Centre” of the Engineering Academy of Georgia presented a program and entered the initiative about introduction of entirely new scientific-technical direction and technologies.
The activated (disinfecting, sterilizing) solutions received with the presented technology are particularly effective, safe for human health and anvironment and practical in use.
The effectiveness of the technology and its advantage to other methods was also proved with the results of many years researches carried out in the USA.
In Georgia the technology is implemented and functions in Tbilisi, at ”Scientific-Practical Centre of Infectious Pathology, AIDS and Clinical Immunology”, the project of National Tubercular Medical Centre for sewage decontamination.
At the Ministries of Defense and Internal Affairs of Georgia the problem of active using of technologies in the river Mtkvari basin and the Black Sea coast zone is considered with the object of sewage decontamination.
The projects realized by ”Scientific-Technical Centre” of the Engineering Academy of Georgia are based on international standards and normative acts in force in Georgia.


სურათი 1. გონიო–სარფის ზღვისპირა საკურორტო ზონა

შესავალი
თანამედროვე მსოფლიოში, ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა (რაც უპირველესად სიცოცხლისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის კეთილსაიმედო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური პირობების შექმნას გულისხმობს), მრავალი მიზეზის გამო – ბუნებრივი კატაკლიზმები, ხარისხიანი სასმელი წყლის დეფიციტი, ეთნიკური და რეგიონალური კომფლიქტები და სხვა, დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება და მისი გადაწყვეტა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
მავნე მიკროორგანიზმებისა და ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით ანტიმიკრობული ქიმიური პრეპარატების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს როგორც მედიცინაში, ასევე სოფლის მეურნეობაში. დღეს უკვე ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ იმუნოლოგიური და გენეტიკური ცვლილებები, ონკოლოგიური დაავადებები და ახალშობილთა დეფექტები ძირითადად დაკავშირებულია იმ ქიმიურ ნივთიერებათა გამოყენების ზრდასთან, რომლებიც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას იწვევენ. ცნობილია, რომ იმ კვების პროდუქტების და სასმელი წყლის ხანგრძლივად გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით ეს ეხება ტოქსიკურ-ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ორგანიზმში აკუმულირების უნარი გააჩნიათ მაგ. მძიმე მეტალები და კანცეროგენური ნივთიერებები.
სასმელი წყლის გაუსნებოვნებისთვის ქლორირების მეთოდი ფართო მასშტაბით დაინერგა გერმანიაში 1894 წელს. დაქლორვა ქლორკირით განახორციელა ა. ტრაუბემ. შემდგომ ეს მეთოდი გავრცელდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში. აშშ სასმელი წყლის დაახლოებით 98 % გაუსნებოვნება დღესაც ქლორით ხდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში ასევე მაღალია სასმელად გამოყენებული დაფასოებული წყლის მოცულობა და მოთხოვნილება ამ პროდუქციაზე დღითიდღე იზრდება. მეცნიერულად უკვე დასაბუთებულია, რომ წყლის ქლორირება ადამიანის ჯანმრთელობის რისკთანაა დაკავშირებული. ამჟამად, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული მრავალწლიანი გამოკვლევებით დადგენილია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (0,06 – 0,2 მგ/დმ3) სასმელ წყალში, იმ ქიმიური ნივთიერებების (ჰალოგენშემცველი ნაერთები, რომელთა ძირითად ნაწილს შეადგენს ტრიგალომეთანები: ქლოროფორმი, დიქლორბრომმეთანი, დიბრომქლორმეთანი და ბრომოფორმი) შემცველობაზე, რომლებიც წარმოიშობა წყლის ქლორირებისას, მისი ურთიერთქმედების შედეგად წყალში არსებულ ბუნებრივ ორგანულ ნაერთებთან. დასაბუთებულია, რომ ბუნებრივი წყალი ასეთ ნივთიერებებს არ შეიცავს და სასმელ წყალში მათი ზემოაღნიშნულ ნორმაზე მაღალი კონცენტრაცია მრავალი დაავადების გამოწვევის რისკს ზრდის.

