ALMA MATER

მედიცინის ისტორია

სიახლეები

NOTA BENE

თარგმანი

კლინიკური კვლევა

მიმოხილვა

კვლევა

ადამიანი და გარემო

იურისტის გვერდი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



აპოკალიფსის 25 წელი [5.00]

ელექტროქიმიური აქტივაცია - წყლის ქლორირების უსაფრთხო და მაღალეფექტური ალტერნატივა [5.00]

ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [5.00]

დეპრესიის მენეჯმენტი მოზრდილებში [5.00]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [24604]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [9198]

წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის კვლევა „დავიკოლის“ ინსტილაციისას [8984]

ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში [8175]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა [7721]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 2

წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის კვლევა „დავიკოლის“ ინსტილაციისას

ავტორი: დ. შენგელია, ა. ბაკურიძე, ნ. კარანაძე, ვ. ბალიაშვილი, თსსუ, თვალის სნეულებათა დეპარტამენტი, ფარმაცევტულ ტექნოლოგიათა დეპარტამენტი.
Shengelia D., Bakuridze A., Karanadze N., Baliashvili V. TSMU, Georgia, Department of eye diseases, Department of pharmaceutical technology.
Investigation of Antioxidant Activity of Aqueous Humor, after Instillation of “Davicol”.

>>  Antioxidants, scavenge for free radicals, and consequently are a very special group of nutritional supplements. They very special because they play such a very important role in protecting the body from the formation of very dangerous substances referred to as free radicals.
It is very important to find pharmacologic correction of this process using antioxidants.
To create any new drug it`s necessary to provide vide investigations, such as preclinical and clinical tests. In this field preclinical study of pharmacologic action of the medicines, conducted in vitro and in vivo condition will permit them for vide clinical use.
Antioxidant eyedrops “davicoli” is developed by Professors: ophthalmologist D. Shengelia and pharmacist A. Bakuridze, for ophthalmologic use.
Our purpose was investigation of antioxidant activity of aqueous humor, after instillation of “Davicol”.
Material and methods: Investigations provided on evidence based medicine. The ocular effects of the eyedrops, have been measured in healthy chinchilla rabbits. Results of spectrophotometry were statistically proceeded.
Results and conclusions: Experimental research shows, during the our investigation of antioxidant activity of aqueous humor, after instillation of “Davicoli” proceeds, that antioxidant activity (aoa) of aqueous humor of intact rabbit equals 27%. As compared with control group, in single instillation group antioxidant activity increased at average 9,5%, however results in 3x instillation animals (during 1 and 20 days as well) were equal. (12,1%- 12,4).
Dynamics of increasing of antioxidant activity in aqueous humor of rabbits after the single-instillation of eyedrops “Davicoli” was preserved for 180 minutes. maximal results were taken from 60 to 90 minutes (18,2%), with afterwards decreasing till control results. After 3x instillation for 20 days, aoa increased for 240 minutes. maximums - from 60 to 120 minutes (21.4%).
Proceeded from preclinical investigation of “Davicoli”, it can be recommended for a long -term use in a vide range of ophthalmologic pathology.


შესავალი

თავისუფალი რადიკალების ორგანიზმში მოქმედებას აკონტროლებს ეგზოგენური და ენდოგენური ანტიოქსიდანტები, აგრეთვე ფერმენტული ანტიოქსიდანტური სისტემები. რეგულაციის სისტემის დარღვევას კი მივყავართ უჯრედებისა და ქსოვილების შეუქცევადი დაზიანებისაკენ.

მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქსოვილების ჰიპეროქსიდაციის უარყოფით გავლენას უჯრედებსა და ქსოვილებზე. რის შედეგადაც მატულობს ზეჟანგვითი პროცესების შედეგად მიღებული თავისუფალი რადიკალების კონცენტრაცია. თავისუფალი რადიკალების ორგანიზმში მოქმედებას აკონტროლებს ეგზოგენური და ენდოგენური ანტიოქსიდანტები, აგრეთვე ფერმენტული ანტიოქსიდანტური სისტემები. რეგულაციის სისტემის დარღვევას კი მივყავართ უჯრედებისა და ქსოვილების შეუქცევადი დაზიანებისაკენ, რის საბოლოო შედეგს წარმოადგენს ორგანოებისა და მთლიანად ორგანიზმის დაბერება. [1,2]
ამ კასკადური მექანიზმის შესაჩერებლად სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც უჯრედულ დონეზე ამცირებს ჰიპეროქსიდაციის პროცესს და ამით იცავს უჯრედებს შემდგომი დაზიანებისაგან. ამ ჯგუფს ანტიოქსიდანტები ეწოდება. [7]
არსებობს ბუნებრივი და სინთეზური წარმოშობის ანტიოქსიდანტები.
ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს ვხვდებით მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნედლეულში. ხშირ შემთხვევაში ისინი გვხვდება საკვებ პროდუქტებში.
საყოველთაოდ ცნობილია თაფლის სამკურნალო თვისებები, რომელშიც წამყვან როლს თამაშობს ამ პროდუქტის ანტიოქსიდანტური გავლენა ქსოვილებზე. თაფლს დიდი ხანია იყენებენ მედიცინის სხვადასხვა სფეროში, მიუხედავად ამისა სამამულო თაფლის პროდუქტი საინსტილაციო ფორმით ჯერ არ ყოფილა წარმოდგენილი. დღეს შესაძლებელია ემპირიულად გამოცდილი ნედლეული მომხმარებლისთვის შეთავაზებული იყოს ისეთი ფორმით, როდესაც დაცული იქნება პრეპარატის წარმოების ყველა ფარმაკოლოგიური პირობა. სწორედ ამ კვლევების ნაწილს წარმოადგენს აღნიშნული შრომა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების დ. შენგელიას და ა. ბაკურიძეს ხელმძღვანლობით ნატურალური თაფლიდან იქნა მიღებული ანტიოქსიდანტური აქტივობის ფრაქცია, რომლის ბაზაზეც მომზადდა თვალის წვეთები „დავიკოლი“.
კვლევის მიზანი
წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის განსაზღვრა თვალის წვეთები ”დავიკოლის” ინსტილაციის შემდეგ.
მასალა და მეთოდები
წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის (აოა) შესწავლა ხორციელდებოდა ე.წ. „შემბოჭველების“ გამოყენებით (ინგლისურენოვან ლიტერატურაში მიღებული ტერმინი – „სცავენგერ“). მეთოდიკა ეფუძნება ანტიოქსიდანტის ურთიერთქმედებას თავისუფალ რადიკალთან –1,1-დიფენილ-2-პიკრილჰიდრაზილის (1,1-Diphenyl-2-picrylhydrazil - DPPH) [194,195,268]. აღნიშნული ინჰიბიტორული მოქმედების პრინციპი შემდგომში მდგომარეობს: ანტიოქსიდანტი ახდენს DPPH–ის რადიკალების შებოჭვას. იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობით თავისუფალი რადიკალი განეიტრალდა ისაზღვერება საკვლევი ობიექტის ანტიოქსიდანტური აქტივობა. [4, 5,3, 6].
მიღებული ობიექტი (წყალწყალა ნამი) 0.2 მლ. ემატებოდა DPPH–ის შემცველ კიუვეტაში (2,4 მგ.DPPH /100მლ. ეთილის სპირტზე), რომელიც ივსებოდა 5 მლ.-მდე. ამ პირობებში ვაყოვნებდით 20 წუთს, რის შემდეგაც ხდებოდა ობიექტის ოპტიკური სიმკვრივის სპექტროფოტომეტრიული გამოკვლევა (Shimazu, UV-1601PC, იაპონია).
სპექტროფოტომეტრიულად 517 ნმ-ის სიგრძის ტალღაზე DPPH-ს ხსნარს გააჩნია აბსორბციის მაქსიმუმი, თავისთვის დამახასიათებელი ოპტიკური შთანთქმის მაქსიმუმით (0.517). სწორედ ამ მაჩვენებლის ცვლილებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკვლევ ობიექტში თავისუფალი რადიკალების დაკლებაზე. ოპტიკური სიმკვრივის მახასიათებლის დაკლება მიუთითებს საკვლევი ობიექტის მიერ თავისუფალი რადიკალების შებოჭვაზე, ხოლო რაც უფრო მეტად მოხდა ეს ცვლილება, მით მეტი თავისუფალი რადიკალის შებოჭვა მოხდა. მონაცემები ჩაისმება შესაბამის ფორმულაში:

D - საკონტროლო ობიექტი,
d - საკვლევი ობიექტი.
რის შედეგად შესაძელებელია საკვლევი ობიექტის ანტიოქსიდანტური აქტივობის (თავისუფალი რადიკალების შებოჭვის უნარის) განსაზღვრა პროცენტებში.
სპექტროფოტომეტრიულად მიღებული ობიექტების ოპტიკური სიმკვრივეების მაჩვენებლები სტატისტიკურად დამუშავებულია და სარწმუნოა.
შედეგები და განსჯა
პრეპარატ „დავიკოლის“ ინსტილაციისას წყალწყალა ნამის ანტოქსიდანტური აქტივობის განსაზღვრის შედეგების საფუძველზე დადგინდა, რომ ინტაქტური ბოცვრების წყალყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობა (აოა) შეადგენს 27 %.
საკონტროლო ჯგუფთან შედარებით II ჯგუფში წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობა მოიმატა საშუალოდ 9.5%-ით,
III ჯგუფში 12.1%-თ, IV ჯგუფში 12.4%-ით. (იხ. ცხრილი 1 და დიაგარმა 1).

 ცხრილი 1. წყალწყალა ნამის აოა-ის მაჩვენებლები საკვლევ ჯგუფებში დავიკოლის ინსტილაციიდან 15 წუთის შემდეგ, P<0.05

დიაგარმა 1. წყალწყალა ნამის აოა-ის მაჩვენებლები I, II, III და IV ჯგუფებში ინსტილაციიდან 15 წუთის შემდეგ.

