მედიცინის ისტორია

NOTA BENE

კლინიკური რეკომენდაციები

გაიდლაინი

CASE REPORT

სიახლეები

კვლევა

მიმოხილვა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



II ტიპის დიაბეტის მკურნალობა ინსულინით [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ახალი სახის ქირურგიული წებო Lifebond – ქსოვილთა სწრაფი და სიმედო შეერთება [5.00]

მეცნიერება მეცნიერებისათვის არ არსებობს… [5.00]

ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის გლივეკით მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


რკინადეფიციტური ანემია [29040]

ხალები: როგორ მოვექცეთ მათ? [24578]

II ტიპის დიაბეტის მკურნალობა ინსულინით [15343]

ძუძუს რეციდიული და მეტასტაზური კიბო - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მეთვალყურეობის რეკომენდაციები (ESMO) [10906]

სათესლე ჯირკვლის სემინომა - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის კლინიკური რეკომენდაციები (ESMO) [9681]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 7

ფრეგოლის სინდრომი

ავტორი: ი. მორიიამა,1 ტ. მურამაცუ,2 მ. კატო,2 მ. მიმურა,3 ტ. აკიიამა,1 ჰ. კაშიმა 2
1 ფსიქიატრიის დეპარტამენტი, კომაგინოს საავადმყოფო, ტოკიო, იაპონია; 2 ნეიროფსიქიატრიის დეპარტამენტი, კეიოს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, ტოკიო, იაპონია; 3 ნეიროფსიქიატრიის დეპარტამენტი, შოუვას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, ტოკიო, იაპონია.
ფრეგოლის სინდრომი, თანდართული პროზოპაგნოზიასთან, შიზოფრენიის 40-წლიანი ისტორიის მქონე ქალის საინტერესო კლინიკური შემთხვევა
Y. Moriyama,1 T. Muramatsu,2 M. Kato,2 M. Mimura,3 T. Akiyama,1 H. Kashima 2
1Department of Psychiatry, Komagino Hospital, Tokyo, Japan. 2Department of Neuropsychiatry, Keio University School of Medicine, Tokyo, Japan. 3Department of Neuropsychiatry, Showa University School of Medicine, Tokyo, Japan
Frégoli Syndrome Accompanied with Prosopagnosia in a Woman with a 40-year History of Schizophrenia

>>  A 68-year-old woman with schizophrenia after a cerebrovascular accident resulting in right medial temporal and occipital damage developed Frégoli syndrome. Neuropsychological testing revealed that she had impairment in facial recognition compatible with prosopagnosia. The Frégoli syndrome disappeared in three month when, remarkably, her prosopagnosia also disappeared. Our findings are consistent with the hypothesis that combination of hyperactivations of temporo-limbic connection and frontal dysfunction may account for the development of Frégoli syndrome. (Keio J Med 56 (4) : 130-134, December 2007)


Key words: Frégoli syndrome, prosopagnosia, schizophrenia, delusional misidentification syndrome, fusiform gyrus

