გულის მიტრალური სარქველის ახალმა პროთეზმა კლინიკური გამოცდა წარმატებით გაიარა.
ავტორი: www.medgadget.com
ფირმა Abbott’s MitraClip-მა ახლახანს განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილმა გულის მიტრალური სარქველის ახალი ტიპის პროთეზმა კლინიკური გამოცდა წარმატებით გაიარა. MitraClip უკვე მოწონებულია ევროპაში. ახალი მოდელი შეიქმნა იმ მიზნით, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მისი ტრანსფემორალურად იმპლანტირება გულის მიტრალური სარქველის უკმარისობის შემთხვევაში მძიმე და ტრამვული ქირურგიული ჩარევის გარეშე. ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ახალი ტიპის ხელოვნური სარქველის დუბლირებული იმპლანტირებაც, რაც აუმჯობესებს მკურნალობის შედეგს. ფირმის მესვეურები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ახალი ტიპის პროთეზი მიტრალური უკმარისობის ქირურგიული მკურნალობის სტანდარტი გახდება.
ნანახია: 5491 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით