აქტუალური თემა

ახალი პროექტები

კანონი და ჯანდაცვა

სიახლეები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

კვლევა

მიმოხილვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ღირსეული დასტაქარი [5.00]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [5.00]

ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა [5.00]


ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [17971]

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა [16676]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [12619]

მენოპაუზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინი [12155]

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს [11673]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 12

სქესობრივი ცხოვრება და კონტრაცეპტიული მეთოდების გამოყენება ახალგაზრდებს შორის

ავტორი: ფ. სერბანესკუ, MD, MPH; პ. იმნაძე, MD, PhD; ზ. ბოხუა, MD; ნ. ნუცუბიძე, MD; დ.ბ. ჯექსონი, MPH; ლ.მორისი, PhD, MPH
ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში, 2005; საბოლოო ანგარიში.

>>  დაავადებათა კონტრო­ლი­სა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი; შრომის, ჯანმრ­თელობისა და სოციალუ­რი დაცვის სამი­ნისტ­რო; სტატისტიკის დეპარტა­მენ­ტი, ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტრო. თბილისი, საქართველო.
რეპროდუქციული ჯანმრ­თელობის განყოფილება, დაავადებათა კონტრო­ლი­სა და პრევენციის ცენტ­რები (DRH/CDC). ატლანტა, ჯორჯია, აშშ.
გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი (UNFPA).
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშო­რი­სო განვითარების სააგენ­ტო (USAID).


რეგიონში ჩატარებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვა კვლევების მსგავსად, 2005 წელს საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევაში შევიდა კომპონენტი, რომელიც განკუთვნილი იყო 15-24 წლის მოზარდი გოგონებისა და ახლაგაზრდა ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ქცევის, კერძოდ, დაუგეგმავი ფეხმძიმობის რისკისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესაფასებლად. ეს მნიშვნელოვანი ჯგუფია, რამდენადაც ახალგაზრდა ქალები რეგიონების უმავლესობაში გამოკითხული მოსახლეობის მესამდზე მეტს შეადგენს. კვლევა მოიცავს გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების გამოკითხვის შედეგებს სქესობრივ გამოცდილებას, კონტრაცეპტივების გამოყენებასა და სქესობრივ პარტნიორებთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებზე ორიენტირებული სტრატეგიებისა და სქესობრივი განათლების პროგრამების დაგეგმვისას.
სქესობრივი გამოცდილების მქონე აღმოჩნდა 15-24 წლის ახალგაზრდა ქალების მესამედზე ნაკლები, რაც 1999 წლის მონაცემებთან შედარებით ოდნავ შემცირებას ასახავს (33%-დან 30%-მდე). დიაგრამა 1
ქალაქთან შედარებით, სქესობრივი გამოცდილების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო სოფლად მცხოვრებ ახალგარდა ქალებში და აზერბაიჯანელ რესპონდენტებს შორის, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ასაკში ქორწინების გამო.
ახალგაზრდა ქალები ოთხივე ასაკობრივ ჯგუფში სქესობრივად უფრო ნაკლებად გამოცდილი აღმოჩნდნენ, ვიდრე წინა კვლევის მონაწილე მათი თანატოლები, თუმცა, 15-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში (p=0.05) მიღებული შედეგების გამოკლებით, აღნიშნული სხვაობები სტატისტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ანალიზი უჩვენებს, რომ მცირე ინტერვალი ან მისი არარსებობა პირველ ქორწინებასა და პირველ სქესობრივ გამოცდილებას შორის და სქესობრივი გამოცდილების მაჩვენებლის შემცირება ნაწილობირვ აიხსნება იმ ფაქტით, რომ ახალგაზრდა ქალების სულ უფრო მეტი ნაწილი აგვიანებს დაოჯახებას. ქორწინების გამოცდილების მქონე 20-24 წლის ქალთა რაოდენობა 9%-ით შემცირდა გასულ კვლევასთან შედარებით (53% 1999 წელს და 48% 2005 წელს).
ქორწინებამდელი სქესობრივი გამოცდილების მაჩვენებელი მეტად დაბალი რჩება და შეადგენს ყველა გამოკითხულ ახალგაზრდა ქალთა 2.7%. ეს ნიშნავს, რომ სქესობრივი გამოცდილების მიღება ძირითადად ქორწინების ფარგლებში ხდება. შესაძლოა, რესპონდენტები (მათ შორის, სქესობრივად გამოცდილები), თავს იკავებენ სქესობრივი გამოცდილების დაფიქსირებისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ მოზარდთა სქესობრივი ცხოვრება ქართულ საზოგადოებში ტაბუდადებული თემაა.
გოგონების სქესობრივი გამოცდილება უფრო მაღალია სოფლად (35%), ვიდრე ქალაქად (27%). განსხვავებული მაჩვენებლები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა, ასახავს ახალგაზრდა ასაკში დაოჯახების ტენდენციას, რომელიც სოფლად არსებობს და ძირითადად ეხება 20-24 წლის ახალგაზრდა ქალებს. განათლების დონისა და სქესობრივ გამოცდილებას შორის დამოკიდებულება უკუპროპორციულია უმაღლესი განათლების მიღების ასაკობრივ ჯგუფში (20-24 წლის), სქესობრივი გამოცდილების მაჩვენებელი შეადგენს 72% ყველაზე დაბალი განათლების (არასრული საშუალო ან ნაკლები) მქონე 20-24 ასაკის რესპონდენტებისთვის და 45%-34% განათლების ყველაზე მაღალი დონის მქონე რესპონდენტებისათვის (ტექნიკუმის და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები). დიაგრამა 2