შესავალი
მანიაკალური შეუცნობელობის სინდრომს (მშს), როგორც მიღებულია, აქვს სამი ძირითადი ვარიანტი: კაპგრას სინდრომი, ფრეგოლის სინდრომი და ინტერმეტამორფოზის სინდრომი. კაპგრას სინდრომის დროს, პაციენტს სჯერა, რომ მისი ახლობელი ადამიანების შეცვლა მოხდა თვითმარქვია, გაიძვერა ადამიანების ჯგუფით, რომლებიც ემსგავსებიან რეალურ ინდივიდებს. ფრეგოლის სინდრომი უფრო იშვიათობაა კაპგრას სინდრომთან შედარებით და მას ახასიათებს მანიაკალური აზრები, თითქოს მისი ახლობელი ადამიანები არიან გადაცმულები და ვერ შეიცნობს მათ. ინტერმეტამორფოფსის სინდრომი ამ სამ სინდრომს შორის ყველაზე იშვიათია; პაციენტი ხან ცნობს ახლობლებს, ხან — ვერა და ეს განცდები ცვალებადობს საკმაოდ ხშირად.1-5
ყველაზე დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მშს-ს ეტიოლოგიისა და პათოგენეზის ახსნამ და გამოთქმული იყო აზრი როგორც სხვადასხვაგვარ ფსიქოდინამიურ, ისე ორგანული ხასიათის დაზიანებაზე. ახლახან ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რომლის დროსაც მოხდა სახის იდენტიფიცირების მექანიზმისა და გამომეტყველების შესწავლა, მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ ევარაუდათ, რომ მანიაკალური შეუცნობელობის სინდრომი ჯდება კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიის კონტექსტში და დებატები შეჩერდა იმ ფაქტზე, რომ კაპგრას სინდრომსა და პროზოპაგნოზიას შორის არის მჭიდრო ურთიერთკავშირი. პროზოპაგნოზია არის ნევროლოგიური პათოლოგია, როდესაც პაციენტი ვერ ცნობს ახლობლებს მათი სახის მიხედვით, მაშინ როდესაც მათ იდენტიფიცირებას ხმებისა და სახელების მიხედვით ჩვეულებრივად ახერხებს. პროზოპაგნოზიის დროს ხშირ შემთხვევებში ნანახია ბილატერალური და შედარებით იშვიათად ოქციპიტო-ტემპორალური კორტექსის ქვემო წილების დაზიანება.6,7 ჩატარდა სხვადასხვა გონებრივი ტიპის ტესტი, რომელიც კავშირში იყო პროზოპაგნოზიასთან და მოიცავდა სახეების დამახსოვრებასა და პროცესირებას. მათ შორის ყველაზე საინტერესო შედეგები დაკავშირებული იყო ტესტთან, რომელიც პაციენტს ავალდებულებდა გაერჩია ერთმანეთისაგან ნაცნობი და უცნობი სახეები; როდესაც პაციენტებს აძლევდნენ ფოტოსურათების დასტას, სადაც არეულად იყო დაწყობილი ახლობელი და არაახლობელი ადამიანების სახეები და სთხოვდნენ, რომ დაელაგებინათ ორ კატეგორიად, პროზოპაგნოზიით დავადებულები ამ დავალებას შეცდომით ასრულებდნენ. როგორც ვარაუდობენ, სახეების დამახსოვრების მექანიზმი და პროცესი დაკავშირებულია