მომწამლავ ნივთიერებათა გავრცელების საზღვარი პრაქტიკულად არ არსებობს. მავნე ნაერთები აღმოჩნდა ღრმა ჭაბურღილებიდან ამოღებულ სამკურნალო დანიშნულების მინერალურ წყლებსა და დედის რძეშიც.

ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ეროვნული მეურნეობის მრავალ დარგში წარმატებით დანერგილი სხვადასხვა პროდუქცია (მ.შ. სამედიცინო დანიშნულებისა) დღეს უკვე ამოღებულია ხმარებიდან, ვინაიდან, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიმდინარე ეტაპზე შესაძლებელი გახდა, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, მისი უარყოფითი ზემოქმედების უტყუარი დასაბუთება.

საქართველოს გარემოს ჰიგიენის სამოქმედო ეროვნულ გეგმაში – „გარემო და ჯანმრთელობა“, რომელიც 2003 წელს დამტკიცდა, პირველ რიგში, გათვალისწინებულია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების პრევენცია და კონტროლი. დოკუმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური პირობების უზრუნველყოფასა და მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფას უკავია. ეროვნულ გეგმაში აღიარებულია ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებულ პროგრამებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებში (მაინის ფრანკფურტი, 1992წ; ჰელსინკი, 1994წ; ლონდონი, 1992, 1999წ.) ჩამოყალიბებული სრულიად ახალი მიდგომები და პრინციპები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. (1)
ჩვენ მიერ წარმოდგენილი ტექნოლოგიის ძირითადი ნაწილი სამედიცინო დანიშნულებისაა და გამოიყენება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალეფექტიანი, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მიმართ უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და იაფი სარეცხი, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო აქტივირებული ხსნარების (ნეიტრალური ანოლიტი, ოქსიდანტების ხნარები და სხვ.) ადგილზე საწარმოებლად (მ.შ. საველე პირობებში), აგრეთვე, ხარისხიანი სასმელი წყლის მოსამზადებლად, ჩამდინარე წყლების გაუსნებოვნებისათვის და სხვ. ბუნებრივია, რომ ყველა საკითხი, რომელიც ეხება აღნიშნული ტექნოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას და ქვეყანაში მის ფართოდ დანერვას, უპირველეს ყოვლისა, განიხილება და თანხმდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს 217/ნ ბრძანებით, საქართველოს საინჟინრო აკადემიის „სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის“ მიერ საქართველოში წარმოებული აქტივირებული ხსნარი „ნეიტრალური ანოლიტი“ π59 პუნქტით დაემატა π64/ნ ბრძანების სადეზინფექციო საშუალებების ნუსხას.
ნეიტრალური ანოლიტი არის უნივერსალური დანიშნულების ხსნარი და ის გამოიყენება როგორც სადეზინფექციო, ასევე სასტერილიზაციო დანიშნულებით, სარეცხ საშუალებად და წყლის გაუსნებოვნებისათვის. ანოლიტი იწარმოება ყოველგვარი ქიმიური რეაგენტების გამოყენების გარეშე, მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტის –სუფრის მარილის წყალხსნარის ელექტროქიმიური დამუშავების მეთოდით და წარმოადგენს უფერო, გამჭვირვალე, ქლორის მსუბუქი სუნის მქონე სითხეს. ანოლიტს აქვს მაღალი მადეზინფიცირებელი ეფექტი მიკროორგანიზმების ყველა ჯგუფის მიმართ (მ.შ. სპოროვანი ფორმების). აქტიურად მოქმედი ნივთიერებების კონცენტრაციის სიმცირის გამო ანოლიტი განეკუთვნება ნაკლებად საშიშ ნივთიერებებს. 70 კგ წონის ადამიანი ანოლიტის სასიკვდილო დოზით, რომ მოიწამლოს საჭიროა მიიღოს მაქსიმალურად კონცენტრირებული 350 ლ ხსნარი. ვეტერინარიაში 0.028 % კონცენტრაციის ანოლიტი გამოიყენება დასალევად (3 მგ აქტიურად მოქმედი ნივთიერება წონის 1 კგ-ზე გადაანგარიშებით). ძირითადად ანოლიტი მიიღება და გამოიყენება აქტიური ქლორის შემცველობით 0.01-0.05%. ანოლიტი, რომელშიც აქტიური მოქმედი ნივთიერებების კონცენტრაცია 0.01 %-მდეა სამკურნალო პრეპარატია – ანტისეპტიკი კანისა და ჭრილობების ზედაპირების დამუშავებისთვის. აქტივიზებული ხსნარი, რელაქსაციის შემდგომ პერიოდში კარგავს მადეზინფიცირებელ თვისებებს და დეგრადირდება, ჩვეულებრივ, ოდნავ მარილიან წყლად, რომელიც არავითარ საფრთხეს არ უქმნის გარემოს და ბუნებრივია, რომ მისი განეიტრალებისა ან უტილიზაციისთვის არავითარი დამატებითი ღონისძიების ჩატარება საჭირო არ არის.
აქტივიზებული ხსნარების გამოყენების სფერო ფართოა, აქვს სასმელი და ჩამდინარე წყლების (მ.შ. ინფექციური პროფილის დაწესებულებების) გაუსნებოვნების დანიშნულება, მოიცავს დეზინფექციისა და სტერილიზაციის სრულ სპექტრს (განსხვავებით ნატრიუმის ჰიპოქლორიტისაგან, რომელიც აგრეთვე მარილის წყალხსნარისაგან მზადდება). ნეიტრალური ანოლიტი გამოიყენება აგრეთვე სარეცხ და ანტისეპტიკურ საშუალებად.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩამდინარე წყლების დამუშავების, ხარისხიანი სასმელი წყლის მომზადებისა და ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა შავი ზღვის სანაპირო ზოლში, სხვა საკურორტო და ტურიზმის ადგილებში, სარეკრეაციო ზონებში.
ს.ს. გ.ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სანიტარიული ბაქტერიოლოგიის, წყლის ჰიგიენისა და წყალსატევების სანიტარიული დაცვის ლაბორატორიაში 2006 წლის 18-21 ნოემბერს ჩატარდა აქტივიზებული ხსნარით დამუშავებული სასმელი წყლის ლაბორატორიული გამოკვლევები.
მოგვყავს ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების ჰიგიენური შეფასება და დასკვნა
1.4. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების ჰიგიენური შეფასება.
5. ტექნოლოგიისა და მიღებული შედეგების ჰიგიენური შეფასება:
5.1 საქართველოს საინჟინრო აკადემიის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ წარმოდგენილ მასალებზე და ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ელექტროქიმიური აქტივაციის ტექნოლოგიურ დანადგარებს, ტექნოლოგიურ სისტემებში გამოყენებულ მასალებს და წარმოებულ ხსნარებს ჩატარებული აქვს ყველა შესაბამისი გამოკვლევა, სრულიად აკმაყოფილებს ეკოლოგიურ-ჰიგიენურ უსაფრთხოების მოთხოვნებსა და სტანდარტებს, არის აპრობირებული, სერტიფიცირებული და დანერგილი;