კონტრაცეპციის დაბალი პრევალენტულობიდან გამომდინარე, სქესობრივი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა გოგონების მხოლოდ 3% თქვა, რომ თვითონ ან პარტნიორმა მიმართა კონტრაცეპციას პირველი სქესობრივი კავშირის დროს, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მოზარდებისთვის განკუთვნილი სქესობრივი განათლების პროგრამების არარსებობით და შესაბამისი მომსახურების ნაკლებობით. დიაგრამა 3
საგანმანათლებლო პროგრამები სექსობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შესახებ არ შედის სასკოლო პროგრამაში და ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის აზრით, მხგავსი ტიპის სწავლებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოზარდებში სქესობრივი ცხოვრების პოპულარიზაცია. მათ შორის, ვისაც არ მიუმართავს კონტრაცეპციისათვის, ძირითად მიზეზად დასახელდა დაფეხმძიმების სურვილი (78%), რომ არ უფიქრიათ კონტრაცეპციის შესახებ (14%), და კონტრაცეპციის შესახებ ცოდნის ნაკლებობა (5%).

კონტრაცეპციის ნაკლებად გამოყენების ძირითადი მიზეზები მცირედ განსხვავდებოდა ოჯახური მდგომარეობის მიხედვით, თუმცა დაფეხმძიმების სურვილი ორივე ჯგუფში დომინანტური იყო. დაფეხმძიმების სურვლი დაასახელა ქორწინებამდელი სქესობრივი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა გოგონათა 65%, ხოლო რიგით მეორე ხშირად დასახელებული მიზეზი მოულოდნელობის ფაქტორი აღმოჩნდა (17%). დიაგრამა 4
ქორწინებამდელი სქესობრივი გამოცდილების მქონე ქალთა ნახევარზე მეტმა (57%) აღნიშნა, რომ ქორწინებამდე პარტნიორთან ურთიერთობა, სულ მცირე, ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა და შეიძლება ვივარაუდოთ, რესპონდენტთა უმრავლესობისთვის ქორწინება სრულიად მოსალოდნელი იყო და უფრო მეტიც, მათ სურდათ საკუთარი ოჯახის შექმნა.
მათ შორის, ვისთვისაც პირველი სქესობრივი გამოცდილება დაოჯახების შემდეგ შედგა, კონტრაცეპტივების გამოუყენებლობის ძირითად მიზეზად 79%-მა დაასახელა დაფეხმძიმების სურვილი, ხოლო 14% თქვა, რომ არ უფიქრია კონტრაცეპციაზე.
პირველი სქესობრივი კავშირის დროს რესპონდენტთა ასაკის განსაზღვრის მიზნით შეგროვდა შემდეგი მონაცემები: კვლევის მონაწილეთა პირველი სქესობრივი კავშირის თარიღი (თვე და წელი), დაბადების თარიღი და ასაკი გამოკითხვის ჩატარების დროისთვის. 15 წლის ასაკისთვის გოგონათა 2%-ზე ნაკლებს გააჩნდა სქესობრივი გამოცდილება, ხოლო 22 წლის ასაკისთვის – 46%.
ყველაზე თვალშისაცემია ასაკობრივი მაჩვენებელი პირველი სქესობრივი კავშირის დროს განათლების დონის მიხედვით. 24 წლის ასაკისთვის ტექნიკუმის თუ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ახალგაზრდა ქალების მხოლოდ 48% აღმოჩნდა სქესობრივი გამოცდილების მქონე, განსხვავებით ნაკლები განათლების მქონე ახალგაზრდებისაგან, რომელთა შესაბამისი მაჩვენებელი 70% შეადგენდა. ასაკი პირველი სქესობრივი კავშირის მიხედვით ასევე განსხვავდებოდა ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით: აზერბაიჯანელ გოგონათა ნახევარზე მეტი (58%) და სომეხ გოგონათა 45% სქესობრივ გამოცდილებას 20 წლის ასაკამდე იღებდნენ. ქართველი ქალებში დაფიქსირდა სქესობრივი გამოცდილების მიღების უფრო გვიანი ტენდეცია, კეძოდ 22 წლის ასაკის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება პირველი სქესობრივი კავშირის დროს ასაკსა და სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს შორისს, განსხვავება ნაკლებადაა გამოხატული 22 წლის ასაკისთვის და ქრება 24 წლის ასაკისთვის.
მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, ახალგაზრდა ქალები სოფლად უფრო ადრე იღებენ სქესობრივ გამოცდილებას, ვიდრე ქალაქში. განსხვავება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებს შორის სავარაუდოდ გამოწვეული იყო ქორწინებათა ასაკის სხვაობით.
საქართველოში ახალგაზრდა ქალების ასაკით უფროს მამაკაცებთან ურთიერთობა შედარებით ხშირია. ყველა სქესობრივი გამოცდილების მქონე ქალების 41%-ს პირველი სქესობრივი პარტნიორი ექვსი ან მეტი წლით უფროსი იყო. აღნიშნული ტენდენცია უფრო გამოკვეთილია სოფლად (ახალგაზრდა ქალების 46%), სადაც ასაკობრივი სხვაობა ყველაზე დიდი აღმოჩნდა (სურათი 15.2.3). პირველი სქესობრივი კავშირის დროს ასაკით უფროსი პარტნიორი თბილისში ახალგაზრდა ქალთა ერთ მესამედს (30%), ხოლო სხვა ქალაქების მცხოვრებთა 39%-ს ჰყავდა. ახალგაზრდა ქალები, რომელთაც სქესობრივი გამოცდილება 18 წლის ასაკამდე მიიღეს, უფრო ხშირად მიუთითებდნენ, რომ პარტნიორი ექვსი ან მეტი წლით უფროსი იყო (47%); თუმცა გოგონათა მაჩვენებელი, რომელთა პირველი სქესობრივი პარტნიორიც ათი ან მეტი წლით უფროსი იყო, თითქმის იგივეა 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც (14% და 13% შესაბამისად). აღნიშნული სხვაობა განსაკუთრებით გამოკვეთილია ახალგაზრდა ქალების კატეგორიაში, რომელთაც პირველი სქესობრივი გამოცდილება ყველაზე ახალგაზრდა ასაკში მიიღეს (13-15 წლის) და რომელთა დიდი უმრავლესობის პარტნიორი 6 ან მეტი წლით უფროსი იყო (39%).
დაოჯახებული ქალების პარტნიორი უფრო ხშირად აღმოჩნდა თანატოლი ან სამი წლით უფროსი (36%), ვიდრე დაუოჯახებელი ქალებისა (23%). რამდენადაც ახალგაზრდა ქალების უმრავლესობა პირველი სქესობრივი კავშირის დროისათვის დაოჯახებული იყო, პირველ სქესობრივ პარტნიორად ძირითადად მეუღლე დასახელდა (91%). ეს ფაქტი უცვლელი რჩება საცხოვრებელი ადგილის, განათლებისა და სოციალურ-ეკონომიკური დონისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. ქორწინებამდელი კავშირის მქონე ახალგაზრდა ქალების 80% პირველ სქესობრივ პარტნიორად დაასახელა მეგობარი ვაჟი ან საქმრო. რესპონდენტები ასევე გამოიკითხა იმის თაობაზე, თუ რამდენი ხანი იცნობდნენ პარტნიორს პირველ სქესობრივ კავშირამდე. მიუხედავად ქორწინებამდელი თუ ქორწინებისშემდგომი გამოცდილებისა, ახალგაზრდა ქალების დიდმა ნაწილმა თქვა, რომ პარტნიორს ხვდებოდნენ პირველ სქესობრივ კავშირამდე ერთ წელზე ნაკლები პერიოდს განმავლობაში (44% და 40% შესაბამისად).
გამოკითხვის დროისთვის ფეხმძიმობის რისკის ქვეშ მყოფ ქალთა რაოდენობის განსაზღვრისთვის, ინფორმაცია შეგროვდა მიმდინარე სქესობრივი აქტივობის შესახებ უკანასკნელი სქესობრივი კავშირის თარიღის მიხედვით. სქესობრივი გამოცდილების მქონე ქალების უმრავლესობა განაგრძობდა სქესობრივ აქტივობას. გათხოვილ ქალთა 61%-ს უკანასკნელი სქესობრივი კავშირი ინტერვიუმდე 30 დღის განმავლობაში ჰქონდა. გათხოვილ ქალთა მესამედზე ოდნავ მეტი (34%) და ადრე ქორწინებაში მყოფ ახალგაზრდა ქალთა 4% აღმოჩნდა ფეხმძიმე, მშობიარობის შემდგომ ან ძუძუთი კვების პერიოდში.