ლიმბურ სისტემასთან.8 ეს დაკვირვება იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ახლობელი ადამიანების სახეების ვიზუალური ამოცნობა ხდება ორი კომპონენტით, რომელთაგანაც ერთერთი პასუხისმგებელია ახლობლების სახის ვიზუალის შეცნობაზე და საპასუხო სემანტიკური ინფორმაციის დაბრუნებაზე (ვენტრალური გზა), ხოლო მეორე — ლიმბური სისტემით გაშუალებულ ემოციურ ფაქტორებზე, როგორიცაა ფამილიარული შეგრძნებები და განცდები (დორსალური გზა). ეს მოსაზრება მოწოდებულია ბრუსისა და იონგის მიერ (Bruce and Young).9,10
სახეების პროცესირების ორკომპონენტიან თეორიასა და კაპგრას სინდრომსა და პროზოპაგნოზიას შორის კავშირის მიხედვით Ellis et al.-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ კაპგრას სინდრომი პროზოპაგნოზიის „სარკული გამოსახულებაა“.11,12 ამ ჰიპოთეზის თანახმად, ვენტრალური გზა პასუხისმგებელია სახეების ვიზუალურ აღქმაზე, ხოლო დორზალური — სახეების ამოცნობისას განცდილ ემოციაზე. თავის ტვინის პათოლოგია აზიანებს პირველ გზას და შესაბამისად, ნაცნობი სახეების აღქმა მოხდება სწორად, არევის გარეშე, თუმცა ადგილი ექნება განცდების მოჭარბებას; ეს არის პროზოპაგნოზია. თუ დაზიანება ეხება მეორე გზას, მაშინ ხდება სახეების შეცდომით აღქმა. მიმდინარე შემთხვევა ასახავს კოგნიტურ დისონანსს, უფრო ზუსტად კი პროცესს, როდესაც ადამიანი თითქოსდა შეყვარებული ჩანს, მაგრამ ვერ ახეხებს შესაბამისი ემოციების გამოხატვასა და გადმოცემას. ასეთი დისონანსისას შეგვიძლია შეცდომით დავასკვნათ, რომ პაციენტი თითქოსდა მატყუარა და თვითმარქვიაა.11,12 ამ ჰიპოთეზის მიხედვით ჰირსტეინმა და რამაჩანდრანმა13 დასვეს საკითხი, თუ რატომ არ შეუძლია ამ ჰიპოთეზას დაადასტუროს, რომ მსგავსს, თითქოსდა არც ისე მკვეთრად გამოხატულ ემოციურ აგზნებას მივყავართ ასეთ ექსტრაორდინალურ შეუცნობელობამდე ან რატომ არ შეუძლია პაციენტს იფიქროს: „მე ვიცი, რომ ეს მამაჩემია, მაგრამ რატომ აღარ განვიცდი მის მიმართ სითბოს?“. ამ მონაცემების მიხედვით, დაიწყეს მსჯელობა; ხომ არ არის დამატებით დაზიანებული უბანი თავის ტვინში, მაგალითად შუბლის წილის ქერქში მარჯვენა მხარეს, რომელიც გამოიწვევდა მსგავს სიმპტომატიკას. ასევე განხილული იყო „ტემპორო-ლიმბური კავშირის“ დარღვევის ჰიპოთეზა: 1) კაპგრას სინდრომის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის ვენტრალური ნაკადის პროცესირების დარღვევა საფეთქლის წილში და 2) პათოლოგიური პროცესის არსებობა მარჯვენა შუბლის წილში.13