5.2 სანიტარიული კოდექსის მოთხოვნების მიხედვით, 2004 წლის დეკემბერში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციასთან შეთანხმდა და დამტკიცდა ტექნოლოგიის გამოყენებისა (მ.შ. სასმელი წყლის დეზინფექციის მიზნით) და დანერგვის საკითხი, რაც ასახულია შესაბამის ჰიგიენურ დასკვნაში;
5.3 ხსნარების გამოყენების ინსტრუქციები და მეთოდური მითითებები, შეესაბამება სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს [2];
5.5 წარმოდგენილი მეთოდით, საჭირო რაოდენობისა და კონცენტრაციის აქტივიზებული ხსნარის წარმოება სპეციალური რეაქტორებით აღჭურვილი დანადგარებით და შესაბამისი მოწყობილობებით, შესაძლებელია მოთხოვნილების ადგილზე (მ.შ. საველე პირობებში), ყოველგვარი ქიმიური რეაგენტების გამოყენების გარეშე, მხოლოდ ელექტროენერგიით, წყლითა და ჩვეულებრივი სუფრის მარილით (მარილმჟავას წყალხსნარი საჭიროა მხოლოდ დანადგარების რეგენერაციისთვის);
5.6 ტექნოლოგია სრულყოფილია და წარმოებული ხსნარები ეკოლოგიურად სუფთაა. დანადგარების ექსპლუატაციის, აქტივირებული ხსნარების შენახვისა და გამოყენების დროს არ არის საჭირო – ხანძარსაწინააღმდეგო, ფეთქებადსაშიში და ტოქსიკური ნივთიერებებისაგან დაცვის სპეციალური ღონისძიებების გატარება და უსაფრთხოების სპეციალური მოწყობილობების (მ.შ. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების – სათვალეები, სპეცტანსაცმელი, ინჰალიატორები, სუნთქვის ორგანოების დამცავი მოწყობილობები და სხვ.) გამოყენება. ხსნარი უფერო, გამჭვირვალე სითხეა ქლორის მსუბუქი სუნით. უმეტეს შემთხვევაში ის გამოიყენება აქტიური ქლორის შემცველობით – 0,01%, 0.05%; მაღალი კონცენტრაციის აქტივიზებულ ხსნარებსაც კი ტოქსიკურობის მინიმალური მაჩვენებელი აქვს და სხვა, ტრადიციული სადეზინფექციო საშუალებებისაგან განსხვავებით, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოველებზე და გარემოზე არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას.
5.7 ხსნარის ძირითადი მოქმედი კომპონენტებია აქტიური ქლორისა და ჟანგბადის შენაერთები, მ.შ. ქლორმჟავა და ოზონი. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ხსნარს ახასიათებს მიკროორგანიზმების სრული სპექტრის მაღალი მადეზინფიცირებელი (მ.შ. ჯილეხის გამომწვევ სპორებზე და ტუბერკულოზის მიკობაქტერიებზე) თვისებები, ცნობილ და ხმარებაში არსებულ სადეზინფექციო საშუალებებთან და წყლის გაუსნებოვნების მეთოდებთან უპირატესი ეფექტი;
5.8 წყლის დეზინფექციის რეაგენტული (მ.შ. ქლორირების) და სხვა, ცნობილი მეთოდებისაგან (ოზონირება, ულტრაიისფერი სხივებით დამუშავება და სხვ.) განსხვავებით, აქტივიზებული ხსნარით წყლის დამუშავებისას არ წარმოიქმნება ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებები. მიკრობიოლოგიური გაუსნებოვნების პარალელურად, უმჯობესდება წყლის ორგანოლეპტიკური თვისებები და ქიმიური მაჩვენებლები. ამავე დროს ხდება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი მაკროელემენტების რაოდენობის გაზრდა (ცხრილი 1), რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც წყალი ხასიათდება დაბალი მინერალიზაციით;
5.9 აქტივიზებული ხსნრების წარმოებისას შესაძლებელია ტექნოლოგიური პროცესების სრული კონტროლი (მ.შ. ხსნარში, მოქმედი აქტიური კომპონენტების კონცენტრაციის რეგულირება წყლის მიკრობიოლოგიური გაბინძურების ხარისხის გათვალისწინებით. ქსელში წყლის ტრანსპორტირებისას, ნარჩენი ქლორის საჭირო მოცულობის უზრუნველყოფის მიზნით (ცხრილი 2) დასამუშავებელ წყალში აქტივიზებული ხსნარის განზავება ხდება მარტივად, დოზირების წესით;
5.10 აქტივიზებული ხსნარების შენახვის ვადა საშუალოდ 5-10 დღეა.