საქართველოში ახალგაზრდა ქალებს შორის კონტრაცეპტივების გამოყენება უკანასკნელი სქესობრივი კავშირის დროს გაიზარდა ბოლო კვლევის შედეგებთან შედარებით, განსაკუთრებით – გათხოვილ ქალებს შორის (2%-დან 20%-მდე). თუმცა, ამ ჯგუფში კონტრაცეპტივების მოხმარების მაჩვნებლის ზრდის მიუხედავად, იგი მაინც დაბალია გაუთხოვარი ქალების იგივე მაჩვენებელთან შედარებით (32%).
გათხოვილ ქალთა 32%-ს უკანასკნელი სქესობრივი კავშირის დროს მიუმართავს კონტრაცეპციის თანამედროვე ან ტრადიციული მეთოდისათვის (22% და 10% შესაბამისად). 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის გათხოვილი ქალებისგან განხვავებით, ყველაზე ახალგაზრდა გათხოვილი გოგონების (15-19 წლის) უფრო ნაკლებ რაოდენობას მიუმართავს კონტრაცეპციისათვის უკანასკნელი სქესობრივი კავშირის დროს (38% და 13% შესაბამისად). 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფისგან განსხვავებით, გათხოვილ მოზარდთა (15-19 წლის) უმეტესობა იყენებდა ტრადიციულ მეთოდებს (8%) და უფრო ნაკლები რაოდენობა – თანამედროვე მეთოდებს (5%). ჩანს, გათხოვილ მოზარდებს ნაკლებად გააჩნიათ ინფორმაცია ან/და ნაკლებად მიუწვდებათ ხელი კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდებზე. გაუთხოვარ ახალგაზრდა ქალებს შორის კონტრაცეპტივების მომხმარებელთა 85% იყენებდა თანამედროვე მეთოდს, ძირითადად – პრეზერვატივს.
მრავალ პარტნიორთან ხანგრძლივი ურთიერთობის ქონა სქესობრივად გამოცდილ ახალგაზრდა ქალებს შორის იშვიათი აღმოჩნდა. გამოკითხულთა 89% თქვა, რომ ჰყავს ერთი პარტნიორი უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, და დარჩენილმა 11% თქვა, რომ არ ჰყოლია სქესობრივი პარტნიორი უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში. ახალგაზრდა ქალების 98% ჰყავდა ერთი მუდმივი პარტნიორი, და მხოლოდ 2% ყავდა ორი ან მეტი. ადრე ქორწინებაში მყოფ ქალთაგან ყოველ მეშვიდეს ჰყავდა 2 ან მეტი პარტნიორი. შეხედულებები და მიდგომები პრეზერვატივებისა და მათი გამოყენების შესახებ სქესობრივი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ქალები დაიყო ორ კატეგორიად, პრეზერვატივების მოხმარების მიხედვით (ვისაც ოდესმე გამოუყენებია და და ვისაც არასოდეს მიუმართავს პრეზერვატივისთვის); მათ ჰკითხეს, თუ რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან წინადადებებს პრეზერვატივების გამოყენების შესახებ. სქესობრივი გამოცდილების მქონე რესპონდენტების უმრავლესობა, რომელთაც ოდესმე გამოუყენებიათ პრეზერვატივი, დაეთანხმა, რომ პრეზერვატივის გამოყენება ახალ პარტნიორთან ჭკვიანური აზრია (86%) და რომ ქალმა უნდა (მო)სთხოვოს პარტნიორს გამოიყენოს პრეზერვატივი (81%). მათგან განსხვავებით, სქესობრივი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ქალების 53%, რომელთაც არასოდეს გამოუყენებიათ პრეზერვატივი, დაეთანხმა წინადადებას, რომ ახალ პარტნიორთან პრეზერვატივის გამოყენება კარგი აზრია და მხოლოდ 20% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ქალმა უნდა (მო)სთხოვოს პარტნიორს პრეზერვატივის გამოყენება. რესპონდენტთა ნაწილი, ვისაც არასდროს გამოუყენებია პრეზერვატივი, უფრო ხშირად ირჩევდა პასუხს „არ ვიცი“ დათანხმების ან არდათანხმების მაგივრად. საინტერესოა, რომ პრეზერვატივის მომხმარებელთაგან ოდნავ მეტი (46%) დაეთანხმა წინადადებას, რომ „პრეზერვატივის გამოყენება საჭირო არ არის, როცა პარტნიორს იცნობ“, მათთან შედარებით, ვისაც არასოდეს გამოუყენებია პრეზერვატივი (43%). სქესობრივი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ქალებსა და მათ პარტნიორებს შორის საუბარი პრეზერვატივების გამოყენების თაობაზე არ არის ხშირი და მათგან მხოლოდ 23%-ს ოდესმე უსაუბრია აღნიშნულ საკითხზე. რაც შეეხება ქალებს, რომლებსაც ოდესმე გამოუყენებიათ პრეზერვატივი, მათ 86% განუხილავს პრეზერვატივის გამოყენების საკითხი პარტნიორთან, ხოლო 12%-ს არასოდეს უსაუბრია ამის შესახებ. დაფიქსირდა განსხვავებები ასაკობრივი ჯგუფის, განათლების დონისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სქესობრივი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ქალების მაჩვენებელი, ვისაც არასოდეს უსაუბრია პარტნიორთან პრეზერვატივების გამოყენების შესახებ, იზრდება ასაკისა და განათლების დონის მატებასთან ერთად. 20-24 წლის რესპონდენტების 26% და 15-19 წლის გოგონების 11% განუხილავთ პრეზერვატივების გამოყენების საკითხი პარტნიორებთან.
ტექნიკუმის/უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 33%, სრული საშუალო განათლების მქონე 20% და არასრული საშუალო ან უფრო ნაკლები განათლების მქონეთა 9% უსაუბრია პარტნიორთან აღნიშნულ საკითხზე. რესპონდენტთა 12% სოფლად, ქალაქის (თბილისის გარდა) მცხოვრებთა 23% და თბილისის მცხოვრებთა 49% განუხილავს პრეზერვატივის გამოყენების საკითხი პარტნიორთან ერთად. სქესობრივი გამოცდილების მქონე გოგონებს სთხოვეს დადებითად ან უარყოფითად ეპასუხათ კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა მათ მეუღლის ან პარტნიორის სურვილს, გამოიყენოს პრეზერვატივი. 72% თქვა, რომ თავს დაცულად იგრძნობდნენ დაფეხმძიმებისგან. აღნიშნული მაჩვენებელი 9%-ით მეტია 1999 წელთან შედარებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახალგაზრდა ქალები უფრო მეტად ენდობიან კონტრაცეპციის აღნიშნულ მეთოდს საქართველოში.
კითხვაზე პასუხები განსხვავდებოდა სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით. ქალაქის მცხოვრებთა 84% და სოფლად მცხოვრებ რესპონდენტთა 61% თავს დაცულად იგრძნობდა დაფეხმძიმებისაგან. იგივე მაჩვენებელი იზრდებოდა განათლების დონის მატებასთან ერთად: აღნიშნულ კითხვას დადებითად პასუხობდა არასრული საშუალო ან ნაკლების განათლების მქონე რესპოდნეტების 50%, საშუალო განათლების მქონეთა 72%, ტექნიკუმის კურსდამთავრებულთა 82% და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 81%. მაჩვენებელი მატულობდა აგრეთვე რესპონდენტთა შორის, ვისაც ოდესმე გამოუყენებია პრეზერვატივი (92%) და ქალებს შორის, ვისაც უსაუბრია პარტნიორთან პრეზერვატივის გამოყენების შესახებ (94%).
კითხვაზე, დაცულად იგრძნობდნენ თუ არა თავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის აივ/შიდსისგან, ახალგაზრდა ქალების 67% პასუხი დადებითად გასცა. ამ შემთხვევაშიც, განსხვავებები დაფიქსირდა რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით; კითხვას დადებითად უპასუხა: ქალაქის მცხოვრებთა 80%-მა, 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა (70%,) ვისაც ოდესმე გამოუყენებია პრეზერვატივი (87%) და ვისაც უსაუბრია პარტნიორთან პრეზერვატივის