ვინაიდან III და IV ჯგუფებში Mმსგავსი შედეგები დარეგისტრირდა, დროითი პარამეტრების გათვალისწინებით დაკვირვება ჩატარდა II და III ჯგუფებში.
ჩატარებული ფარმაკოკინეტიკისა და წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ პრეპარატი „დავიკოლი“ ინსტილაციიდან 15 წუთში აღინიშნება წინა საკნის ნამში, სადაც მისი ერთჯერადი ინსტილაციის შემთხვევაში ვლინდება კონტროლთან შედარებით 9,5 %-ით მაღალ აოა, ხოლო სამჯერადი ინსტილაციისას აოა შეადგენს 12,1%. 30 წუთის შემდეგ ანტიოქსიდანტური აქტივობა თითქმის 1/3–ით მატულობს ორივე ჯგუფში. II ჯგუფში აოა-ის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია 60 წუთამდე, როდესაც III ჯგუფში იგივე დინამიკა აღინიშნება 90 წუთამდე (აოა – 21.4%). აოა-ის შედარებით სტაბილური მაჩვენებლები აღინიშნება ერთჯერადი ინსტილაციის შემთხვევაში 60 და 90 წუთამდე და შეადგენს 18.2% -18%. ხოლო სამჯერადი ინსტილაციის შემთხვევაში წყალწყალა ნამის მაღალი მაჩვანებლების შენარჩუნება ხდება 60-დან 120წთ-მდე, საკონტროლოსთან შედარებით შემდეგი მაჩვენებლების ფარგლებში: 20.6% – 21.4% – 19%. II ჯგუფში წყალწყალა ნამის აოა-ის შემცირება დარეგისტრირდა 120 წუთისთვის, რომელიც 180 წუთისათვის უბრუნდება საკონტროლოს მაჩვენებლებს. რაც შეეხება III ჯგუფს, აქ 120 წუთზე აღინიშნება აოა-ის კონტროლთან შედარებით დაქვეითება, ხოლო 150 წუთიდან 180 წუთამდე მაჩვენებლების შენარჩუნება აღინიშნება. რის შემდეგაც წყალწყალა ნამის აოა მცირდება და 240 წუთისთვის უბრუნდება საწყის მაჩვენებლებს (ცხრილი 2, დიაგარმა 2).

ცხრილი 2. პრეპარატ „დავიკოლის“~ დინამიური ინსტილაციის გავლენა ბოცვრების წინა საკნის ნამის აოა-ზე, P<0.05

დიაგარმა 2. პრეპარატ „დავიკოლის“ დინამიური ინსტილაციის გავლენა ბოცვრების წინა საკნის ნამის აოა-ზე

აღნიშნული ჯგუფების შედარების საფუძველზე გამოიკვეთა სამჯერადი ინსტილაციის უპირატესობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკვე 15 წუთის შემდეგ აქ აღინიშნება აოა-ის 1/3–ით უფრო მაღალი მაჩვენებელი, ასეთივე სხვაობა აღინიშნება კვლევის მთელ პერიოდში.
ორივე ჯგუფში აღსანიშნავია პრეპარატ „დავიკოლის“ საკმაოდ ხანგრძლივი აოა-ის გამოვლენა. ეს სავარაუდოდ დაკავშირებულია პრეპარატის კუმულაციით სისხლძარღვოვან გარსში (ფერად გარსში 30 წუთზე აღინიშნება პრაპარატის 42%, ხოლო ცილიარულ სხეულში 23.5%). საიდანაც ცილიარული სხეულიდან წყალწყალა ნამის პროდუქციასთან ერთად ხდება ამ უკანასკნელის მეორადად გამდიდრება. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას პრეპარატის პროლონგირებული ეფექტი III ჯგუფში.
დასკვნა
პრეკლინიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თვალის წვეთები „დავიკოლი“ შეიძლება რეკომენდებული იყოს ყოველდღიური სამჯერადი ინსტილაციის სახით, მკურნალობის ხანგძლივი დროის განმავლობაში.

2007 წლის 17 დეკემბრიდან 2008 წლის 18 იანვრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კლინიკამ მოაწყო მოსახლეობის საქველმოქმედო საშობაო-საახალწლო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. აქციის ჩატარება უზრუნველყვეს სამედიცინო კომპანიებმა World Medicine-მა, Santen-მა, Alcon-მა და თბილისის Lions კლუბმა.
აქციის დროს გამოკვლეულ იქნა 284 პაციენტი. პაციენტთა ასაკი მერყეობდა 1,5 წლიდან 88 წლამდე. გამოვლენილ იქნა შემდეგი ნოზოლოგიები: ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი, სხვადასხვა სახის სიელმეები, კონიუნქტივიტები, რქოვანის პათოლოგიები, სისხლძარღვოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, გლაუკომა, საცრემლე გზების პათოლოგიები, ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებები.
კლინიკა კვლავ გეგმავს საქველმოქმედო გასინჯვებს, მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

ლიტერატურა

ნანახია: 8983 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.