7. დასკვნა
7.1 წარმოდგენილ მასალებზე და ლაბორატორიული კვლევების ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით დადასტურდა, რომ სასმელი წყლის დამუშავების აღნიშნულ მეთოდს, როგორც ტექნოლოგიურ სიახლეს, დეზინფექციის სხვა, ტრადიციულ და ცნობილ მეთოდებთან შედარებით, აქვს მრავალმხრივი უპირატესობა როგორც ეფექტიანობის, ასევე პრაქტიკულობის თვალსაზრისით. დამუშავებული წყალი სრულიად შეესაბამება სასმელი წყლის ხარისხზე არსებულ ნორმატიულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილია მოწოდებული მეთოდის გამოყენება სასმელი წყლის სადეზინფექციოდ როგორც ცენტრალური წყალმომარაგების სადგურებში, ასევე დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების სათავე და სხვა ტექნიკურ ნაგებობებში.
ტექნოლოგიის მაღალეფექტიანობა და სხვა მეთოდებთან მისი უპირატესობა დადასტურდა საქართველოში, სხვადასხვა დანიშნულებით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებითაც, კერძოდ:
1. შპს „თბილწყალკანალში” აქტივიზებული ხსნარით წყალმცენარეზე (პლანქტონი) ზემოქმედების ეფექტიანობითა და ნედლი წყლის ორგანოლეპტიკური თვისებების თვალსაჩინო გაუმჯობესებით, ხსნარით დამუშავების შემდეგ;
2. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის განსაკუთრებით საშიში, ზოონოზური და ანაერობული ინფექციების ლაბორატორიაში ჯილეხის გამომწვევ სპორებზე ნეიტრალური ანოლიტის ზემოქმედების პირველი კვლევის შედეგებით;
3. თბილისის მერიის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში, საცდელი ტექნოლოგიით მიღებული აქტივიზებული ხსნარებით გაუსნებოვნებული, სს „შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ჩამდინარე წყლის (მოდელური და საექსპლუატაციო რეჟიმი) მიკრობიოლოგიური გამოკვლევის შედეგებით. სტანდარტულ კვლევებში, საექსპლუატაციო რეჟიმში დამუშავებისას ეფექტიანობამ შეადგინა 99,9999% (საცდელი წყლის კოლ-ინდექსი შეადგენდა >238 000 000, დამუშავების შემდეგ <950), ხოლო მოდელურ, ხსნარის მაქსიმალური ეფექტიანობის დადგენის მიზნით, ამავე წყლის ნიმუშებზე ჩატარებულ კვლევებში, აღნიშნული პარამეტრი მიუახლოვდა სასმელი წყლის მაჩვენებელს და შეადგინა – <7;
4. ს.ს.გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ტექნოლოგიით გაუსნებოვნებული, პათოგენური მიკროორგანიზმებით გაბინძურებული, ერთ-ერთი კორპუსის ჩამდინარე წყლის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა;
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური ლაბორატორიის მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები;
ხსნარების გამოყენება გათვალისწინებულია:
1. სასმელი წყლის გაუსნებოვნებისთვის როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი წყალმომარაგების სისტემებში, საინჟინრო-ტექნიკურ ნაგებობებსა და საველე პირობებში; 2. ბიოტერორისტული აქტებისა და სხვა ეპიდსიტუაციების დროს; 3. სამედიცინო ხელსაწყოების დეზინფექციისა და სტერილიზაციის მიზნით; 4. ინფექციური პროფილის (მათ შორის ფტიზიატრიული) დაწესებულებების, საყოფაცხოვრებო-სამეურნეო დანიშნულებისა და სხვადასხვა სამრეწველო საწარმოების ჩამდინარე წყლების გაუსნებოვნებისათვის, მათ შორის საკურორტო ზონებში; 5. ინფექციური დაავადებების კერებსა და რისკის ზონებში (მათ შორის ჯილეხისა და ტუბერკულოზის სტაციონარულ კერებში სადეზიფენქციო საშუალებებად); 6. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებში (საპარიკმახეროები, სალონები, აბანოები, საუნა, სამრეცხაოები და სხვ.) ნაგებობის, ხელსაწყო-იარაღების სტერილიზაციისა და სადეზინფექციო სამუშაოების საწარმოებლად; 7. ბაზრობების, სატრანსპორტო კვანძების, მიწისქვეშა გადასასვლელების, საცურაო აუზების, სანიტარიული კვანძების, ნაგავსაყრელების და სხვა დანიშნულების ობიექტებსა და ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების საწარმოებლად; 8. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სადეზინფექციო სამუშაოების საწარმოებლად; 9. ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებში, სკოლებში, სხვადასხვა ორგანიზებულ დაწესებულებებში; 10. პენიტენციალური და თავდაცვის სისტემის დაწესებულებებში; 11. კვების მრეწველობის სისტემაში ტექნოლოგიური დანადგარებისა და სასაწყობო სათავსების სტერილიზაციისა და დეზინფექციის მიზნით; 12. მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსებში და სხვ.
ტექნოლოგიური სისტემები დანერგილია:
თბილისში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში, ნახმარი, ჩამდინარე წყლების გაუსნებოვნებისა და ორგანიზაციაში სარეცხი, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო სამუშაოების წარმოებისთვის (სურათი 2);
აჭარის საკურორტო ზონის არაკანალიზირებულ ტერიტორიაზე, სოფ. კვარიათში მდებარე 63 – ბინიანი საცხოვრებელი სახლის გამწმენდ ნაგებობაში, ჩამდინარე წყლების ზღვაში
ჩასაშვებ ნორმატიულ მოთხოვნამდე გაუსნებოვნებისთვის (სურათი 3); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრიში“ ადგილზე წარმოებული აქტივებული ხსნარით ჭაბურღილიდან მიღებული სასმელი წყლის გაუსნებოვნებისა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად (სურათი 3); შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში (სურათი 4) პირადი შემადგენლობის ქმედითუნარიანობის ამაღლების მიზნით საგანგებო სიტუაციებისა და ბიოტერორისტული აქტების დროს, აგრეთვე ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისას, რასაც მხარს უჭერს ამერიკელი ექსპერტებიც (ინფექციური დაავადებების ბუნებრივი გზით გავრცელების გარდა, სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ დღეს მსოფლიოში არსებობს ბიოლოგიური იარაღის გამოყენების გაზრდილი საშიშროება, რასაც, უახლოესი წარსულის მაგალითზე, ადასტურებს აშშ-ში განხორციელებული „კონვერტული ომი“); აჭარის ა/რ. სოფ. ზედა ახალშენის წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტი (წყალსადენის ნაგებობის დეზინფექცია და სასმელი წყლის გაუსნებოვნება) (სურათი 5); დამთავრებულია ტექნოლოგიური სისტემის სამონტაჟო სამუშაოები ტუბერკულოზის სამკურნალო ეროვნულ ცენტრში, სადაც ის მოეწყო დაწესებულების ჩამდინარე წყლების გაუსნებოვნებისთვის (სურათი 6); ქ. ბათუმის მერიის 19 ბავშვთა ბაღში, რეზერვუარში დაგროვებული სასმელი წყლის გაუსნებოვნებისა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად; დამონტაჟებულია ტექნოლოგიური სისტემა აჭარის ა/რ. წმინდა სამების დედათა მონასტერში, ჩამდინარე წყლების გაუსნებოვნების მიზნით;
აქტიურად განიხილება ტექნოლოგიის სხვადასხვა ობიექტზე დანერგვის საკითხი, მ.შ. სოფლების გაუსნებოვნებული სასმელი წყლით უზრუნველყოფისა და ცენტრალური წყალმომარაგების სისტემებში წყლის ქლორირების მეთოდის ჩასანაცვლებლად.