Fiender et al4-ის კვლევების მიხედვით, დავალებების შეუსრულებლობისა და მეხსიერების დეფიციტის კომბინაციას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფრეგოლის სინდრომის დროს, რომელიც განპირობებულია თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით.

რაც შეეხება ფრეგოლის სინდრომს, რამაჩანდრანის მიერ მოწოდებული იყო იგივე მოდელი, ოღონდ მან განაცხადა, რომ აღნიშნულ პათოლოგიას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ტემპორო-ლიმბური კავშირი ხდება ჰიპერაქტიური და არა პირიქით.13,14 უნდა აღინიშნოს, რომ რატომღაც დღემდე არ იქნა აღწერილი კლინიკური შემთხვევა, რომელიც ნეიროფსიქოლოგიური კუთხით განიხილავდა ამ პათოლოგიას. ჩვენ წარმოვადგინეთ და განვიხილავთ საინტერესო კლინიკურ შემთხვევას ნეიროფსიქოლოგიური კუთხით, რომელიც შეეხება შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტს, რომელსაც თავის ტვინის ინფარქტის ქვემწვავე სტადიაში განუვითარდა პროზოპაგნოზიასთან თანდართული ფრეგოლის სინდრომი.

შემთხვევის აღწერა
პაციენტი, 68 წლის, მემარჯვენე, დიასახლისი, აქვს შიზოფრენიის 40 წლიანი სამედიცინო ისტორია. 2004 წლის აგვისტოში განუვითარდა ცერებროვასკულიტი, რასაც თან დაერთო კონფუზია და სიარულის დარღვევა. მოხდა პაციენტის გადაყვანა კომაგინოს საავადმყოფოში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა თავის ტვინის მარჯვენა ნახევრის ინფარქტი, რომელიც მოიცავდა პარაჰიპოკამპურ, ჰიპოკამპურ წილებს, მეტყველების ცენტრს და ფუზიფორმულ ხვეულს. რაც შეეხება ნუშს მარჯვენა მხარეს, დაუზიანებელი დარჩა (სურ. 1). ორთვიანი კონსერვატული მკურნალობის შემდეგ, როდესაც პაციენტს აღარ ჰქონდა ნევროლოგიური სიმპტომატიკა, განუვითარდა ფრეგოლის სინდრომი და ერთერთ მამაკაც პაციენტს აღიქვამდა თავის ქმრად, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტსა და მის ქმარს შორის არ იყო არანაირი ფსიქიკური მსგავსება. უფრო მეტიც, მას ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა ოთხი წლის წინ, თუმცა პაციენტი კატეგორიული იყო აღნიშნული ფაქტის მტკიცებისას. აღნიშნული სიმპტომების არსებობამ და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემებმა გვაფიქრებინა, რომ ჩაგვეტარებინა ვიზუალური ამოცნობის ტესტი. როგორც აღმოჩნდა, პაციენტს არ შეეძლო ფოტოებსა და უხმო ვიდეო მასალაზე ამოეცნო მკურნალი ექიმი და თავისი ქალიშვილი. იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავით აღნიშნულ ფაქტში, ნეიროფსიქოლოგიური და VPTA (Visual Perception Test for Agnosia-ვიზუალური აღქმის ტესტი აგნოზიისათვის) ტესტები ჩატარდა ორ-ორჯერ.

დაავადების პირველი გამოვლინება დაფიქსირდა 2004 წლის ოქტომბერში, როდესაც პაციენტს დაუდგინდა ფრეგოლის სინდრომი. ვიზუალური აღქმის ტესტმა კი დაადასტურა პროზოპაგნოზიის არსებობა. ჩატარდა ასევე სუბტესტები, რომლის დროსაც პაციენტმა რვა კატეგორიიდან შვიდი ვერ შეასრულა სწორად. ესენი იყო: ნაცნობი სახეების დასახელება, ნაცნობი სახეების იდენტიფიკაცია, ნაცნობი სახეების მითითება, ორი უცნობი სახის გამორიცხვა, ორი უცნობი სახის გაერთიანება, სახის გამომეტყველებისა და ემოციის ამოცნობა და ასაკის განსაზღვრა. პირველი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაინიშნა რისპერიდონი ორალურად (2მგ დღიური დოზა). თავის ტვინის ინფარქტიდან სამი თვის შემდეგ ფრეგოლის სინდრომის ნიშნების უკუგანვითარებას ჰქონდა ადგილი, ხოლო მომდევნო თვეების განმავლობაში VPTA ტესტის შედეგებიც უკეთესი იყო (დიაგრამა 1; გაუმჯობესების მეორე პერიოდი, დეკემბერი, 2004წ.) პაციენტის სხვა ნეიროფსიქოლოგიური ტესტის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 1; ადგილი ჰქონდა მეხსიერებისა და დავალებების შესრულების ფუნქციის შესუსტებას.