გამოყენების თაობაზე (88%). კითხვაზე, თუ როგორი რეაქცია ექნებოდათ ქალებს პარტნიორის შემოთავაზებაზე გამოეყენებინათ პრეზერვატივი, ახალგაზრდა ქალების 12% თქვა, რომ გაბრაზდებოდა და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდა, 12% თქვა, რომ დაეჭვდებოდა იმის თაობაზე, რომ მის პარტნიორს სხვა ქალთან აქვს ურთიერთობა, და 5% იფიქრებდა, რომ რაიმე არასწორად გააკეთა. რადგან 2005 წელს, 1999 წელთან შედარებით, ქალების ნაკლები პრცენტი დაეთანხმა აღნიშნულ წინადადებებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზერვატივების ხმარება ნაკლებ სამარცხვინოდ მიიჩნევა.
რეგიონების მიხედვით მოზრდილთა სქესობრივი გამოცდილება განსხვავებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით, ქორწინებამდელი სქესობრივი ურთიერთობებისა და კონტრაცეპტივების გამოყენების თვალსაზრისით.
ალბანეთში, მოლდოვაში, რუსეთში, რუმინეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და საქართველოში უკანასკნელი ათი წლის მანძილზე განხორციელებული კვლევების მონაცემებით, ქორწინებამდელი სქესობრივი ურთიერთობების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა რუსეთში (71%), შემდეგ უკრაინასა (48%) და რუმინეთში (41%). კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კონსერვატულობის შესაბამისად, აზერბაიჯანსა და საქართველოში ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდა სქესობრივი გამოცდილებისა, განსხვავებები არსებობს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს შორის კონტრაცეპტივების გამოყენების თვალსაზრისითაც. კონტრაცეპტივების გამოყენების მაჩვენებელი ქორწინებამდელი პირველი სქესობრივი კავშირის დროს ყველაზე მაღალი იყო რუმინეთში – 57%, და მხოლოდ 3% საქართველოში. იგივე მაჩვენებელი არ შეცვლილა 1999 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ აღნიშნულ სფეროში რაიმე წინსვლას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, 2006 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა ევროგაერთიანებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის დაფინანსებით წამოიწყო პროექტი „მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა - ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში“ (RHIYC). ამ ფართომასშტაბიანი ინიციატივის მიზანია საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში სოციალურად ყველაზე დაუცველი ახალგაზრდა მოსახლეობის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების გაუმჯობესება. დიაგრამა 5
პროექტი ეყრდნობა მსოფლიოში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას და ითვალისწინებს რეგიონში მცხოვრები 15-24 წლის ასაკის 2,850,000 ახალგაზრდიდან თითქმის 50%-ს.
პროექტის მიზნად ისახავს ახალგაზრდებთან ურთიერთობას, ინფორმირებასა და სწავლებას მათი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ; ასევე – ახალგაზრდებისათვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას; ახლგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებათ საერთაშორისო თანამშრომლობისა და საინფორმაციო ქსელის გაძლიერებას.

ნანახია: 5269 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268397


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.