დამსვენებელთა ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორთა შორისაა სასმელი წყლის ხარისხი. უკანასკნელი ათი წელია, რაც საკურორტო ქალაქების და ადგილების წყალმომარაგების სისტემები გამოსულია მწყობრიდან, ქლორრეაგენტების დეფიციტის გამო ხშირად ფერხდება სასმელი წყლის გაუსნებოვნება. ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით ვერ ხორციელდება მთელი რიგი აუცილებელი პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ტექნიკური ღონისძიებები[1].
გაზრდილ ანთროპოგენურ დატვირთვასთან დაკავშირებით განსაკუთრებით არასასურველ ცვლილებებს განიცდის სარეკრეაციო წყლის ხარისხი, რომელიც თითქმის ყველგან მიკრობული დაბინძურებით ხასიათდება, რაც დაკავშირებულია მასში გაუწმენდავი და არასაკმერისად გაწმენდილი სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ჩაშვებასთან. საკითხი ეხება არა მხოლოდ ზღვის, არამედ მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის ხარისხსაც, ვინაიდან მოსახლეობა ამ წყლის ობიექტებს ზაფხულის პერიოდში მასობრივად გამოიყენებს საბანაოდ [1].
გარდა მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობაზე უარყოფითი მოქმედებისა, პირდაპირი და არაპირდაპირი ეკონომიკური დანაკარგებისა, ამთავითვე ზიანს აყენებენ საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების პერსპექტივას, ნეგატიურ გავლენას ახდენენ საერთოდ საზოგადოებასა და ქვეყნის პრესტიჟზე [1].
მნიშვნელოვან სარეკრეაცო დატვირთვას განიცდის შავი ზღვის სანაპირო, რომლის სიგრძე ქვეყნის ფარგლებში შეადგენს 320 კმ-ს. ყოველწლიურად მატულობს დამსვენებლების რაოდენობა; შესაბამისად პროგრესულად იზრდება ზღვის სანაპირო წყლისა და საკურორტო ზონების ანთროპოგენური დაბინძურება, რაც არღვევს უსაფრთხო რეკრეაციის პირობებს [1].
საქართველოს საინჟინრო აკადემიის „სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის“ მიერ შემუშავებულია წინადადება, რომელიც ითვალისწინებს, გონიო–სარფის ზღვისპირა საკურორტო ზონის არაკანალიზებულ ტერიტორიაზე, რამდენიმე ლოკალური საკანალიზაციო ტრასისა და შესაბამისი სიმძლავრის, ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობის დაპროექტება-მშენებლობას. წინადადება შეთანხმებულია და მას მხარი დაუჭირა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ. ეს წინადადება, სავარაუდოდ, საინტერესო უნდა იყოს ინვესტორებისათვის [3].
მიგვაჩნია, რომ უახლესი და პროგრესული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს აღნიშნული პრობლემების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვეტაში, წარმოაჩენს საქართველოს როგორც ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო, და აღნიშნულ სფეროში, ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ ქვეყანას.

ლიტერატურა

ნანახია: 4838 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: Revaz Dadiani

თარიღი: 2012-10-04 | 11:59

საქართველოს საინჟინრო აკადემიის "სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრის" მოღვაწეობა ელექტროქიმიური აქტივაციის დარგში ფასდაუდებელი რამაა. აბსოლუტურად ვიზიარებ აზრს, რომ ,მხოლოდ ასეთი ტექნოლოგიების დანერგვით მივაღწევთ მაღალგანვითარებულ ქვეყნის დონეს.



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.