განსჯა
ჩვენ წარმოვადგინეთ ქრონიკული შიზოფრენიით დაავადებული პაციენტი, რომელსაც თან დაერთო ფრეგოლის სინდრომი, ხოლო თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ინფარქტის შემდეგ განუვითარდა პროზოპაგნოზია. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ თავის ტვინის დაზიანებამ, რომელიც მოიცავდა ფუზიფორმულ ხვეულს, რომელიც პასუხისმგებელია სახეების შეცნობაზე, განაპირობა პროზოპაგნოზიის განვითარება.
პროზოპაგნოზიით დაავადებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ამოიცნონ ახლობელი ადამიანები მათი სახეების მიხედვით, მაგრამ, როგორც წესი, არ ერევათ ისინი სხვებში. მათი ჩვეული ჩივილია „ყველა სახე ერთმანეთს ჰგავს“. აღნიშნული კლინიკური შემთხვევა საინტერესოდ შეიძლება ჩაითვალოს იმ ფაქტის გამო, რომ ადგილი ჰქონდა პროზოპაგნოზიისა და ფრეგოლის სინდრომის ერთდროულად არსებობას და ამ განსაკუთრებული ფენომენის გამომწვევ ფაქტორად შესაძლოა მივიჩნიოთ შიზოფრენია. ფაქტობრივად, მანიაკალური შეუცნობელობის სინდრომის დროს მთავარ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმად, რომელიც ამავე დროს მოიცავს ფრეგოლის სინდრომსაც, მიჩნეულია შიზოფრენია. მაგალითად, მოიტაბაიმ2 მიმოიხილა ფრეგოლის სინდრომის 34 შემთხვევა და ნახა, რომ შიზოფრენია იყო პრედომინანტური სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კლინიკური შემთხვევის დროს მშს გამოვლინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაციენტს განუვითარდა ცერებრული ინსულტი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ: იმისათვის, რომ განვითარდეს მშს, თავის ტვინის ინფარქტისა და ანამნეზში შიზოფრენიის არსებობა ცალცალკე საკმარისი არაა, არამედ აუცილებელია ორივე მათგანის ერთდროული არსებობა. როგორც რამაჩანდრანმა და ბლაკესლეემ14 მოგვაწოდეს, არსებობს ყველაზე დიდი ალბათობა, რომ ზოგიერთი ორგანული დაზიანება განაპირობებდეს ემოციონალური სისტემის ჰიპერაქტივაციას. აღნიშნულ შემთხვევაში, ლოგიკურია თუ დაგვებადებოდა შეკითხვა, რომ თავის ტვინის ინფარქტი ხომ არ მოქმედებდა, როგორც ჯვარედინი ფაქტორი. თუმცა, ეს ჰიპოთეზა საჭიროებს დამატებით კვლევებს, რათა მოხდეს მისი დამტკიცება. აღნიშნული ფაქტის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ პროზოპაგნოზია და ფრეგოლის სინდრომი გამოვლინდა და უკუგანვითარდა ერთდროულად. სწორედ ამ მოვლენების უკიდურესად იშვიათმა კომბინაციამ განაპირობა მსგავსი მექანიზმის გამოწვევა.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ შიზოფრენიის დროს კოგნიტური სფეროს დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია შუბლის წილის დაზიანება, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მანიაკალური შეუცნობელობის სინდრომი შესაძლოა კავშირში იყოს ფრონტალურ დისფუნქციასთან.
ლიტერატურული მონაცემების მსგავსად, პაციენტის შეუცნობელობა ძირითადად მოიცავდა ერთ კონკრეტულ ადამიანს, მის ქმარს, რაც მიუთითებდა დაავადების პროცესში ფსიქოემოციური ფაქტორის აუცილებელ არსებობაზე. Collacot და Napier19-მა მსგავს შეუცნობელობას უწოდეს პაციენტის სურვილის მოჭარბება, გადამეტება. თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული შემთხვევის დროს ადგილი ჰქონდა ფსიქოდინამიური და ორგანული ფაქტორების თანაარსებობას.
ჩვენის აზრით, აღნიშნული კლინიკური შემთხვევა საკმაოდ საინტერესო და ღირებულია, რადგანაც მოიცავს საკმაოდ იშვიათ პათოლოგიათა ერთობლიობას და ვივარაუდებთ, რომ მომავალში კვლევის გაგრძელება, ისეთი ფენომენის გარშემო, როგორიცაა პროზოპაგნოზია ფრეგოლის სინდრომთან ერთად და მის გარეშე შიზოფრენიის კონტექსტში, ნათელს მოჰფენს მანიაკალური შეუცნობელობის სინდრომის ეტიოლოგიასა და პათოგენეზს.

ინგლისურიდან თარგმნა გ.მაშანეიშვილმა

ლიტერატურა

ნანახია: 4972 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.